Tuesday, February 10, 2009

ისევ ადამიანებზე


წინა ზღაპარი ცოტა მძიმეს პონტში გამოვიდა, როგორც ჩანს ხოდა ეხლა ისევ ცოტა ისევ ადამიანური იყოს ხო? :)

ისევ ადამიანებზე
(კიდე ორი კლასიკური შემთხვევა)


ყოველი 2 დღის მერე მესამე დღეს პერერივი რო უნდა გააკეთო, ყველამ იცის. მარა იასნია რო ძნელია ძალიან, განსაკუთრებით სეზონზე. აი, ერთი ჩემი ნაცნობი (არ იცნობთ მაინც), ერთი კაი ძველი ქეშია, გაგებით, აზროვნებით და ჰაბიტუსითაც. ხოდა ყოველთვის გვიმეორებდა: ორი დღის მერე, მესამე დღესო. თვითონ კიდე ყოველდღე მთლად მკვდარი თუ არა მძიმედ დაჭრილი მაინც იყო პასტაიანად. სახლში კიდე მომღერალი ჩაინიკი ქონდა და ცოლი ყავდა.

ერთხელ რაღაც განსაკუთრებულად კარგად დაბოლდა და ფეხით წავიდა სახლში. მიდის, იქ კიდე ლიანდაგებია. ხოდა, დაუყვა ჩისტა მექანიკურად ამ ლანდაგებს, რომლებიც მაგრა ლამაზად ანათებდნენ და თან კაკრას სახლისკენ მიუყვებოდნენ.

მიდის, მიდის, თან ერთობა, ვითომ მატარებელია. არადა ამ მაიმუნობაში უკან ნამდვილი სამგზავრო მატარებელი მოადგა. უსიგნალებს მთელი ძალით, ეს კიდე ვითომც არაფერი. მატარებელი კიდე ასიგნალებს! უსტვენს! ყვირის! ღრიალებს! იგინება! ეს კიდე ვითომც არაფერი. ბოლოს მატარებელი უკანასკნელ ძალებს იკრებს, სასტიკი ჭრიალით და კივილით ატორმუზებს, კაბინიდან ხტება მემანქანე და დედის გინებით სერიოზულ წიხლს აზელს ტრაკში ამ ჩემ ნაცნობს! ეს კიდე სადაც მიდიოდა, იქიდანვე ჩერეზ ლიანდაგები ეგრევე გვერდზე კანაოში ერჭობა თავით. იხედება ზემოთ და ხედავს მატარებელი კაკრას დაიძრა და მიდის. უყურებს და ფიქრობს: ერთი ამ ჩათლახს შეხედეო, რა! მატარებელი კიდე, კიარადა მემანქანე ფიქრობს: მიგასრისოთ უნდა ყველანი ერთხელაცო. მოკლედ, ასე დაშორდნენ ერთმანეთს. შეხედულებებით.

და აი ბრუნდება სახლში, ჭუჭყიანი და ავი. სახლში კიდე პლიტაზე კაკრას ჩაინიკი ადუღდა - და რო დაიწყო სტვენა! ამან კიდე გადმოდგა, წყალი გადაასხა, დადო იატაკზე და დაუშვა და დაუშვა ტაბურეტკით! ოთახიდან ცოლი გამოვარდა, უყვირის: რას აკეთეთ, გაგიჟდიო?! ეს კიდე უყურებს - თვალები უგონო მრისხანებით აქვს სავსე, - და ეუბნება, დამარცვლით, სლოგანის პონტში:

უნდა დახოცო, სანამ გაიზრდებიანო!

ხოდა, აი ასე მოხვდა ასათიანზე. ბევრი წევისგან, იასნია. მეორე ტიპს კიდე, ისიც უკვე კაი სტაჟიანი ქეში იყო, სხვა ამბავი შეემთხვა. ნუ, ახალგაზრდობაში ისიც კაი ბევრს ეწოდა და კიდე ათას ნაგავს ეტანებოდა, მარა ცოლი მოიყვანა და დაანებას პონტში თავი. მერე, შემთხვევით სეზონზე გაიცნო ახალგაზრდა ტიპები მეზობელი პადიეზდიდან და გადაწყვიტა ძველი დრო გაეხსენებინა იმათთან ერთად. ცოლთან პონტი მოიგონა, ვითომ მივლინებაში მიდის, თვითონ კიდე გადაბარგდა ძამიკოებთან მეზობელ პადიეზდში.


იქ კიდე ხარშვაა გაქანებული და იასნია რო რძეს არ ხარშავენ. არადა სასტავი ცოტა მოპანკოა, ყველა პასტაიანად ერთმანეთს უტრაკებს, ხან რაზე ხან რაზე, წიპა იუმორი და სატირა აქვთ ასეთი. მთავარი პრიკოლია - სანაგვე ურნა. ნაგავი არავის გააქვს, მარა საღამოში ორ-სამჯერ მაინც უეჭველი იწყება ბაზარი რო ნაგავი გადასაყრელია. და ყველა იწყებს თავის დაძვრენას და ატმაზკების მოგონებას. კაროჩე, უკვე ისეთი პონტია რო ნაგვის გატანა უკვე მაგრად ტეხავს.

ხო. ოღონდ ეს ჩვენი ძმა არანაირ რაზბორკაში არ მონაწილეობდა. ჯერ ერთი, ატმაზკა ქონდა რკინის: ეს ხო ვითომ მივლინებაშია და ეზოში გასვლა სასტიკად არ შეიძლება, სანამ არ დაბრუნდება იქიდან. მეორეც, არ ჭირდება არანაირი ატმაზკა, იმიტორო მთელ ამ სასტავში ყველაზე უფროსია, უფროსი მხარშავის პონტში. მარა ეს დამპალი პიონერული ბაზრები ბოლო-ბოლო ამოუვიდა ცვეტში ყელში. და ერთხელაც, ღამის ორ საათზე დგება და ამბობს: ვსიო! ატრაკებთ უკვე ნამეტანი და ეხლა მე თვითონ გავიტან ამ ნაგავსო.

ეზოში კი ნაგვის დიდი ურნები პირდაპირ პადიეზდის წინ დგას. ეს ჩვენი ძმა ყრის ნაგავს და ჩისტა მექანიკურად, ავტოპილოტით მიდის სახლში. პაროლის პონტში აკაკუნებს, კარს აღებს ნამძინარევი ცოლი, ავლენს სიხარულის ზანტ ნიშნებს და ბრუნდება ისევ დასაძინებლად. ეს კიდე დგას და ნელ-ნელა აზრზე მოდის რა მოხდა: მაგარია რა! ქვია რო მივლინებიდან დაბრუნდა - სხვისი ჩუსტებით და ნაგვის ცარიელი ვედრით. მარა, არ იბნევა, ჩუმად აღებს კარს და იპარება ისევ ძმებთან მეზობელ პადიეზდში. ორი დღის მერე კი ბრუნდება მივლინებიდან, ოღონდ უკვე ადამიანურად, რუგზაკით და საჩუქრებით და ცოლი უყვება რა უცნაური რაღაც ესიზმრა, რო ვითომ ღამე დაბრუნდა ეს მივლინებიდან, მარა რატომღაც ჩუსტებთ და ცარიელი ვედრით. მარა ამას ხო ცოლი ყავს, უნიკუმი, ზოგჯერ შეხედავ და პირდაპირ სიზმარში ცხოვრობს რა. თუმცა, არაფერს ეტანება, მაგარი ჩაიც კი არ უყვარს დაჟე. ცვეტში.

No comments: