Thursday, July 10, 2008

ზღაპარი ომზე

ნელ-ნელა თითქოს უკეთესად გამომდის ხო? :)

ამ ზღაპარში ცოტა გინება და ცუდი სიტყვებია, მარა რა ვქნათ აბა? განა ომზე გინების გარეშე შეიძლება წერა?.. მამენტ, კი, ბაზარი არაა, ყველაფერი შეიძლება, მარა კაროჩე რა..

ზღაპარი ომზე
(ყველას აზრით საუკეთესო ზღაპარი)

აი ომში როგორი იყო ერთი კაი კაცი მიყვებოდა. მოვიდნენ კაროჩე ჩათლახი ფაშისტები და დაიპყრეს ქალაქი. პარტიზანი ვინც იყო, ეგრვე ტყეში გაიქცა, ჩაიმალნენ და სხედან. ნუ, სხედან მოკლედ და უცებ გაუთავდათ სგუშონკა. ტუშონკაც გაუთავდათ.. და პურიც გაუთავდათ. კარტოფილიც გაუთავდათ. კიტრის მწნილიც გაუთავდათ, სახლში გაკეთებული. გაუთავდათ ჯონჯოლიც. პავიდლოც გაუთავდათ. კალბასიც გაუთავდათ. მთელი პირველი რაც ქონდათ ისიც სულ მოწიეს - კაროჩე, როგორ უნდა იცხოვრონ აწი? და აი მოიწვიეს საბჭო ქალაქში მზვერავის გასაგზავნათ, რო ნუ კაროჩე ხო აზრზე ხართ რა.

მზვერავს კიდე წასვლა არ უნდა. ამბობს: რას ამბობთ ტო, ცვეტში? იქ ხო გერმანელები არიან, ეგრევე მომკლავენ და შემჭამენო. ისინი ხო ფაშისტები არიან, ნებისმიერ პარტიზანს ეგრევე დაწვავენ რო პარტიზანია და ეგრევე გაკვანძავენ ბევრი ბაზრის გარეშეო. მთავარი პარტიზანი ამბობს: ნუ იზმენდები, ჩემი ძმა! მისმინე, ცვეტში ნუ იზმენდები. რიჟა ბაზარია რო ეგენი მასეთი აზრზე მოსულები არიან, სინამდვილეში კიდე, ნუ ხო აზრზე ხარ რა. კაროჩე, ძამიკო, გაიკეთე შავი სათვალეები, ცოტა სხვანაირად დაიზმანე და ვერავინ დაგწვავს, რო პარტიზანი ხარო. ცოტა გამართულად იარე და ისა.. ხო.. ხო! და ბაზარს დაუკვირდი იტოგში. ანდა, ჯობია ჩუმად იყავი საერთოდ და მთავარია არ იცინო, გამიგე? არაფერი ცვეტში სასაცილო იქ არაა. რა მოხდა მამენტ, გერმანელები. ნუ ხო, დადიან, გერმანულად ბაზრობენ.. ბოლო-ბოლო ყველას თავისი მუღამი აქვს, დაცინვა რა პონტია? შეიძლება ისინიც იცინიან ჩვენზე. მარა ისინი ხო ადამიანურად იცინიან, ჩვენსავით ასე კი არა: ვა-ხა-ხა-ხა! შენ ჯობია საერთოდ არ იცინო, და ბაზრს მიაქციე ყურადღება და კაციშვილი ვერ დაგწვავსო.

მზვერავი ამობს: აუ, ეს რაღაც ჩერეზჩურ მურტალია. არც იცინო, ბაზარს დაუკვურდი, გამართულად იარე.. რა ცხოველი უნდა იყო, ცვეტში? თან კიდე შავი სათვალეებიო. კაკრას მაგ სათვალეებზე დამწვავენ რო პარტიზანი ვარ ცვეტში. მთავარი პარტიზანი კიდე ეუბნება: ნუ ატრაკებ, შეჩემა, არავინაც არ დაგწვავსო. მზვერავი კიდე: დარწმუნებული ხარ, რო არ დავიწვებიო? უფროსი ეუბნება: 100 პროცენტით ვარ დარწმუნებულიო. რო არავინ დაგწვავს, შენით თუ არ დაიწვბიო. მზრავი კიდე ეუბნება: ხოდა შენ თუ დარწმუნებული ხარ, რო არ არ დაიწვები, მე ჩემი თავის იმედი ვაბშე არ მაქვს, ხოდა შენ თუ გაქვს შენი თავის იმედი, აიღე ჩემი რუგზაკი და შენ თვითონ წადი, თუ ხარ დარწმუნებული, რო არ დაიწვებიო, იმიტორო ჯერ მე შემხედე, მერე საკუთარ თავს, ვინ უფრო ადამიანურად გამოვიყურებით ვაბშეო.

ამ დროს ყველა პარტიზანი იწყებს უფროსზე პრესს: ცვეტში ე, ემზარ ტო! ადამიანური ვიდი ჩვენში მარტო შენ შეგრჩა, ტანსაცმელითავ და ვაბშეო რა. კაროჩე, ასეთი კოლექტიური ტისკით ეგრევე რაზვედკაში უშვებენ უფროსს. აძლევენ რუგზაკს, უგროვებენ მაყუთს, ჯიბეშინ უყრიან ერთი ორ კილო პლანს და აგზავნიან.

და აი, მოიყვება ლიანდაგებს ქალაქისკენ. იმიტო რო ღამეა გარშემო, მატარებლები არ დადიან, ეს კიდე მიდის თავსთვის ლიანდაგებზე. ესეიგი, მიდის მიდის და უცებ: ტყაპ! ტყაპ! უკნიდან ვიღაცა ტრაკზე ურტყამს. ის კიდე მიდის და ფიქრობს: ნეტა ვინ მიტყაპუნებს? ტრაკზე? ტურისტია ალბათ. არა, ალბათ ნაღდად ტურისტია. ტურისტი, ბლიად. მოდის იტოგში უკან და ტრაკზე მირტყამს, რო მივიხედო. აი, მე კიდე ნა პრინციპ არ მივიხედავ. ცვეტში, რა პონტში უნდა მივიხედო? შანსი არაა ტო: დადიან აქ ვიღაც ჩემის გადანგრეული ტურისტები, მე კიდე ყველაზე მივიხედო? მეტი საქმე არა მაქ რა, ვიარო და ტურისტებს მივუბრუნდე. და აგრძელებს გზას, უკან არ იყურება.

მარა უკნიდან ისევ: ტყაპ! ტყაპ! ტყაპ! ეს კიდე მიდის და ფიქრობს: არა, ეს უკვე ტურისტი არაა. ნარმალნი ტურისტი კაი ხნის წინ შემეშვებოდა. ეს ალბათ უფრო მაინც დათვია. დიდი, ასეთი დათვი, ერთი 300 კილო. მოდის უკან და მიტყაპუნებს, ბლიად, და მიტყაპუნებს! აი, ეხლა მივუტრიალდები, ნახუი გავუშვებ და გავაგრძელებ ჩემთვის გზას.

მართლაც, ტრიალდება და ამბობს: „დათვო, იდი ნა ხუი!“. უყურებს და იქ, ორთქლმავალია. მიბჯენილა ცხვირით ტრაკზე და გუგუნებს, პროჭზე იხევა ისე. კაბინიდან კიდე ნაცნობი მემანქანე იხედება და ყვირის: ვოე, პარტიზან! საით მიდიხარო?

პარტიზანი ეუბნება ქალაქში, დაზვერვაზეო. მემანმქანე - გაუბერე შეჩემა? იქ ხო ნაბოზვარი ფაშისტები არიან, ეგრევე გაგკვანძავენო.პარიზანი ამბობს: ნუ მგრუზავ, არავინაც არ გამკვანძავს, ხო ხედავ რა მასკიროვკა მაქ, ადამიანსა ვგავარო. ზმანითაც, და საერთოდო. მემანქანე ეუბნება: ნორმალური ადამიანები ორთქმავლებს ტრაკით არაჩერებენო. პარტიზანი კიდე ამბობს, როგორ არ არჩერებენ! შენ პროსტა ნარმალნი ადამიანებს არ იცნობ. და ვაბშე, ჯობია მოვწიოთ, მერე ქალაქში წამიყვან, თორე მოვიტყანი უკვე ამ გზაზე. მივდივარ, უკანასკნელი სირივით უკვე სამი საათია ზედიზედ, აქ კიდე ვიღაცა ტრაკზე მიტყაპუნებს, იცი რა ნერვების მომშლელიაო? მემანქანე აუბნება, კაი მოვწიოთო.

იტოგში მიდიან ქალაქში, ორივე კაი ხასიათზე და აკითხავენ სტუმრად იატაკქვეშა ორგანიზაციის შტაბბინას. ისინი კი სხედან თავისთან იატაკის ქვეშ და ერისთვის მოწოდებას წერენ. უკვე ერთი კვირაა წერენ, მარა ვერაფერი. ხან გიტარა ცვეტში პაპსას უკრავს, ხან ვოკალი იჯვამს, ხან უდარნიკი რაღაცას ურახნებს, კედელს რო ცერცვს აყრიან იმ ხმაზე. კაროჩე, სასკოლო თვითშემოქმედების დონეა რა. იმათ კიდე უნდათ რაღაც სერიოზული, წიპა ბობ მარლი, ან ბიმ შერმანი, ნუ ჯანდაბას ლაშა ნოზაძე. მარა ჩემი ფეხები, არაფერიც არ გამოსდით. ხოდა, არიან ასე დეპრესნიაკში უკვე ერთი კვირაა, სხედან და წერენ. ამ დროს კი სტუმრად ეჩითებათ პარტიზანი მოსაწევით სავსე აააააი ასეთი პაკეტით. და ამბობს: გეყოთ ეხლა მაიმუნობა, მოდი მოვწიოთო.
და აი, მოწიეს, მერე აიღეს ინსტრუმენტები და ისეთი შეუბერეს! ძაან მაგარი! ისეთი მოწოდება წავიდა, რაის ბობ მარლი! მარა ბოზმა მეზობლებმა გაიგეს და ეგრევე ჩათლახ ფაშისტებს დაურეკეს: მოდით, აქ შუაღამისას ხმაურობენ, ხულიგნობენ და ძილს არ გვაცილანო.

იტოგში, მოდიან ფაშისტები. და ამბობენ: ნუ თქვენ, იატაკქვეშელებს გიცნობთ და ბოლოჯერ გაფრთხილებთ, თორე რასაც მიიღებთ თქვენ თავს დააბრალეთო. და ამ დროს ამჩნევენ პარტიზანს. შენ ვინღა ხარო, ეკითხებიან? არაფორმალები პასუხობენ: ეს ჩვენი ძმაა, ახმეტიდან ჩამოვიდა, უმაღლესში უნდა მოეწყოსო. ფაშისტები კიდე: ვიცით ჩვენ თქვენი ძმები! თვალებზე ეტყობა პარტიზანი როაო. კაროჩე, ჩაიცვი ჯიგარო და წამო ჩვენთან გესტაპოშიო.

მიდიან გესტაპოში და ებნებიან მიულერს: აი, პარტიზანი მოვიყვანეთო. მიულერი კიდე: აუ, ასწორებს! პარტიზანი მოიყვანეს! ეხლა მაგარს ვაწამებთო! პარტიზანი კიდე ეუბნება: უფროსო, შენ რა ცვეტში სადისტი ხარ? პატარა რაღაცა და ეგრევე ვაწამოთ, ვაწამოთ! მოდი, ჯობია მოვწიოთო. მიულერი ეუბნება: მოწევას ყოველთვის მოვასწრებთ. შენ ჯობია გვითხრა შენი პარტიზანები სად იმალებიანო. პარტიზანი ჩაფიქრდა და უცებ ეუბნება: ა! გამახსენდა! ტყეში იმალებიანო. მიულერი ეუბნება: შენ მოდი უფრო კონკრეტულად, კონკრეტულად თქვი, თორე ტყეში რა, ჩვენც ვიცით რო ტყეშიო. პარტიზანმა კიდე იფიქარა ამბობს: როგორ იცი? აი როგორც კი ტყეში შეხვალ ეგრევე მარჯვნივ ცოტათი, მერე მდელოზე და პირდაპირ, პირდაპირ, პირდაპირ, პირდაპირ, პირდაპირ.. მაიცა! იქ ხო სადღაც კიდე შეხვევაა საჭირო. ტაკს, მაიცა.. იქ მდელოზე, იტოგში გზაა ვაბშე მგონი, მაგრამ გახსენება უნდა.. მოდი იტოგში მოვწიოთ და ყველაფერი ნარმალნა გამახსენდებაო. მიულერი კიდე ეუბნება: არა, არა, მოწევით არ მოვწევთ, მარა ეხლა შენ გაწამებთო. მაშინ ხო ეგრევე ყველაფერი გაგახსენდება და ტვინსაც აღარ მოგვიტყნავო.

