Thursday, July 16, 2009

თბილისი-ბაქო-ამსტერდამი

მოდით ცოტას გაგანებივრებთ ამ დღეებში და კიდევ ერთ საინტერესო პოსტს მოგაწვდით, რომელიც ინგლისურად კი იქნება, მაგრამ ჩემი დიდი მცდელობის და ძალისხმევის შედეგად, გავარკვიე, რომ ქართველის დაწერილია, ნიდელრანდების სამეფოს დედაქალაქ ამსტერდამიდან... ვინაობა იასნია უცნობია, ამჯერად მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა და ძალისხმევისა.

Trip Report by KOZ
(ორიგინალიც ესაა... ოუ იეს!)

THE STANCE

From the first fusion with the plant world I discovered that while hallucinating I am not somebody I do not like to be – I feel myself extremely comfortable in the state. Even on
Ayahuasca I managed not to have nausea and absolutely enjoyed every little bit about it. Because I love the state I try not to deprive
my existence of the trips.

THE REPORT

Let me do this like a “give me a summary of your psychedelic state.”

This last weekend I was in Amsterdam and celebrated the freedom to be able to unite with
plants, fungi and chemicals by fresh Philosophers Stone Truffles–Psilocybe Tampanensis. Since I realized that the best mode of philosophizing is having an empty mind and just observing – I stuck to not getting carried away with a stream of thoughts. Such state allowed me to do the trip during daylight and in company of three friends who wandered around the city and even ate ribs at a restaurant. I do not eat any type of flesh other than fish and seafood for around the last three years[1]. The observational philosophizing helped me to maintain the ecstatic state even when I sat and watched to ribs been ordered and eaten, while behind by back some gay bar was flourishing the fullest during this Saturday evening in Amsterdam. The joint of hash that I smoked at the table after my friend’s dinner made to completely lose control of my vision which exploded into myriads of sparkling lights. How I walked before and after was a demonstration
that the physical world is just an elaborate picture of what our mind pants. The dream world apparently falls into the same, but more obvious category.

The returning lever from the clouds of thoughts to the observational state was the perceival of the plane of existence that a human, or rather a collective humanity and the associate beings, exist in. The plant which helped me step out of this dimension is Salvia Divinorum. With it I have completely lost “I” and became the nothing – got a sneak-peek of the plains beyond the physical one in a swift and astonishing way.

The take-back[2] from the trip of the Philosophers Stone was the view of humanity as a collective of individual beings. With each single person was like an ant in a huge colony inhabiting this planet. Yet our individual waking, and for the most part the dream life, generally revolves around the eyes and ears of a single person. The God, if you will, is the person as the highest perception an individual reaches is of a single individual. The basics of such existence is once born into a physical body to reach maturity, flourish, find a sex partner, impregnate, and die. Yet once the cycle revolves, at the peak of ecstasy and in communion with the life-forms in the immediate
environment and with even more so of the same kind, the experience is of celebration of life and at the same time of the nothingness, the empty void.

I do not trip that often, except the time I discovered that little magic mushrooms grow in the fields close to where I studied. The first fall season was a 2 day trip every weekend. I started experiencing telepathy and visions of the future. The Liberty Caps are truly the best companion of any modern-day technoshaman. Now I trip on average twice a year. The rest of time music, meditating, cannabis, smart herbs, and sports get me nicely trough the intervals.

The trip I had before was the strongest trip ever. It happened on a beach, at nighttime, with my fellow cosmonaut, and basically ended in a long in intense process of being reborn into the human existence while the preceding vision was of a whole life of some very simple marine life-form which is actually plant-like, because it is attached permanently to one spot. The peak took place in extremely powerful bolts of energy vibrating around and through. The long and stretched part was living the life of the marine animal and realizing how little can be done.

Yet another experience that I want to tell you about is the alien type of a trip. I love this kind and get them on Mushrooms and LSD - When you travel in a spaceship, see different archetypes like the big eyed slim and humanoids and the dragon type of a lizard – bold and powerful. This particular trip took place in a quiet cottage with two blotters consumed by two friends. I guess that trip was at that time the strongest trip that my friend had had.

At some pleasant moment I was some type of a Greek mythology figure – the Eagle Headed Man. And yet, of course my beloved dragon type lizard archetype was also forming part of my perceived Assemblage Point. I returned to be a sparkling energy bolt. I guess the key to such a trip is setting, the entheogen and at some focal point braking through the dimension with help from you animal-spirit companion. I do not dare to seek out the animal-spirit when I consider that my cleansing preparation and the method are unworthy of a higher creature.

Let me also once again state that the best method of uniting your DNA with that of a magic plant is Ayahuasca. If done with proper preparations, with due respect and in a right setting – the end result is angel-like existence in a human form.
-----------------------------------------------------------------------------------------------

[1] I love animals and am against their murder, especially in mass quantities. I feel much better knowing that I am less part to the freedom deprival and murder of animals. It helps me meditate more freely and have less of dead decaying meat in my body.

[2] I do not intentionally aim at having a take-back from the trips, but it so happens that there are usually quite some and very valuable.

მოკლედ, ეძებეთ რაღაც იქ, რასთან დაკავშირებითაც ზოგადად ძებნის ცნება საერთოდ მიუღებელია! ;)

შეხვედრა ორ ქალღმერთთან

აღარ მახსოვს ზუსტად სად ვიპოვეს ეს ტრიპ რეპორტი მაგრამ მომეწონა და ნათარგმნს ვდებ მიჩინიოს ნებართვით:


ამას წინათ გადავწყვიტე ორი ღვთაება შემეხვედრებინა ერთმანეთს, უფრო სწორედ ჩემი თავი შემეხვედრებინა მათ: მარიჰუანა და სალვია.. საინტერესო ფაქტია, რომ ორივე ქალია!

ეს პირველად შეხვედრა მათთან ძალიან ძლიერი experience-ი იყო. ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი პლანი მოვწიე. იქვე მქონდა გამზადებული სალვია.. უკვე 10 წუთის შემდეგ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს განზრახვაში, თუმცა დავძლიე ყველანაირი prejudice (არანაირად შიში, იმიტომ ამ გრძნობამ მე უკვე კარგა ხანია დამტოვა), ჩიბუხს მოვუკიდე და 20x სალვია მთლიანად გავუშვი ფილტვებში.. და სულ რამოდენიმე წამში მივხვდი რომ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ფასეული გადაწყვეტილებათაგანი..

..თითქმის ყოველთვის სალვიას ტრიპი ჩემთვის ერთნაირად იწყება; ყველაფერი ვიბრირებას იწყებს ძალიან ინტენსიურად და მთელი სამყარო სადღაც ნახევარი წუთის განმავლობაში ერთ წერტილში იყრის თავს, პირდაპირ თვალებს შორის.. ამ შემთხვევაში ეს პროცესი ძალიან შენელდა, გაიწელა და ეს ყველაფერი ძალიან ნათლად დავინახე.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რა ხდებოდა კარგად არც მახსოვს და რაც მახსოვს იმის სიტყვით(მითუმეტეს ნაწერით) გადმოცემა ძალიან ძნელი იქნება.. პირველად რომ დავბრუნდი, ამ "რეალობას" რომ შევხედე ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც უნიჭო მხატვარის დახატულ რაიმე პეიზაჟს რომ უყურებ - "გათხაპნილი" ფერები, არაპროპორციული საგნები.. რამოდენიმე ხანი დაჭირდა იმის გარკვევას მარტო ვიყავი თუ არა; ძალიან სტრანნი შეგრძნება იყო - ვხედავდი რომ ოთახში ჩემს გარდა არავინ იყო მაგრამ რაღაცის თუ ვიღაცის presence-ის ძლიერი შეგრძნება მქონდა. ბოლოს გადავწყვიტე ყველაფერი ისე მიმეღო როგორც იყო და დავწექი..

იმის მოლოდინი, ალბათ ლოგიკური(თუმცა ლოგიკა ენთეოჯენიკებთან მამენტ რა შუაშია), რომ სალვიას ეფექტი 15-20 წუთში გაივლიდა და დარჩებოდა მარტო პლანის ეფექტი - არ აღმოჩნდა სწორი.. ის ეფექტი რაც სალვიას მოწევის შემდეგ დაიწყო ბოლომდე გაგრძელდა.
ერთი ეფექტი(ასე ვთქვათ ფიზიკური, არა მენტალური) მთელი ტრიპის განმალობაში გრძელდებოდა - ხელის რამეზე შეხბისას ეს გრძნობა მრავლდებოდა გეომეტრიული პროგრესიით და თან ამას ქონდა კაშკაშა ფერი და მჟღერი ხმა.

ერთ-ერთი უცნაური შეგრძნებათაგანი იყო ის, რომ ერთი პერიოდი ორი ვიყავი - მარცხენა და მარჯვენა მე და ამ ორს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ქონდათ..

ყველაზე ძლიერი (და ყველაზე მნიშვნელოვანი) experience-ი იყო ის, რომ თანდათან ყველაფერი გაქრა/გადაიტვირთა - სად ვიყავი, ვინ ვიყავი.. და ვიღაცამ/რაღაცამ მომცა შესაძლებლობა ამერჩია ვინ ვყოფილიყავი, სად ვყოფილიყავი.. ანუ ამერჩია რა ცხოვრება/"რეალობა" მინდოდა.. ასე ჩაიტვირთა current რეალობა.. ნელ-ნელა გავაცნობიერე სად ვარ და ვინ ვარ.. ეს რაღაც დაბადებას გავდა!

აი ასე მშობა ორმა ქალმა..

Wednesday, July 15, 2009

არა-რასტამანული არა-ზღაპარი



იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, რო იმედია არარასტამანულ არაზღაპარს მიიღებთ.

ეს მთლად აქაური არაა, საავტორო უფლებები ეკუთვნის ბლოგ არტიდეას (http://artidea.wordpress.com). ისე, ეხლა ერთი აზრი მომივიდა - შეიძლება ამ რაღაცის გარასტამანულება ;)

მოკელედ ესაა....

ყველაზე დიდი საიდუმლო

… ეს ბოლო საფეხური იყო, ბოლო გამოცდა. ხის ოთახი, ხის კარი და კარს იქით… კარს იქით არავინ იცოდა რა იმალებოდა, ცხოვრობდა, ელოდა ვინმეს, თუ არც არავის. იყო მოკლედ რაღაცა ისეთი, რისთვისაც ღირდა იმ ყველაფრის გავლა, რაც აქამდე გაიარა. ამ ოთახამდე არავის მოუღწევია, ეგ ნაღდი იყო. მანამდე ბევრმა სცადა ამის გაკეთება, მაგრამ აქამდეც ვერავინ მოვიდა. სანამ დაიწყებდა, წაიკითხა ვისაც რამე დაეწერა, მოუსმინა, ვისაც რამე
გაეგო და ნახა, ვისაც რამე ენახა. მაგრამ აქ მარტო იყო, არაფერი იცოდა საერთოდ, მხოლოდ გავლილი გზის გამოცდილების იმედი ქონდა, ისიც დიდად არა. ჯერ ერთი, რომ ამ ხის ოთახის კარებთან დაავიწყდა ყველაფერი რაც მანამდე ნახა და განიცადა, მეორეც – ის მაინც ახსოვდა, რომ არც ერთი საფეხური არ გავდა ერთმანეთს და ვერც გამოცდილება დაეხმარებოდა რამეში, რომც ხსომებოდა რამე.

მაგრამ, ნამდვილად იცოდა, რომ ეს ბოლო იყო. მეხსიერებაში მხოლოდ ერთი სიტყვა ქონდა გაჭედილი – ღმერთი. მაგრამ, ღმერთი რა შუაშია? ღმერთია კარს იქით, თუ რა ჯანდაბაა ბოლო-ბოლო!! და გამოცდაც რაა, რა ხდება, რა უნდა მოხდეს? ჩვეულებრივი სხვენი იყო, ხის სახლის სხვენი, ჯერ დასამთავრებელი. კარისკენ წელში გამართულიც ვერ გავიდოდა, კარგად უნდა დახრილიყო, დასაწყისში კი ხისსავე კედელი იდგა, ორივე მხრიდან გასასვლელით. იმ გასასვლელებიდან ხედავდა ზუსტად ყველაფერს. იქით არაფერი ხდებოდა… რა, უნდა ჩატყდეს ეს იატაკი? თუ არც არაფერია? იქნებ მთელი გამოცდა ისაა, რო არ შემეშინდეს და გავიარო? და თუ გავიარე, არაფერიც იქნება, თუ დავიჯერე, რო არაფერი მოხდება, არც მოხდება არაფერი? ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გაგების ერთადეთი
გზაა, უნდა წავიდე!

გაუბედავად გაიხედა და ის იყო, გადაწყვეტილება მიიღო წინ წასვლის, რო უცებ იატაკის შუაში რაღაც მოძრაობა შენიშნა, უფრო სწორად თვითონ ჰაერი მოძრაობდა, ოღონდ უცნაურად, გახურებული ასფალტის თავზე ჰაერს გავდა რაღაცით, ოღონდ თან არც გავდა. საკმაოდ სწრაფად ამ მოძრაობამ ფორმა შეიძინა, გამკვრივდა, გაშავდა და ამანაც საბოლოოდ დაინახა. ეს შიში იყო!!! ეს იყო, მისი ერთადერთი შიში: ყველასთვის მამაც, გულად და შეიძლება ამიტომაც გიჟად ჩათვლილსაც კი ძაღლების ეშინოდა! თანაც ეს რა ძაღლი იყო!!! თვით ცერბერი, ჰადესის სამფლობელოს შესასვლელში! სულ შავი, გარშემო იისფერი ნათებით, სამი თავი და სამივეზე სასტიკი, წითელი, ცხელი ხახა… მერე ხმა? მაგრამ, ის აღარ დაელოდა და კედელს ისევ უკან ამოეფარა. რაღაცნაირად იცოდა, რომ არ გამოეკიდებოდა, ის მხოლოდ იმიტომ იყო იქ, რომ კარს იცავდა და მორჩა, არ აინტერესებდა სხვა არაფერი. მაგრამ ეს ხო ბოლოა, რაღაცაა, ბლიად!!! და რადგან არის, ესეიგი გავლადია, თუ არადა რა მოუვა რო, ჰა-ჰა მოკვდეს! თუ გაუმართლა, წამებისა და ტკივილის გარეშე. მაგრამ, თუ დაიჯერებს, რომ არ მოკვდება, თუ დაარწმუნებს საკუთარ თავს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, თუ დაინახავს როგორ კლავს ცერბერს და
აღებს კარს, ეს ნიშნავს, რომ გამოვა ყველაფერი, თანაც მარტივად… მხოლოდ თავისი შიში უნდა დაძლიოს და დაძლევს კიდეც.

ღრმად ჩაისუნთქა და გვერდითა გასასვლელში თამამად გავიდა… ძაღლი ისევ დახვდა, ოღონდ უკვე სხვა, ბოქსიორი იყო, თავისი საუკეთესო მეგობრის ბოქსიორი! ალბათ ერთადეთი ძაღლი, რომლისაც არ ეშინოდა! ხაფანგია, მახეა, მაცდენს – ფიქრობდა ეს და ძაღლისკენ მიიწევდა. ის იდგა. ეს არ ჩერდებოდა. ის იდგა და კუდს მხიარულად აქიცინებდა. ეს მიუახლოვდა, დაიხარდა სწრაფად მოკიდა ყელში ხელები, უცებ ზურგზე დააწვინა და ხელებს მუხლიც მიახმარა, ახრჩობდა მთელი ძალით. ის ხროტინებდა. ეს ახრჩობდა, მთელი ძალა, შინაგანი ენერგია, მონდომება და ნებისყოფა ჩადო ამაში. თვითონ გაქრა და დარჩა მხოლოდ ძაღლის მკვლელობა, ბოლო გამოცდის ჩაბარება, ერთი ნაბიჯი, სამყაროც გაქრა..

… და ამ დროს მოვიდა ცოდნა, ნათელი, სიცხადე. ეს არ იყო რეალობა, ეს მხოლოდ ილუზიაა,სიზმარია, თუ რაცაა. შეიძლება რეპეტიციაა ბოლო გამოცდის, შეიძლება მხოლოდ ჩაეძინა სხვენის შესასვლელთან. ყოველ შემთხვევაში, ბოლომდე გაიაზრა, რომ აი ეს საწყალი ცხოველი ვაბშე არაფერ შუაშია, არაფერი დაუშავებია. იდგა და მოფერებას ელოდა მარტო, იმიტორო აი მასე უზნეოდ იყო გაზრდილი, ზაზუნას ეძახდნენ დაჟე.

უცებ გაუშვა ხელი, ჯერ მკვდარი ეგონა და მიხვდა რო აი მაგრა მიქარა! ნუთუ ვერ ჩააბარა, ნახუი გამოცდა ცხოველი მოკლა, საყვარელი, თბილი და კეთილი ცხოველი. „არ მოკვდეო“ ჯერ ჩაიჩურჩულა, რაზეც ძაღლმა თავი დაუქნია. გვერდზე იწვა და თავს აქნევდა, ეს კიდე მუხლებზე დაჩოქილი ეხვეწებოდა, არ მოკვდეო. ის თავს უქნევდა და ბოლოს ამანაც გაიაზრა, რო თავს კი არ უქნევდა, კანკალებდა აგონიაში, პირიდან დუჟიც წამოუვიდა თითქოს… ეს კიდე უკვე ყვიროდა, ტიროდა არ მოკვდე, გეხვეწებიო, ეფერებოდა დიდ თავზე და ისევ ტიროდა. მერე უცებ სულ ერთი წამით გაქრა რეალობა და ისევ დაბრუნდა, ისე, რო ამან ვერაფერი შენიშნა, თითქოს ლენტა შეცვალეს და ყველაფერიც იგივე იყო, უბრალოდ, ძაღლის მაგივრად მისი საყვარელი ადამიანი იწვა იატაკზე და მისივე ხელით გაგუდული ჩასუნთქვას ცდილობდა, გაოგნებული თვალებით უყურებდა ამას და ტუჩის კიდიდან ჩამოწელილი წითელი სითხის ზოლიდან სისხლის ხეზე ეწვეთებოდა.

„ჩაისუნთქე, მაპატიე“ – ბღაოდა ეს – „ჩაისუნთქე, გეხვეწები“ – გული სკდებოდა, ამის! ერთადერთი ადამიანი, ვინც მართლა საკუთარ თავზე მეტად უყვარდა თავისივე ხელით დაახრჩო, მოკლა! „ჩაისუნთქე, გეხვეწები, ცუნცულ, ჩაისუნთქე“ – ისევ ტიროდა. ცუნცულა ვერ სუნთქავდა, მარა აი ასე უხმოდ უთხრა – „კაი, ჩაისუნთქავო“ – აწყნარებდა და თან კვდებოდა. თან თვალებით ეუბნებოდა, ნუ გეშინია, არაფერიაო. ეს კიდე, ყვერი… თავისი ხელით მოკლა, უბრალოდ კი არ მოკვდა, არა – ამან მოკლა. იმის თვალები კი სიყვარულით იყო სავსე, კვდებოდა და თან უყვარდა ეს სირი ესა… არავითარი შიში არ იყო მის არც თვალებში და არც არსებაში, უბრალოდ უყვარდა. ეს კიდე ტიროდა და ხო ხვდებით არა როგორ იქნებოდა. მეორე წამში ის მოკვდა…

.. აუ, მერე კიდე გამეღვიძა და არანაირი, სიზმარი იყო და მერე რა მოხდა და რამე. მე ჩემი ხელით დავახრჩე ჩემი ცუნუცულა, მე ეს ვიგრძენი, განვიცადე თავიდან ბოლომდე… ხოდა, რატომღაც ჩავთვალე, რო ამ დანაშაულს მარტო ისე გამოვისყიდი თუ ყვავას მივწერ არტიდეისთვის-თქო და ჰა…

Thursday, April 16, 2009

ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი (გაგრძელება)

დასაწყისი აქ: http://rastatales.blogspot.com/2009/04/blog-post.html

როგორც კი ეს ყველაფერი მოხდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ ავუხსნიდი და მოვუყვებოდი 
ამას სხვებს, ვცდილობდი დამეხსომებინა ეს სასწაული ჩვეულებრივი, ადამიანური საშუალებებით, დაჟე მესიჯი გავუგზავნე საკუთარ თავს: „მე ყველაფერი ვიცი“. მაგარი იყო - ჩალიჩი რო დავუწყე ტელეფონს, მარტო მაშინ მივხვდი რო მარტო არ ვიყავი. ამდენი ხანი (უსასრულოდ დიდი დრო!) ცვეტში არაფერი არსებობდა გარშემო და უცებ საიდანღაც გაისმა „მობილურის გარეშეო“. თავიდან გამოვსირდი! მერე მივხვდი, რო ეს ჩემი ბრატი მეუბნებოდა. ეგ კიდე უფრო გამიკვირდა, იმიტორო იმ წუთში დარწმუნებული ვიყავი რო ზუსტად იცოდა, რას ვაკეთებდი და რჩევა მომცა, კაი, დაიმახსოვრე, ოღონდ მობილურით არაო.. ანდა რაის იმ წუთში, ეხლაც ვიცი რო მართლა მასე იყო, ჩემი აზრები წაიკითხა. თურმე ტელეპატიაში რას გულისხმობდა. ამან მიმახვედრა, რო ასეთი ფიქრები დროის უაზრო ფლანგვა იყო, მთელი შეგნების მობილიზაცია მოვახდინე, ვცადე კაკ მინიმუმ და დავიწყე ჩემი ახალი სამყაროს გაცნობა, რომელიც ყოველ წამს იცვლებოდა და სულ ახალი ახალი სურპრიზებით მეკაიფებოდა. ის ორი გრძნობა (თუ რაცაა) არსად გამქრალა, სულ თან მახლდა, ოღონდ უკვე შევეგუე და გაოგნებული აღარ ვიყავი, ისე  შეერწყა გარემოს, როგორც სუნთქვა, გულისცემა. 

