Saturday, February 14, 2009

რასტამანი და მწვანე გნომი

..ამასაც მოვესწარით. ქართული რასტამანული ზღაპრებიღა გვაკლდა! აი სადამდე მიგვიყვანა მეზღაპრე მიჩინიომ! იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა, როგორც წესი და რიგია, იმუშავონ, ტელევიზორს უყურონ ან სხვა "სასარგებლო" საქმით დაკავდნენ - ზღაპრების წერა დაიწყეს.

..

იყო ერთი რასტამანი. ჩვეულებრივი სტანდარტული რასტამანი, თავის რასტამანული „პრიბამბასებით“: დრედები, წვერი, მრავლისმეტყველი ღიმილი..
ერთ-ერთი მორიგი ფრენის დროს ჩაიხედა სარკეში და ხედავს - შუბლზე კარი ახატია. პრინციპში „ნი ტო შტო“ გაუკვირდა, მაგრამ მაინც ცოტა უცნაურად მოეჩვენა, რადგან კარის აბრაზე ეწერა სიტყვა: „ვითომ?“
რასტამანმა გააკეთა ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი სტანდარტული რასტამანი, რომელიც 
შუბლზე დაინახავდა კარს, რომელსაც ეწერებოდა სიტყვა „ვითომ?“.. დააკაკუნა. იქიდან არაფერი ისმის. მაშინ თითი დააჭირა კარების გვერდზე ჩამოკიდებულ ღილაკს. თავში რაღაცამ უცნაურად დარეკა.. კარი გაიღო და იქიდა თავი გამოყო სათვალიანმა, მწვანე გნომმა.
- რა გინდა?
- გამოდი, ვილაპარაკოთ - თამამად უთხრა რასტამანმა.
გნომმა მაჯაზე დაიხედა. უკან შეძვრა და რამოდენიმე წამის შემდეგ კარიდან პირდაპირ კომოდზე გადმოხტა.
- ვინ ხარ? - ეკითხება რასტამანი.
- გნომი ვარ - პასუხობს მწვანე.
- ჩემს თავში რას აკეთებ?
- ფიქრებს ვწერ.
- ეგ როგორ - გაუკვირდა – როგორ შეიძლება ვინმე ჩემს ფიქრებს წერდეს. აშკარად მაბოლებ.
- აბა მაშინ მითხარი, ეხლა რას ფიქრობ?
- ზუსტად ეხლა?
- ხო, აი ეხლა რაზე ფიქრობ?
რასტამანმა გაამოძრავა ტვინის ნაოჭები, მაგრამ უშედეგოდ: არანაირი აზრი არ მოსდის თავში. გონება ცარიელი აქვს.
- ხოო.. და როდიდან დაიწყე ჩემს თავში ცხოვრება, თუ მუშაობა?
- სულ მანდ ვარ.
- ანუ მაინც რამდენი ხანი?
- რა ვერ გაიგე - „სუუულ“ მანდ ვცხოვრობ.
- ეგ როგორ? მე ხო ოცდა ..მმმ.. - ვერ გაიხსენა ზუსტად რამდენი წლის იყო - ოცდა რაღაც წლის ვარ? - კითხა და თვითონვე მიხვდა, რომ წვერის სიგრძიდან გამომდინარე გნომი ვერანაირად ვერ იქნებოდა ოცდა-რაღაც წლის.
- ეგ მარტო ის პერიოდია რაც ფურცლების ახალი შეკვრა გავხსენი.
- და ძველ ჩანაწერებს რას უშვრები?
- ზემოთ ვაგზავნი, არქივში.
- იქ კითხულობს ვინმე ამას?
- იასნია კითხულობენ. მაქედან გამომდინარე მომდის ინსტრუქციები თუ რაზე უნდა ვწერო. პლიუს სუუულ ცოტა, როგორც აქ ეძახით, შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
- გასაგებია.. სიზმრებზეც შენ ხარ მიმაგრებული?
- შენ შტერი ხომ არ ხარ? -ალალად კითხა - სიზმრებთან მე ვინ მიმიშვებს. ეგ პირდაპირ იქიდან - ხელს იშვერს ზევით.
