Friday, January 16, 2009

ზღაპარი ინვალიდებზე



მოდით, ნუ შევიმჩნევთ, რო ორი თვე არაფერი დამიწერია, კაი?

ხოდა, აი ახალი ზღაპარი თქვენ.. ისეთია, გასახურებელი, რო ეხლა მალე ძალიან მაგრებს რო დავდებ, სიამოვნებისმიერი შოკისგან თავი ცუდად რომ არ იგძნოთ :)

ინვალიდებზე


ცხოვრობდა დედამიწაზე ერთი უხელებო ქალი. მარა, ყველაფრის ფეხებით კეთება შეეძლო: საჭმელს ამზადებდა, რეცხავდა, კერავდა, სურათებს ხატავდა, დაჟე ტარიანის შეკეთებასაც ახერხებდა! აი, მაგალითად, გამოდის ვერის ბაღში, ჯდება სკამზე და.. იწყებს პლანის შეკეთებას! გარშემო ხალხი გროვდება, შეკეთებულ სიგარეტებს ითრევს ყველა, ეგრევე ეწევიან, პატრულს კიდე ახლოს არ იკარებენ - როგორც კი მოსუნავენ, ეგრევე ბაც! მეორედ მოსუნავენ და მეორედაც ბაც! ბაც! მესამედ მოსუნავენ.. ააარა, მესამედ არ მოსუნავენ, მაგათ სულელები არ ყავთ ვაბშე, რო მესამედ მოსუნონ. მესამედ იწყებენ მოქმედებას სტრატეგიულად. აგზავნიან ქალთან თავიან ჩათლახ მენეჯერს. ის ეუბნება: მისმინე, თინა! რას ზიხარ ამ ჭაობში? შენ ხო ყველაფერის ფეხებით კეთება შეგილია, ეგ კიდე ისეთი ფოკუზია, რო დევიდ კოპერფილდი გამოექანოს! მოდი, მე და შენ გასტროლები გავაჩალიჩოთ, რო მთელ მსოფლიოში სახელი გაგივარდესო.

და აი დაიწყეს მსოფლიო ტური. სახელად „რად გვინდა ხელები?“. გამოდის იტოგში სცენაზე უხელებო ქალი და ზედიზედ საათნახევარი ხატავს, კერავს, ცეკვავს, შარიკებით ჟონგლიორობს, ბოლტებს უჭერს, კალაშნიკოვს შლის-აწყობს, ჩინური პისტოლეტით ზაჟიგალკებს აფეთქებს - ბოლოს კიდე იწყებს ისევ ბეევრი პლანის შეკეთებას და მასტერკებს მაყურებლებს ურიგებს. და აი აქ იწყება მსოფლიო დონის წარმატება, ყველა კაცს შეუყვარდა, წამოვიდა წინადადებები ყველა მხრიდან: ხელსაც თხოვენ, კინოში გადაღებასაც და დაჟე პრეზიდენტად გახდომასაც. და აი, მოდის მასთან მეორე უხელებო ქალი და ეუბნება: გამარჯობა დაიკო. ჩვენ ვიფიქრეთ შენზე და გადავწყვიტეთ, რო მართალი ხარ. რად გინდა ხელები? არ გვინდა ვაბშე! და აი, ყველამ დავიჭერით ორივე და გთხოვთ ჩაუდგე ჩვენს საერთაშორისო ორგანიზაციას თავშიო.

ეს კიდე პასუხობს: აბა თქვენა ყოფილხართ! პირდაპირ გეტყვი, დაიკო: ჭკუა დიდად არ გაწუხებთ, როგორც ჩანს. მე ხო მთელი ცხოვრება ხელებზე ვოცნებობდი და ეხლაც ვოცნებობ: აი, ვიშოვი ბევრ ფულს და შევუკვეთავ რკინის ხელბეს, რო ეს ოხერი იუბკა გავიხადო და ბოლო-ბოლო ჩავიცვა შარვალი, იმიტორო გაპარსვა კიდე შეიძლება ფეხებით, მარა აი სირს შარვლიდან ჩემ ფეხებს ამოიღებო.

უხელებო მეორე ქალი თავიდან დაჟე ვერაფერს მიხვდა: რაის, სირი, შენ ხო ქალი ხარო? ის კიდე პასუხობს: ქალი შენ თვითონა ხარ. მე სინამდვილეში კაცი ვარ, მარა ქალის ზმანზეო. იმიტორო უხელებო ქალი პიკანტური და პრიკოლიცაა, უხელებო კაცი კიდე ყველას ეზიზღება და არავის აინტერესებს, ნიტოშტო უფეხოებოო. აი, იყო ჩვენთან ერთი უფეხებო კაცი, ვაგზალზე აბირჟავებდა, პროტეზისთვის ფულს აგროვებდა და ორ წელიწადში ბინა იყიდა. მერე მანქანა იყიდა. მერე ვაბშე გამდიდრდა საკაიფოდ, მარა მათხოვრობას მაინც არ შეეშვა. ერთხელაც, ზის თავის პადშებნიკებიან ურიკაზე, ხედავს უახლოვდება ჯადოსნური ძაღლი და ადამიანის ხმით ეუბნება: გამარჯობა, ვანიჩკაო. დიდი ხანი გეძებდი და როგორც იქნა გიპოვნეო. მე თვითონ აქაური არ ვარ, ლივერპულიდან ვარ წარმოშობით, სადაც ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლ განყოფილებაში ვმუშაობდიო. იყო ხოლმე პონტი, რო მივდიოდით რასტამანებთან პლანის საძებნებალდ, მივსუნავ-მოვსუნავდი, თავს გავაქნევდი და ხელებს ვშლიდი რო პლანის მტვერიც კი არსადაა-თქო. მენტები მიდიოდნენ, მე კიდე საღამოს რასტამანებთან შევირბენდი, მაგარს დავბოლდებოდი და კიდე მთავაზობდნენ მოდი გაგატანთო, მარა სად ჩამეყარა? ჯიბეები ხო მე არა მაქ და შეკეთებაც არ ვიცი, დაჟე ვერც ავაფეთქებ რამე რო იყოს, დაშიფრული ბაზარიც უცბად ვერ ავითვისე. სანამ ავითვისებდი კიდე მენტებმა დაწვეს, რო ყოველ დღე მოწეული დავდიოდი და გამაგზავნეს ჩინელების იმპერატორთან სადღესასწაულო მაგიდაზეო.

მარა, ამასობაში იმპერატორი ავად გახდა და მოკვდა. ხოდა, აი, ჩავდივარ ჩინეთში და იქ ყველანი პანიკაში არიან: იმპერატორი დაიბრიდა, მემკვიდრე კიდე არაა! იყოო, ამბობენ ერთი, მარა ადრეულ ბავშვობაში მოიტაცეს და ეხლა არავინ იცის სადააო. მე ვეუბნები: მაგ თქვენი მემკვიდრის რამე ტანსაცმელი ხო არაა სადმე დარჩენილი, კარადის უკან მაინც იქნება რამე ჩავარდნილი-თქო. ეგება ვცადო მოძებნა და გეყოლებათ მერე ისევ იმპერატორი-თქო, ვეუბნები მე.

აქ უფეხო კაცი ეკითხება ძაღლს: ამხელა ბოლს რაზე მიყვებიო. ეს კიდე იწყებს ეგრევე ხარხარს: ვა, სულელი ხარ კაცო შენ! კაკრას შენა ხარ იმ იმპერატორის მემკვიდრე და აი კეთილი იყოს შენი ფეხი საიმპერატორო ტახტზეო.

აქ კი ჩაფიქრდა ვანიჩკა! ერთის მხრივ, იასნია რო ამაში ცუდი არაფერია, მარა მეორეს მხრივ ვაგზალზე ადგილი აქ ნაჩალიჩარი, სისხლით მოპოვებული და ენანება დატოვება. ხოდა ეკითხება ძაღლს: ფული რო მოგცე არ გამოვაო? ძაღლი ეუბნება: არა, ძმაო, არ გამოვა. იმიტორო მე სინამდვილეში ძაღლი კი არა ციყვი ვარ. და ეხლა მხეცურად უნდა დაგკბინოო.. ღრრრრრრრრრრრრ!!!!

ხოდა აი ეს ჩვენი უხელებო ქალი, რომელიც სინამდვილეში ქალი კი არა გადაცმული კაცია, აი. ხო. ესეიგი, ნუ. იქ ხო სინამდვილეში უფეხებო კაცი კი არ იყო სინამდვილეში, პროსტა უხელებო ქალ.. კაცმა! ეს ყველაფერი მოიგონა, თავიდან ბოლომდე. და როცა მივიდა ციყვის სიტყვებამდე, დაიწყო უცებ ღრენა: ღრრრრრრრრრრრ!!! უხელებო ქალი კიდე შიშით ეგრევე იატაკზე დაჯდა და ვეღარ ადგა. კაცი კიდე ეუბნება: ხედავ, დაიკო, როგორ რთულადაა ყველაფერი? ძაღლი ციყვი აღმოჩნდა, ქალი - კაცი, და შენ ვიღა ხარ სინამდვილეშიო? ქალი კიდე გაყინული ხმით პასუხობს: მე სინამდვილეში.. სინამდვილეში იდიოტი ვარ! რა ჯანდაბად დავიჭერი ხელებიო? და ცხარე ცრებლებით ატირდა. ხოოო, ინვალიდად ყოფნა მაგრად ტეხავს.

მარა ჩვენ ზღაპარში ყველაფერი კარგად მორჩა. მოვიდნენ სანიტრები, წაიყვანეს სულელი ქალი და მიაკერეს ხელები უკან. და სხვა სულელ ქალებსაც მიაკერეს ყველას ხელები. და უხელებო კაცმა, რომელიც ქალი იყო, იყიდა რკინის ხელები, გახდა პრეზიდენტი და გაფრინდა მარსზე. მარსზე კიდე ცხოვრობდა უთავო მეზღაპრე, რომელმაც მთელი ესზღაპარი მოიგონა. ხოდა იმ ჩვენმა კაცმა, თავის რკინის ხელებით დაითრია მეზღაპრე საჭირო ადგილით და უთხრა: აბა, მიდი ეხლა გადაწერე ეს ზღაპარი, მარა ისე, რო ინვალიდები არ იყვნენ შიგო! მეზღაპრე პასუხობს: როგორ გადავწერო, როცა სახელად ქვია "ინვალიდებზეო"? არ იქნებიან შიგ ინვალიდები - არ იქნება ზღაპარიო. ჩათლახი! მოსდებდა კაცი ყბაში, მარა თავი ხო არა აქ და ყბაც არა აქ! მარა ნუ ტრაკი ხო აქ არა? ხოდა აი, ასეთი ზღაპარი გამოვიდა მოკლედ.