მერე ჩემ ძმას რო მოვუყევი ყველაფერი ვიცოდი-თქო, აბა კენედი ვინ მოკლაო... ჩამრჩა გულში და მერე სხვა ტრიპზე, იგივე მდგომარეობაში ვკითხე თავს, აბა კენედი ვინ მოკლა-თქო და ჩემს თავს სიცილი აუტყდა ისეთი, რო ძლივს დავამშვიდე. აი ეხლა კი ვიცი როგორცაა, მარა აი წერა თან მეზარება მაგაზე, თან დიდ აზრიან საქმედაც არ მიმაჩნია.

სხვათა შორის ერთ მომენტში დამაინტერესა პულსი როგორი მქონდა და აღმოვაჩინე, რო გული არ მიცემდა.. არც ხელზე, არც საძილეზე და გულისცემაც არ იყო. აზრზე არა ვარ როგორ მოხდა, მარა არ შემშინებია ვაფშე, თითქოს ასე უნდა იყოს, ხო იასნია, რაის გულისცემა? ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ჰალუცინაციებისთვის, რომლებიც პასტაიანდ იყო სმენითიც, ვიზუალურიც, შეხებითაც, სუნითაც... იყო, როგორც თვალგახელილზე (უცნაურ ცხოველებად გარდაქმნილი ჩრდილები, მოძრავი ნაქარგები კედლებზე, სავარძელზე, ოთახის ჯადოსნური ნათება, ვარსკვლავები ჭერზე), ისე თვალდახუჭულზეც, ძირითადად ულამაზესი და ცვეტში სულისშემკვრელი მოძრავი მოზაიკები, თანაც ბევრგანზომილებიან, 
4-5-6-7... რავი, ძალიან ბევრი. პასტაიანად მესმოდა მუსიკა, საიდანღაც, ოღონდ ჩვენ ნაღდად არ გვქონდა ჩართული. თითქოს ქარიშხალი წამოვიდა ერთხელ, მთელი ჩვენი კოტეჯი დაანგრია და აღმოვჩნდი შუა მინდორში, ყველა მხრიდან მქროლავი ქარით...

იასნია, შეიძლება იქ მელოდა დიდი თავგადასავლები, მარა იმ მომენტში ვიფიქრე, რო ასეთი გართობაც დროის კარგვა იყო და კიდე ვცადე გამერკვია რა აზრი ქონდა ამ ყველაფერს. თითქოს ყველაფერი ვიცი, რაც შეეხება სამყაროს, ადამიანს, ღმერთს, მარა ვიფიქრე რო მთავარი არ ვიცოდი - რატომ, რისთვის? იასნია, ვერფერიც ვერ გავარკვიე, იმიტორო ეხლა კი ვიცი რატომაც, რო მაგარი სასაცილოა თვითონ ეგ შეკითხვა. მალევე დავიკიდე და შიშიც მოვიდა: ნეტა ეხლა იქ რა ხდება, ჩვეულებრივ სამყაროში, როგორი ვარ ეხლა? ალბათ გიჟად ჩამთვლის ყველა და სკარეე ვსევო ვიქნები კიდეც გიჟი, თანაც ვაბშე არ მინდა რო გიჟად და ავადმყოფად დავრჩე მთელი ცხოვრება. და მოვიდა ხილვაც...

უცებ აღმოვჩნდი თეთრ-კედლეებიან ოთახში, თეთრივე, მჭიდროდ შემოჭერილი ტანსაცმლით, ფანჯარასთან ზურგით. ვიყავი 40-50 წლის გიჟი (კონკრეტული დაავადება არ ვიცი). ქუჩიდან მანქანებისა და საერთოდ ქუჩისთვის დამახასიათებელი ხმები მოდიოდა და ვიცოდი, რო ასათიანის რიგითი პაციენტი ვიყავი. და ის, რაც ხდებოდა სინამდვილეში (ანუ, ეხლა 2006 წელს) უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ძალიან ცხადი მოგონება, ან ოცნება იყო... სინანული მაწუხებდა, იქნებ არ უნდა წავსულიყავი მაშინ იმ კოტეჯში? ვიქნებოდი ეხლა ასათიანზე? იქნებ შეცდომა იყო, იქნებ ნარკომანი ვარ, იქნებ... იქნებ..? უცებ სხვა იზმენა მოვიდა - სად და როდის ვიყავი, რა იყო რეალობა, არსებობის რომელი ვარიანტი იყო ნამდვილი, იქნებ მაინც სიზმარია თუ რაღაც ზმანება პროსტა?.. ძლივს გამოვძვერი აქედან, მარა სერიოზული ინციდენტების გარეშე, იმიტორო დავასკვენი რო ეს პროსტა ის სამყაროა, სადაც რეალობა და სიზმარი ერთადაა, ან არცერთი არაა და დროდადრო აქ შემიძლია მოვიდე და შევახვედრო სხვდასხვა მე-ები სხვადასხვა დროებიდან. გაუზიარებდნენ აზრებს, გამოცდილებას.. პროსტა მერე მივხვდი, რომ ეხლა თუ ეგრეა, უკვე რამდენიმე მე უნდა იყოს აქ და მერე მიდი და გაიგე, რომელი სად უნდა დაბრუნდეს. რო შემეშალოს და ვთქვათ 40 წლის მე რო დაბრუნდეს 8 წლის მე-ს მაგივრად და პირიქით, აი ეგ იქნება-თქო პიზდეცი. თანაც უფრო იმაზე ვღელავდი, 8 და 40 კიდე ხო, მარა აი დღეს რომელიღაცა ხო უნდა დაბრუნდეს, რო გამოვალ ტრიპიდან, ეგ რო შემეშალოს, ხო დამენძრა მერე? ამიტომაც ამ იდეაზე სასწრაფოდ ავიღე ხელი.

მერე მამაჩემად გადავიქეცი, ცვეტში ის ვიყავი. ვიდექი ოთახის შუაში, ზუსტად ისე, როგორც იცის ხოლმე და მე-ს ვუღიმოდი, ზუსტად ისე როგორც იღიმის ხოლმე. მივხვდი რო მაგრად ვუყვარდი და დროებით ამან სხვა ყველაფერი გადაფარა, თანაც ნელ-ნელა გამოსვლა დავიწყეთ. ცოტა ხანში სანთელი ავანთეთ, მარა არ გაასწორდა და ჩავაქრე, თან ისე რო უსიტყვოდ და დაჟე მიმიკების გარეშეც მეგობარმა გამაგებინა, რო იმასაც არ გაუსწორდა. ცოტა ხანში ნარჩენი ჰალუცინაციებიც გაქრა და ისევ ავანთეთ სანთელი და პურს და ღვინოს გეახელით. მასეთი პური არასოდეს მიჭამია, არასოდეს! ეს არ იყო პროსტა გემო, რაღაცა მეტი იყო.. დაჟე ცოცხალი იყო თითქოს! ღვინო კი, გემოთი დიდად არ მესიამოვნა, მარა თითქოს უკვე საბოლოოდ წასული ეფექტები ცოტა ხნით ისევ შემოატრიალა. ისე, მაგის მერე ეგრე არასოდეს ყოფილა, თუ სწორად მახსოვს, ეტყობა ის კახური საფერავიც რაღაცა სხვანაირად იყო დაწურული.

მერე წავედით კლუბში, ბევრი ვიცეკვეთ, მერე გვინდოდა გუდაურში გვენახა მზის ამოსვლა, მარა ნუ კაროჩე... მერე წავედი სახლში მანქანით და პატრულებს ვემალებოდი, ოღონდ თან მიგალკები რო ანათებდნენ მაგრად ვკაიფობდი. დაძინება კი გამიჭირდა, იმიტორო კი მეძინებოდა, მარა თვალებში პასტაიანად რაგაცა ანათებდა, თვალგახელილზეც და თვალდახუჭილზეც. დავიტანჯე კაცო.. ჰეჰე :)

(ilursasad!)

Wednesday, April 15, 2009

ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი

მცირე პაუზისთვის ბოდიშს გიხდით, მარა სამაგიეროდ ისეთი რამე იქნება ოხლა რო ოჰოჰოჰოჰო! ასეთი არაფერი ყოფილა ჯერ ამ ბლოგზე, ნუ მოხუცებზე ამბავი ცოტა გავდა :) მოკლედ, ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებში წავაწყდი ერთ ტრიპ-რეპორტს, თანაც ქართულ ენაზე! თანაც ქართველის. ავტორის ვინაობის გაგება სამწუხაროდ ვერ შევძელი, მარა თუ შემთხვევით ამას წაიკითხავს, კარგი იქნება თუ გამომეხმაურება, პროსტა იმიტო რო გავიცნო, მეტი არაფერი :). და მომიტევებს, რომ მისი რეპორტი ცოტა დავარედაქტირე, რაღაცეები ამოვიღე და ცოტა სტილი შევცვალე. ბევრს აღარ გავარძელებ და მოკლედ, იხილეთ პირველი ქართული ტრიპ-რეპორტი.

ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი
(პირველი ქართული ტრიპ-რეპორტი)

მოკლედ, იმ ღრმად პატივცემულს პირველად შევხვდი მზის დაბნელების ტრანს-ფესტივალზე. საერთოდ ის პატარა, მაგრამ ძალიან დიდი მოგზაურობა და საერთოდ ის ერთი თვე ჩემ ცხოვრებაში დიდი მოვლენებით იყო დაგრუზული. ჯერ სოკო, მერე ფესტივალი თავის მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფსიქოდელიური მუსიკით და კიდე 1000 სიახლით. ხოდა, იმ ღამეს ეფექტი ისეთი იყო, როგორისთვისაც არანაირი ესიდი არ მჭირდებოდა, ისედაც შეცვლილი მქონდა სამყაროს აღქმა. მეტიც, რაღაც დისკომფორტიც კი იყო და მაგიტო დაჟე ინფიცირებული სოკოების ცოცხალ 2-საათიან შესრულებას საკმაოდ შორიდან და უინტერესოდ ვუსმინე.

მაგის მერე გავიდა თითქმის ერთი წელი, ისეთი, ჩვეულებრივი წელი, არაფრით აღსანიშნავი და დადგა ის ერთი დღეც. ბაკურიანში ვიყავი და მთელი დღე სრიალით გათანგულს ტკბილად მეძინა, როცა ღამე, ასე 4 საათზე ტელეფონმა დარეკა. ეგრევე გამეღვიძა და ჩემ მეგობრებსაც რომ არ გაღვიძებოდათ, ვეცი ტელეფონს. ჩემი ბრატი იყო, რომელიც იმ მომენტში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მეუბნება, როგორ მიხარია რო გაგაღვიძეო... ნაგლი! მარა, ისე მეც კი გამეხარდა რო გამეღვიძა... ალბერტის ველოსიპედი მომაქო და იასნი იყო რასაც ნიშნავდა ეგ. ბოლოს ტკბილი ძილიმისურვა და მეც გავაგრძელე მეორე მხარეს სეირნობა.

ერთ კვირაში ჩამოვიდა, მარა დაახლოებით კიდე სამი კვირა გავიდა, სანამ მოსახდენი მოხდებოდა. კონკრეტულად არც დაგვიგეგმია და თეორიულად შეიძლებოდა მეორე დღესვე მომხდარიყო ანაც არასოდეს. შევთანხმდით რო სადღაც საბარდელე კოტეჯებში უნდა წავსულიყავით დიღმის ტრასაზე და ღამე გაგვეტარებინა.. ხო სტრანნია? მამენტ გუდაური/ბაკურიანის იდეაც გვქონდა მარა ნუ, არ გამოვიდა მოკლედ. ხოდა ვიქირავეთ ბოლო-ბოლო და შევედით.

სიმპატიური აპარტამენტები დაგვხვდა: ტყავის სავარძლები, სუფთა ტვალეტი, გაწყობილი დაბალი მაგიდა და ისეთი ლოგინი, ყველაზე თავმოყვარე და პრეტენზიული ქალიშვილიც რო სიამოვნებით დაკარგავდა უბიწობას. სწრაფად მივალაგეთ იქაურობა, ბევრი ინსენს სტიკი დავანთეთ, ადიელები და სხვადასხვა ბილწი პროცედურებისთვის განკუთვნილი პირსახოცები ფანჯრებზე ავაკარით, წინასწარ ნაყიდი შოთი და საფერავი მაგიდაზე შემოვდეთ, მომავალი საღამო დავლოცეთ და რაღაც გაურკვეველი ეტიოლოგიის პლანიც მოვწიეთ, ოღონდ ცოტა. საღამოს 6 საათი ხდებოდა. ზოგადი საუბრისა და ყოფიერების არსის ვერსიების მცირე მიმოხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რო ბევრი აღარ გაგვეჯანჯლებინა. გადავთვალეთ მოქმედების სავარაუდო დრო და დავასკვენით რო ღამის 

2-3 საათზე ისევ უნდა დავბრუნებოდით წესით ჩვენს სამყაროს. ბლოტერი 5X5-ზე იყო მილიმეტრებში და ანცად მომღიმარი მზის რაღაც ნაწილიც გაირჩეოდა ზედ. მივირთვით, ზედ დავაყოლეთ ცოტა ღვინო (იცოდეთ, მაინცდამაინც კარგი აზრი არაა ალკოჰოლი ასეთ დროს, ძალიან ცოტა შეიძლება, ისიც მართლა კარგი და სუფთა გულით) და გავაგრძელეთ საუბარი სამყაროს ნალკლებად მატერიალური მარა კაკრას ამის გამო ჩვენი აზრით უფრო რეალური ნაწილის შესახებ. ბალახი ამუშავდა, მარა არა ინტენსიურად. მერე ყველანაირი სინათლე მოვსპეთ და შევთანხმდით რო ერთმანეთში არ გველაპარაკა, თუ მაინცდამაინც, ტელეპატიით. ამას თავიდან დიდი ყურადღება არ მივაქციე, მარა დავიმახსოვრე მაინც.

მერე რაც მოხდა მოსაყოლადაც კი შეუძლებელი თუარა, სასწაულად ძნელი მაინცაა. მით უმეტეს, ასე, წაკითვით. არა, მაინც შეუძლებელი უფროა ყველანაირი იმ მეთოდით, რასაც ადამიანები იყენებენ. მეც ამას უფრო ჩემთვის ვწერ, რო დავიხსომო უფრო კარგად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. მარა, მეორეს მხრივ ეგ როგორ უნდა დამავიწყდეს ვაბშე, ვერ წარმომიდგენია. წინასწარ გეუბნებით, რასაც დავწერ შეიძლება სულ სხვა რამე იყოს, ვიდრე ის, რაც მოხდა სინამდვილეში, ანდა უაზრობა ჩანდეს, მარა ნახუი, რაცაა ეგაა.