პარტიზანი ეუბნება: უფროსო, აი ეხლა ნაღდად ატრაკებო. შეგხედავს კაცი, ნორმალური ადამიანი ჩანხარ, მართლა რა ფაშისტივით იქცევი, ვაწამოთ, ვაწამოთ.. აჰა, კაი მოდი! მაწამე, ძაღლიშვილო ფაშისტო შენა! ამკუწე ეგრევე! ძღნერიანად შემჭამე! ყლეზე მკიდია! პარტიზანი ვარ! შენ გიტლესაც შევეცი ტრაკში! და არ ელოდება სანამ წამებას დაუწყებენ, იღებს მაგიდიდან ბრიტვას და ხელს ერთი ათ ადგილას ისერავს. ამაზე ყველა ფაშისტი იზმენდება, ეცემიან ხელებში, ართმევენ ბრიტვას და ეუბნებიან: დაწყნარდი ჯიგარო! მოდი მართლა ჯობია მოვწიოთო. ის კიდე ყვირის: ბოზებო! ფაშისტებო! მანიაკებო! - და ცდილობს ყელი კბილებით გამოიღადროს. ფაშისტები სკამზე აბამენ, ის კიდე სკამიანად იატაკზე ეცემა და იწყებს თავის ცემენტზე რახუნს. ამაზე დაჯე მიულერიც მაგრად დაიზმენდა და ეგრევე ტელეფონს ეტაკა ასათიანზე დასარეკად.
ხოდა, მოვიდნენ ცივსისხლიანი სანიტრები, დაარჭეს პარტიზანს გალოპერიდოლი, ჩატვირთეს მანქანაში და წაიყვანეს ასათიანზე. იქ კიდე ფსიქიატრი ეუბნება: აბა, თქვი ერთი, რა თავს იგიჟებდიო? პარტიზანი ამბობს: აბა რა გაატრაკეს საქმე, უნდა გაწამოთ, უნდა გაწამოთო! არც კი გაწევინებენ ახვრები, დასირებული ფაშისტები ეგენიო. ექიმი კიდე ეუბნება: რაის ფაშისტებიო? არანაირი ფაშისტები აქ ვაბშე არ არიანო.

პარტიზანი ამბობს: ე! ეხლა ატრაკებ ძამიკო, როგორ თუ არ არიან, როცა ჩემი თვალით ვნახეო. ფსიქიატრი პასუხობს: ნახვით რა ნახე, რავიციო. პარტიზანი ამატებს: თანაც, პროსტა კი არ ვნახე! დაჟე გამკვანძეს ფაშისტებმაო. ფსიქიატრი: ვინ გაგკვანძაო, ვინა? არავისაც არ გაუკანძიხარ, ეს პროსტა შენ უბერავ, პროსტაო.

პარტიზანი ამბობს: ეხლა ჩვენ შორის ვინ უბერავს კიდე საკითხავია. აბა ასათიანზე საგიჯეთში ვინ მომიყვანაო? ფსიქიატრი პასუხობს: რაის ასათიანზე? არანაირი საგიჟეთი აქ არააო.

მაშინ პარტიზანი ამბობს: რა სირობაა ცვეტში? საგიჟეთი არაა, მარა ფსიქიატრი არისო. ფსიქიატრი კიდე ეუბნება: არც ფსიქიატრია აქ არანაირიო. არც სანიტრებია, არც ფაშისტებია. ქართველებიც არ არიან. და სომხებიც არ არიან. აფხაზებიც არ არიან. აზერებიც არ არიან. ურიებიც არ არიან. არც ფრანგები არ არიან. ჩინელებიც არ არიან. ინდუსებიც არ არიან. მონღოლებიც არ არიან.. ამ დროს პარტიზანი ნელ-ნელა შედის რიტმში და ფეხს აყოლებს ხმამაღლა. ფსიქიატრიატრი ძრობს გიტარას და იტოგში გამოსდით სერიოზული ჯემ-სეიშენი ასე საათნახევრიანი.

მერე პარტიზანი ეკითხება: რა, ფაშისტები ცვეტში არ არიანო? ფსიქიატრი ამბობს, ცვეტშიო. არ არიანო. არც მე ვარ, არც შენ. არის მარტო ერთი გლობალური ბოლი, იმ პონტში რო ვითომ სადღაც რაღაცა არის. სინამდვილეში კიდე არსად არაფერიც არაა. აზრზე მოდი, ძმაო, როგორ ასწორებს: არსად ვაბშე არაფერი არაა. და აქ პარტიზანი აზრზე მოვიდა! და ისე გაუსწორდა! ერთი სამი საათი უსწორდებოდა, დაჟე ოფლი მოადგა ისე გაუსწორდა.

მერე ამბოს: ე, მართლა რა მაგრა ასწორებს! არსად ვაბშე არაფერი არაა. არც ახვარი გერმანელები რო არ არიან, წავალ ძმაკაცებს ვეტყვი, თორე სხედან დაიზმენებულები ტყეში და ქალაქში პურზეც კი ვერ გამოდიანო. ფსიქიატრი კიდე ეუბნება: არა, ძამიკო, ეტყობა შენ მაინც ბოლომდე ვერ მოხვედი აზრზე. იმიტორო არანაირი ქალაქიც აქაა. არც პურია. შენი ძმაკაცებიც არ არიან. არის მარტო ერთი ყოვლისმომცველი გლობალური ბოლი, რაზეც ყველანი პატარებივით ვარდებიან, ვითომ სადღაც რაღაც მართლა არის.

