Friday, November 14, 2008

ზღაპარი ერთნაირ ადამიანებზე


მოგესალმებით, დებო და ძმებო!

მომიტევეთ, ამდენი ხანი რომ არაფერი დამიწერია, ინტერნეტი არ მქონდა და ნუ, მოკლედ ხო აზრზე ხართ? სამაგიეროდ, ეხლა გრძელი და ძალიან მაგარი ზღაპარი იქნება, თუმცა ჩემი ყველაზე ყველაზე საყვარელი ჯერ კიდევ წინაა. მარა უახლოვდებით უკვე :D






ერთნაირ ადამიანებზე


იტოგში, ზის ყვითელ ჰოლანდიურ ავტობუსში ახალგაზრდა რასტამანი ვახო. აი, იმენნა ისეთია - ოც-სანტიმეტრიანი დრედები, შუქნიშნისფერი ბერეტკა, მაიკაზე პლანის ფოთოლი, შარვალი - ტრაკზე სამჯერ დიდი, ბოტასები უთოებივით აქვს, უფართოესი ფლუროსცენტული სალათისფერი შნურებით. და ზის მაგარი კონცენტრირებული, მობილიზებული, სახეზე არანაირი გამომეტყველება, მზერა ფანჯარაში, იშიფრება მოკლედ.

სარკმელში კი მიცურავს ბუნდოვანი, სასიამოვნო პეიზაჟი, მაგარი არაკონკრეტული და გაურკვეველი, მარა რასტამან ვახოს უჩნდება კონკრეტული და ვაბშე არასასიამოვნო ეჭვები. ხან ფიქრობს, რო ავტობუსის ნომერი შეეშალა და მიდის ეხლა ვაბშე ღმერთმა იცის სად; მერე უცებ ცხადი ხდება, რო ყველაფერი სწორია; მარა მერე უცებ, ოპა! და ისევ გაურკვევლობა. და აი უკვე ფიქრობს, რო ვიღაცას უნდა კითხოს, რა ნომერ ავტობუსში ზის; მერე ხვდება, რო მგზავრებისთვის კითხვა არ შეიძლება, იმიტორო ეგრევე დაწვავენ რო მაგარი მოწეულია და უცებ აზრზე მოდის რაც უნდა ქნას.

ანუ, საჭიროა რო გაჩერებაზე უცებ ჩამოხტეს ავტობუსიდან, შუსტრად შეხედოს ნომერს და ისევ სწრაფადვე დაბრუნდეს. და აი, გაჩერებაზე სწრაფად ჩამოდის ავტობუსიდან, უყურებს ნომერს, ხტება ისევ უკან, ჯდება თავის ადგილზე და პახოდუ ხვდება, რო ნომერი ნიტოშტო ვერ დაიმახსოვრა, დაჟე ნარმალნად არც დაუნახავს. და ისევ გაურკვეველია რა ავტობუსია ეს ვაბშე და სად მიდის.

კაროჩე, შემდეგ გაჩერებაზე ისევ ჩამოდის, იასნია შუსტრად, უყურებს ნომერს, იმეორებს გულში, მირბის უკან კარებისკენ, ფეხს კრავს რაღაცას, ნომერი ავიწყდება, ბრუნდება უკან რო ნახოს ისევ და ხედავს რო ნომერი ნელ-ნელა შორდება. ავტობუსთან ერთად. ნიტო მძღოლს მობეზრდა ლოდინი, ნიტო პროსტა რასტამანები არ ევასება, მარა ნუ აი ადგა და წავიდა. არადა გვიანია, თითქმის შუაღამე.

დგას ვახო გაჩერებაზე, იხედება გარშემო და უცებ ხვდება, რო აქ ტყუილად არ ჩამოსულა. იმენნა აქ უნდა ჩამოსულიყო კაკრას! ეს ხო მისი მშობლიური გაჩერებაა, ყველა ნიშნით ეგაა! დიდება ჯას! - ფიქრობს ვახო. - აი სახლში ვარ თითქმისო.

მიდის სახლისკენ, ოღონდ გარშემო ყველაფერი რაღაც მაინც ისე არაა. მარა ვახო იზმენებს უკვე აღარ იკიდებს, იმიტორო კაი პლანის მერე ყველაფერი ისედაც აღარაა ისე, ეგ ნორმალურია. რეკავს ზარს და კარებს უღებს მამა, ისიც ცოტა ისეთი არა. ოთახში ზის დედა, ტელევიზორს უყურებს, და ისიც ცოტა არ იყოს მთლად ისეთი ვერაა, იმიტორო ორივემ დღეს კარაგად მოწიეს, მარა შვილს არაფერს ეუბნებიან, იშიფრებიან ესენიც. მარტო ამბობენ, რო ვახშამი მაცივარშია, თვითონ კი ტელევიზორს ვერ აშორებენ თვალს, ძაან მაგარი ტელევიზორია ცვეტში!

რასტამანმა მსუყედ ივახშმა, შეძვრა თავის ოთახში, დაეგდო და გაითიშა. და ესიზმრება ფერადი სირობები, თვითონ კიდე სიზმარში ამ სირობებს უღიმის დ არ იცი, რომ სადღაც მასთან ახლოს, პაჩწი მეორე გაჩერებაზე ცხოვრობს მისი ძალიან მსგავსი რასტამანი, და ქვია იმასაც ვახო, ისიც თვრამეტნახევარი წლისაა, მისი დრედებიც ოცსანტიმეტრიანია და იგივე ფერის მაიკაზეც იგივე ჯადოსნური ფოთოლი ახატია, ბოტასებზეც ისეთვე ფართო, სალათისფერი შნურები აქვს და ზუსტად ისევე ანათებენ ულტრაიისფრად. ანუ ტიპები ისეთი ერთნაირები არიან რო, გვერდიგვერდ რო დააყენო მშობელი დედა ვერ გაარჩევს.

რაზე ვამბობ ეხლა ამას? რაზე და იმაზე, რო რასტამანი ვახო სინამდვილეში თავის გაჩერებაზე კი არ ჩამოვიდა და თავის სახლში კი არ მივიდა, სინამდვილეში იმ მეორე რასტამანი ვახოს მშობლებთანაა. რაღაც იკი შენიშნა თვალის კუთხით, მარა იფიქრა რო პროსტა ამ მიმართულებით მიყავს ბოლს, არ გაყვა და აი ძინავს თავისთვის მშვიდად.
ამ დროს კი ვახოს ნამდვილი მშობლები, რომლებიც, სხვათა შორის, არც დაბოლილან და ვაბშე არ ეწევიან, ისთი მკაცრი  დედ-მამა, მოღუშული, შეწუხებული სახეებით განიხილავენ ოჯახური პედაგოგიკის პრობლემებს. იმიტომ, რომ უკვე ღამის თორმეტი საათია, შვილი კიდე არ ჯერ მოსულა, ტელეფონს არ პასუხობს, ეს პირველი შემთხვევა უკვე არაა და რაღაც ზომებია მოკლედ მისაღები.

არადა ჯობდა მოეწიათ, ღმერთმანი! აი, მეორე ვახოს მშობლები ეწევიან და იმათ ყველაფერი კარგად აქვთ, შვილიც დროზე  მიდის სახლში და თორმეტ საათზე უკვე ძინავს. ღამის პირველზე კი დაჟე მეორე ვახოც მიდის სახლში და ხედავს ვეშოლკაზე თავის რასტამანულ ქუდს, იატაკზე კი თავისივე ბოტასებია, სალათისფერი შნურებით. სკამზე მაიკაც თავისივე დევს, პლანის ფოთლით, საწოლში კი ისეთ პონტში თვითონვე წევს, მარა სინამდვილეში ხო არ წევს და ვაბშე მაგარ გაურკვევლობაშია. ხმაურის ატეხვა არ უნდა, მშობლებმა რომ არ დაწვან დაბოლილი როა. და აი, ჩუმად გამოდის სადარბაზოში და ფიქრობს შექმნილ სიტუაციაზე.

სადარბაზო კი ახალი შეღებილია, ჯერ არაფერი დაუხატავთ ზედ და ერთი-ერთზე გავს ათი ათას სხვა სადარბაზოს. ანუ, რო გააიასნო შენი სადარბაზოა თუ არა უნდა გამოხვიდე ქუჩაში და სახლის ნომერს შეხედო. ქუჩაში კი ბნელა, ნომერი საღებავითაა მიხატული და რამდენიც გინდა იხტუნავე ზაჟიგალკით, მაინც არაფერი ჩანს. ანუ, გამოსავალი მხოლოდ ერთია: გაჩერებაზე დაბრუნება და მთელ გზის ახლიდან გავლა, რო უეჭველი მოხვდეს სახლში.

ამ დროს, იმ ვახოს მშობლები, რომელსაც ეხლა მეორე ვახოსთან ძინავს, უკვე მაგარს ნერვიულობენ. შვილის ტელეფონი გამორთულია, ამიტო იწყებენ მეგობრებთან რეკვას. პირველ რიგში ლევანისთან, რომელიც წიპა ბავშვობის მეგობარია და წესით უნდა იცოდეს.
მარა არ იციან, რო ლევანი სინამდვილეში განთქმული ბუთხუზა-ფსიხოდელიკია, უბნის მთავარი  შულგინომცოდნე და შულგინომცოხნი. იმ საღამოს კაკრას ერთი მარკა აქვს გადაყლაპული, ორმოცი წუთია უკვე გასული და თითქოს უკვე იწყებს მოსვლას, მარა რაღაც არაკონკრეტულად. ანუ, განათებამ ცალსახად მოიმატა და კედლებიც ცოტ-ცოტას ყანყალებენ, მარა მზერის დაფოკუსება და კედლები ისევ სწორდება, სინალთეც ჩვეულებრივადაა, თავშიც ყველაფერი ადგილზეა. საკმარისია ფოკუსის დაკარგვა და ყველფერი ისევ ბრუნდება და ნათდება. აი ამ დროს კაკრას რეკავს ტელეფონი და იწყება ახალი თავგადასავალი.

ანუ ვზროსლი დეიდაა. სახელს არც ამბობს და ეკითხება: ლევან, ვახო შენთანააო?
მარა ლევანას საერთოდ არ უნდა ვახოზე საუბარი. ლევანა იმ წუთში მიხვდა ბევრად უფრო დიდ და გლობალურ რამეს: რო, კატას ულვაშები მარტო გარედან არა აქვს, ულვაშები შიგნიდანაცაა და საერთოდ სულ ულვაშებია მარტო და მთელი სამყაროც ულვაშებისგან შედგება, უფრო სწორად ჰოლოგრაფიული სუპერსიმებისგან, ამაზე ვიღაცას მგონი დაჟე დაწერილიც აქვს რაღაც სტრაშნი ტერმინებით, რომლებიც ვაბშე რა საჭიროა ხუი ევო ზნაეტ, იმიტრო ყველაფერი შეუიარაღებელი თვალით ისედაც ჩანს! ეს ულვაშებიანი სტრუქტურა იხსნება და იშლება უწვრილეს დეტალებში, ჩანს თითოეული ულვაში და გასაგებია რატომ არის იქ და როგორ უნდა გაიზარდოს და იმოძრაოს ამ სამყაროში. აი, ასეთი თემაა იტოგში და ლევანაც ამ ყველაფერს უწყვეტი ნაკადით უყვება ტელეფონის ყურმილში ვიღაც უცხო დეიდას. და პა ხოდუ ნელ-ნელა ხვდება, ვინაა ეგ დეიდა, ვინაა ვახო და რა სირობა ქნა თვითონ ამ წუთში.

ანუ, ლევანა ხვდება, რო ეხლა სახლში დაადგებიან რასტამანი ვახოს მშობლები და ეს ისეთი მოშნი ბედ-ტრპი იქნება, როგორიც ნუცუბიძისეული სალვიას მერე არ ყოფილა! და შუსტრად მოტყდომაა საჭირო ბაითიდან, და კატაც უნდა წაიყვანოს იმიტორო იმასაც აჭამა ცოტა მჟავე კარდონი და ეგეთი ბედისთვის ცოდოა ისიც. ლევანა იჭერს კატას, სვამს ჩანთაში, იცმევს ტანზე და სწრაფი ნაბიჯით მიდის სადმე შორს სახლისგან.

სადღაც, უკვე გაუგებარი როა სად, ლევანა ხვდება, რო კატას უნდა აუხსნას ხველაფერი, იზმენა რო არ აიკიდოს. ჯდება სადღაც სკამზე, ხსნის ჩანთას.. ჩანთა კი უკვე გახსნილია და არც კატაა შიგ! აი სად დაენძრა.. მაშინ ლევანა იწყებს ყველგან ძებნას, ფისო-ფისო, ფისო-ფისო და უცებ სადღაც ბუჩქებიდან ესმის საწყალი კნავილი, მარა არავინ ჩანს. და აი ძვრება ლევანა ბუჩქებში, რაღაც ბალახებში, გამოყავს კატა, ყველაფერს უხსნის, ისევ მალავს ჩანთაში და გამოდის გზაზე. და ხედავს, მისკენ მოცურავს კაკრას ის რასტამანი ვახო, ვის გამოცაა მთელი ეს ამბები.

ლევანა ეუბნება: ვახუშტი, აქ რას აკეთებ? მშობლება მთელი უბანი გადაქექეს შენ ძებნაშიო! ვახო კი პასუხობს: ხო, მე კი ვარ ვახო. მარა შენ ვინა ხარო?!

აი შეკითხვაც ამას ქვია! მჟაურ ტრიპზე ასეთი კითხვებზე პასუხის გაცემა.. იტოგში შეიძლება ისეთი რამე უპასუხო, სამი წელი შენ თვითონ ვერ გაერვევი მერე. მარა ლევანა ახალგაზრდა კია, მარა უკვე კაი გამოცდილი ფსიხონავტია, ამიტო პასუხობს მარტივად და გასაგებად: ეხლა მაცვია ბუთხუზა-ფსიხოდელიკის ფეხსაცმელი, ბუთხუხზა-ფსიხოდელიკის შარვალი, ბუთხუხზა-ფსიხოდელიკის მაიკა და ბუთხუხზა-ფსიხოდელიკის მობილური მაქ. ზნაჩიტ ვარ კიდეც ბუთხუხზა-ფსიხოდელიკი უეჭველადო. შენ კიდე ვახო რასტამანი ხარ, მე და შენ სკოლაში ერთად ვსწავლობდით, ჩემ ტელეფონში შენი ნომერი წერია და აი ეხლა დაგირეკავო.

მართლაც, იღებს მობილურს და რეკავს. იასნია რო რასტამანი ვახოს მობილური არ რეკავს, სამაგიეროდ ვახო რასტამანი იღებს ტელეფონს და პასუხობს: ლევან, შიგ ხო არა გაქ, ღამის ორ საათზე რა პონტი მირეკავო?

ლევანა უყურებს ერთ ვახოს, უსმენს მეორეს და ხვდება, რო თავი ორად ეხლიჩება, იმიტორო ერთ თავში ეს ყველაფერი ვეღარ ეტევა. თავზე იწყობს ხელებს, ჯდება ტროტუარზე და აძლევს ტელეფონს ერთ ვახო რასტმანს, რო მეორე ვახო რასტამანს დაელაპარაკოს და ბოლო-ბოლო შეიკრას რეალობის ეს აბურდული კონტური.

რასტამანი ვახო კი ეუბნება ვახო რასტამანს: ეს შენი მეგობარი გირეკავდა ეხლაო? ვახო პასუხობს: ხო, რა არიო რო? მაშინ ეს ვახო ეუბნება: შველა ჭირდება, იმიტორო დაკარგულია ვაბშე მაგარიო. მეორე ვახო ეუბნება: სადა ხართ თქვენო? ეს ვახო პასუხობს: ელექტრონიკის ქვემოთ, ბუკიას ბაღშიო. ვახო, სახლში რომელიცაა ამბობს: ბაზარი არაა, აქვე ვარ მეც და ეხლავე გამოვალო. ვახო, რომელიც სახლში არაა ეკითხება: როგორ გიცნოო? ვახო, სახლში როა კიდე: ისა.. ვერ შეგეშლები ვერავისში. მაიკა მეცმება პლანის ფოთლის ნახატით, წითელ-ყვითელ-მწვანე ნაქსოვი ქუდი და მანათობელ-შნურებიანი ბოტასებიო.

ამ და აი ამ დროს რასტამანი ვახო, ელექტრონიკის ქვემოთ, ბაღში რომელიცაა, რაღაცის მიხვედრას იწყებს ბუნდოვნად. და ეკითხება ვახოს, რომელიც სახლშია: შნურები სალათისფერიაო, ხო? ვახო, სახლში რომელიცაა ეუბნება რო კი, სალათისფერიაო. და პასუხად ესმის: ეე, ეხლა შენ ჩემთან სახლში გძინავს, უტვინო შენაო.

ვახო პასუხობს: უტვინო შენ თვითონა ხარ, ჩემს სახლში ვარ ეხლაო. ის ვახო კი ეუბნება, სახლში თუ ხარ აბა შენი სახლის ნომერზე დარეკეო.

ვახო, სახლში რომელიცაა, ვერაფერს ხვდება, მარა მაინც რეკავს სახლის ტელეფონზე. გრძელი გუდოკებია, მარა ზარის ხმა არ ისმის. მაშინ დგება და მიდის შესამოწმებლად, რა ჭირს ტელეფონს. ტელეფონს კი რაღაც მართლა ჭირს - ადრე კნოპკებიანი იყო, ეხლა დისკიანია! და საერთოდაც მთელი სახლიც, კარგად რო დააკვირდე..

ურეკავს მოკლედ ლევანას ტელეფონზე და კითხულობს: ის ტიპი სადაა, ეხლა რო ველაპარაკეო? ბუთხუზა-ფსიხოდელიკი პასუხობს: ხუშტა, ძმაო, დღეს ვაბშე ვერაფერს ვხვდები. აი ეხლახანს შენს მშობლებთან ერთად სახლში წავიდაო.

ვახო ეუბნება: ლევან, შენ ვაბშე როგორა ხარო? ლევანა პასუხობს: თითქმის კარგად ვარ, არ იდარდო. სახლამდე მივაღწევ. შენ კიდე გავარდი დროზე იმ კაცს უშველე, იმიტორო შენები გაცოფებულები არიან, სულს ისე ამოუკორტნიან, ვერავინ გაიგებსო.

არა, ნუ, სინამდვილეში არც მასე შავ-ბნელად იყო საქმე, მარა ვახო ქაქში იყო ნაღდად. სინამდვილეში, მოვარდნენ გადარეული მშობლები, ეცნენ ვახოს ორივე ხელში და წაათრიეს სახლში. ის არ ემორჩილება და ყვირის: გამიშვით ხელი, თქვენი შვილი არა ვარო! ისინი კიდე: აი, გაჩვენებთ ეხლა ვისი შვილიც ხარ! ორივენი ისეთი წითლები არიან, სიბნელეშიც კი ჩანს. და აი, აყავთ რასტამანი თავის სართულზე, მარა კარი არ იღება! მამა იწყებს გასაღებით წვალებას, დედა რაღაც ჭკვიანურს ურჩევს, მამა რაღაცას უხეშად პასუხობს, ეს კიდე ვალში არ რჩება, მამა სთავაზობს მოკეტოს, დედა არ აპირებს მოკეტვას, მამა ცოფდება და ისეთი დიალოგი იწყება მათ შორის, რო ყველაფერი დანარჩენი წუთით აზრს კარგავს.

ამ დროს რასტამანი ვახო მიდის მეორე რასტამანის გადასარჩენად, რომელიც მისმა გაგიჯებულმა მშობლემა წაათრიეს, მირბის სახლში, მარა შინ არავინაა! ანუ, დაჟე მშობლებიც არ არიან! რეკავს ბუთხუზა-ფსიხოდელიკთან, მარა ლევანა ვერაფერს ხსნის: უკვე სახლშია, მხიარულად არაადეკვატური, რაღაცას ბოდავს კატებზე, და რასაც ეკითხებიან, ვერაფერზე პასუხობს. ხარაშო, ფიქრობს რასტამანი ვახო, ხვალ გავიღვიძებ და გავერკვევი ყველაფერშიო. და თხუთმეტ წუთში უკვე ღრმად ძინავს.

ამ დროს მეორე რასტმანი სახლში დაბრუნდა. როცა მშობლები სკანდალში ჩაერთნენ  და გაერთნენ, ჩუმად გამოეპარა კიბეებზე და შუსტრად გაიქცა პადიეზდისგან შორს! უნდა ითქვას, რომ კაკრას დროზე გაასწრო, იმიტორო ორ წუთში მოვარდა პატრული და ორივე სკანდალისტი წააბრძანა. უკვე განყოფილებაში აუხსნეს, რო ეს სულაც არ იყო მათი ბინა და ვაბშე ვიღაც უცხო ბებიას კარს ამტვრევდნენ თურმე, რომელსაც, იასნია ძალიან შეეშინდა და პატრულს დაურეკა. მშობლები შოკში არიან, პირელად უწევთ განყოფილებაში ღამის გათენება. მარტო დილას გამოუშვეს, შვილს კი სახლში ძინავს და არც გააღვიძეს და არც არაფერი უთქვამთ. თვითონაც მაგრები არიან რა.

ლევანა კი იმ ღამეს ცოტა ხანი ტროტუარზე იჯდა, მერე აკრიფა საკუთარი თავი და გაუყვა სახლისკენ. მიდის, კატას უშვებს ჩანთიდან. ის იწყებს ბინის ყნოსვას და უცებ დივანის ქვემოდან: შშშშშშშ! იქ კი ზის ბუთხუზა-ფდიხოდელიკის ნამდვილი კატა, რომელიც ჩანთითან ჯერ კიდე მაშინ გადმოხტა, როცა ლევანა გადიოდა და გლუკებს დივანის ქვეშ დაემალა.

კატები მერე იასნია დამეგობრდმემნ და გაუხდა ლევანას ორი ერთნაირი კატა. მერე გაიასნდა რო ახალი კატა მამრობითი სქესისაა, ან ის ძველი იყო მამრი და ახალი მდედრი.. იტოგში, არაა ბოლომდე გარკვეული რა და ვინ იყო თავიდან და მერე ვინ და როგორ მოკლედ. ფაქტია, სხვადასხვა სქესის აღმოჩნდნენ და გაირკვა, რო შუძლიათ ბევრი მხიარული და პროდუქტიული ქმედებების განხორციელება.

ხო. რასტამანმა ვახოებმა მის მერე გაიგეს რო ორნი არიან და სულ აპირებდნენ ერთმანეთის ნახვას, მარა ბოლომდე ვერ დააპირეს. ერთმანეთი გაიცნეს მხოლოდ ერთი წლის მერე, ლაგოდეხში, რაც პრინპინპში ხშირად ხდება ხოლმე.

4 comments:

Anonymous said...

:up:

:love:

:fanis smaili :

მიჩინიო said...

:modestsmile: :)

CheshireCat said...

ia trebuiu prodoljenia banketa :yes:

Toma said...

:)

საინტერესო ბლოგი გაქვს ამიტომ ჩემ ბლოგთა სიაში დაგამატე :)