შუქი რო ჩავაქრეთ მარტოობის გრძნობა გამიჩნდა. პლანიც უკვე თითქმის აღარ იგძნობოდა (ხო ცოტა მოვწიეთ). მანამდე ბევრი მქონდა საწითხული სასწაულ შიშზე და კიდე 1000 არასასიამოვნო რაღაცეებზე, რომელიც თან ახლავს ამ ყველაფერს, მარა არაფერი მსგავსი. მარტო მოლოდინი. ვუყურებდი ფანჯარაზე აკრულ რაღაც კლეჩატ პირსახოცს და წარმოსახვაში ვიხსენებდი ეფექტებს და ჰალუცინაციებს, რომლებზეც წაკითხული მქონდა ან ნანახი ფილმებში, მარა ჯერ არაფერი. ორონდ, როგორც ჩანს მეგონა რო არაფერი, იმიტორო მერე როგორც აღვიდგინე, მოხდა ისე, რო ფიქრების რაოდენობა და სისწრაფე სასწაულად გაიზარდა. დროის მონაკვეთში ალბათ ათასჯერ უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. შეიძლება, პროსტა ქვედა ლეველის ფიქრების გაგებაც დავიწყე და ასე მულტი-კანალ რეჟიმში გამოვიდა რო ბევრი ფიქრი იყო. და ეს ფიქრები საითკენღაც მექაჩებოდნენ, ოღონდ სადღაც იქით, რომლის სახელიც შეიძლება იყოს „არსაით“. რაღაცით ეს ყველაფერი ჩათვლემას გავდა, ხო დაგიფიქსირებიათ კაკრას ჩაძინების წინ ფიქრები რო ირევა, რო ვეღარ იხსენებ სულ 1 წამის წინ რა იფიქრე, პლანზეც იცის ხოლმე ასე. მარა მოულოდნელად გამოვფიხზლდი და ის სადაც მივდიოდი, უცებ თვალწინ დამიდგა, ანუ მოკლედ არსად არ ვიყავი. ანუ ხო ხვდებით, რა... დავაფიქსერე რო არსად არ ვარ, არ ვარსებობ თითქოს, უფრო სწორად, ვარსებობ, მარა არსად. ამაზე ამბობენ, გასხივოსნდაო, სამყაროს არსი შეიცნოო, მიხვდა, გაიგოო. ოღონდ მაშინ არაფერი მსგავსი, იმიტორო სივრცესთან და დროსთან ერთად ის ადამიანური გაგებაც გაქრა, რაცაა არსი, გასხივოსნება და ეგეთები. დარჩა მხოლოდ ორი ფრაზა თუ ფიქრი, თუ რაცაა: მე ყველაფერი ვიცი და გამახსენდა.

ეს გრძნობა იმდენად განსხვავებულია საერთოდ ყველა გრძნობისგან რო გრძნობა არცაა პრინციპში, პროსტა ყველაზე უფრო ამას გავს. მიჭირს რამეს შევადარო, მარა თუ მაინცდამაინც, გეტყვით რპ შემეძლო ამ გრძნობას შევხებოდი ხელით, პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ, ანუ მატერიალური იყო თან, თანაც ისეთი, როგორიც არაფერი სხვა. და ყველაზე საოცარი! როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში მანამდეც ვყოფილვარ, თანაც სულ მცირე სამჯერ!!! მარა ეს არ ვიცოდი, უფრო სწორად არ მახსოვდა და მხოლოდ როცა იგივე პონტში გავიჩითე, მაშინ მივხვდი. ამ სამიდან ერთი იასნია - 1 წლის წინ მეჯიქ მაშრუმის შედეგად იყო. ეხლაღა ვხვდები, რო მაშინ იმიტომაც არ დამწერია არაფერი და არც მითქვამს, რო უბრალოდ დამავიწყდა. აი, დამავიწყდა და ვსიო, არ მიიღო ფხიზელმა გონებამ, შოკი იყო და არ მაიიღო, შეეშეინდა. ოღონდ ეს ყველაფერი მაშინაც მოხდა. ეგება ოდესმე იმაზეც დავწერო. აი მეორე ამბავი კი ბევრად უფრო საინტერესოა, ბავშვობის დროინდელი, თანაც მახსოვდა პრინციპში. ეხლავე მოგიყვებით.

ვიქნებოდი ასე 7-8 წლის, როცა დიდი კორპუსის ეზოში, ბავშვური თამაშის დროს მკივნეულად დავეცი და თავი ბეტონის იატაკს დავარტყი. ეგება გახსოვთ კიდეც, ჯერ რადენჯერმე უნდა ჩაგებუქნო, მერე კედელთან დგებოდა ერთი და 2-3 ბავშვი მკერდზე აწვებოდა და თავრუსხვევის პონტში ვითომ კაიფობდი (ისე, საიდან გაჩნდა ეგეთი თამაში ნეტა?! ოღონდ, არ მითხრათ, რო ეგეთი არაფერი გაგიგიათ, იმიტორო მაშინ ესეც ერთ-ერთი ჰალუცინაცია გამოდის). მარა მაშინ თავი დავარტყი ბეტონს და გავითიშე. აზრზე რო მოვედი, აღმოჩნდა, რომ რომელიღაც სადარბაზოს მეექვსე-მეშვიდე სართულზე ავრბოდი გამწარებული და შეშინებული ბავშვები უკან მომდევდნენ. მითხრეს, წამოხტი და გაიქეცი თავქუდმოგლეჯილიო. თან ყურიდან სისხლი მომდიოდა მოშნად. მთელი 20 წლის 

მანძილზე წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა იმ რამდენიმე წუთის მანძილზე, რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. და აი უცებ, ეხლა მივხვდი, გამახსენდა! ზუსტად იმ არსადში გახლდით, სადაც აი ეხლა, ტრიპის მომენტში. ოღონდ, იასნია რო ეს მიხვედრა გახსენება ძალიან დაახლოებით ასახავს მაგ ყველაფერს, იმ სიცხადეს და მატერიალურობას რასაც მაშინ ვგძნობდი კიარადა, ვიცოდი.

მესამე შემთხვევა არ ვიცი როდის მოხდა, მარტო ის შემიძლია ვთქვა, რო მოხდა ნაღდად, მგონი სადღაც მატარებელში, სადაც ჩემი ძმაც იყო. ეგება მილანი-რომის მატარებელში, ვიღაც ნეაპოლელმა ამსტერდამული პლანი რო მოგვაწევინა? ხუი ევო ზნაეტ. მარა ზნაჩიტ აწი უნდა გავაიასნო ეგ ამბავიც და მთელი საინტერესო ამბები კიდე წინა მაქ.

ანუ, ეს ყველაფერი ეხებოდა გამახსენდა-ს. მაგის მერე ამ სიტყვამაც საერთოდ სხვანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა. პროსტა მაგის გაფიქრებაზეც კი ვგძნობ იმ რაღაც არაჩვეულებრივისა და შეუცნობელის სიახლოვეს, რო აი აქვე, არსადაც არ წასულა, სულაა, ყოველთვის, მარა რაღაცა მიშლის იქ მოხვედრას, რეალობის რაღაც სულ თხელი კონტური, სული რო შეუბერო რო გაქრება, მარა პროსტა არ იცი, რო ასე ადვილია და იტოგში არ უბერავ.

