Sunday, October 19, 2008

მწერალი და თვითმკვლელობა

ორიგინალი აქ: http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=5&smenu1=4&inctext=11

მიდის ერთხელ მწერალთან თავითმკვლელობა და ეუბნება: მოდი, თავი მოვიკლათო! მწერალი რო დაიძახებს: ვააააა! მაგარი აზრია! - და ეგრევე ხტება ფანჯარაში, მეცხრე სართულიდან, თავით ასფალტზე - და კვდება. აი, ასეთი მწერალია.

მაშინ თვითმკვლელობა მიდის სხვა მწერალთან და ეუბნება: მოდი, თავი მოვიკლათო? ის მწერალი ეუბნება: მაიცა, აი ეხლა ამ სტრიქონს მოვრჩები და ეგრევე მოვიკლათო. მოკლედ, ამთავრებს სტრიქონს, მერე აძრობს იარაღს - და რო დაიხალა იქვე შუბლში.. ეგრევე დაიბრიდა და გახდა უცებ ძალიან ცნობილი და სასარგებლო.

მაშინ თვითმკვლელობა მიდის კიდე ერთ მწერალთან და ეუბნება: მოდი, თავი მოვიკლათო. ეს მწერალი ჯერ დაფიქრდა: არა, ამ ცხოვრებაში სიკვდილი ახალი რამე არაა, მარა მეორეს მხრივ სიცოცხლეც... - მოკლედ ხო აზრზე ხართ? თავი ამანაც მოიკლა, თანაც განა კაი გაგებით, არა იმენნა რეალურად მოიკლა. მოკვდა რა.

მაშინ თვითმკვლელობა მიდის საერთოდ სხვა მწერალთან და ეუბნება: მოდი თავი მოვიკლათო. საერთოდ სხვა მწერალი ამბობს: არა, რად გვინდა თავის მოკვლა, ჯობია პროსტა მოვწიოთო. თვითმკვლელობა ეუბნება: პროსტა არ გამოდის. დღეს ისეთი მოსაწევი მაქ, რო აი თითო ნაფაზი - და ეგრევე ვიბრიდებით. მწერალი ეუბნება: ნუ, რახან ეგეთია, ზნაჩიტ ბედი ყოფილა. მომკალი, თვითმკვლელობავ!

და ამ სიტყვებით რთავს კომპიუტერს და აწყობს ბურბულატორს. თვითმკველოლბა იღებს თავის მოსაწევს და აი, თითო ნაფაზი დაარტყეს და მწერალი ამბობს: მოდი კიდე თითოც. რაღაც, ვერ დავამუღამეო. თვითმკვლელობა კიდე ეუბნება: შენა, ძმაო უკვე გაგუდული ხარ! პროსტა ჯერ ვერა ხვდები, მაიცა ცოტა ხანიო. მწერალი აბობს: კაი, დავიცადოთო.

ხოდა აი, სხედან, იცდიან.. ანდა, კი არ იცდიან, პროსტა ჩუმად არიან თავის ფიქრებში განმარტოებულები, მუსიკას უსმენენ, ან რაღაც მასეთი. მუსიკა კიდე, სხვათა შორის მაგარი ნაგავი აქვთ - ლელა წურწუმიაა რადიოში. მარა დღეს ჩვეულებრივად პოპსად კი არ მღერის, არამედ რაღაც ღრმად, რბილად, თბილად, კეთილად, მხნედ და ნაღდად აზრიანად. აი, ასე მაგრად მღერის დღეს ლელა დეიდა. რადიოში. მარა, აი იმღერა იტოგში და მერე რეკლამა წავიდა, და აი ამ დროს მწერალი ამბობს: იცი, რაა? თვითმკვლელობა პასუხობს: ბაზარი არაა. და კიდე იღებს პლანს და იასნია რო ეწევიან.

