Wednesday, July 16, 2008

უკაცრავად, სიზმარში რომ გეჭრებით..

დღეს მინდა შემოგთავაზოთ ისტორიულად არა, მაგრამ იდეოლოგიურად ფრიად რასტამანული პატარა ამბავი. ესაა ძალიან ცნობილი ამერიკელი ფანტასტის, რობერტ შეკლის სუულ პატარა მოთხრობა. მე, პირადად მის შემოქმედებას კარგად ვიცნობ და შეიძლება ითქვას, რომ დიდი თაყვანისმცემელიც გახლავართ. ამიტომ, მერწმუნეთ, არ წამიკითხვას მისი არც ერთი მოთხრობა ან რომანი (ლექსები არა აქვს), სადაც რომელიმე რასტამანული და მასთან ახლო მდგომი სხვადასხვა სუბსტანცია ნახსენები არ იყოს. რიგ შემთხვევებში კი უმთავრეს როლს თამაშობენ, ანდა აშკარად წარმოადგენენ შთაგონების მნიშვნელოვან წყაროს :)

მოკლედ, თქვენით ჯობია განსაჯოთ..

რობერტ შეკლი
უკაცრავად სიზმარში, რომ გეჭრებით..

წუხელ საოცარი სიზმარი ვნახე. რაღაც უცნობმა ხმამ მითხრა:
- ბოდიშს ვიხდი, სიზმარში რომ გეჭრებით, მაგრამ თქვენთან ერთი ფრიად სასწრაფო საქმე მაქვს. დახმარება შეიძლიათ მხოლოდ თქვენ და არავის სხვას.
მესიზმრა, რომ ვუპახუხე:
- არ არის საჭირო ბოდიში, სიზმარი მაინც დიდი არაფერი იყო და თუ მე შემიძლია რამით დაგეხმაროთ..
- თქვენ და მხოლოდ თქვენ - წარმოთქვა ხმამ, - წინააღმდეგ შემთხვევაში მე და ჩემი ერი განწირულები ვართ.
- ღმერთო ჩემო, - აღმომხდა.

მას ფროკა ერქვა და უძველესი გვარის წარმომადგენელი იყო. მისი ხალხი უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა გიგანტური მთებით გარშემორტყმულ ფართო ველზე. მუდამ მშვიდობაში მცხოვრებნი, სამაგალითო კანონებით, ბავშვებსაც სიყვარულითა და პატივისცემით ზრდიდნენ, გამოჩენილი მხატვრებიც კი ყავდათ. და მართალია ზოგიერთი მათგანი სულაც არ იყო გულგრლად განწყობილი მაგარი სასმელებისადმი და ზოგჯერ, თუმცა ძალიან იშვიათად, ვიღაც ძალადობრივი სიკვდილითაც კვდებოდა, საკუთარ თავს კეთილი და პატივისცემის ღირს არსებებად თვლიდნენ, რომლებიც..
- მომისმინეთ, - შევაწყვეტინე მე, - იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავსულიყავით, თქვენს გადაუდებელ საქმეზე?
ფროკამ ბოდიში მოიხადა მრავალსიტყვიერებისთვის, მაგრამ განმარტა, რომ მის სამყაროში ყველა თხოვნას წინ უნდა უძღვოდეს მთხოვნელის მორალური ღირსებების სიღრმისეული მიმოხილვა - ასეთია არსებული ნორმა.
- კეთილი, - დავამშვიდე მე, - მოდით გადავიდეთ საქმეზე.

ფროკამ სული მოითქვა და დაიწყო. მომიყვა, რომ ასე ასი წლის წინათ (დროის მათი აღქმით) ზეცაში გამოჩნდა გაუგონარი ზომის მოწითალო ყვითელი კოლონა და დაეშვა სიდიდით მესამე ქალაქში, უცნობი ღმერთის ძეგლის შორიახლოს, მერიის გვერდზე.

