Wednesday, April 15, 2009

ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი

მცირე პაუზისთვის ბოდიშს გიხდით, მარა სამაგიეროდ ისეთი რამე იქნება ოხლა რო ოჰოჰოჰოჰო! ასეთი არაფერი ყოფილა ჯერ ამ ბლოგზე, ნუ მოხუცებზე ამბავი ცოტა გავდა :) მოკლედ, ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებში წავაწყდი ერთ ტრიპ-რეპორტს, თანაც ქართულ ენაზე! თანაც ქართველის. ავტორის ვინაობის გაგება სამწუხაროდ ვერ შევძელი, მარა თუ შემთხვევით ამას წაიკითხავს, კარგი იქნება თუ გამომეხმაურება, პროსტა იმიტო რო გავიცნო, მეტი არაფერი :). და მომიტევებს, რომ მისი რეპორტი ცოტა დავარედაქტირე, რაღაცეები ამოვიღე და ცოტა სტილი შევცვალე. ბევრს აღარ გავარძელებ და მოკლედ, იხილეთ პირველი ქართული ტრიპ-რეპორტი.

ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი
(პირველი ქართული ტრიპ-რეპორტი)

მოკლედ, იმ ღრმად პატივცემულს პირველად შევხვდი მზის დაბნელების ტრანს-ფესტივალზე. საერთოდ ის პატარა, მაგრამ ძალიან დიდი მოგზაურობა და საერთოდ ის ერთი თვე ჩემ ცხოვრებაში დიდი მოვლენებით იყო დაგრუზული. ჯერ სოკო, მერე ფესტივალი თავის მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფსიქოდელიური მუსიკით და კიდე 1000 სიახლით. ხოდა, იმ ღამეს ეფექტი ისეთი იყო, როგორისთვისაც არანაირი ესიდი არ მჭირდებოდა, ისედაც შეცვლილი მქონდა სამყაროს აღქმა. მეტიც, რაღაც დისკომფორტიც კი იყო და მაგიტო დაჟე ინფიცირებული სოკოების ცოცხალ 2-საათიან შესრულებას საკმაოდ შორიდან და უინტერესოდ ვუსმინე.

მაგის მერე გავიდა თითქმის ერთი წელი, ისეთი, ჩვეულებრივი წელი, არაფრით აღსანიშნავი და დადგა ის ერთი დღეც. ბაკურიანში ვიყავი და მთელი დღე სრიალით გათანგულს ტკბილად მეძინა, როცა ღამე, ასე 4 საათზე ტელეფონმა დარეკა. ეგრევე გამეღვიძა და ჩემ მეგობრებსაც რომ არ გაღვიძებოდათ, ვეცი ტელეფონს. ჩემი ბრატი იყო, რომელიც იმ მომენტში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მეუბნება, როგორ მიხარია რო გაგაღვიძეო... ნაგლი! მარა, ისე მეც კი გამეხარდა რო გამეღვიძა... ალბერტის ველოსიპედი მომაქო და იასნი იყო რასაც ნიშნავდა ეგ. ბოლოს ტკბილი ძილიმისურვა და მეც გავაგრძელე მეორე მხარეს სეირნობა.

ერთ კვირაში ჩამოვიდა, მარა დაახლოებით კიდე სამი კვირა გავიდა, სანამ მოსახდენი მოხდებოდა. კონკრეტულად არც დაგვიგეგმია და თეორიულად შეიძლებოდა მეორე დღესვე მომხდარიყო ანაც არასოდეს. შევთანხმდით რო სადღაც საბარდელე კოტეჯებში უნდა წავსულიყავით დიღმის ტრასაზე და ღამე გაგვეტარებინა.. ხო სტრანნია? მამენტ გუდაური/ბაკურიანის იდეაც გვქონდა მარა ნუ, არ გამოვიდა მოკლედ. ხოდა ვიქირავეთ ბოლო-ბოლო და შევედით.

სიმპატიური აპარტამენტები დაგვხვდა: ტყავის სავარძლები, სუფთა ტვალეტი, გაწყობილი დაბალი მაგიდა და ისეთი ლოგინი, ყველაზე თავმოყვარე და პრეტენზიული ქალიშვილიც რო სიამოვნებით დაკარგავდა უბიწობას. სწრაფად მივალაგეთ იქაურობა, ბევრი ინსენს სტიკი დავანთეთ, ადიელები და სხვადასხვა ბილწი პროცედურებისთვის განკუთვნილი პირსახოცები ფანჯრებზე ავაკარით, წინასწარ ნაყიდი შოთი და საფერავი მაგიდაზე შემოვდეთ, მომავალი საღამო დავლოცეთ და რაღაც გაურკვეველი ეტიოლოგიის პლანიც მოვწიეთ, ოღონდ ცოტა. საღამოს 6 საათი ხდებოდა. ზოგადი საუბრისა და ყოფიერების არსის ვერსიების მცირე მიმოხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რო ბევრი აღარ გაგვეჯანჯლებინა. გადავთვალეთ მოქმედების სავარაუდო დრო და დავასკვენით რო ღამის 