პარტიზანი ამბობს: არა, აი აქ კი არ გეთანხმები: კაი, ფაშისტები არ არიან, ეს დაჟე ასწორებს კიდეც. ნუ, კაი არც ძმაკაცები არიან, მაგათი კარგიც. არ არიან და ნუ არიან ბოლო-ბოლო. მარა სადღაც რაღაც ხო უნდა იყოს არა, მართლა და მართლა? სადღაც რაღაც კონკრეტული მაინც ხო უნდა იყოს. თორე ისე ვაბშე ვერაფერი გავიგეო.

ფსიქიატრი კიდე ეუბნება: იცი ძმაო, შენ კაროჩე ჯობია დარჩი ჩვენთან ასე ერთი კვირით. ცოტა დაისვენე, დაცურებული კრამიტები გაისწორე. მერე კიდე ყველაფრის აზრზე მოხვალო. პარტიზანი ეუბნება: მოდი, იზვინი რა. ბაზარი არაა, კაი ტიპი ხარ. მარა, იზვინი რა, მართლა. იმიტორო ეხლა მე ალბათ, აი ცოტას კიდე ვიჯდები და მერე წავალ. სანამ მატარებლები დადიან კიდე. თორე მერე ისევ ტყეში, ლიანდაგებზე სიარული, იცი როგორ ტეხავსო? თან კიდე პურია საყიდელი, იმიტორო იმიტო. ასე რო მე ალბათ ეხლა უეჭველი წავალო. ფსიქიატრი ეუბნება: არაა პრობლემა, ძმაო. აი, მოდი ცოტაც მოვწიოთ და წახვალ, სადაც გინდა. და იღებს საწერი მაგიდიდან უკვე გამზადებულ მასტერკას.

ხოდა მოწიეს. დილას კიდე მოწიეს, და საღამოს დააწიეს ისევ, გიტარაც დაუკრეს, სიმღერები იმღერეს, ჩაი დალიეს. კაროჩე, მაგრად არიან! მერე დილას ბოსტანში კიდე დაკრიფეს პლანი და მალაკო მოხარშეს. და აი, პარტიზანი ნელ-ნელა მაგრად მიეჩვია საგიჟეთს. არადა ასწორებს, იქ ხალხი ცხოვრებისეულად უბერავს, უსერიოზულესი შიზოფრენიკებიც ყავთ. მთელ ეზოში პლანი დათესეს, კიდე სადღაც საგურამოსკენ ერთი მინდორი აქვთ, ასე 2-3 ჰექტარი. ხოდა, შემოდგომაზე მიდიან ყველანი იქით. და პარტიზანს ახსენდება რო ტყეში უნდა წავიდეს. ჯდება მატარებელში და მიდის ტყეში.

ტყეში კიდე ეუბნებიან, შენ სიკდილის მოსაყვანად უნდა გაგაზავნოს მარტო კაცმაო რა. სანამ არ იყავი აქ ამერიკელება ჰუმანიტარული ტუშონკა მოგვიტანეს, ინგლისელებმა - ჰუმანიტარული სგუშონკა, ჰოლანდიელებმა - ჰუმანიტარული მოსაწევი. ხო ხედავ როგორ ასწორებს პარტიზნობაო? ზიხარ შენთვის, არაფერს აკეთებ და ყველა კიდე გეხმარება.მერე კიდე ჩვენებიცმოვლენ, მედლებს დაგვკიდებენ ან იქნებ დაჟე ორდენებსაც. იმიტორო ჩვენები ყველა პონტში მოვლენ, არსად სხვაგან წამსვლელები ეგენი არ არიან. მოვლენ, კაროჩე ჩვენები და ყველაფერი მაგრად იქნება.

Monday, July 7, 2008

მძინარე ჰიპიების მუზეუმი

მძინარე ჰიპიების მუზეუმი
(პირველი ჰიპიკური ამბავი)



ორიგინალი: http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=2

წარმოიდგინეთ მიგდებული ბაითი, ძირითადად ბომჟები რო ყრიან ისეთი. კაროჩე, სახლი, ერთი ნახევარი დამწყვარი როა და მეორე ნახევარში ჰიპები ცხოვრობენ.

სექტემბრის ერთ საღამოდ სხედან ამ ბაითში ოთხნი და სვმენ ჩაის.. ჩაის სვამენ ანუ. მოდიან კიდე ორნი და ამბობენ, მოდი მოვწიოთო. ის ოთხი კიდე პასუხობს, იზვინი, მარა ჩვენ უკვე მაგრად ვართ და თუ გინდათ კუხნაში გადით და იქ მოწიეთო. ხოდა.. ეს ორნი გადიან კუხნაში და აკეთებენ ერთ მასტერკას ორ კაცზე. სამი ნაფაზის მერე ეგრევე იასნდება, რო ერთი მასტერკა ორზე მოოოშნად ბევრია რა! ამიტომაც, აბიჩოკებენ და გაზის ტრუბის უკან მალავენ ბიჩოკს.
ხოდა.. რა ხდება ეხლა? ა ხო, დააბიჩოკეს და მიდიან ჩაის დასალევად ისევ.. დიდი ხანი მიდიან იტოგში, ძალიან დიდი ხანი.. ბოლოს დაიღალნენ და გაითიშნენ!

იღვიძებენ ორმოცდაათი წლის მერე. გარშემო ვაბშე პოხუიზმია, ანარქია, Free love და полный лигалайз. ის ძველი ბაითი უკვე მინის ხუფის ქვეშაა. მოკლედ იღვიძებენ ტიპები, გამოდიან და პირდაპირ ცხვირებით ეტაკებიან ამ ხუფს. და ორივე თითქმის ერთდროულად ფიქრობს: ვახ, ნიხუიასებე! უკვე გარეკილები რომ არ ქონოდათ, უეჭველი გარეკავდნენ.

