Thursday, February 5, 2009

ზღაპარი ფსიქონავტებზე


ერთხელ სამი ფსიქონავტი ცაში დაიკარგა. უცებ ღმერთი ხვდებათ. დგას და ეკითხება: რაო, ყმაწვილებო, საით გაგიწევიათო. პირველი ფსიქონავტი პასუხობს: ზეციურ კალიფორნიაშიო. ღმერთი კი ეუბნება: ეხლა ეგერ კუთხეში გადი, იქ დაჯდები ოთხმოცდაცხრა ნომერ მარშრუტკაზე და ორი გაჩერების მერე ჩახვალ. და კაკრას გაჩერების მერეა ზეციური ჰოლანდია, ეგრევე მაგის მერე ზეციური შვეიცარია და მერე, ბაგა-ბაღის უკანაა შენი ზეციური კალიფორნიაო.

მეორე ფსიქონავტი კი ეუბნება: მე კიდე სამოცდაცხრამეტ წელში მივდივარო. ღმერთი ეკითხება: რა გინდა სამოცდაცხრამეტშიო? ფსიქონავტი პასუხობს: იქ დავიბადე და იქ მინდაო. მაშინ ღმერთი ეუბნება: აი, იქ, პირდაპირ, სამი კორპუსის იქით იქნება დიდი ხვრელი სივრცესა და დროში. ხოდა, იტოგში, ჩახტები და მერე უკვე ყველაფერი ადვილია, სადაც გინდა იქ გადმოხტებიო.

მესამე ფსიქონავტი კი ეუბნება: მე კიდე კონკრეტული მისამართი არ მაქ, პროსტა ვეძებ ადგილს, სადაც ძალიან საშიშიაო. აქ კი ღმერთმა გაიღიმა და ეუბნება: ნუ, ჯიგარო, ჩათვალე რო უკვე ნაპოვნი გაქ. ეხლა პირდაპირ აქვე მოგიწყობ ერთ დიდ იზმენასო! და ამ სიტყვებით მოახრახნა ფსიქონავტს თავი, მერე თვითონაც მოიხრახნა და შუცვალა ადგილები. უყურებს ფსიქონავტი - წინ კი დგას თვითონვე, ოღონდ ღმერთის ტანსაცმელში, თვითონ კიდე თითქოს ღმერთიია, მარა იმავე დროს თითქოს არცაა ღმერთი. და თავისივე თავს ეუბნება ღვთის პირით: უყურე ჯიგარო, აგერაა შვიდი ფორტოჩკა და ყოველ მათგანში შიშია. გააღებ - გამოხტება, მოერევეი - უკან შეძვრება, ვერ მოერევი და - საკუთარ თავს დააბრალეო.

ფსიქონავტი კიდე, უფრო სწორად თითქოს ფსიქონავტი, მარა სინამდვილეში მარტო თავი აქ ფსიქონავტის, სხვა დანარჩენი ღმერთისაა - კაროჩე, მოდი ჯერ იყოს ფსიქონავტი, იმიტორო თავი ხო უფრო მნიშვნელოვანია. ხოდა, მოკლედ ფსიქონავტი კიდე პასუხობს: რა, ცალ-ცალკე რატო უნდა გავხსნა ვითომო? და აღებს შვიდივე ფორტოჩკას ერთად. პირველიდან ხტებიან მენტები. მეორედან - ცოფიანი ძაღლები. მესამედან - სტრაშნი ბანდიტები. მესამედან კიდე - შიდსი, შავი ჭირით და განგრენით. მეხუთედან...

... თუ მეოთხედან? კაი, დავითვალოთ ახლიდან: ერთი - მენტები, ორი - ძაღლები, სამი - ბანდიტები, ოთხი - შიდსი, ხუთი - ატხადნიაკი თავისი ლომკით, ექვსი - შიზოიდური პერედაზიროვკა, შვიდი - მხიარული პიდერების ჯგრო. და აი, ეს მთელი სირობა თავს ესხმის ფსიქონავტს და ერთ წუთში აძრობს ხელ-ფეხს, იასნია თავსაც და აქცევს ამ ყველაფერს, თავის ტანიანად ერთი კოლოსალურ მძღრენად. მერე კი ყველანი ველური ყიჟინით იფანტებიან ზეცაში.

ხოოოოო. ჩვენი ფსიქონავტი უყურებს ამ ყველაფერს ღმერთის თვალებით და პირველად განიცდის შემაძრწუნებელ შიშს. გამოდის რო ეხლა ღმერთია და უკან დასახევი გზა აღარ აქვს, უნდა ჩაითვალოს სამყაროს მთელი ავლადიდება და იმუშაოს-იმუშაოს- იმუშაოს მარადისობის აღსასრულამდე, რომელიც, მაგის დედაც, პრინციპში შეიძლება რო არასოდეს დამთავრდეს. აი ასე ეკაიფა ღმერთი და მემნტ მაგრადაც გაუჩალიჩა. თუმცა, მეორეს მხრივ, ღმერთმა კი არა თვითონ გაიჩალიჩა - ეგ ხო, სირი ეგა, შიშს ეძებდა. ხოდა იპოვა კიდეც.

მარა, სანამ აი ასე დგას, მოფრინავს მისკენ ბალისტიკური რაკეტა. უკან კი მოყვება მაგრად დაკაპჩონებული კალბასი და მრისხანედ ეკითხება: აქ ღმერთად შენა ხაო? ფსიქონავტი კი იქით კითხულობს: რად გინდა როო? კალბასი პასუხობს: რად  მინდა და, დედამიწაზე კანკრეტნი ბეზპრიდელია, ადამიანები კალბასებს ჭამენ, შენ კიდე, ღმერთო, უყურებ და გიხარია. და აი, გადავწყვიტე ამისთვის ტაკოში დაგსაჯოო. რაკეტა კიდე ეუბნება: ხო! მერე კიდე მე აგაფეთქბ და დაგშლი 418 ნაწილად რო ვაბშე აღარ იყო საერთოდო.

ამ დროს ფსიქონავტი იჭერს კალბასს და წამში აკბეჩს თავს. მერე რაკეტას ეუბნება: შენა, წვინტლო, იგივე გინდაო? ის კიდე შიშისგან აკანკალდა ეგრევე: არა, არ მინდა, ეგ ყველაფერი კალბასმა მოიფიქრა, მე კიდე არ მინდოდა საერთოდ და ვაბშემც სულ სხვაგან მივფრინავდიო... ფსიქონავტი ეუბნება: არა აქვს მნიშვნელობა სად მიფრინავდი. იმიტორო აი ეხლა გაგაფრენ მე შენ სადაც საჭიროა. ანდა არა, არსადაც არ გაფრინდები, ეხლა შენ მე უნდა მაკატავოო.

და აი, ჯდება რაკეტაზე და მიფრინავს თავისი ზეციური ავლადიდების დასათვალიერებლად. ზეცაში კი მაგარი ბარდაგია, იმიტორო შიშები ფორტოჩკებიდან რო გადმოძვრნენ უკვე მთელ ზეცას დედა უტირეს, თან ხუთი ფსიქონავტიც შეჭამეს თურმე. ამის დანახვაზე ჩვენი ფსიქონავტი მიფრინავს ანგელოზებთან და ეუბნება: აბა რასა შვრებით?! გარშემო ბარდაგია, თქვენ კიდე სხედხართ და რა ჩემ ეფხებს აკეთებთო? ანგელოზები კი ეუბნებიან: არის, მოქალაქ უფროსო. აი ეხლა მოვწევთ და ყველაფერს გავაკეთებთო. ხოდა, უცებ ტენიან ერთ საკაფო ტარიანს და იასნია იმასაც მასაც აწევინებენ.

კაროჩე, ხუთ წუთში, რაის საქმის კეთება, ხმას ვერ იღებს ვერავინ: მაგარია ზეციური ბალახი! ამ დროს კი მორბიან შიშები და იწყებენ ყველას დაიზმენებას. მარა ანგელოზები ღმერთთან ერთად ამ შიშებზე მაგრა კაიფობენ იწყებენ იქით დაშინებას, თან ისე რო ეს ყველა შიში თავისიფე ფეხით მირბის თავისივე ფორტოჩკაში, ხურავს შიგნიდანაც მაგრად კეტავს. ნუ, იასნია მათი დაჯმული კი დარჩა ეგრევე, მარა ანგელოზებმა აქაც მოიფიქრეს გამოსავალი. ანუ, ადგნენ და პროსტა ყველა ზეციური იატაკი და თარო ამოატრიალეს და მთელი მძღრენი დაბლა  ჩაცვივდა. ადამიანები კიდე დედამიწაზე დადიან, ამ განავალს კრეფენ და მაგრად უხარიათ. ამბობენ: ზეციური მანანააო. არადა ცვეტში: ზეციური მანანა ხო პროსტა ზეცის მცხოვრებლების ყაყებია, ანუ როგორც ჩვენი მძღრენი ანოყიერებს ნიადაგს, ისევე იმათი - ჩვენ. აი ასე ვცხოვრობთ და ვნოყიერდებით და სასირცხვილოც არაფერია.

Sunday, February 1, 2009

ზღაპარი კარგ ადამიანებზე

ეს ისეთი ზღაპარია, პატარა და განიერი, პოზიტიური და საყვარელი :)


ზღაპარი კარგ ადამიანებზე
(კლასიკური შემთხვევა)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და მაგალითად იქნებოდა ორი ღმერთი უკეთესი, ან სამი.. ხოდა კაკრას ესეიგი სამი კარგი ადამიანი ზის სამზარეულოში, თან ისე რო უკვე აი ძალიან კარგები არიან. სხედან და მდორედ საუბრობენ გერმანელი რეჟისორის Fასბინდერის ფილმზე, რომელსაც რა ქვია არავის ახსოვს, მარა რატომღაც დიდი სურვილი აქვთ რო გაიხსენონ. პა ხოდუ ჩნდება სხვა დამახასიათებელი თემები და ზოგიერთი ანეკდოტი, ჩართულია მუსიკა და ვირტუალური დირიჟაბლები დაფრინავენ ჰაერში. მოკლედ, ჩვეულებრივი კარგი საღამოა კარგ და მშვიდ კამპანიაში.

ამ დროს ვიღაცა რეკავს. ბაითის დიასახლისი იღებს ყურმილს და დიდხანს უსმენს, რას ეტყვიან. მერე დებს უკან და ქმარს ეუბნება: ისევ ვიღაცამ დაგირეკა, ვაბშე აზრზე რო არა ვარ ვინ, მარა როგორც კი ესმის ჩემი ხმა, ეგრევე კიდებს ყურმილსო. ქმარი კიდე ეუბნება: რატო ვითომ მაინცდამაინც მე? იქნება და შენ გირეკავენ და როგორც კი ესმით შენი ხმა ეგრევე კიდებენ ყურმილსო? დიასახლისს ეს ფრაზა ღრმად აფიქრებს, ცდილობს კონცენტრირებას და ეკიდება ასე 5 წუთით; ამ დროს კი ისევ რეკავენ. ამჯერად ქმარი იღებს ყურმილს და იწყებს ვიღაცასთან საუბარს; მარა მესამედაც ისმის ზარი და ყველანი როგორც იქნა მოდიან აზრზე რო თურმე კარზე რეკავენ, თანაც უკვე ძალიან ნაგლად და ნასტირნად.

დიასახლისი ცოტა ფითრდება და ამბობს: ტაკს. ჩვენ არავის ველოდებითო. ქმარი და სტუმარი უცებ აღებენ ფანჯარას გარეთ ყრიან საფერფლის მთელ შიგთავსს. აქვე იასნდება რო სტუმარს თან კიდე ერთი შეკეთებული სიგარეტი აქვს და რა უყონ? გადაგდება ცოდოა, ბინაში რო დამალონ კიდე - ფაქტია. ერთადერთი სწორი გადაწყვეტლებაა რო მოწიონ მაგის დედაც. რო მტრებს არ დარჩეთ და სპორტულ ტემპში შუსტრად ეწევიან კიდეც.

იმ მოსაწევს კი, უნდა ითქვას დასაწუნი არაფერი ქონდა. ეგრევე მხიარულდებიან და იწყებენ ხმამაღლა სიცილს, იმაზე თუ როგორ ავარდნენ რაღაც სულელური ზარის გამო, რომელიც სინამდვილეში შეიძლება რო არც კი ყოფილა. ანდა, შეიძლება იყო კიდეც, მარა რა მნიშვნელობა აქვს? მენტებმა ხო არ იციან რო აქ ვიღაც არის, შეიძლება იფიქრონ რო უკვე აღარავინაც არაა. ნუ, იდგებიან ცოტა ხანს და წავლენ ისევ თავიანთ კანტორაში არყის ჩასაცეცხლად და იმაზე საბაზროდ რო რა სახიფათო და ძნელია. ანდა, შეიძლება არც უფიქრიათ ვინმეს დაჭერა, პროსტა ისე დარეკეს, ვრედნობის პონტში, რო ნარკამანებს ხასიათი გაუფუჭონ. მარა არაფერი გამოუვიდათ! არა გვაქ ისეთი მკვდარი ხასიათი რო ადგე და გააფუჭო! და ღირსეულად რო ვუპასუხოთ,  ეხლა უნდა ავდგეთ და დავრეკოთ პირდაპირ პატრულში: სალამი, ძამიკოებო, დაისვენეთ - ჩვენ დღეს გალიაკი გვაქ! ანდა არა, არ ღირს, რამე არ გავიჩალიჩოთ, თორე მართლა რო მოვიდნენ შესამოწმებლად მერე?.. ხო. თან კიდე სუბოტექსიც რო გამოაყოლონ, რა ვქნათ?... ჯობია სახანძროში დავრეკოთ, ანდა ვაბშე უკეთესი, ნოლ-ცხრაში და ვიკითხოთ ბოლო-ბოლო როდის დაიწყება აგვისტო. თორე სულ ნოემბერი და ნოემბერი ამოვიდა ყელში, აგვისტო კი არა ჩანს. ასეთი ამბებია: საქართველო - ნოემბრის სამშობლო. თუმცა, ნუ, არც ნოემბერშია ცუდი მამენტ: ნადირობა, თევზაობა, რევოლუცია და კიდე ათასი გასართობები იჩითება.

მარა აქ ჩნდება კითხვა: იქნებ მენტები არც ყოფილან? კარზე ვინც რეკავდა. იქნება ეს რაღაც დიდი და საინტერესო იყო, რამაც დღეს მათ გარეშე ჩაიარა მათივე სულელური იზმენების გამო? მარა ეხლა რაღას გაარკვევ, როცა იმან უკვე ჩაიარა და წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება. მით უმეტეს, რო მაგრა ტეხავს ეხლა ადგომა და ნახვა რა იყო სინამდვილეში, თუმცა მეორეს მხრივ ცნობისმოყვარეობა ტანჯავთ. და აი, დიდი ძალისხმევის მერე ოჯახის უფროსი დგება და აღებს კარს.

კარს იქით კი დგას ორი კარგი ადამიანი და მშვიდად საუბრობს რაღაც თემაზე. სახლის პატრონის დანახვაზე ცოტა ცოცხლდებიან და ამბობენ: უი! შალიკო, ხო არ გახსოვს Fასბინდერის იმ ფილმს რა ქვია სქელ ინდიელზე როა და ბანდერასიც რო თამაშობსო? ამ დროს პატრონს ახსენდება, რო ფილმს ქვია არაჩვეულებრივი გამოფენა, მარა ტარანტინო აქ არაფერ შუაშია. ერთადერთი გასარკვევი დარჩა კარზე მაგათ დარეკეს თუ არა, მარა კარგი ადამიანები უკვე ძალიან კეთილები და კარგები არიან და ვერ იხსენებენ. ნიტო დარეკეს, ნიტო ჯერ არ დაურეკავთ, მარა აი პატრული არ უნახავთ ცვეტში. ამ დროს კაკრას ჩაიდანიც ადუღდა და ყველანი მიდიან ჩაის სასმელად.