2-3 საათზე ისევ უნდა დავბრუნებოდით წესით ჩვენს სამყაროს. ბლოტერი 5X5-ზე იყო მილიმეტრებში და ანცად მომღიმარი მზის რაღაც ნაწილიც გაირჩეოდა ზედ. მივირთვით, ზედ დავაყოლეთ ცოტა ღვინო (იცოდეთ, მაინცდამაინც კარგი აზრი არაა ალკოჰოლი ასეთ დროს, ძალიან ცოტა შეიძლება, ისიც მართლა კარგი და სუფთა გულით) და გავაგრძელეთ საუბარი სამყაროს ნალკლებად მატერიალური მარა კაკრას ამის გამო ჩვენი აზრით უფრო რეალური ნაწილის შესახებ. ბალახი ამუშავდა, მარა არა ინტენსიურად. მერე ყველანაირი სინათლე მოვსპეთ და შევთანხმდით რო ერთმანეთში არ გველაპარაკა, თუ მაინცდამაინც, ტელეპატიით. ამას თავიდან დიდი ყურადღება არ მივაქციე, მარა დავიმახსოვრე მაინც.

მერე რაც მოხდა მოსაყოლადაც კი შეუძლებელი თუარა, სასწაულად ძნელი მაინცაა. მით უმეტეს, ასე, წაკითვით. არა, მაინც შეუძლებელი უფროა ყველანაირი იმ მეთოდით, რასაც ადამიანები იყენებენ. მეც ამას უფრო ჩემთვის ვწერ, რო დავიხსომო უფრო კარგად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. მარა, მეორეს მხრივ ეგ როგორ უნდა დამავიწყდეს ვაბშე, ვერ წარმომიდგენია. წინასწარ გეუბნებით, რასაც დავწერ შეიძლება სულ სხვა რამე იყოს, ვიდრე ის, რაც მოხდა სინამდვილეში, ანდა უაზრობა ჩანდეს, მარა ნახუი, რაცაა ეგაა.

შუქი რო ჩავაქრეთ მარტოობის გრძნობა გამიჩნდა. პლანიც უკვე თითქმის აღარ იგძნობოდა (ხო ცოტა მოვწიეთ). მანამდე ბევრი მქონდა საწითხული სასწაულ შიშზე და კიდე 1000 არასასიამოვნო რაღაცეებზე, რომელიც თან ახლავს ამ ყველაფერს, მარა არაფერი მსგავსი. მარტო მოლოდინი. ვუყურებდი ფანჯარაზე აკრულ რაღაც კლეჩატ პირსახოცს და წარმოსახვაში ვიხსენებდი ეფექტებს და ჰალუცინაციებს, რომლებზეც წაკითხული მქონდა ან ნანახი ფილმებში, მარა ჯერ არაფერი. ორონდ, როგორც ჩანს მეგონა რო არაფერი, იმიტორო მერე როგორც აღვიდგინე, მოხდა ისე, რო ფიქრების რაოდენობა და სისწრაფე სასწაულად გაიზარდა. დროის მონაკვეთში ალბათ ათასჯერ უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. შეიძლება, პროსტა ქვედა ლეველის ფიქრების გაგებაც დავიწყე და ასე მულტი-კანალ რეჟიმში გამოვიდა რო ბევრი ფიქრი იყო. და ეს ფიქრები საითკენღაც მექაჩებოდნენ, ოღონდ სადღაც იქით, რომლის სახელიც შეიძლება იყოს „არსაით“. რაღაცით ეს ყველაფერი ჩათვლემას გავდა, ხო დაგიფიქსირებიათ კაკრას ჩაძინების წინ ფიქრები რო ირევა, რო ვეღარ იხსენებ სულ 1 წამის წინ რა იფიქრე, პლანზეც იცის ხოლმე ასე. მარა მოულოდნელად გამოვფიხზლდი და ის სადაც მივდიოდი, უცებ თვალწინ დამიდგა, ანუ მოკლედ არსად არ ვიყავი. ანუ ხო ხვდებით, რა... დავაფიქსერე რო არსად არ ვარ, არ ვარსებობ თითქოს, უფრო სწორად, ვარსებობ, მარა არსად. ამაზე ამბობენ, გასხივოსნდაო, სამყაროს არსი შეიცნოო, მიხვდა, გაიგოო. ოღონდ მაშინ არაფერი მსგავსი, იმიტორო სივრცესთან და დროსთან ერთად ის ადამიანური გაგებაც გაქრა, რაცაა არსი, გასხივოსნება და ეგეთები. დარჩა მხოლოდ ორი ფრაზა თუ ფიქრი, თუ რაცაა: მე ყველაფერი ვიცი და გამახსენდა.

