Thursday, July 16, 2009

შეხვედრა ორ ქალღმერთთან

აღარ მახსოვს ზუსტად სად ვიპოვეს ეს ტრიპ რეპორტი მაგრამ მომეწონა და ნათარგმნს ვდებ მიჩინიოს ნებართვით:


ამას წინათ გადავწყვიტე ორი ღვთაება შემეხვედრებინა ერთმანეთს, უფრო სწორედ ჩემი თავი შემეხვედრებინა მათ: მარიჰუანა და სალვია.. საინტერესო ფაქტია, რომ ორივე ქალია!

ეს პირველად შეხვედრა მათთან ძალიან ძლიერი experience-ი იყო. ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი პლანი მოვწიე. იქვე მქონდა გამზადებული სალვია.. უკვე 10 წუთის შემდეგ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს განზრახვაში, თუმცა დავძლიე ყველანაირი prejudice (არანაირად შიში, იმიტომ ამ გრძნობამ მე უკვე კარგა ხანია დამტოვა), ჩიბუხს მოვუკიდე და 20x სალვია მთლიანად გავუშვი ფილტვებში.. და სულ რამოდენიმე წამში მივხვდი რომ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ფასეული გადაწყვეტილებათაგანი..

..თითქმის ყოველთვის სალვიას ტრიპი ჩემთვის ერთნაირად იწყება; ყველაფერი ვიბრირებას იწყებს ძალიან ინტენსიურად და მთელი სამყარო სადღაც ნახევარი წუთის განმავლობაში ერთ წერტილში იყრის თავს, პირდაპირ თვალებს შორის.. ამ შემთხვევაში ეს პროცესი ძალიან შენელდა, გაიწელა და ეს ყველაფერი ძალიან ნათლად დავინახე.

პირველი 5 წუთის განმავლობაში რა ხდებოდა კარგად არც მახსოვს და რაც მახსოვს იმის სიტყვით(მითუმეტეს ნაწერით) გადმოცემა ძალიან ძნელი იქნება.. პირველად რომ დავბრუნდი, ამ "რეალობას" რომ შევხედე ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც უნიჭო მხატვარის დახატულ რაიმე პეიზაჟს რომ უყურებ - "გათხაპნილი" ფერები, არაპროპორციული საგნები.. რამოდენიმე ხანი დაჭირდა იმის გარკვევას მარტო ვიყავი თუ არა; ძალიან სტრანნი შეგრძნება იყო - ვხედავდი რომ ოთახში ჩემს გარდა არავინ იყო მაგრამ რაღაცის თუ ვიღაცის presence-ის ძლიერი შეგრძნება მქონდა. ბოლოს გადავწყვიტე ყველაფერი ისე მიმეღო როგორც იყო და დავწექი..

იმის მოლოდინი, ალბათ ლოგიკური(თუმცა ლოგიკა ენთეოჯენიკებთან მამენტ რა შუაშია), რომ სალვიას ეფექტი 15-20 წუთში გაივლიდა და დარჩებოდა მარტო პლანის ეფექტი - არ აღმოჩნდა სწორი.. ის ეფექტი რაც სალვიას მოწევის შემდეგ დაიწყო ბოლომდე გაგრძელდა.
ერთი ეფექტი(ასე ვთქვათ ფიზიკური, არა მენტალური) მთელი ტრიპის განმალობაში გრძელდებოდა - ხელის რამეზე შეხბისას ეს გრძნობა მრავლდებოდა გეომეტრიული პროგრესიით და თან ამას ქონდა კაშკაშა ფერი და მჟღერი ხმა.

ერთ-ერთი უცნაური შეგრძნებათაგანი იყო ის, რომ ერთი პერიოდი ორი ვიყავი - მარცხენა და მარჯვენა მე და ამ ორს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ქონდათ..

ყველაზე ძლიერი (და ყველაზე მნიშვნელოვანი) experience-ი იყო ის, რომ თანდათან ყველაფერი გაქრა/გადაიტვირთა - სად ვიყავი, ვინ ვიყავი.. და ვიღაცამ/რაღაცამ მომცა შესაძლებლობა ამერჩია ვინ ვყოფილიყავი, სად ვყოფილიყავი.. ანუ ამერჩია რა ცხოვრება/"რეალობა" მინდოდა.. ასე ჩაიტვირთა current რეალობა.. ნელ-ნელა გავაცნობიერე სად ვარ და ვინ ვარ.. ეს რაღაც დაბადებას გავდა!

აი ასე მშობა ორმა ქალმა..

5 comments:

მიჩინიო said...

რაღაც, სალვიამ დამივიწყა.. ერთი უნდა შევახსენო თავი :)

tiko said...

ლოლ :))) მე მაგ experience-ის გახსენებაც არ მინდა

Obrigado said...

saintereso trip reportia :)

Mateo Falcone said...

ბიჯოს

ვახტანგ ეეეე....

Anonymous said...

მე იმედგაცრუებული დავრჩი სალვიათი, უფრო სწორად, ხანგრძლივობით : |