Friday, February 13, 2009

ქეშები და სააკაშვილი

აი, ეს უკვე სერიოზული ზღაპარია ძალიან. სერიოზული ვსმისლე, ნუ... ხო აზრზე ხართ რა :)

ქეშები და სააკაშვილი
(პოლიტიკური ზღაპარი)

ორიგინალი აქ: http://rastaman.tales.ru/index.php?

მოკლედ, ასეთი ამბავია: ვითომ მთელი სამყარო ღმერთის კომპიუტერია და ჩვენ მასში ფაილები ვართ. და ეს ეგრევე ბევრ რამეს ხნის! მაგალითად, რატო ეშვება ზოგი ადამიანი ძალიან სწრაფად, ან რატო არსებობენ ვირუსები. აი, მაგალითად ერთი კაცი მიდის თავისთვის გორის მარშრუტკით და უცებ გადაიქცევა ბოკერიად. და ფიქრობს: რა მინდა გორში, დღეს ხო პარლამენტში უნდა მივიდე, ხალხის არჩეულ ქლიბებს ვეკაიფო, ჟურნალისტებს მივაჯვა და ვაბშე კარგად გავერთოო. და მიდის პარლამენტში.

იქ კიდე შესასვლელთან უკვე ერთი თხუთმეტი ბოკერია დგას და დაცვის უფროსს ელოდება, რო მოვიდეს და გადაწყვიტოს რომელი უნდა შეუშვას პარლამენტში. ოღონდ, სანამ უფროსი მოვიდა, ერთი ათი ბოკერიაც მიემატა ამათ. თანაც დეპუტატის ქსივა ყველას სრულ წესრიგში აქვს. დაცვას კი არ უნდა არცერთის შეშვება, იმიტორო დილიდან ერთი რვა ბოკერია უკვე შეუშვეს და ეხლა შიგნიდან გაურკვეველი ხმაური გამოდის, თითქოს საცაა რაღაც აფეთქდება.

ხოდა ასე: ეს ჩვენი ბოკერია, როგორც ყველაზე ჭკვიანი, ხვდება, რო მსოფლიოში მორიგი გაურკვევლობა იწყება, ოჯახის გახიზვნაა სასწრაფოდ საჭირო და თვითონაც სადმე უნდა  გადაიკარგოს, რაც შეიძლება შორს, სანამ ზედმეტი ბოკერიების ხოცვა დაუწყიათ. მიდის სახლში, იქიდან კიდე კაკრას ბოკერია გამოყავთ და ტენიან პატრულის მანქანაში, თავისი მიგალკებით და რამე. იმას კიდე არ უნდა მანქანაში, წიხლებს იქნევს და პატრულებს ათას საწყენ სიტყვას ეძახის. პადიეზდთან კიდე პატარა ბრბოა შეკრებილი. ამბობენ, დღეს უკვე მეოთხე ბოკერია მიყავთო. და კაკრას ამ დროს პატრულებს უკან მოყვება კიდე ერთი ბოკერია, ოჯახიან-ჩემოდნებიანად, ჯდება ტაქსში და მიდის გაურკვეველი მიმართულებით.

მარა ეს ამბავი ვაბშე არაა ბოკერიაზე, სინამდვილეში ეს ამბავი სააკაშვილზე და ქეშებზეა. მიდის, კაროჩე სააკაშვილი ქუჩაში, უცებ ხედავს ქეშებს და ეუბნება: ქეშებს გაუმარჯოსო. ქეშები პასუხობენ: გაგიმარჯოს, პრეზიდენტო. შენ ჩვენი გლუკი ხარ თუ ნამდვილიო? სააკაშვილი ეუბნება: არა რა გლუკი, ნამდვილი ვარო. ქეშები სთავაზობენ: აბა, მოდი პარავოზი არ გინდაო? სააკაშვილი ეკითხება: მტკივნეული ხომ არააო? ქეშები უხსნიან რა არის პარავოზი და დაჟე ერთ პარავოზთმოყვარე მეგობარზე ნათელ დემონსტრირებასაც უტარებენ. სააკაშვილი დაფიქრდა და ამბობს: არა. მოდი ისევ ჯობია ჩვეულებრივ ერთ ნაფაზს მოგიწევთო. და ურტყამს კაი თინეიჯერულ ნაფაზს, ალალად და პატიოსნად, ბოლომდე, სანამ შეუძლია. მერე ამბობს: ვა, მაგარია თურმე! ერთი ათი წლით გავახალგაზრდავდიო! ბევრად უკეთესია ვიდრე ღვინის სმა, მით უმეტეს ამ ბოლო დროს რაღაც გულმაც შემაწუხაო. ისევ პლანის წევა და ქეშებთან საუბარი ჯობიაო.

და მართლაც იწყებენ საუბარს. ამ დროს მოდის პატრული და საბუთებიო, სააკაშვილს კიდე საბუთები არა აქვს. ეუბნება: თქვენ რა, ვერა მცნობთო? მე ხო, მაგის რჯული არ იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი ვარო. ამაზე პატრულები: პრეზიდენტი დაბოლილი არ გაგვიგია ჩვენო. თანაც დაცვა სადააო? კაროჩე, წამო ჩვენთან განყოფილებაში სანამ გავერკვევითო და ქეშებთან ერთად ათავსებენ ორ პატრული მანქანაში.

მიდიან კაროჩე საპატრულოში. სააკაშვილი ამბობს: სადაა აქ ტელეფონი? სახლში უნდა დავრეკოო. ესენი კიდე: ყავაც ხო არ გინდა ლოგინშიო? ის ამათ: ნუ იზეთებით, ვიცი კანონი და ერთი ზარის უფლება მაქვსო. ესენი: ბიძა, ჯობია უფლებებზე გაჩუმდე ვაბშე, თორე დაგაბამთ, როგორც აგრესიულს და გეცოდინება მერე როგორ უნდა ქეშებთან ერთად ბირჟაობა და პრეზიდენტად თავის გასაღებაო. და კეტავენ ყველას საკანში.

ზის მოკლედ სააკაშვილი ჩვეულებრივ ქეშებთან ერთად საკანში. ამ დროს კი ტელევიზორში ამბობენ სააკაშვილი სახლიდან გავიდა და არავინ იცის სადააო. პატრულები ეგრევე აზრზე მოდიან რა შარშიც არიან და ამაზე როგორ დაენძრევათ. მარა რა ქნან? გაუშვან - ცუდია, არ გაუშვან - მაინც ცუდია. აი, დუბინკებით რო სიკვდილამდე ცემონ და მეზობელ უბანში დააგდონ? აი ეს თითქოს უკვე ნორმალურია, ყველა ნორმალური ადამიანი ასე იქცევა და თუ ისე გააკეთებ კაცი, როგორც წესია, ამაზე არაფერიც არ მოგივა.

და აი, მოკლედ გადაწყვიტეს რო სააკაშვილი სცემონ. აღებენ საკანს და ამბობენ: ქეშები - გარეთ, სახლებში დროზე! შენ კი, ბიძა, დარჩები, სალაპარაკო გვაქო.

მარა ქეშები პატრულებს ეუბნებიან: მოკლედ ასე. ან ეხლა ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ, ან არ გავდივართ ვაბშე, სანამ უფროსობა არ მოვაო. პატრულები ეუბნებიან: თქვენ, რა, სულ დაშტერდით? გინდათ ბიძერთან ერთად ფიზიკური ზემოქმედების ზომები გაიზიაროთო? ქეშები: იასნია რო არ გვინდა. ვის უნდა ფიზიკური ზემოქმედების ზომები ვაბშე? ალბათ აი თქვენც არ გენდომებათ ფიზიკური ზემოქმედების ზომების საკუთარ ტყავზე გამოცდაო, ხო? პატრულები კიდე: თქვენ ვიღა გიტარებთ სქესობრივ აქტს რა გვინდა და რა არა? აბა დავაით დროზე გამოეთრიეთ საკნიდანო!

ამაზე ქეშები ამბობენ: მოკლედ, ასე. ან ეხლა ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ, ან არ გავდივართ ვაბშე, სანამ უფროსობა არ მოვაო. ამ ხმაურზე კი კაბინეტიდან კაკრას გამოდის უფროსობა, ულვაშებიანი კაპიტანი სხვადასხვაფერი თვალებით. ტელევიზორში ამანაც ნახა ყველაფერი, მარა ვითომ არაფერი უნდახავს ისე ამბობს: რა ხმაურიაო? ამაზე პატრულები და ქეშები ერთხმად და ერთდროულად იწყებენ ამბის თავავიანთი ვერსიების მოყოლას. ეს კიდე აწყვეტინებს მკაცრი ჟესტით და ეკითხება პატრულებს: უპოვეთ რამეო?

პატრულები: არა. უკვე ყველაფერი შიგნით აქვთ და 500-ლარიანი ჯარიმებიც უკვე გამოვუწერეთ ყველასო. მაშინ კაპიტანი ეკითება: აბა აქ რაღაზე სხედანო?

ამაზე ისევ იწყება უმსგავსო ხმაური და ბოლო-ბოლო კაპიტანი ბრძანებს ყველას გამოშვებას და მიდის სხვა საკნის შესამოწმებლად. იქ კიდე ზის ორი ტიპი, თითქმის ერთი ასაკის: ერთი ფხიზელი მარა წვერებიანი, ბრადიაგის ვიდზე, მეორე - ჯიგრულად ნასვამი, მარა სუფთად გაპარსული, მოწესრიგებული, ინტელიგენტის ზმანზე და ლექტორის ვიდზე. რაღაცა ვერ გაიყვეს პარკში, ჩხუბის პონტი მოაწყვეს და კაკრას იქ გასკვანჯეს ორივენი.

ეძახის ორივეს კაპიტანი თავისთან კაბინეტში და უმოწმებს ლექტორს საბუთებს. იქ კი წერია: ალისტრახო პაპასკირი, 08.03.1979, ქ. რუსთავი, საქართველოს მოქალაქე. თურმე მართლაც, თსსუ-ს ლექტორი. მეორეს უმოწმებს პასპორტს და იქაც: ალისტრახო პაპასკირი, 08.03.1979, ქ. რუსთავი, საქართველოს მოქალაქე. და უნდა ითქვას, რომ კაპიტანი თვითონაც სახელად ალისტრახო და გვარად პაპასკირი იყო, რუსთავიდან და თანაც დაბადებული 1979 წლის 8 მარტს - რა საინტერესოა!

კაპიტანი ცოტას ფიქრობს იწყებს ბრადიაგა-პაპასკირის ნელ-ნელა გრუზვას: თბილისში დიდი ხანია ხარ? რა მიზნით? სად ცხოვრობ? დიდი ხანია იქ ცხოვრობ? და ადრე სად ცხოვრობდი? აქ ირკვევა, რო რუსთავის მისამართიც ერთნაირი აქვთ. ამასთან პაპასკირი-დოცენტიც რაღაც უნცნაურად იწყებს თვალების ხამხამს და თავის ქიცინს. ეტყობა რო მისამართი მისთვისაც ნაცნობია.

მაშინ კაპიტანი პირდაპირ ეკითხება ორივეს: აბა, პაპასკირებო, 1997-ის ივლისში რას აკეთებდითო ?

წვერებიანი პაპასკირი პატიოსნად პასუხობს: უმაღლესში ვაბარებდი, სახელმწიფო სამედიცინოზეო. ყველა გამოცდა ჩავაბარე, მარა ქულები არ მეყო, ვერ მოვხვდიო. პაპასკირი-დოცენტიც პატიოსნად პასუხობს: თსსუ-ში ვაბარებდი. ყველა გამოცდა ჩავაბარე და პირველივე წელს მოვხვდიო. და აი აქ კაპიტანი ხვდება, რო დილას ოთხი ბოკერია და სააკაშვილი  ქეშებთან ერთად საკანში - ეგ ვაბშე არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ბუნებაში ხდებოდეს.

და ორივე პაპასკირს ეუბნება: მეც ხო სამედიცნოზე ვაბარებდი. ოთხმოცდაჩვიდმეტში. მარა აი პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი და წავედი ჯარში. ჯარის მერე მეორედ ვცადე, ისევ პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი და პოლიციაში დავიწყე მუშაობა. მქვია, სხვათაშორის, ალისტრახო და გვარად მეც პაპასკირი ვარ და მეც რუსთავში დავიბადე 1979 წლის 8 მარტს. აი ასეა ეს ამბავიო.

გაპარსულ პაპასკირს ყბა უვარდება გაოგნებისგან, ბრადიაგა-წვერებიანი პაპასკირი კი ეშმაკურად იღიმება და ამბობს: და... ამის აღსანიშნავად ხომ არ მოგვეწია ცოტა? მაგარ მოტეხილ ადგილას მაქ რაღაც გადანახულიო. ულვაშებიანი პაპასკირი ამაზე პასუხობს: ალისტრახო, დაიტოვე ეგ შენი გადანახული სხვა დროისთვის, ნივთმტკიცებიდან ავიღოთო. და აწვდის წვერებიანს ავღანურ, დამახასიათებელი მოლურჯო ფერის ბალახს: მიდი, შეაკეთეო.

კაროჩე, მოწიეს საკაიფოდ და დოცენტმაც მოწია, მერე დილამდე ისხდნენ და ცხოვრებაზე ილაპარაკეს, კიდე მოწიეს, დილას კი უსურვეს ერთმანეთს ყველაფერი საუკეთესო და დაშორდნენ, როგორც ზღვაში გემები. იმიტორო ყველასთვის ისედაც ცხადია: სამი პაპასკირი ერთ უპაკოვკაში - ეგ უკვე აშკარა პერედოზია!

1 comment:

cheshirskaia said...

მომეწონა ეს, თან ძალიან :)