ეს გრძნობა იმდენად განსხვავებულია საერთოდ ყველა გრძნობისგან რო გრძნობა არცაა პრინციპში, პროსტა ყველაზე უფრო ამას გავს. მიჭირს რამეს შევადარო, მარა თუ მაინცდამაინც, გეტყვით რპ შემეძლო ამ გრძნობას შევხებოდი ხელით, პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ, ანუ მატერიალური იყო თან, თანაც ისეთი, როგორიც არაფერი სხვა. და ყველაზე საოცარი! როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში მანამდეც ვყოფილვარ, თანაც სულ მცირე სამჯერ!!! მარა ეს არ ვიცოდი, უფრო სწორად არ მახსოვდა და მხოლოდ როცა იგივე პონტში გავიჩითე, მაშინ მივხვდი. ამ სამიდან ერთი იასნია - 1 წლის წინ მეჯიქ მაშრუმის შედეგად იყო. ეხლაღა ვხვდები, რო მაშინ იმიტომაც არ დამწერია არაფერი და არც მითქვამს, რო უბრალოდ დამავიწყდა. აი, დამავიწყდა და ვსიო, არ მიიღო ფხიზელმა გონებამ, შოკი იყო და არ მაიიღო, შეეშეინდა. ოღონდ ეს ყველაფერი მაშინაც მოხდა. ეგება ოდესმე იმაზეც დავწერო. აი მეორე ამბავი კი ბევრად უფრო საინტერესოა, ბავშვობის დროინდელი, თანაც მახსოვდა პრინციპში. ეხლავე მოგიყვებით.

ვიქნებოდი ასე 7-8 წლის, როცა დიდი კორპუსის ეზოში, ბავშვური თამაშის დროს მკივნეულად დავეცი და თავი ბეტონის იატაკს დავარტყი. ეგება გახსოვთ კიდეც, ჯერ რადენჯერმე უნდა ჩაგებუქნო, მერე კედელთან დგებოდა ერთი და 2-3 ბავშვი მკერდზე აწვებოდა და თავრუსხვევის პონტში ვითომ კაიფობდი (ისე, საიდან გაჩნდა ეგეთი თამაში ნეტა?! ოღონდ, არ მითხრათ, რო ეგეთი არაფერი გაგიგიათ, იმიტორო მაშინ ესეც ერთ-ერთი ჰალუცინაცია გამოდის). მარა მაშინ თავი დავარტყი ბეტონს და გავითიშე. აზრზე რო მოვედი, აღმოჩნდა, რომ რომელიღაც სადარბაზოს მეექვსე-მეშვიდე სართულზე ავრბოდი გამწარებული და შეშინებული ბავშვები უკან მომდევდნენ. მითხრეს, წამოხტი და გაიქეცი თავქუდმოგლეჯილიო. თან ყურიდან სისხლი მომდიოდა მოშნად. მთელი 20 წლის 

მანძილზე წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა იმ რამდენიმე წუთის მანძილზე, რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. და აი უცებ, ეხლა მივხვდი, გამახსენდა! ზუსტად იმ არსადში გახლდით, სადაც აი ეხლა, ტრიპის მომენტში. ოღონდ, იასნია რო ეს მიხვედრა გახსენება ძალიან დაახლოებით ასახავს მაგ ყველაფერს, იმ სიცხადეს და მატერიალურობას რასაც მაშინ ვგძნობდი კიარადა, ვიცოდი.

მესამე შემთხვევა არ ვიცი როდის მოხდა, მარტო ის შემიძლია ვთქვა, რო მოხდა ნაღდად, მგონი სადღაც მატარებელში, სადაც ჩემი ძმაც იყო. ეგება მილანი-რომის მატარებელში, ვიღაც ნეაპოლელმა ამსტერდამული პლანი რო მოგვაწევინა? ხუი ევო ზნაეტ. მარა ზნაჩიტ აწი უნდა გავაიასნო ეგ ამბავიც და მთელი საინტერესო ამბები კიდე წინა მაქ.

ანუ, ეს ყველაფერი ეხებოდა გამახსენდა-ს. მაგის მერე ამ სიტყვამაც საერთოდ სხვანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა. პროსტა მაგის გაფიქრებაზეც კი ვგძნობ იმ რაღაც არაჩვეულებრივისა და შეუცნობელის სიახლოვეს, რო აი აქვე, არსადაც არ წასულა, სულაა, ყოველთვის, მარა რაღაცა მიშლის იქ მოხვედრას, რეალობის რაღაც სულ თხელი კონტური, სული რო შეუბერო რო გაქრება, მარა პროსტა არ იცი, რო ასე ადვილია და იტოგში არ უბერავ.

მეორე დიდებული ამბავი ის იყო, რო ყველაფერი ვიცოდი. აი, ხო აზრზე ხართ, ყველაფერი! არა, ვერ გამიგეთ, ცვეტში ყველაფერი, სულ ყველაფერი, საერთოდ!!! და აი მაგის გაგების მერე დაიწყო ამბები ის, რაც შეიძლება არც ყოფილიყო და ერთის შეხედვით შეცდომა მეგონა, სანამ მერე თვეების მერე გავიგებდი, რო რო შეცდომა, როგორ ასეთი არ არსებობს და თუ რამეს აკეთებ, იმიტომ აკეთებ, რო შეცდომა არაა. შეცდომა რო იყოს, არ გააკეთებდი. მარა ნუ, მოკლედ. ხოდა, რა ვქენი მოკლედ...

(გაგრძელება იქნება!) ;)

No comments: