Saturday, October 11, 2008

ზღაპარი წრუწუნაზე

ორიგინალი აქ: 
http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=6
(ზოგჯერ მგონია რო ეს ყველაზე მაგარი ზღაპარია) 

ეს ისტორია მოხუცი რასტამანის ცხოვრებიდანაა. კაროჩე, იღვიძებს მოხუცი რასტამანი დილაადრიან თავის ბაითში და ორ რამეზე ფიქრობს. პირველი: აუ, როგორ ასწორებს. მარა, ეს ჩისტა აბსტრაქტული ფიქრია, სეზონზე პასტაიანად ამას ფიქრობს, როგორც კი გაიღვიძებს: აი, როგორ ასწორებს და რამე. იმიტორო ცვეტში მაგრად ასწორებს. ტანი ბუმბულივითაა, თავი - ბამბით სავსე ბალიშივით და მუცელი კიდე ცარიელი. აი, კაკრას მეორე ფიქრიც, ფიქრობს: ისე კი ადგებოდა კაცი, შეჭამდა რამეს გუშინდელი დარჩენილებიდან რამესო. იმიტორო გუშინ დობრად დარჩა რაღაცეები, ერთი ბანკა ტუშონკა, პური, ნახევარი ტაფა კარტოფილი, კაროჩე, ბლომადაა ყველაფერი. ხოდა დგება და მიდის რო ბოლო მოუღოს მაგ ყველაფერს.

საჭმელი კიდე, ფაფუ, არაა არაფერი. ცარიელი ტაფა დგას და ვსიო. პურიც კი არაა. კაროჩე, ვაბშე არაფერი არაა კაროჩე. ხოდა დგას რასტამანი და ხმამაღლა ფიქრობს: ეს ჩემი საჭმელი ნეტა ვინ მოძოვაო? კარადის ქვეშიდან კიდე ისმის მაგარი სტრაშნი ხმით: მე შევჭამე შენი საჭმელი!!! რასტამანს დაჟე გაუკვირდა: მაიცა, ეგ როგორ, მე შევჭამე შენი საჭმელი“? რა პონტია? შანსი არაა რო აი ასე მე შემეჭამა შენი საჭმელი. და საერთოდ, ეხლა ნუ ატრაკებ, იმიტორო შენ საჭმელზე აქ ვაბშე ბაზარი არაა, ჩემ ბაითში რა უნდა ვაბშე შენ საჭმელს? ატრაკებ რა იტოგშიო.. ხმა კიდე ეუბნება: დებილო! გიმეორებ: მე შევჭამე შენი საჭმელი! რასტამანი კიდე ეუბნება: შენა და ვაბშე ვინა ხარ, რო ჩემ ბაითზე დებილს მეძახიო? აბა ეგეთი მაგარი თუ ხარ გამოძვერი აბა მაგ კარადიდან და განახებ ვინაა სახლში უფროსიო. ხმა კიდე ეუბნება: კიიიი, მაგარი ვარ! სკამს მოეჭიდე, იმიტორო აი ეხლა გამოგიძვრები აქედანო!

რასტამანი იასნია მოეჭიდა სკამს. დგას, უყურებს, კარადადიან კიდე არავინაც არ მოძვრება. ნუ, კაროჩე, იდგა ასე ნახევარი საათი და მერე პურზე წავიდა. მოვიდა, დაჯდა საჭმელად. უცებ კარადის ქვემოდან ესმის: ძია, კაი ეხლა, პური მეც მაჭამე ცოტაო!

რასტამანი იყურება იქით და ხედავს დამახასიათებელი პახოდკით მოძვრება იქიდან წითელთვალებიანი მწვანე წრუწუნა. და ამბობს: პური მომე რა ძია! რასტამანი კიდე: ბებიშენისა არ გინდა? შენი დებილი ვარ მეო? დავაი ეხლავე ისევ კარადის ქვეშ და ჭამაში ნუ მიშლი ხელსო. მაშინ თაგვი ძვრება უკან და იქიდან ბუზღუნებს: ერთი პატარა ნაჭერი პური რა გახდა ერთი პატარა თაგუნასთვის, მარა პროჭი როა ადამიანი რას იზამ? აი მაიცა შენ, ღამე გამოვალ და ისევ ყველაფერს გავთაქავო.