უცებ ამათ უახლოვდება კიდე ერთი ჰიპი და ეუბნება: ვიცი, ტეხავს, ძმებო, მარა ორშაბათი მძიმე დღეა. დღეს მუზეუმი დაკეტილია და ხვალ შემოიარეთო. ესენი კიდე პასუხობენ: ბრატ, რას გვაბოლებ, გუშინიდან აქა ვართ, რაის მუზეუმიო? ეს ახალი ჰიპი კიდე ეუბება, რაის გუშინიდან, 50 წელია აქ ვაბშე არავინ ყოფილა, ეს ცვეტში მუზეუმია, წინა საუკუნის არქიტექტურული ძეგლიო. მდაა.. ჯოგრები დაფიქრდნენ და კითხულობენ: კაი და მოფსმა აქ სად შეიძლებაო? (ხო, აბა სხვა რა უნდა ეკითხათ, მამენტ?). ჰიპი მბობს, წამომყევითო.

მიყავს იტოგში ტვალეტში, გზის პირას კიდე ისეთი პლანი იზრდება.. 3-მეტრიანი, მუშტისხელა გალოვკებით. ესენი ყლევდებიან, რა ბალახია ასეთი, ალბათ გალიდანააო. ისე, იმდენია, ერთი ცალი რო მოვტეხოთ, არ იქნება ურიგოო, იფიქრეს. ამ დროს თმიანმა ჰიპიმ ეგრევე გაშიფრა რასაც უურებდნენ და ეუბნება: ძმებო, იქნება დაბოლება გინდათო, ა? თორე ასე მქონია რაღაც ხრიოკი ადგილებიდან უნდა იყოთ.. თქვენ ვაბშე, ჩრდილოეთიდან ხო არა ხართო? ისინი ამბობენ, არა, კაცო, ადგილობრივები ვართ, მარა დაბოლება კი გვინდა, რაზეა ბაზარიო? ამ სიტყვებზე ჰიპი იღებს უკვე შეკეთებულ მასტერკას და ორივეს თითო პარავოზს ურტყამს. და ეგრევე მეორესთვის მეზადება, მარა ეს ორნი უკვე პატრონს ვეღარ ცნობენ, ორჯერ-ორი ხუთიაო. ჰიპი იცინის: არა, ცვეტში არა ხართ აქაურები, ეს ხო ორკაციანია, ნაშებისთვის, ამით მალაკოს ვხარშთავთო და ისე, მეჟდუ პროჩემ, ბოლომდე ეწევა იმ ტარიანს, თითქოს რაღაც ვინსტონ ლაითი იყოს.

მერე სტანდარტული პლანური ამბებია. ჩვენი ჯიგრები პა პოლნამუ ატორმუზებენ და ვაბშე რა ხდება აზრზე ვერ მოდიან. ეს ჰიპი მაგრა კაიფობს ამათზე, მარა გულში იმენნა შურს რო ასე მაგრა აბოლებს იმათ ეს პლანი. და აი მიდიან ჰიპის ბუტკაში,ისეთ პონტში სტაიანშიკად მუშაობს ტიპი. იქ კიდე ზის ძაან მაგარი გოგო, გამხდარი, იმენნა თეთრი, თვალები პამიდორივით.. მაგარი პრიკოლია კაროჩე. და ამბობს: აუუუ, რა მაგრები ხართ, იცი ვისა გავხართ? ორი თმიანი ჰიპი რო გვიწევს მუზეუმში იმათო. წვანან უკვე ნახევარი საუკუნეა პოლნი ანაბიოზში, და როგორ გამოუვიდათ არავინ აზრზე არააო. თუ გინდათ, წამო ვნახოთ, მაგრა იკაიფებთო. ესენი კიდე წამო, ასწორებსო და ყველანი ერთად მიდიან მძინარე ჰიპიების სანახავად.

ნუ, ეხლა იასნია ვერაფერსაც ვერ ნახულობენ, იმიტორო ვაბშე არანაირი ჰიპიები იქ არ არიან. ეს სტაიანშიკი თუ დარაჯი იზმენდება ეგრევე, როგორ თუ არა, დილას იყვნენ, სად გაქრებოდნენო? და უცებ ბინაში ყველა აზრზე მოდის ყველაფერის: ჰიპიებმა გაიღვიძეს! და აი, აქ არიან!

ამ ამბის აღსანიშნავად, ერთ ტარიანსაც ეწევიან და მიდიან ჩაის დასალევად. ამას მოყვება პატარა ინტერვიუ და ყველა იმ აზრზეა, რ მალაკოს მოხარშვა მშვენიერი აზრია.. ასეთი ამბავი არ აღვნიშნოთო? უფროსობას კიდე ხვალამდე არაფერი გავაგებინოთ, თორე მოვარდებიან ექიმ-პროფესორები, მაგრა გატეხავენო. დარაჯი ვიღაცეებს ურეკავს, ისინი ეგრევე ჩითავენ სგუშონკას - კაროჩე, პროცესი დაიქოქა.

საღამოს ყველანი წყალქვეშა ბაჭიებივით არიან - სხედან, ბუშტებს უშვებენ. შეიკრიბა მუზეუმში ასე თხუთმეტი კაცი, ერთი-მეორეზე უფრო სერიოზული, იმათში ჩვენი ჰიპიები არ ჩანან ვაბშე. და უცებ გრძნობენ - თითქოს გამოდიან ნელნელა, არადა არც არაფერია რო დააწიო. გადიან კუხნაში, ტრუბის უკან ეძბენ და აი ისიც, ბიჩოკი! ასადაც არ წასულა! ურტყამენ 1-2 ნაფაზს..

.. და იძინებენ ისევ 50 წლით.

Sunday, July 6, 2008

ზღაპარი ბანკირზე



ორიგინალი: http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=5&smenu1=4&inctext=4

ზღაპარი ბანკირზე

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.. იყო ერთი ბანკირი. ერთი ჩვეულებრივი ბანკირი - კოსტუმი, გალსტუკი და სამსახური ცხოვრების მაგივრად. თან კი არ უსწორდება, პირიქით, ყველა პონტში უტყდება, მარა ის მაინც მუშაობს და მუშაობს. იმიტორო უნდა იმდენი ფული გამოიმუშაოს რო მერე აღარ იმუშავოს ვაბშე. დადოს ეს ფული რამე კაი ბანკში, და იცხოვროს თავისთვის სადმე სოფელში, ყოველდღიური ყოფიერებისგან და ათასი სირობისგან შორს. მამენტ ეს ეხლა ყველას უნდა, ან კაკ მინიმუმ ამბობენ რო გვინდაო. ცვეტში, ვისაც არ კითხავ ყველა ერთი და იგივეს ამბობს: სადმე სოფელში, გადაკარგულში, რო ეს ყველაფერი აღარასოდეს ნახო და გაიგო, არ გახსოვდეს და ვინც არ გევასება არც იცნობდე ვაბშე, უყურო ვარსკვლავებს და იცხოვრო წყნარად.. აი, ეს ბაზარია ეხლა მაგრა მოდაში. მერე ხვდები ერთი ათი წლის შემდეგ და იმათ ისევ ის სამსახური, ისევ 10 წელი შვებულებაში არ ყოფილან და იგივე ოცნებები - აი, სულ ცოტაც და მერე ეგრევე სოფელში.. მარა უკვე ყველაფერი ნაღვლიანად იასნია.. მარა რა დროს ნაღველია, მუშაობაა საჭირო..

.. ხოდა, იმ ბანკირზე რო ვყვებოდი.. იტოგში, მაგრა გაუმართლა! ნიტო ობლიგაციებით ნიტო რაღაც თავის საქმეებით ისეთი მაყუთი მოხსნა რო უნდა ყოფნოდა. ეხლა, იასნია რო სოფელში არ წასულა, რა ჯანდაბა უნდა ბანკირს სოფელში? იყიდა ერთი ბინა სადღაც პატარა ქალაქში, წაიღო თავისი ზმანი, წიგნები, ცენტრი და მეტი არაფერი. დაჟე ტელევიზორიც არ წაუღია, ყველაფერი ცოლს თუ ვინაც ყავდა, იმას დაუტოვა. მანქანაც და თბილისური ბაითიც იმასვე. გადაბარგდა იტოგში იმ თავის პატარა ქალაქში, გამოიკეტა ბინაზე და იყო აბსოლუტურად ბედნიერი.. ვსმისლე, 1 თვე აბსოლუტურად და მერე 1 თვე ისე, პროსტა ბედნიერი. მერე კიდე ორი კვირა ასწორებდა და კიდე 2 კვირაც კაი იყო, მარა რაღაც ისე ვეღარ, იმიტორო ადამიანებთან ურთიერთობა მოუნდა.. ისინი კიდე, ნუ, ნიტო შტო გნიდები, ბოზები, ჩათლახები და ვიღაცა ახვრები.. არა ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მარა რაზე უნდა ებაზრო ასეთებს როცა ტელევიზორსაც არ უყურებ? იასნია, იმათ შორისც იყო ნარმალნი ხალხი, ნარმალნი ადმიანები ყველგან არიან, მარა ისინი ან მაგარი გაჭირვებულები იყვნენ, ან დილიდან ბუხოები.. ანდა ისეთი დაბოლილბი, მისვლა შეგეშინდებოდა. ისე, ჩვენი ბანკირიც არ ამბობდა უარს მოწევაზე. მარა ამას ისე ფრთიხლად აკეთებდა, რო არავინ აზრზე არ იყო, დაჟე ცოლი თუ, ვინც ყავდა კაროჩე.

და აი დადგა ის დროც, როცა მოწევა მოუნდა ჯიგარს. არადა ადგილობრივ ბარიგებთან გადაკიდება რაღაც არ უნდოდა, იმათ რაღა მოიშორებდა, აბოლე მერე მთელი უბანი. თავის თბილისელ დილერთან კიდე რო წახვიდე.. კაროჩე, იქაც იტოგში არ ღირს წასვლა.. მინიმუმ 10 მიზეზია, რატომაც არ ღირს, არადა მოწევა მაგრა გაასწორებდა.

ხოდა, იტოგში ერთ დღესაც შედის ტიპი თავის პადიეზრდში და გრძნობს ნაცნობ სუნს, ადის თავის სართულზე და ხედავს, დგას მეზობელი მოხუცი პაპა და სუნზე ეტყობა რო რაღაც მაგარ საინტერესოს ეწევა. ხოდა ეს ჩვენი ბანკირი გვერდზე ჩავლისას ცოტა წაატორმუზებს, სადღაც წამის მეასედში, მარა პაპასთვის ყველაფერი, იასნია, რო იასნია. უყურებს და ეუბნება: „აჰა?“. ბანკირი მარტო თავს უქნევს და იღებს დედამოუა პიზდეც პარავოზს. მერე შედიან პაპასთან ბაითში და კიდე ერთ მასტერკას აკეთებენ, რომელსაც, რად უნდა ბევრი ბაზარი, ეგრევე ეწევიან. მერეც ყველაფერი მაგრადაა, მარა პაპას ენა ექავებდა იწყებს რაღაც თვის ბებრულ ბაზარს, წიპა ადრე აი რა მაგრა იყო და ეხლა რა ცუდადაა, და სულ უფრო და უფრო სირობაა. მოკლდ, მაგარი არაპოზიტიური და არასაინტერესო პაპაა რა.. ბაზრით ეგრევა გამოიყვანს კაცს. ხოდა, ბანკირი ვეღარ ითმენს და ეუბნება, ფრთხილად ისე, რო არ აწყენინოს: დიდი ბოდიში ქიშვარდი პაპა, უნდა წავიდე, დიდი მადლობა, მშვენიერი მოსაწევი იყო და ისე, ხომ არ იცით სად შეიძლება ასეთის ყიდვა კიდეო? პაპა ეუბნება, ჩემი პლანია, ბოსტანში მომყავსო. ასე რო შემოიარე ხოლმე, მეზობლები ვართ, დავსხდეთ, მოვწიოთ, ცხოვრებაზე ვილაპარაკოთო. ბანკირი ასეთი პერსპეკტივისგან კინაღამ ცუდად გახდა, მარა არ შეიმჩნია და დაჟე ღიმილიც ბოლმდე შეიკავა, მარა პაპა მაინც ყველაფერს მიხვდა და ეუბნება - მეზობელო, რამე თუ არ მოგწონს ეგრევე მითხარი, თორე ხო ვხედავ არა, რო არ გსიამოვნებს ჩემი ლაპარაკი, კაი ხანია ვხედავო. მარა არ მწყინს, შენ ახალგაზრდა ხარ, მე მოხუცი, რა გგვაქ სალაპარაკოო. მოდი იცი რა, გადმოგიყრი ერთ მუჭას, ვხედავ ჭკუით ეწევი, არ ღორობ, კაი ხანს გეყოფაო.. და მართლა უყრის. ბანკირი ფულზე იქაჩება, მარა პაპა ეუბნება არა, ფული არ მინდა, პლანს არ ვყიდი, პროსტა რო გაგითავდება კიდე შემოიარე.. ანდა ვაბშე უკეთესი, მოდი აიღე აი ეს გალოვკა, მთელი ცხოვრება გეყოფა და კიდე დარჩება დაჟეო. მარა ცოტა ფრთხილად იყავი, თორე თავს რო მოგაძრობს მიდი ეძებე მერეო. ნუ ბანკირმა მადლობა გადაუხადა და შეძვრა თავის სოროში, მოიწყო კომფორტი, მუსიკა ჩართო, ვანა თბილი წყლით აავსო და ნუ კაროჩე, აზრზე არა ვარ ბანკირები პლანს კიდე რას უშვრებიან, მარა ბოლომდე გაისწორა, რაც შეეძლო..