კოლონა წარმოადგენდა უსწორმასწორო ცილინდრს, 3 კილომეტრზე მეტი დიამეტრით. ბუნების ყველა კანონის იგნორირებით უცებ აიჭრა ზეცად, გაქრა ყველა მოწყობილობის წვდომის არედან, შემდეგ კი ისევ დაეშვა პირვანდელ ადგილას. მათ სცადეს ზემოქმედება მოეხდინათ კოლონაზე სიცივის, სითბოს, ბაქტერიების, პროტონების, ბოლო-ბოლო ნებისმიერი მისაღები საშუალებით, მაგრამ უშედეგოდ. ძრწოლვის მომგვრელი სიდიადით აღსავსე კოლონა უძრავად იდგა ზუსტად ხუთი თვე, თორმეტი საათი და ექვსი წუთი.

შემდეგ, რაიმე აშკარა მიზეზის გარეშე კოლონამ დაიწყო მოძრაობა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. მოძრაობის საშუალო სიჩქარე შეადგენდა 126,919 კილომეტრს საათში (სიჩარეზე მათი შეხედულებებით). გადახნა სიგძით 294,806 კილომეტრი და სიგანით 32,198 კილომეტრი ფართობის ზედაპირი, რის შემდეგაც მოულოდნელად გაქრა.

ამ უჩვეულო მოვლენის შესასწავლად ჩატარდა სიმპოზიუმი, რომელზეც მოიწვიეს მეცნიერთა ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი. დასკვნით დოკუმენტში მათ განაცხადეს, რომ ეს მოვლენა არ ექვემდებარება ახსნას, უნიკალურია და მომავალში მისი განმეორება მოსალოდნელი არაა.
თუმცა, ზუსტად ერთი თვის შემდეგ ის განმეორდა. ამჯერად ცილინდრი დაეშვა დედაქალაქთან ახლოს. ხშირი, უწესრიგო მოძრაობებით გადაადგილდა საწყისი პუნქტიდან 1,319,913 კილომეტრით. მიყენებული ზარალი იმდენად უზარმაზარი იყო რომ შეუძლებელი იყო გამოთვლა. მსხვერპლი ათასობით განისაზღვრებოდა.

ორი თვისა და ერთი დღის შემდეგ კოლონა ისევ გამოჩნდა და ამჯერად დაზარალდა სამივე მთავარი ქალაქი.

ახლა თქვენთვის ცხადია, რომ ამოუხსნელი და შეიძლება საერთოდაც გასაგებად შეუძლებელი მოვლენა დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქის სიცოცხლისთვის, არამედ მთელი ცივლიზაციისთვის ზოგადად.

