Thursday, April 16, 2009

ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი (გაგრძელება)

დასაწყისი აქ: http://rastatales.blogspot.com/2009/04/blog-post.html

როგორც კი ეს ყველაფერი მოხდა, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ როგორ ავუხსნიდი და მოვუყვებოდი 
ამას სხვებს, ვცდილობდი დამეხსომებინა ეს სასწაული ჩვეულებრივი, ადამიანური საშუალებებით, დაჟე მესიჯი გავუგზავნე საკუთარ თავს: „მე ყველაფერი ვიცი“. მაგარი იყო - ჩალიჩი რო დავუწყე ტელეფონს, მარტო მაშინ მივხვდი რო მარტო არ ვიყავი. ამდენი ხანი (უსასრულოდ დიდი დრო!) ცვეტში არაფერი არსებობდა გარშემო და უცებ საიდანღაც გაისმა „მობილურის გარეშეო“. თავიდან გამოვსირდი! მერე მივხვდი, რო ეს ჩემი ბრატი მეუბნებოდა. ეგ კიდე უფრო გამიკვირდა, იმიტორო იმ წუთში დარწმუნებული ვიყავი რო ზუსტად იცოდა, რას ვაკეთებდი და რჩევა მომცა, კაი, დაიმახსოვრე, ოღონდ მობილურით არაო.. ანდა რაის იმ წუთში, ეხლაც ვიცი რო მართლა მასე იყო, ჩემი აზრები წაიკითხა. თურმე ტელეპატიაში რას გულისხმობდა. ამან მიმახვედრა, რო ასეთი ფიქრები დროის უაზრო ფლანგვა იყო, მთელი შეგნების მობილიზაცია მოვახდინე, ვცადე კაკ მინიმუმ და დავიწყე ჩემი ახალი სამყაროს გაცნობა, რომელიც ყოველ წამს იცვლებოდა და სულ ახალი ახალი სურპრიზებით მეკაიფებოდა. ის ორი გრძნობა (თუ რაცაა) არსად გამქრალა, სულ თან მახლდა, ოღონდ უკვე შევეგუე და გაოგნებული აღარ ვიყავი, ისე  შეერწყა გარემოს, როგორც სუნთქვა, გულისცემა. 

მერე ჩემ ძმას რო მოვუყევი ყველაფერი ვიცოდი-თქო, აბა კენედი ვინ მოკლაო... ჩამრჩა გულში და მერე სხვა ტრიპზე, იგივე მდგომარეობაში ვკითხე თავს, აბა კენედი ვინ მოკლა-თქო და ჩემს თავს სიცილი აუტყდა ისეთი, რო ძლივს დავამშვიდე. აი ეხლა კი ვიცი როგორცაა, მარა აი წერა თან მეზარება მაგაზე, თან დიდ აზრიან საქმედაც არ მიმაჩნია.

სხვათა შორის ერთ მომენტში დამაინტერესა პულსი როგორი მქონდა და აღმოვაჩინე, რო გული არ მიცემდა.. არც ხელზე, არც საძილეზე და გულისცემაც არ იყო. აზრზე არა ვარ როგორ მოხდა, მარა არ შემშინებია ვაფშე, თითქოს ასე უნდა იყოს, ხო იასნია, რაის გულისცემა? ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ჰალუცინაციებისთვის, რომლებიც პასტაიანდ იყო სმენითიც, ვიზუალურიც, შეხებითაც, სუნითაც... იყო, როგორც თვალგახელილზე (უცნაურ ცხოველებად გარდაქმნილი ჩრდილები, მოძრავი ნაქარგები კედლებზე, სავარძელზე, ოთახის ჯადოსნური ნათება, ვარსკვლავები ჭერზე), ისე თვალდახუჭულზეც, ძირითადად ულამაზესი და ცვეტში სულისშემკვრელი მოძრავი მოზაიკები, თანაც ბევრგანზომილებიან, 
4-5-6-7... რავი, ძალიან ბევრი. პასტაიანად მესმოდა მუსიკა, საიდანღაც, ოღონდ ჩვენ ნაღდად არ გვქონდა ჩართული. თითქოს ქარიშხალი წამოვიდა ერთხელ, მთელი ჩვენი კოტეჯი დაანგრია და აღმოვჩნდი შუა მინდორში, ყველა მხრიდან მქროლავი ქარით...

იასნია, შეიძლება იქ მელოდა დიდი თავგადასავლები, მარა იმ მომენტში ვიფიქრე, რო ასეთი გართობაც დროის კარგვა იყო და კიდე ვცადე გამერკვია რა აზრი ქონდა ამ ყველაფერს. თითქოს ყველაფერი ვიცი, რაც შეეხება სამყაროს, ადამიანს, ღმერთს, მარა ვიფიქრე რო მთავარი არ ვიცოდი - რატომ, რისთვის? იასნია, ვერფერიც ვერ გავარკვიე, იმიტორო ეხლა კი ვიცი რატომაც, რო მაგარი სასაცილოა თვითონ ეგ შეკითხვა. მალევე დავიკიდე და შიშიც მოვიდა: ნეტა ეხლა იქ რა ხდება, ჩვეულებრივ სამყაროში, როგორი ვარ ეხლა? ალბათ გიჟად ჩამთვლის ყველა და სკარეე ვსევო ვიქნები კიდეც გიჟი, თანაც ვაბშე არ მინდა რო გიჟად და ავადმყოფად დავრჩე მთელი ცხოვრება. და მოვიდა ხილვაც...

უცებ აღმოვჩნდი თეთრ-კედლეებიან ოთახში, თეთრივე, მჭიდროდ შემოჭერილი ტანსაცმლით, ფანჯარასთან ზურგით. ვიყავი 40-50 წლის გიჟი (კონკრეტული დაავადება არ ვიცი). ქუჩიდან მანქანებისა და საერთოდ ქუჩისთვის დამახასიათებელი ხმები მოდიოდა და ვიცოდი, რო ასათიანის რიგითი პაციენტი ვიყავი. და ის, რაც ხდებოდა სინამდვილეში (ანუ, ეხლა 2006 წელს) უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ძალიან ცხადი მოგონება, ან ოცნება იყო... სინანული მაწუხებდა, იქნებ არ უნდა წავსულიყავი მაშინ იმ კოტეჯში? ვიქნებოდი ეხლა ასათიანზე? იქნებ შეცდომა იყო, იქნებ ნარკომანი ვარ, იქნებ... იქნებ..? უცებ სხვა იზმენა მოვიდა - სად და როდის ვიყავი, რა იყო რეალობა, არსებობის რომელი ვარიანტი იყო ნამდვილი, იქნებ მაინც სიზმარია თუ რაღაც ზმანება პროსტა?.. ძლივს გამოვძვერი აქედან, მარა სერიოზული ინციდენტების გარეშე, იმიტორო დავასკვენი რო ეს პროსტა ის სამყაროა, სადაც რეალობა და სიზმარი ერთადაა, ან არცერთი არაა და დროდადრო აქ შემიძლია მოვიდე და შევახვედრო სხვდასხვა მე-ები სხვადასხვა დროებიდან. გაუზიარებდნენ აზრებს, გამოცდილებას.. პროსტა მერე მივხვდი, რომ ეხლა თუ ეგრეა, უკვე რამდენიმე მე უნდა იყოს აქ და მერე მიდი და გაიგე, რომელი სად უნდა დაბრუნდეს. რო შემეშალოს და ვთქვათ 40 წლის მე რო დაბრუნდეს 8 წლის მე-ს მაგივრად და პირიქით, აი ეგ იქნება-თქო პიზდეცი. თანაც უფრო იმაზე ვღელავდი, 8 და 40 კიდე ხო, მარა აი დღეს რომელიღაცა ხო უნდა დაბრუნდეს, რო გამოვალ ტრიპიდან, ეგ რო შემეშალოს, ხო დამენძრა მერე? ამიტომაც ამ იდეაზე სასწრაფოდ ავიღე ხელი.

მერე მამაჩემად გადავიქეცი, ცვეტში ის ვიყავი. ვიდექი ოთახის შუაში, ზუსტად ისე, როგორც იცის ხოლმე და მე-ს ვუღიმოდი, ზუსტად ისე როგორც იღიმის ხოლმე. მივხვდი რო მაგრად ვუყვარდი და დროებით ამან სხვა ყველაფერი გადაფარა, თანაც ნელ-ნელა გამოსვლა დავიწყეთ. ცოტა ხანში სანთელი ავანთეთ, მარა არ გაასწორდა და ჩავაქრე, თან ისე რო უსიტყვოდ და დაჟე მიმიკების გარეშეც მეგობარმა გამაგებინა, რო იმასაც არ გაუსწორდა. ცოტა ხანში ნარჩენი ჰალუცინაციებიც გაქრა და ისევ ავანთეთ სანთელი და პურს და ღვინოს გეახელით. მასეთი პური არასოდეს მიჭამია, არასოდეს! ეს არ იყო პროსტა გემო, რაღაცა მეტი იყო.. დაჟე ცოცხალი იყო თითქოს! ღვინო კი, გემოთი დიდად არ მესიამოვნა, მარა თითქოს უკვე საბოლოოდ წასული ეფექტები ცოტა ხნით ისევ შემოატრიალა. ისე, მაგის მერე ეგრე არასოდეს ყოფილა, თუ სწორად მახსოვს, ეტყობა ის კახური საფერავიც რაღაცა სხვანაირად იყო დაწურული.

მერე წავედით კლუბში, ბევრი ვიცეკვეთ, მერე გვინდოდა გუდაურში გვენახა მზის ამოსვლა, მარა ნუ კაროჩე... მერე წავედი სახლში მანქანით და პატრულებს ვემალებოდი, ოღონდ თან მიგალკები რო ანათებდნენ მაგრად ვკაიფობდი. დაძინება კი გამიჭირდა, იმიტორო კი მეძინებოდა, მარა თვალებში პასტაიანად რაგაცა ანათებდა, თვალგახელილზეც და თვალდახუჭილზეც. დავიტანჯე კაცო.. ჰეჰე :)

(ilursasad!)

3 comments:

teen said...

ოთახში რო შედიხარ. მამენტ რო დაგაგვიანდა მარა არ იმჩნეეევ. ხოდა ეს კიდე ზის და გიღიმის. წიპა სად დადიოდი წუხელ აწერია სახეზე. და მერე აქეთ გიტევს:
- რას მიყურებ ა? ხო, მე მოვკალი კენედი... წამოდი, წამოდი.. ვეწევით ბიჭები... ყავა დალიე ბრატ..

Anonymous said...

არტ იდეაზე რომ არ დაგეკომენტებინა, ვერც გავიგებდი ამ ბლოგის არსებობის შესახებ :)
შესავალი მომწონს, გამოცდების მერე მთლიანად წავიკითხავ ;)

Anonymous said...

ველოდები ახალ პოსტს
ეს მომეწონა
კკიარადა სანამ პირველ ნაწილს წავიკითხავდი, მივხვდი რაზეც იყო საუბარი და გამიხარდა რომ მივხვდი ))) ია ტაკაია უმნაია
და ველოდები ახალ პოსტს ;)