- ..მმმ.. და მომავალი 50 წელი, სულ ასეთი სისულელეები უნდა წერო? - ოპტიმისტურად კითხა რასტამანმა.
- რა არ მოგწონს რო?
- „ნი ტო შტო“ რამე არ მომწონდეს, მაგრამ სულ რაღაც სისულელეებით მიტენი თავს. აი გუშინ მაგალითად ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, რომ სომხეთის ადგილას იამაიკა გადმოგევტანა. აზერები კიდე ცოტა გვერდზე მიგვეწია და შუაში ამსტერდამი ჩაგვედგა.
მწვანემ ჩუმად ჩაიცინა.
- ..და არ გინდა, რომ ცოტა ხნით დაისვენო, ვთქვათ 1-2 დღით? ატმოსფეროს შეიცვლი. ჩემს სახლში იცხოვრებ, ნახე რამხელა ადგილია.. გინდა ტელევიზორს უყურე, გინდა ჩემი ბავშობის ალბომები დაათვალიერე.. გინდა მოწიე.
გნომმა ალმაცერად გახედა გაზეთზე დაყრილ მწვანე გროვას.
- შეიძლებოდა მაგრამ... მერე ერთი კვირა უნდა ვიპახაო, რომ ავანაზღაურო.
- შენც ადექი და მანდ წერე, ვინ გიშლის.
- კარგი - თქვა გნომმა და კიდევ ერთხელ ცალი თვალით გახედა გაზეთს - ოღონდ საბეჭდ მანქანას გამოვიტან.
უცბად შეხტა ღია კარში და საბეჭდი მანქანა გამოათრია. კომოდზე მოკალათდა, საბეჭდი მანქანა წიგნებზე შემოდგა და ბეჭდვა დაიწყო. რასტამანს ყურადღებასაც აღარ აქცევს.
...
რასტამანი გარეთ გამოვიდა პივის საყიდლად. მიდის მაღაზიაში და ამჩნევს, რომ რაღაც ისე ვერ არის როგორც ყოველთვის. თითქოს ყველაფერი იგივეა, მაგრამ ამავე დროს ვაააფშე სხვანაირია. ამჩნევს როგორი მწვანეა ბალახი, როგორი ლურჯია ცა, რა მსუბუქია ჰაერი.. ადამიანებიც რაღაცნაირად სხვანაირად კეთილები არიან.
მაღაზიაში ვიღაცამ საათი კითხა. რასტამანმა მაჯაზე დაიხედა: უყურებს ციფრებს და ცდილობს გაიხსენოს ამ დროს რას პასუხობს ხოლმე. მაგრამ მის თავში მხოლოდ ერთი დიდი სიცარიელეა.. და უცებ რასტამანმა ისე „გაიგო“ ეს სიცარიელე, რომ გააჟრიალა. კაცს, რომელმაც რაღაც კითხა უცნაურად შეხედა. იმან მადლობა გადაუხადა და წავიდა..

მაღაზიიდან გამოვიდა თუ არა მის წინ ავტობუსის გაჩერდა. მძღოლის ადგილზე მჯდომმა კაცმა გამოხედა და თვალი ჩაუკრა. რასტამანმა ერთი წამით შეხედა ავტობუსის აბრას და ღია კარში ავიდა. 

..ავტობუსის აბრაზე გადახაზული იყო სიტყვა „ბაქო“ და ქვემოთ ეწერა „ამსტერდამი“.

4 comments:

Anonymous said...

თბილისი ბაქო ამსტერდამი მარშუტკის ხაზი...
რესპექტი კიდევ ერთხელ... ძმები არ ხუმრობთ...
ვიცოდი, რომ ეგეთი გაგრძელება იქნებოდა.. თარგმანებიდან წერამდე ერთჲ ნაბიჯია...
ხოდა რეავიცი რეავიცი...
გახსოვდეს ურთიერთგიდობის ამბავი...
teen

Anonymous said...

Good Job :)

მიჩინიო said...

Ma bro's done it :)

Anonymous said...

hehe rogor xar dude. psy.ge gaixsna :p