და წავიდა. რასტამანი კი უკვე იზმენაშია. ღამე ხო ან იძინებს, ან ბოლდება. სიტუაციას აერცერთ პონტში ვერ აკონტროლებს იტოგში. წრუწუნას კიდე ერთი რო ღამე არ ძინავს და სიბნელეში ხედავს ყველაფერს, მერე კიდე ეხლა ხო უნდა იჩალიჩო რო საჭმელი დამალო რო ღამე ყოფა არ უტიროს. პიზდეცია მაგარი, რაღა ომი და რაღა ეს, ეხლა ნორმალურად საჭმელსაც ვერ შეჭამ, პასტაიანად წრუწუნაზე უნდა იფიქრო რო არაფერი შეგიჭამოს რო მოდუნდები. შეაკეთა კაროჩე, მოწია და.. პლანიც არ აბოლებს! აი ასეთი წრუწუნაა - მოვიდა და ყველა კაიფი საუკუნოდ გაუტეხა.

მაშინ რასტამანი ფიქრობს: ალბათ კაკრას ეხლაა საჭირო რო რასტამანი კატა ვნახო და დავიყოლიო რო წრუწუნას გაუასნოს ყველაფერიო. რასტამანი კატის მოძებნა პრინციპში, ბეზ პრაბლემ. იმიტორო გუშინდელს აქეთ რასტამანული მალაკო აქვს დალეული და ეხლაც შუა ბაითში დევს, როგორ პლანით სავსე ტომარა. და აი რასტამანი იწყებს ყურებზე, ულვაშებზე, კუდზე ქაჩვას.. და ბოლო-ბოლო კატა ახელს მარცხენა თვალს და ამბობს: აუ, როგორ ასწორებს. მარა აი რო მეჭამა რამე კიდე უფრო გაასწორებდაო. რასტამანი მშვიდად და მოთმინებით უხსნის საჭმელებისა და ჩათლახი წრუწუნას სიტუაციას, რომელიც სასწრაფოდ უნდა გაიასნდეს. კატა ყურადღებით უსმენს და მერე ეუბნება: ჯიგარო, იტოგში, როგორც ვხვდები საუზმე დღეს აღარ გვექნება არა? ნუ, მაშინ ცოტას კიდე წავაკიმარებ, კაიო? და ისევ ხუჭავს მარცხენა თვალს.

ამ დროს იქვე შემოირბენენ სხვა რასტამანები და ხედავენ თავის ბრატს იატაკზე, პლანით გაგუდული კატის გვერდით, უსასტიკეს იზმენაში. და ეუბნებიან: დაიკიდე ძმაო. აი ეხლა მოვწევთ და მივაკლავთ მაგ წრუწუნას და აღარ გაატრაკებს აქ აღარასოდესო. წრუწუნა კიდე კარადის ქვემოდან ამბობს: ვის მიაკლავთ, თქვე წითელთვალა ვირებოო! ნერვებს უშლის რა და კარადის ქვემოდანაც კიდე იასნია რო არ გამოდის.

ხოდა.. მოკლედ რასტამანები ცოფდებიან და ჩალიჩობენ მხეცურ გეგმაზე, როგორ გამოდენონ ეგ თაგუნა კარადის ქვემოდან და სასტიკად დასაჯონ. გეგმა ასეთია: ორი რასტამანი უნდა დადგეს სკამებზე და კარადაზე ზემოდან არახუნოს, კიდე ერთმა მუშტით უნდა აკაკუნოს ზედ და კიდე ერთმა პოლისჯოხი უნდა აჩხიკინოს კარადის ქვეშ, ერთიც უნდა იდგეს კარადასთან ორი ბოთლით, რო როგორც კი წრუწუნა იქიდან გამოძვრება ეგრევე რო დაუშვას. მერე ეწევიან ერთ სიგარეტ გასაგებია რასაც და იწყებენ თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას. ორნი დგებიან სკამებზე და იწყებენ ზემოდან რახუნს, კიდე ერთი რიტმში იწყებს კაკუნს კარადაზე მუშტით, ერთიც იგივე რიტმში პოლისჯოხს ახახუნებს იატაკზე კარადის ქვეშ. მოხუცი რასტამანი კიდე ამავე რიტმში იწყებს ბოთლების ერთმანეთზე კაკუნს. ხოდა, ნელ-ნელა ყველანი შედიან ამ რიტმში და ბოლომდე ისწორებენ რისი და რანაირი გასწორებაც შეიძლება როცა ერთი სიგარეტი გასაგებია როგორიც და რაც გაქვს მოწეული. გამოსდით საკაიფო ინდასტრიალი, წიპა „აიშტუნცენდე ნოიბაუტენი“.