ბუნებრივია, რომ შესაძლო ტრაგედიის შესახებ აზრებმა ადამიანების სულები უიმედობით განმსჭვალა. მასიური ისტერიის ტალღა მასიური აპათიის ტალღით შეიცვალა.
მეოთხე დარტყმა განხორციელდა დედაქალაქიდან აღმოსავლეთით, უკაცრელ ადგილას. ზიანი მინიმალური აღმოჩნდა, მაგრამ ხალხი მოიცვა პანიკამ, ნამდვილმა პანიკამ, რის შედეგადაც ბევრმა თავიც მოიკლა. მდგომარეობა უკიდურესად გართულდა. ჭეშმარიტ მეცნიერებასთან ერთად დასახმარებლად მოწოდებულ იქა ფსევდო-მეცნიერებებაც. განიხილებოდა ნებისმიერი თეორია და წინადადება, ვისაც უნდა მოსვლოდა ის აზრად, იქნებოდა ბიოქიმიკოსი, მკითხავი თუ ვარსკვლავთმრიცხველი. უიმედობისგან ეპოტინებოდნენ აშკარად გიჟურ იდეებსაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ზაფხულის ერთ საზარელ ღამეს ულამაზესი ძველი ქალაქი რასი, ორ მახლობელ დაბასთან ერთად მიწასთან გასწორდა.
- უკაცრავად, - შევაწყვეტინე მე, - ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფრიად სამწუხაროა მაგრამ, რაღაც ვერ გამიგია, რა დახმარებას ელით ჩემგან.
- ზუსტად მაგაზე ვაპირებდი ახლა გადასვლას, - მიპასუხა ხმამ.
- მაშინ განაგრძეთ, - ნება დავრთე მე, - მაგრამ, გირჩევთ მაინცდამაინც ნუ გაწელავთ, რადგან, მგონი მალე გამეღვიძება.
- ჩემი როლის განსაზღვრა ამ ისტორიაში საკმაოდ რთულია, - განაგრძო ფროკამ, - პროფესიით ბუღალტერი ვარ. თუმცა, მაქვს გარკვეული ტიპის ჰობი - მოცლილობის ჟამს ვამუშავებ საშუალებებს, რომლებიც აფართოებენ ჩვენი ტვინის შესაძლებლობებს. ცოტა ხნის წინ ვატარებდი ესქპერიმენტებს ერთ-ერთ ქიმიურ ელემენტზე, რომელსაც აქ „კოლა“-ს ვუწოდებთ. მას ქვს თვისება, გამოიწვიოს ღრმა სიცხადისა და..
- ჩვენც გვაქვს ასეთი ქიმიკატები, - ჩავურთე მე.
- ესე იგი, თქვენ ჩემი გესმით! ხოდა, ტრიპის დროს - თქვენ ეს ტერმინი უნდა იცოდეთ - ვიმყოფებოდი რა, ასე ვთქვათ, პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, უცებ დავინახე და მივხვდი.. დიადი საიდუმლო გახდა ჩემთვის ცნობილი.. მაგრამ, ეს ისე ძნელი ასახსნელია.
- არაფერია, თამამად, თამამად, - დავაჩქარე მე, - მთავარი თქვით, ჯობია.
- მოკლედ, - წარმოთქვა ხმამ, - მივხვდი, რომ ჩემი სამყარო არსებობს მრავალ დონეზე - ატომურ, ქვეატომურ, ვიბრაციულ სიბრტყეებში აქვს რეალობის უსასრულო რაოდენობით დონეები და მათგან ყველა წარმოადგენს არსებობის სხვა დონეების შემადგენელ ნაწილს.
- ეს ჩემთვის ცნობილია, - ავღელდი მე, - სულ ცოტა ხნის წინ გავარკვიე, რომ თქვენს მიერ ნათქვამი ჩემს სამყაროსაც ეხება.
- ხოდა, - ავითარებდა საკუთარ აზრს ფროკა, - ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ერთ-ერთი ჩვენი დონე იმყოფება გარე ზემოქმედების ქვეშ.
- და უფრო კონკრეტულად? - ვიკითხე მე.
- ჩემი ჰიპოთეზის შესაბამისად ჩარევა ხორციელდება მოლეკულურ დონეზე.
- გამაოგნებელია! - აღმომხდა მე. - და რა, თქვენ შეძელით ამ ჩარევის ბუნების გარკვევა?
- მე მგონი, რომ კი, - მიპასუხა ხმამ, - მაგრამ არ მაქვს ამის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი. ეს ყველაფერი წმინდა ინტუიციურ დონეზეა.