მეორე დიდებული ამბავი ის იყო, რო ყველაფერი ვიცოდი. აი, ხო აზრზე ხართ, ყველაფერი! არა, ვერ გამიგეთ, ცვეტში ყველაფერი, სულ ყველაფერი, საერთოდ!!! და აი მაგის გაგების მერე დაიწყო ამბები ის, რაც შეიძლება არც ყოფილიყო და ერთის შეხედვით შეცდომა მეგონა, სანამ მერე თვეების მერე გავიგებდი, რო რო შეცდომა, როგორ ასეთი არ არსებობს და თუ რამეს აკეთებ, იმიტომ აკეთებ, რო შეცდომა არაა. შეცდომა რო იყოს, არ გააკეთებდი. მარა ნუ, მოკლედ. ხოდა, რა ვქენი მოკლედ...

(გაგრძელება იქნება!) ;)

Tuesday, March 31, 2009

პლანზე პარლამენტის წინ და ახალგაზდა პატრულზე



ბევრი რიჟა ბაზრის გარეშე, ინებეთ ახალი ზღაპარი პარლამენტის წინ გაზრდილ პლანზე და ახალგაზრდა პატრულზე:

ამას წინ რადიოში თქვეს, რო რომელიღაც ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქში, ეგრევე პარლამენტის წინ ვიღაცამ პლანი დათესაო. და აი, ახლაღა მოჭრესო. ხოდა, იკაიფე ეგ ხო ერთი მაგარი დეტექტივი გამოდის ცვეტში. წიპა აი, პარლამენტის წინ, მდელოზე იზრდება ბალახი. დეპუტატები დადიან, უყურებენ როგორ იზრდება და ცალ-ცალკე უხარიათ. კაროჩე, მთელი პარლამენტი თვალსა და ხელს შუა ახალგაზრდავდება: ახსენდებათ ტუსოვკები, სტუდენტობა, პადიეზდები, მენტები და ეგეთი რაღაცეები. კულუარებშიც მარტო მოსაწევზე ლაპარაკობენ და იასნია ეწევიან კიდეც შიგადაშიგ. პიდაპირი გადაცემები პარლამენტიდან უკვე ცვეტში მაგარი სუპერ-რეალითი-შოუა, განსაკუთრებით ის იყო საკაიფო პარლამენტის დაცვის გაძლიერებას რო მისცა ყველამ ხმა. მთელი ქალაქი ყველაფერს ხვდება, მარა ყველა ჩუმადაა, ჟურნალისტებიც კი.

ამასობაში სოფლიდან ქალაქში ჩამოდის ახალგაზრდა პატრული, იწყებს მუშაობას რომელიღაც უბნის ინსპექტორად და ხედავს ამ უმსგავსოებას პირდაპირ ქალაქის ცენტრში. ერთხელაც იკრიბება უბნის ინსპექტორების დიდი სასტავი, ტრეინიგის თუ ინსტრუქტაჟის პონტში და რომელიღაც შიშკა პატრული აკეთებს მოხსენებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ისე, სხვათა შორის ამ ახალგაზრდა პატრულსაც ახსენებს: აი, ნახეთ უბანში პლანი დღემდე არ მოუთიბიო. ეს კიდე ერთი რო ახალგაზრდა და თან მაგარი ვირია, მეორეც ნერვიული და ჯიუტი ტიპია პახოდუ. იასნიაცაა, თავისთან სოფელში მეფე იყო, ბანდიტებს მოტოციკლეტით დასდევდა, აქ კიდე ვიღაცა კაბინეტის ჩმორი რაღაცაო პლანიო. მოუნახა საბაბი. და იმის მაგივრად, რო ბოდიში მოიხადოს, გამოსწორებას შეპირდეს, დგება და იქით უტრაკებს: ეგ რა არი, თქვენთან პირდაპირ ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ იზრდება და მაგაზე რატო არ არაფერს ამბობთო? ის კიდე: რეებს ლაპარაკობ, ვინ გითხრა რო ეგ პალნიაო? ვაბშე ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავს პლანიო? ბარემ ისიცა თქვი რო მაკიაო.

მარა ახალგაზრდა პატრული არ წყნარდება და ჩალიჩობს წერილობით განცხადებას პარლამენტის წინ ბალახის სასამართლო-ბოტანიკური ექსპერტიზის მოთხოვნით. მალევე ურეკავენ ტელეფონზე და სთავაზობენ სადმე შორს გამგზავრებას, თუნდაც ამერიკაში, თუარადა აქ არ გაახარებენ. პატრული, პირველ რიგში იქით აგზავნის გენიტალიების მომართულებით, იმიტორო შვარცნეგერივითაა, დიდია და არავისი ეშინია. მეორეც, მთელი ამ საუბრის ჩაწერასაც ასწრებს. მერე თიბავს თავის უბანზე პლანს და პროკურატურაში აგზავნის საქმეს შანტაჟის მუხლით, საუბრის ჩანაწერის თანხლებით.

საქმე, იასნია, წარმატებით იკარგება. და ვეღარ პოულობენ. პატრულს ისევ სთავაზობენ გააჯვას სადმე შორს, ოღონდ უკვე უფრო ნაკლებად უცენზურო ფორმით. ეკაიფებიან იტოგში. მეორე დღეს ხელმძღვანელობა აქვეითებს ამ ჩვენ პატრულს თანამდებობაში იმიტორო უბანზე პლანი ეზრდება. როგორც ყოველთვის, ირკვევა, რო ბრძანება ჯერ კიდე ერთი კვირის წინ იყო დაწერილი, მარა ეხლაღა გამოუცხადეს. საღამოს ვიღაც ორი ხულიგანი ცდილობს პატრული სცემოს, მარა, ეს ორივეს სულ იოლად კვანძავს და მიათრევს განყოფილებაში. ძიებაში ორივე უარყოფს ყველაფერს და ადვოკატის დახმარებით ამას იქით ადანაშაულებენ რო პირველმა დაიწყოო. ხელმძღვანელობა, გულთბილად სთავაზობს წაიღოს უკან თავისივე საქმე და თავისივე ნებით გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუარადა სასამართლომდე მივა ეს ყველაფერი, და მთელ ქვეყანას თავი მოეჭრება.

აი ამაზე კი პატრულს ცვეტში ეკეტება. იღებს ცელს და მიდის პარლამენტთან. იქ დაცვა ატორმუზებს და უჭედავს. ეს თავისას არ იშლის, რო პლანი უნდა მოითიბოს ეხლავე ან პარლამენტის მომსახურე პერსონალის მიერ, ანაც თვითონვე იზამს. თან ეს ბაზარი ქუჩაში მიდის, ხალხის და ჟურნალისტების თვალწინ.

კაროჩე, უკვე სკანდალის სუნი უდის ამ ყველაფერს. საქმეში ერთვება პარლამენტის დაცვის უფროსი და ცდილობს ახალგაზრდა პატრული დააპატიმროს, მარა ეს იღებს ცელს და იწყებს პლანის მოჭრას. დაცვა სროლას ერიდებ და ამანაც მთელი პლანი მოთიბა. ამ დროს დაჟე პარლამენტის სხდომა შეწყდა, ყველანი ჯგროდ გამოცვიდნენ მოსაწევად და სანერვიულოდ. მერე, ყველაფერი რო მორჩა, ეგრევე ჯგროდ უკან შეცვივდნენ და ერთხმად უყარეს კენჭი ლეგალიზაციას.

ახალგაზრდა პატრული კი მერე დაბრედილი ნახეს. კაი გაგებით ოღონდ. ეხლა ეროვნული გმირია და ყველანი საუკეთესო რაცა აქვთ, იმას აწევინებენ.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
სუბოტექსი იქა, ტეტრაჰიდროკანაბიოლი აქა.

Saturday, February 14, 2009

რასტამანი და მწვანე გნომი

..ამასაც მოვესწარით. ქართული რასტამანული ზღაპრებიღა გვაკლდა! აი სადამდე მიგვიყვანა მეზღაპრე მიჩინიომ! იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა, როგორც წესი და რიგია, იმუშავონ, ტელევიზორს უყურონ ან სხვა "სასარგებლო" საქმით დაკავდნენ - ზღაპრების წერა დაიწყეს.

..

იყო ერთი რასტამანი. ჩვეულებრივი სტანდარტული რასტამანი, თავის რასტამანული „პრიბამბასებით“: დრედები, წვერი, მრავლისმეტყველი ღიმილი..
ერთ-ერთი მორიგი ფრენის დროს ჩაიხედა სარკეში და ხედავს - შუბლზე კარი ახატია. პრინციპში „ნი ტო შტო“ გაუკვირდა, მაგრამ მაინც ცოტა უცნაურად მოეჩვენა, რადგან კარის აბრაზე ეწერა სიტყვა: „ვითომ?“
რასტამანმა გააკეთა ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი სტანდარტული რასტამანი, რომელიც 
შუბლზე დაინახავდა კარს, რომელსაც ეწერებოდა სიტყვა „ვითომ?“.. დააკაკუნა. იქიდან არაფერი ისმის. მაშინ თითი დააჭირა კარების გვერდზე ჩამოკიდებულ ღილაკს. თავში რაღაცამ უცნაურად დარეკა.. კარი გაიღო და იქიდა თავი გამოყო სათვალიანმა, მწვანე გნომმა.
- რა გინდა?
- გამოდი, ვილაპარაკოთ - თამამად უთხრა რასტამანმა.
გნომმა მაჯაზე დაიხედა. უკან შეძვრა და რამოდენიმე წამის შემდეგ კარიდან პირდაპირ კომოდზე გადმოხტა.
- ვინ ხარ? - ეკითხება რასტამანი.
- გნომი ვარ - პასუხობს მწვანე.
- ჩემს თავში რას აკეთებ?
- ფიქრებს ვწერ.
- ეგ როგორ - გაუკვირდა – როგორ შეიძლება ვინმე ჩემს ფიქრებს წერდეს. აშკარად მაბოლებ.
- აბა მაშინ მითხარი, ეხლა რას ფიქრობ?
- ზუსტად ეხლა?
- ხო, აი ეხლა რაზე ფიქრობ?
რასტამანმა გაამოძრავა ტვინის ნაოჭები, მაგრამ უშედეგოდ: არანაირი აზრი არ მოსდის თავში. გონება ცარიელი აქვს.
- ხოო.. და როდიდან დაიწყე ჩემს თავში ცხოვრება, თუ მუშაობა?
- სულ მანდ ვარ.
- ანუ მაინც რამდენი ხანი?
- რა ვერ გაიგე - „სუუულ“ მანდ ვცხოვრობ.
- ეგ როგორ? მე ხო ოცდა ..მმმ.. - ვერ გაიხსენა ზუსტად რამდენი წლის იყო - ოცდა რაღაც წლის ვარ? - კითხა და თვითონვე მიხვდა, რომ წვერის სიგრძიდან გამომდინარე გნომი ვერანაირად ვერ იქნებოდა ოცდა-რაღაც წლის.
- ეგ მარტო ის პერიოდია რაც ფურცლების ახალი შეკვრა გავხსენი.
- და ძველ ჩანაწერებს რას უშვრები?
- ზემოთ ვაგზავნი, არქივში.
- იქ კითხულობს ვინმე ამას?
- იასნია კითხულობენ. მაქედან გამომდინარე მომდის ინსტრუქციები თუ რაზე უნდა ვწერო. პლიუს სუუულ ცოტა, როგორც აქ ეძახით, შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
- გასაგებია.. სიზმრებზეც შენ ხარ მიმაგრებული?
- შენ შტერი ხომ არ ხარ? -ალალად კითხა - სიზმრებთან მე ვინ მიმიშვებს. ეგ პირდაპირ იქიდან - ხელს იშვერს ზევით.
- ..მმმ.. და მომავალი 50 წელი, სულ ასეთი სისულელეები უნდა წერო? - ოპტიმისტურად კითხა რასტამანმა.
- რა არ მოგწონს რო?
- „ნი ტო შტო“ რამე არ მომწონდეს, მაგრამ სულ რაღაც სისულელეებით მიტენი თავს. აი გუშინ მაგალითად ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, რომ სომხეთის ადგილას იამაიკა გადმოგევტანა. აზერები კიდე ცოტა გვერდზე მიგვეწია და შუაში ამსტერდამი ჩაგვედგა.
მწვანემ ჩუმად ჩაიცინა.
- ..და არ გინდა, რომ ცოტა ხნით დაისვენო, ვთქვათ 1-2 დღით? ატმოსფეროს შეიცვლი. ჩემს სახლში იცხოვრებ, ნახე რამხელა ადგილია.. გინდა ტელევიზორს უყურე, გინდა ჩემი ბავშობის ალბომები დაათვალიერე.. გინდა მოწიე.
გნომმა ალმაცერად გახედა გაზეთზე დაყრილ მწვანე გროვას.
- შეიძლებოდა მაგრამ... მერე ერთი კვირა უნდა ვიპახაო, რომ ავანაზღაურო.
- შენც ადექი და მანდ წერე, ვინ გიშლის.
- კარგი - თქვა გნომმა და კიდევ ერთხელ ცალი თვალით გახედა გაზეთს - ოღონდ საბეჭდ მანქანას გამოვიტან.
უცბად შეხტა ღია კარში და საბეჭდი მანქანა გამოათრია. კომოდზე მოკალათდა, საბეჭდი მანქანა წიგნებზე შემოდგა და ბეჭდვა დაიწყო. რასტამანს ყურადღებასაც აღარ აქცევს.
...
რასტამანი გარეთ გამოვიდა პივის საყიდლად. მიდის მაღაზიაში და ამჩნევს, რომ რაღაც ისე ვერ არის როგორც ყოველთვის. თითქოს ყველაფერი იგივეა, მაგრამ ამავე დროს ვაააფშე სხვანაირია. ამჩნევს როგორი მწვანეა ბალახი, როგორი ლურჯია ცა, რა მსუბუქია ჰაერი.. ადამიანებიც რაღაცნაირად სხვანაირად კეთილები არიან.
მაღაზიაში ვიღაცამ საათი კითხა. რასტამანმა მაჯაზე დაიხედა: უყურებს ციფრებს და ცდილობს გაიხსენოს ამ დროს რას პასუხობს ხოლმე. მაგრამ მის თავში მხოლოდ ერთი დიდი სიცარიელეა.. და უცებ რასტამანმა ისე „გაიგო“ ეს სიცარიელე, რომ გააჟრიალა. კაცს, რომელმაც რაღაც კითხა უცნაურად შეხედა. იმან მადლობა გადაუხადა და წავიდა..

მაღაზიიდან გამოვიდა თუ არა მის წინ ავტობუსის გაჩერდა. მძღოლის ადგილზე მჯდომმა კაცმა გამოხედა და თვალი ჩაუკრა. რასტამანმა ერთი წამით შეხედა ავტობუსის აბრას და ღია კარში ავიდა. 

..ავტობუსის აბრაზე გადახაზული იყო სიტყვა „ბაქო“ და ქვემოთ ეწერა „ამსტერდამი“.