ამხელა გალიაკის მერე, მთელ პლანი ერთ კვირაში დაახურდავა. მერე კიდე ერთი კვირა იმ გალოვკას გარშემო უარა, ვერ გადაეწყვიტა მოეწია თუ არა. და ბოლო-ბოლო მოწია..
...
.. და არაფერი! ვსმისლე, იმენნა გარშემო არაფერი ვაბშე! მარტო ბნელა და თბილა, არაფერი ჩანს, არაფერი ისმის. მარა ისე ასწორებს და იმხელა სიხარულია, რო სიტყვები არა ის. აი ამ ბნელ სიმშვიდეში გადის მთელი მარადისობა. მარა წიპა რაღაც მარადისობა კი არა, ისეთი, სტანდარტული პლანური მარადისობა. მერე ყველაფერი მთავრდება, უყურებ საათს და თურმე მარტო 15 წუთია გასული. აზრზე ხარ?!

იასნია იმავე დღეს პაპასთან. ეუბნება, ქიშვარდი პაპა, მესმის რო მოსაწევით არ ვაჭრობთ, პატივს ვცემ თქვენს პრინციპებს, მაგრამ ჩემთვის გამონაკლისს ხომ ვერ დაუშვებდით? ძალიან მომეწონა ის გალოვკა და სიამოვნებით ვიყიდიდი კიდე, ნებისმიერ ფასად, რასაც მეტყვითო. პაპა კიდე ეუბნება, შენნაირ მეზობელს უფასოდ დაგპატიჟებდი, მარა არა მაქვს, ჯობია შენთან მოძებნეო. თან ეს ფრაზა ისე თქვა, რო ბანკირი ეგრევე მიხვდა, თავისთან რო უნდა მოეძებნა. მოდის სახლში, ნახულობს სამალავში და ხედავს ის გალოვკა ისევ ისე დევს. ბანკირმა ეგრევე ჩაპრესა ტრუბკაში, 2 ნაფაზი და ისევ 15 წუთიანი მარადისობა. მერე კიდე ისევ და ისევ და ისევ და ისევ და ისევ..
...
და ბოლო-ბოლო.. არა, იასნია რო არ მობეზრდა, ბედნიერება არავის ბეზრდება, პროსტა ცოტა სიახლე მოუნდა. ისე მართლა რა პონტში ვიყურები მარტო წინო, იფიქრა, მოდი ცოტა გვერდებზეც გავიხედავო. გაიხედა მარჯვნივ - არაფერი, გაიხედა მარცხნივ - და იქ ორი ყვითელი თვალია. ეუბნება, ვინა ხარო, ის კიდე ეუბნება ყვითელთავლა ვარო. შენ აქ რატომ ხარო - ბანკირი ეკითხება. მეც მაგიტომო, ეუბნება ყივთელთვალა. და აი ასე, სიტყვას სიტყვა მოყვა და დაიწყეს საუბარი, თანაც ისეთი სასიამოვნო. არავინ ტვინს არ ჭამს, არც უხერხული სიჩუმეებია, ყველა თემა საინტერესოა, ყველა სიტყვა გასაგები და ყველა სახელი ნაცნობი.. აი ესაა ურთიერთობა. მერე, როცა ეს მარადისობა დამთავრდა, ბანკირმა ეგრევე შეაკეთა და ისევ ყვითელთვალასთან იტოგში. და ასე სხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ, დღეში 5-6-ჯერ და მეტი არაფერი უნდათ.
იასნია ასწორებს.. მაგრად ასწორებს!

მარა ნელ-ნელა ბანკირს ეჭვები უჩნდება, რა პონტში ასწორებს ასე მაგრად? ხო შანსი არაა, რო აი ასე პროსტა მაგრად ასწორებდეს? არა, პროსტა არ მისწორედება ნაღდადო და ერთხელ ყვითელთვალას ეკითხება, ხო არ იცი ერთად რატომ ვართო? ყვითელთვალა კი ეუბნება - იმიტომ რომ ერთად გვისწორდება და მაგიტოო. ბანკირი კიდე, მაინც მაინცო? აი, მაგალითად, შენ აქ ვაბშე როგორ მოხვდიო? ის კიდე პასუხობს, მე ჯამ გამომაგზავნაო. ბანკირი ეკითხება, ჯა ვინღააო? ყვითელთვალა - ნუ, ეს ისეთი მართალი ძალაა, რომელიც კაი ხალხს ერთმანეთს ახვედრებსო. აი ,აქ კი ბანკირი მართლა დაიზმენდა, როგორ, რა პონტში ერევა ჩემ პირად ცხოვრებაში, თუნდაც მართალი ძალა და ჩემს მაგივრად წყვეტს, ჩემთვის რა არის კარგიო?.. და ამ იზმენაზე თავის საოცნებო გალოვკას ერთი თვე არ მიეკარა. გადაწყვიტა გული სხვა რამეს გადაწყოლებინა, წიგნების წაკითხვა სცადა, მარა რაღაც არ იკითხებოდა. მუსიკის მოსმენაც, ისეთ პონტში თავში არ შედის ვაბშე. დივიდი იყიდა ტელევიზორით, 3 ფილმს ინტერესით უყურა, მერე უინტერესოდ, მერე კიდე დაჟე გაღიზიანებით და ვეღარ გაძლო, გააძრო გალოვკა და მოწია..

იქ კიდე ხვდება ყვითელთვალა და ეუბნება, ზდაროვა, რა ხანია არ მინახიხარ, სანამ არ იყავი წიგნების კითხვა ვცადე და გავიგე რო მსოფლიო ლიტერატურაში აზრი არაა. მუსიკაშიც არაფერი დიდი აზრი არაა, ყურებს ეფერება და შიგნით ვერ შედის, მერე კინოს ყურებაც ვცადე.. აქ ბანკირი აწყვეტინებს, მისმინე, ყვითელთვალა, ეგება შენ მე ვარო? ყვითელთვალა ეუბნება, არა კოლეგა, მასე არ ხდება, მე - მე ვარ, შენ - შენ ხარ, გახსოვს გამოცანა იყო ასეთი, საბავშვო? ბანკირი კიდე ეუბნება, არა, ეხლა უეჭველი ვიცი, რო შენ მე ვარ, იმიტორო მაგ გამოცანას, მამა მეკითხებოდა ჯერ კიდე ადრეულ ბავშვოიბაშიო.

ყვითელთვალა ამაზე მშვიდად პასუხობს - და მაინც, შანსი არაა მაგისი, იმიტორო მე - მე ვარ ჩემთვის და შენ ხარ შენთვის, შენ - მე ვარ შენთვის და შენ ხარ ჩემთვის, ის - ჯაა, რომელმაც მე და შენ შეგვახვედრა, ჩვენ - მე დაშენ ვართ, თქვენ - როცა სირებს მიმართავ, ისინი - ყველა ის ახვარი, ხისთავიანი და ქლიბია, ჩვენ რო არ გვჭირდებიან და არ გვაინტერესებს. აი, ასეა, ძმაო ბანკიროო.

ამ სიტყვების მერე ბანკირმა შიშისგან კინაღამ ჩაიჯვა. დამალა გალოვკა სადღაც ტრაკში, გაიპარსა, ჩაიცვა და თავის თბილისელ დილერთან წავიდა, რო ჩვეულებრივი პლანი მოწიოს და რეალობას დაუბრუნდეს. მოიტანა, სახლში, მარა ბინაზე მოწევა ცოტა საშიშია, რა იცი რა ხდება. გამოდის გარეთ და აკეთებს მასტერკას ეგრევე, კიბეებზე. ქვემოდან კიდე რომელიღაც მეზობელი ამოდის, და გვერდზე ჩავლისას ოდნავ ჩერდება, წამის რაღაც მეასედით..

მერე ყველაფერი იასნია.. ვაბშე ყველაფერი.

რასტამანების ზღაპრები


მოგესალმებით, მეგობრებო..

ეხლა, როცა ამ სტრიქონებს ვკრეფ კლავიატურაზე, კვირას, მაგრამ სამუშაო დღეს, აზრად ერთი ადამიანიც კი არ მომდის, ვინც უნდა წაიკითხოს. ბოდიში, მკითხველო, მაგრამ ეხლა შენც კი არ არსებობ.. ანუ, გაჩნდები, მაშინ როცა წაიკითხავ, მარა როცა ვწერდი ამას, მაშინ არ იყავი.. ნუ, რას ვიზამთ :)

ორი სიტყვით იმაზე, თუ რაც მინდა გააკეთო.. მოკლედ, არის ერთი კაი კაცი, სახელად დიმა გაიდუკი. ერთი დიდი, წვერებიანი კაცია, უკვე არაახალგაზრდულ წლებში, მარა ნახუი, ასაკი ვაბშე რა მოსატანია? მოკლედ, ეს ფრიად პოზიტიური და კეთლი კაცი თითქმის მთელი ცხოვრება აგროვებდა სხვადასხვა ზღაბრებს, თქმულებებს, ისტორიებს, ამბებსა და მოკლედ ყველაფერს, რასაც ხვდებოდა და საინტერსოდ თვლიდა. 90-იანების შუიდან გამოუშვა რამოდენიმე წიგნი და რამოდენიმე აუდიო-წიგნი.

მისი ოფიციალური საიტი შეგიძლიათ იხილოთ აი აქ: rastaman.tales.ru , სადაც უამრავი საინტერესო, სახალისო, შემეცნებითი და პროსტა ისე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ.

ასე ნახევარი წლის წინ გადავწყვიტე გადამეთარგმნა ეს ზღაპრები და ნებართვაც თხოვე დიმას, რაზეც იასნია რო პოზიტიური და კეთილი თანხმობაც მივიღე. ნახევარი წელი დაჭირდა იმას, რომ ეს იდეა ყოველდღიურობის ჭაობიდან განთავისუფლებულიყო და შედეგად მივიღეთ პირველი თარგმანიც.

ეხლავე რომ იცოდეთ: მაგრად მკიდია რამდენად გამართული, ლიტერატურული, იდეური, დახვეწილი და მაღალიხარისხის თარგმანია. რაც არის ეს არის და არანაირი პრეტენზია კარგობაზე, ცუდობაზე, გენიალურობაზე და სირობაზე არა მაქვს. ერთიც, მედია ნახეთ რო16 თუ თვრამეტ წლამდე ამეების კითხვა რეკომენდებული არაა. ნუუ, ვისთვის როგორ მოკლედ..