Sunday, February 1, 2009

ზღაპარი კარგ ადამიანებზე

ეს ისეთი ზღაპარია, პატარა და განიერი, პოზიტიური და საყვარელი :)


ზღაპარი კარგ ადამიანებზე
(კლასიკური შემთხვევა)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და მაგალითად იქნებოდა ორი ღმერთი უკეთესი, ან სამი.. ხოდა კაკრას ესეიგი სამი კარგი ადამიანი ზის სამზარეულოში, თან ისე რო უკვე აი ძალიან კარგები არიან. სხედან და მდორედ საუბრობენ გერმანელი რეჟისორის Fასბინდერის ფილმზე, რომელსაც რა ქვია არავის ახსოვს, მარა რატომღაც დიდი სურვილი აქვთ რო გაიხსენონ. პა ხოდუ ჩნდება სხვა დამახასიათებელი თემები და ზოგიერთი ანეკდოტი, ჩართულია მუსიკა და ვირტუალური დირიჟაბლები დაფრინავენ ჰაერში. მოკლედ, ჩვეულებრივი კარგი საღამოა კარგ და მშვიდ კამპანიაში.

ამ დროს ვიღაცა რეკავს. ბაითის დიასახლისი იღებს ყურმილს და დიდხანს უსმენს, რას ეტყვიან. მერე დებს უკან და ქმარს ეუბნება: ისევ ვიღაცამ დაგირეკა, ვაბშე აზრზე რო არა ვარ ვინ, მარა როგორც კი ესმის ჩემი ხმა, ეგრევე კიდებს ყურმილსო. ქმარი კიდე ეუბნება: რატო ვითომ მაინცდამაინც მე? იქნება და შენ გირეკავენ და როგორც კი ესმით შენი ხმა ეგრევე კიდებენ ყურმილსო? დიასახლისს ეს ფრაზა ღრმად აფიქრებს, ცდილობს კონცენტრირებას და ეკიდება ასე 5 წუთით; ამ დროს კი ისევ რეკავენ. ამჯერად ქმარი იღებს ყურმილს და იწყებს ვიღაცასთან საუბარს; მარა მესამედაც ისმის ზარი და ყველანი როგორც იქნა მოდიან აზრზე რო თურმე კარზე რეკავენ, თანაც უკვე ძალიან ნაგლად და ნასტირნად.

დიასახლისი ცოტა ფითრდება და ამბობს: ტაკს. ჩვენ არავის ველოდებითო. ქმარი და სტუმარი უცებ აღებენ ფანჯარას გარეთ ყრიან საფერფლის მთელ შიგთავსს. აქვე იასნდება რო სტუმარს თან კიდე ერთი შეკეთებული სიგარეტი აქვს და რა უყონ? გადაგდება ცოდოა, ბინაში რო დამალონ კიდე - ფაქტია. ერთადერთი სწორი გადაწყვეტლებაა რო მოწიონ მაგის დედაც. რო მტრებს არ დარჩეთ და სპორტულ ტემპში შუსტრად ეწევიან კიდეც.