- მე თვითონ მწამს ინტუიციის, - გავამხნევე ფროკა, - ასე რომ გადმოალაგეთ თქვენი მოსაზრებები.
- ეხლავე, - ყოყმანით წარმოთქვა ხმამ, - ერთი სიტყვით, მივედი დასკვნამდე (რა თქმა უნდა ინტუიციურად), რომ ჩემი სამყარო, წარმოადგენს მიკროსკოპულ პარაზიტს თქვენს ტანზე.
- უფრო გასაგებად, თუ შეიძლება!
- კეთილი. აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთ ასპექტში, ყოფიერების ერთ-ერთ სიბრტყეში ჩემი სამყარო არსებობს თქვენი მარცხენა ხელის საჩვენებელი და შუა თითის ფალანგებს შორის. ის იქ მდებარეობს უკვე რამოდენიმე მილიონი წელია, დროის ჩვენი აღრიცხვით. ცხადია, თქვენთვის ეს სულ რამოდენიმე წუთია. მე არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გამაჩნია და თქვენც არაფერში გადანაშაულებთ..
- არაფერია, არაფერი, - დავამშვიდე მე. - ესე იგი ამბოთ, რომ თქვენი სამყარო არსებობს მარცხენა ხელის საჩვენებელსა და შუა თითის ფალანგებს შორის? შესანიშნავია. და რითი შევძლებ თქვენს დახმარებას?
- არ ვიცი სწორია თუ არა ჩემი მოსაზრება.. დავუშვი რომ ცოტა ხნის წინ დაგჭირდათ ხელის მოფხანა, ზუსტად იმ ზონაში, სადაც განლაგებულია ჩემი სამყარო.
- ხელის მოფხანა?
- ვგონებ, ზუსტად მასეა.
- და თქვენ ფიქრობთ, რომ ნგრევისა და სიკვილის მომტანი მოწითალო კოლონა - ეს ერთ-ერთი ჩემი თითია?
- ზუსტად.
- და გინდათ, რომ შევწყვიტო ფხანა.
- მხოლოდ იმ ადგილის ახოლოს, - წარმოთქვა ხმამ, - ძალიან მერიდება ასეთი თხოვნით რომ მიწევს მომართვა, ამას მხოლოდ იმ იმედით ვაკეთებ, რომ შევძლებ ვიხსნა ჩვენი ცივილიზაცია სრული განადგურებისგან. გთხოვთ, მომიტევეთ..
- არაა საჭირო ბოდიშის მოხდა, - შევაჩერე მე, - მოაზროვნე არსებებს არ უნდა რცხვენოდეთ ასეთი რამის.
- გმადოლობთ ამ სიტყვებისთივს. ბოლო-ბოლო ჩვენ, ადამიანის მსგავს პარაზიტებს არ გვაქვს უფლება რამე მოვითხოვოთ თქვენგან.
- მოაზროვნე არსებები ერთმანეთს გვერდში უნდა დაუდგნენ, ხელი გაუმართონ, - ვთქვი მე, - აი, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ არასოდეს, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ მოვიქავებ მაცხენა ხელს საჩვენებელი და ცერა თითის ფალანგებს შორის.
- საჩვენებელი და შუა თითის, - შემისწორა მან.
- საერთოდ არ მოვიფხან მარცენა ხელის ფალანგებს შორის! ვფიცავ ამას და პირობას ვდებ, რომ სანამ ცოცხალი ვარ სიტყვას არ გადავალ.
- სერ, - აღელდა ხმა, - თქვენ გადაარჩინეთ ჩემი სამყარო. ვერანაირი სიტყვა ვერ გამოხატავს ჩემი თქვენდამი მადლიერების ხარისხს. და მაინც, ვიტყვი, რომ თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ.
- რას ამბობთ, რას ამბობთ, რა საჭიროა, - ვთქვი მე. ხმა საბოლოოდ დადუმდა და გამეღვიძა, გამახსენდა რა უცნაური სიზმარი, გავხსენი წამლების ყუთი და დოლბანდით გადავიხვიე მარცხენა ხელის თითები. აი, უკვე ერთი კვირაა დოლბანდით დავდივარ, სურვილის მიუხედავად არ ვიფხან მარცხენა ხელს და არც კი ვიბან.