ამ სეიშენში გადის ასე თხუთმეტი წუთი და შეიძლება ნახევარი საათიც და უცებ ესმით, რო ვიღაცა გიტარით ყვება. თანაც მაგარი უცხო საუნდია, არაშკარად არა იქაური, მარა ჯიგრული ისეთი, რბილი და რაც მთავარია კაკრას იგივე თემაში ზის. იყურებიან და ხედავენ დგას ვიღაც ტიპი, საერთოდ რო გაუგებარია იქ როგორ გაჩნდა და ეკითხებიან: ჯიგარო, საიდანა ხარო. ის კიდე პასუხობს: სტეფანწმინდიდან ვარ, მივდიოდი აქვე და მესმის სატავი რაღაცას მაგარს უბერავს დრამზე და მეთქი შევუერთდები გიტარითო. ესენი კიდე ეუბნებიან: არა, რაის დრამზე. პროსტა წრუწუნა უნდა გამოვაგდოთ კარადის ქვემოდანო. სტეფანწმინდელი იხედება კარადის ქვეშ და ამბობს: ჯიგრებო, ასე თუ გააგძელეთ მაგას სეზონის ბოლომდე ვერ გამოაგდებთ. იმიტორო უკვე კაი ხანია იატაკის ქვეშაა შემძვრალი - პლინტუსში ისეთი დირკაა სპილო გაეტევა, ნიტოშტო წრუწუნაო.

რასტამანები იხედებიან და მართლაც ისეთი დირკაა, ოთახში სკვაზნიაკს აკეთებს. და ამბობენ: ვაააა! შენ ცვეტში მაგარი მოზგი ხარ, სიმონ! ჩვენ აქ პოლისჯოხით და ბოთლებით ვწვალობდით, შენ კიდე ეგრევე დაწვი რო წრუწუნა კაი ხანია მოტყდა. მისმინე, ეგება ისიც იცი ეგ ვირიშვილი როგორ მივაკლათ, რო ბეზპრიდელობით აღარავინ შეაწუხოსო. იმიტორო ჯერ ერთი დღე არაა რაც აქ დვიჟენიობს და უკვე ტვინი წაიღო იტოგშიო. სტეფანწმინდელი ამბობს: ეგ დამოკიდებულია როგორია ეგ თქვენი წრუწუნაო. მოხუცი რასტამანი ეუბნება: ნუ, ეგა, აი ხო.. კაროჩე, როგორი და საზიზღარია, მწვანეა და თვალები კიდე თითქოს პატარა პამიდორები ქონდეს ისეთი აქვსო. სტეფანწმინდელი პასუხობს: ააა, ეგ თუა, ბეზ პრაბლემ. ერთი კვირა არ მოწიოთ და თავისით გაიწოვებაო.

ატყდა ერთი ხმაური: ოე, რას ბაზრობ! ფსიქიატრი ხო არა ხარ, შეკაცო. რა პონტში არ უნდა მოვწიოთ ერთი კვირა, ხო გავრეკეთ ყველამ ერთადო. სტეფანწმინდელი კი ეუბნება: მაშინ სხვა გზაცაა, ნაკლებ დაძაბვას მოითხოვს. მოდი ეხლა კაშა გავაკეთოთ, დავდოთ ერთი ასი გრამი ლამბაქზე და დავტოვოთ ღამე ოთახის შუაში. წრუწუნა გამოძვრება, კაშით გაძღება, კაიფში დაეკიდება და სანამ აზრზე მოვა ადგილზევე დავასტუკებთ. ეგრევე ჩავდებთ ბანდეროლში და გავაგზავნით ისრაელში, იმიტორო მასეთი გნიდების ადგილი აქა არააო. ხო, აი ეგრევე ისრაელში გავაგზავნით. პროსტა მანამდე კიდე ეს კარადა აქედან მეორე კუთხეში უნდა გადავდგათო. რასტამანები დაფიქრდნენ და ეუბნებიან: ჯიგარო, ეგება კარადას თავი დავანებოთ? იმიტორო ხო ხედავ რამხელაა, ხუთ  ტონაზე ნაკლები არ იქნება უეჭველიო. სტეფანწმინდელი ამბობს: უნდა ვქნათ, ჯიგრებო! არ ვიცი რატო, მარა რაღაც მეუბნება, რო უნდა ვქნათო. და ბევრი ლაი-ლაის გარეშე დგება და აწვება კარადას მხრით. ამ დროს ყველა რასტამანიც დგება, ეხმარება და მაგრა შუსტრად, თითქმის პერეკურებისა და დედის გინების გარეშე დგამენ კარადას მეორე კუთხეში.

მერე ისევე შუსტრად წყვეტენ ბოსტანში ბალახს, აკეთებენ კაშას, სამ-სამ კოვზს ჭამენ და ნახევარ საათში მაგრა კარგად არიან. ძირითადი მოტივი აქვთ რო სხედან იატაკზე, მიშტერებიან კაშიან ლამბაქს და ელოდებიან როდის გამოვა წრუწუნა და დაიწყებს ჭამას. ლამბაქი კიდე სუნთქავს უკვე, მიდის რაღაც დვიჟენიები, ყვავილები იზრდება, ჩიტები ჭიკჭიკებენ, სამყაროები იბადებიან და კვდებიან და მთელი ამბები მოკლედ. ხოდა კაკრას ამ დროს ჩნდება თაგუნა, თავით ხტება პირდაპირ კაშაში იწყებს იქ ხტუნაობას, ჭკუმპალაობას, სირბილს და ჭამს, ჭამს, ჭამს - ხოდა მოკლედ, სულ შეჭამა და შუა ლამბაქშივე დაეკიდა. ამ დროს რასტამანები ხვდებიან რო უნდა დაიჭირონ და იწყებენ დაჭერას. ის კიდე იწყებს იმათგან გაძრომას. მოკლედ ესენი ფორთხვით მიყვებიან ის კიდე მიხოხავს. მიხოხავს, მიხოხავს და უცებ შეყვინთავს ისევ კარადის ქვეშ. რასტამანები კიდე ეტაკებიან თავით კარადას და ფიქრობენ: ბლიად! რა შუსტრია ეს მამაძაღლიო!

მარა თხუთმეტი წუთის მერე კარადის ქვეშ იწყება ხმაური, თავის ყრუ დარტყმები კედელზე და დედის გინება. იმ პონტში რო თაგუნა მაგარ იზმენაში ეძებს პლინტუსში დირკას და იასნია ვერ პოულობს. იმიტორო კარადა ხო გადაადგილეს. ხოდა დარბის იქ ქვეშ, პლინტუსს ატარანებს და ყვირის: დამატყვევესო ავმა სულებმაო! ამ დროს სტეფანწმინდელი ყოფს კარადის ქვეშ ხელს, გამოყავს წრუწუნა და ეუბნება: რაო წითელთვალა, გაიჩალიჩეო? 

თაგუნა აფასებს სიტუაციას და ხვდება რო აი ცვეტში გაიჩალიჩა რა. და ამბობს: ჯიგარო, აბა მე რა შუაში ვარ. პროსტა, გუშინ ისე მომშივდა რო ხო აზრზე ხარ და რა ჭამაც არ შეიძლებაო? სტეფანწმინდელი პასუხობს: საჭმელს ყოველთვის მოგცემენ, თუ ნორმალურად ითხოვ, მარა ნაგლობა არაა საჭირო, გამიგეო? წრუწუნა ამბობს: კი, მარა პირველმა ვაბშე მაგან დამიწყო გატრაკება და პური არ მაჭამაო. სტეფანწმინდელი კიდე ამბობს: ოო, ვხედავ რო ცვეტში რეგვენი ხარ და ვერაფერი შეიგნე, როგორც ჩანს მოგვიწევს შენი აღზრდაო. მაშინ წრუწუნა ხვდება რო ტიპი ვაბშე არაა პაცეფისტი, თანაც მაგარი მონდომებულია რო დასაჯოს და ეუბნება: კაი, კაი. ყველაფერი გავიგე იტოგში, ყველა პონტში მტყუანი ვარ, არაა საჭირო ჩემი აღზრდა. უკვე ყველაფერს ვხვდები და აღარც ვიბეზპრიდელებ აღარასოდეს. პროსტა ჩემი აღზრდა არ გინდათ, კაიო?

ამ სიტყვებზე სტეფანწმინდელი სვამს წრწუნას იატაკზე და ამბობს: კაი, მარა იცოდე, ეს ბიჭები შენზე კიდე თუ დაიჩივლებენ, შეგიძლია ეგრევე თავიც ჩამოიხრჩო, გაიგეო? წრუწუნა ეგრევე პასუხობს: გავიგე, მოქალაქე უფროსო! და წამში ძვრება კარადის ქვეშ. მერე კიდე ნახევარ საათში ისევ გამოდის უკან და ამბობს: ოე, ჯიგრებო, რაღაც ვერ გავიგე, ჩემი სორო სადააო?

მარა რასტამანები უკვე გათიშულები არიან, დაიქანცნენ მთელი დღე ამ ამბებით. დაიღალნენ მოკლედ. თანაც კაშამაც ცოტა დაგრუზა და წრუწუნას პრობლემები იასნია რო მაგრა ახატია ყველას, კატასაც კი არა აქვს რეაქცია. ნუ, წრუწუნამ იბოდიალა დილამდე, სორო იასნია რო ვერ ნახა, მაგრა გაუტყდა და ბაითიდან მოტყდა. და მეტი იქ აღარავის უნახააავს! 

ჭირი იქა, ლხინი აქა.. ანდა რატო, იყოს ლხინი ორივეგან, რა არა?