იმ მოსაწევს კი, უნდა ითქვას დასაწუნი არაფერი ქონდა. ეგრევე მხიარულდებიან და იწყებენ ხმამაღლა სიცილს, იმაზე თუ როგორ ავარდნენ რაღაც სულელური ზარის გამო, რომელიც სინამდვილეში შეიძლება რო არც კი ყოფილა. ანდა, შეიძლება იყო კიდეც, მარა რა მნიშვნელობა აქვს? მენტებმა ხო არ იციან რო აქ ვიღაც არის, შეიძლება იფიქრონ რო უკვე აღარავინაც არაა. ნუ, იდგებიან ცოტა ხანს და წავლენ ისევ თავიანთ კანტორაში არყის ჩასაცეცხლად და იმაზე საბაზროდ რო რა სახიფათო და ძნელია. ანდა, შეიძლება არც უფიქრიათ ვინმეს დაჭერა, პროსტა ისე დარეკეს, ვრედნობის პონტში, რო ნარკამანებს ხასიათი გაუფუჭონ. მარა არაფერი გამოუვიდათ! არა გვაქ ისეთი მკვდარი ხასიათი რო ადგე და გააფუჭო! და ღირსეულად რო ვუპასუხოთ,  ეხლა უნდა ავდგეთ და დავრეკოთ პირდაპირ პატრულში: სალამი, ძამიკოებო, დაისვენეთ - ჩვენ დღეს გალიაკი გვაქ! ანდა არა, არ ღირს, რამე არ გავიჩალიჩოთ, თორე მართლა რო მოვიდნენ შესამოწმებლად მერე?.. ხო. თან კიდე სუბოტექსიც რო გამოაყოლონ, რა ვქნათ?... ჯობია სახანძროში დავრეკოთ, ანდა ვაბშე უკეთესი, ნოლ-ცხრაში და ვიკითხოთ ბოლო-ბოლო როდის დაიწყება აგვისტო. თორე სულ ნოემბერი და ნოემბერი ამოვიდა ყელში, აგვისტო კი არა ჩანს. ასეთი ამბებია: საქართველო - ნოემბრის სამშობლო. თუმცა, ნუ, არც ნოემბერშია ცუდი მამენტ: ნადირობა, თევზაობა, რევოლუცია და კიდე ათასი გასართობები იჩითება.

მარა აქ ჩნდება კითხვა: იქნებ მენტები არც ყოფილან? კარზე ვინც რეკავდა. იქნება ეს რაღაც დიდი და საინტერესო იყო, რამაც დღეს მათ გარეშე ჩაიარა მათივე სულელური იზმენების გამო? მარა ეხლა რაღას გაარკვევ, როცა იმან უკვე ჩაიარა და წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება. მით უმეტეს, რო მაგრა ტეხავს ეხლა ადგომა და ნახვა რა იყო სინამდვილეში, თუმცა მეორეს მხრივ ცნობისმოყვარეობა ტანჯავთ. და აი, დიდი ძალისხმევის მერე ოჯახის უფროსი დგება და აღებს კარს.

კარს იქით კი დგას ორი კარგი ადამიანი და მშვიდად საუბრობს რაღაც თემაზე. სახლის პატრონის დანახვაზე ცოტა ცოცხლდებიან და ამბობენ: უი! შალიკო, ხო არ გახსოვს Fასბინდერის იმ ფილმს რა ქვია სქელ ინდიელზე როა და ბანდერასიც რო თამაშობსო? ამ დროს პატრონს ახსენდება, რო ფილმს ქვია არაჩვეულებრივი გამოფენა, მარა ტარანტინო აქ არაფერ შუაშია. ერთადერთი გასარკვევი დარჩა კარზე მაგათ დარეკეს თუ არა, მარა კარგი ადამიანები უკვე ძალიან კეთილები და კარგები არიან და ვერ იხსენებენ. ნიტო დარეკეს, ნიტო ჯერ არ დაურეკავთ, მარა აი პატრული არ უნახავთ ცვეტში. ამ დროს კაკრას ჩაიდანიც ადუღდა და ყველანი მიდიან ჩაის სასმელად.

4 comments:

CheshireCat said...

^^ მაგარია

Tak:) said...

GOOD, GOOD!!! ai marto me 4 abzaci rom iyos mteli zgapari, an metsac getyvi, marto 09 shi darekvis istoria rom iyos mteli zgapari...dzalianac sakmarisi ikneboda, gasagebic da dzalianac magaric:) ara, mtlianobashic kargia rogorc aris da ra pozashic aris:) ubralod...grdzeli sityva mokled itkmiso xom gagigia? :) egaa ra!

მიჩინიო said...

მადლობა, დიმას ვეტყვი და ითვალისწინებს ალბათ :)

Anonymous said...

"გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის" ამ ზღაპრებს არ მიესადაგება :) ეს ხომ რასტამანული ზღაპრებია :) შედეგად შინაარსიც, თხრობის სტილიც, და ზღაპრის history line–იც რასტამანულია :))) როგორ შეიძლება ის ერთი აბზაცით იყოს შემოფარგლული? :)