შემდეგი კვირის ბოლოს დოლბანდს შევიხსნი. გადავთვალე, რომ დროის მათი აღრიცხვით ეს მისცემს სიმშვიდის ასე ოცი-ოცდაათ მილიარდ წლიან ხანას, რაც საკმარისია ნებისმიერი ცივილიზაციისთვის.

მაგრამ ახლა სხვა რამ მაღელვებს. საქმე ისაა, რომ ცოტა ხნის წინ გამიჩნდა ხიფათის ინტუიციური გრძნობა. მიზეზი - გახშირებული მიწისძვრები, ასევე განახლებული ვულკანური აქტვობა ცენტრალურ ამერიკაში. მოკლედ, როცა ამ მოვლენებს ვაჯამებ, მიპყრობს ნამდვილი შიში.

ამიტომაც, ბოდიშს ვიხდი, სიზმარში რომ გეჭრებით, მაგრამ თქვენთან ერთი ფრიად სასწრაფო საქმე მაქვს. დახმარება შეიძლიათ მხოლოდ თქვენ და არავის სხვას...

Sunday, July 13, 2008

ბრძენი ჩუან-ძი

(ზღაპარი ბოლის გარეშე)


იყო მოკლედ ერთი ჩინელი ბრძენი სახელად ჩუან-ძი. ხოდა ისიც მაგარ სახალისო და პრიკოლ ზღაპრებს ყვებოდა. მარა, აი წერა კი ეზარებოდა. მეო, ამბობდა, მკიდია, და ვისაც უნდა იმან ჩაიწეროსო. ხოდა, ერთ გენიოსს არ დაეზარა, ჩაიწერა ერთი ათი ზღაპარი და დაჟე წიგნად გამოსცა : ჩუან-ძის ათი ზღაპარი. ხოდა, მთელ ჩინეთს ისე გაუსწორდა! ერთმა იმპერატორმა დაჟე მთავრობის ადმინისტრაციის კრება მოიწვია და ეუბნება: ნახეთ, პარტიზანებო თქვენა, როგორ უნდა მუშაობაო! ვიცოდე ნეტა სად აბირჟავებს ეგ კაცი და ეგრევე ჩემთან ადმინისტრაციაში ავიყვანდი, თანაც პრემიერ მინისტრადო. შენ კი, ბებერო სირო (ეს, პრემიერ მინისტრს ეუბნება) გაგაჯმევინებდი ვაბშე აქედან თანაც პენსიასაც არ დაგინიშნავდიო. აი, ცვეტში, ავიღებდი და გაგაგდები, ჩემი დედა ვატირეო.

ამის მერე ყველა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ცოტ-ცოტა გაბრაზება დაიწყო, ვითომ ჩუან-ძიმ უკვე გაიგო ეს ამბავი და ეგრევე დედაქალაქისკენ წამოვიდაო. ხოდა, კოლეგავ, მოაწესრიგე შენი საქმეები, მალე ჩაბარება მოგიწევსო. მაზე პრემიერი ავარდა, მტრისას! დააყენა ფეხზე მთელი ჩინური ომონი, პარტულები განაწესა ყველგან, კომენდანტის საათი გამოაცხადა, ვითომ წესრიგის დაცვის პონტში. თვითონ კიდე საიდუმლო მითითება გასცა, დაიჭირეთ ეგ ბებერი მწერალი, ჩაუდეთ ბლომათ სუბოტექსი და ეგრევე სასამრთლოში, გაფაჩუნებაც რო ვერ მოასწროს ისეო. აი, ეს ამბავი კი ნაღდად გაიგო ჩუან-ძიმ და მიადგა პრემიერს პირდაპირ სახლში. აი ასე პროსტა, გაცდა ყველა პოსტს და მიადგა. მივიდა და ზარი დარეკა.

აღებს მოკლედ პრემიერი და კარში ძუან-ძია. დგას და ეუბნება: უფროსო, რა დღეში გაქ ნერვები? აი, აგერ ვარ, ა, ჩუან-ძი, ჩემით მოვედი შენთან. ოღონდ მაიცა, ეგრევე პატრულში რეკვა არ დაიწყო, ერთ ზღაპარს მოგიყვები, ფრინველ ფენიქსზეო.

იტოგში, ფეინიქსი რა. ძააან მაგარი ფრინველი. ნიტოშტო ბოინგ 602, არა, პირდაპირ მფრინავი ციხესიმაგრეა. ანდა ვაბშე ორი მფრინავი ციხესიმაგრე რო ერთმანეტზე დაადგა და კიდე ერთი თოთხმეტი ზემოდან. აი ასედ\თი უძაანძლიერესი ჩიტია, თანაც სულ ცეცხლითაა გაკეთებული. ცეცხლს ჭამს, ცეცხლს ჯვამს, ათასი წელი გაუჩერებლად დაფრინავს, მერ ნახევარი საათი ზის, ისვენებს და ისევ ათასი წელი დაფრინავს. ზეხმოვანი სიჩქარით! მერე ნახევარ საათს ისევ ჩამოჯდება, დაისვენებს და ისევ ათასი წელი კაროჩე. სადაც უნდა იქ დაფრინავს. მოუნდება აფრიკაში - მიფრინავს აფრიკაში, მოუნდება მთვარეზე - მიფრინავს მთვარეზე, უნდა პარიზში - ბაზარი არაა. კაროჩე, სადაც უნდა იქ მიფრინავს. მერე ნახევარ საათს ჩამოჯდება, დაისვენებს, კიდია მოშნად სად ჩამოჯდება, სადაც დაეშვება, იქვე ჩამოჯდება. ხოდა, ჯდება ერთხელაც მაგარ მურტალ ადგილას, მყრალი ნაგავსაწყრელის პირას.

ხო. იმ მურტალ-მურტალ ნაგავსაყრელზე ზის მურტალი-მურტალი განავლისფერი ყვავი და ნისკარტით ძიძგნის აყროლებული ვირთხის ლეშს. კაიფობს მოშნად: პირველმა დაინახა ეს ვირთხა, ეხლა სულ შეჭამს, ეგრევე ბეწვებიანად და ტყავიანად, მძღრენიანი ნაწლავებიანად და ინქნება მაძღარი სამხრამდე. აი, ასეთი ბედნიერი ყვავია მოკლედ. ამ დროს კი, გვრდზე ჯდება უძაანსერიოზულესი ფენიქსი. ყვავი თავსაც არ აბრუნებს, იმიტორო ვირთხას ვერ მოწყდება, ნამეტანი ეგემრიელება, მარა გრძნობს რო გვერდზე რაღაც სლიშკამ დიდი და საშიში რაღაც დაჯდა. ხოდა, ეხლა გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, როგორღაც თავი ხო უნდა დაიცვას არა? და აი, დგება ვირთხაზე თავისი ბრჭყალებით, ბუმბულს ყალყზე იყენებს, მაგარ სტრაშნი სიფათს კერავს და ხმამაყლა ჩხავის: ვოეე ბლიად!! აბა დავაი გააჯვი ეხლავე ჩემი ადგილიდან, ბიჭო-ო!! ხოდა, უფროსო, გამიგე ხო?

პრემიერი კიდე ამბობს: რაღაც ვერ გავიგე, ჩვენში რომელია ფენიქსი და რომელი ყვავიო. ჩუან-ძი კიდე ეუბნება: მაგას ვაბშე მნიშვნელობა არა აქვს, ფენიქსი - ფენიქსია, ყვავი კიდე ყვავი. შენ მთავარია ნუ იძაბები და მშვიდად იძინე, არ მჭიდება შენი ვირთხა, გასაგებიაო?

და მოტყდა ისევე, როგორც მოვიდა, მიწამ უყო პირი თუ ცამ, ვერავინ გაიგო. პრემიერი ეცა ეგრევე ტელეფონს, დაცვა ფეხზე დააყენა, ქალაქი სამჯერ გადაატრიალეს ძებნაში და იასნია რო ვერ იპოვნეს: ფენიქსი ხო ფენიქსია და ყვავი კიდე ყვავი, რაც გინდა დიდი და გაბერილი იყოს.