რეკლამა ამასობაში უფრო და უფრო ცხოველდება და რაღაც ისეთი ისმის მასში, რასაც ვერც ზღაპარი, ვერც ლექსი, ვერც კალმით, ვერც ნაჯახით, კაროჩე ვერაფრით მოკლედ! მწერალმა დაარტყა ნაფაზი და ამბობს: აი რეკლამა მესმისო! მუუუჰაჰა! თვითმკვლელობამაც მოწია, ზა კამპანიუ და სცადა რეკლამას ჩაწვდომოდა, მარა. ნუ, ყველას არ უწერია რეკლამაში ჩაწვდომა: იქ ზოგჯერ ისეთი თემები ამოტივტივდება, რო თითქოს ძალიან მარტივი, მარა აბა მიდი და ჩაწვდი! მაგრად ეშმაკურადაა იქ ყველაფერი, ბევრი სიტყვები და ყველა სასაცილო, მარა თუ ჩაუღრმავდები, აღმოაჩენ რო ყველაფერი პირდაპირ მნიშვნელობით არაა, ათასი დაფარული აზრია და ჩვენთვის ყველა ძალიან სამწუხარო. კაროჩე, შენა, მწერალი! გამორთავდე მაგ რადიოს ჯობია და ჩაგერთო რამე პოზიტიური, თორე ამ რეკლამას გამოვყავარო!

მწერალი ეუბნება: ეს რეკლამა არაა. უკვე ახალი ამბებია დაწყებული, მარა პრინციპში არაა ეგ მთავარი. ჩვენ ეხლა კიდე მოვწევთ მოვძებნით რაიმე კაი დისკს. აი შენ, თვითმკვლელობავ, რისი მოსმენა გაგისწორდება? და ამ შეკითხვაზე თვითმკვლელობას იმენნა ენძრევა, იმიტორო ასეთი შეკითხვით.. კაროჩე, ასეთი ცვეტში მაგარი აბსტრაქტული შეკითხვა, როცა თავში ორი-სამი ათასი ფერადი სიტყვა ტრიალებს და იმათგან რაღაც სახელი უნდა შეადგინო, ისინი კიდე ნაბიჭვრები ორზე მეტი არ იკრიბებიან, იცინიან უშნოდ და სხვადასხა მხარეს გარბიან, ბნელ კუნჭულებში.

ამასობაში, მწერალი კიდე ამატებს მოსაწევს, თან რადიოში ისევ რაღაც მუსიკაა, თანაც კაკრას სიტუაციის პონტში, რაღაცაა პატარა გოგოებზე, ისეთი სულიერი, ამაღლებული, რო ტირილი გინდება. ხოდა, თვითმკვლელობა, თვალზე ცრემლით, ისევ ეწევა ბურბულატორიდან, ჯდება სკამზე და მერე როგორც ბამბის ქულა ისეა. ანუ, იატაკი ტრიალებს, კედლები ადგილებს იცვლიან და სადღაც შორიდან ისმის მწერლის მარტოსული ხმა: კარგად ვსხედვართ. მარა ტეხავს რო ჯერ არ მოგვიწევიაო..

თვითმკვლელობა ეუბნება: რაღა მოწევა გინდა? ისედაც ნაგავში ხარ გადასაგდებიო! მწერალი პასუხობს: არა! მე ადეკვატური ვარ! მაშინ თვითმკვლელობა უსვამს კითხვას შესამოწმებლად: რამდენი იქნება შვიდჯერ რვა? მწერალი ეკითხება: რაში გაინტერესებსო?თვითმკვლელობა პასუხობს: მაინტერესებს! რო შეგამოწმო ადეკვატურობაზეო. მწერალი ეუბნება, რო თუ შემსამოწმებლად, მაშინ ორმოცდარვააო. და თვითმკვლელობა, შინაგანად კი ეთანხმება, მარა სადღაც, როგორღაც ხვდება, რო მწერალმა მოატყუა, მარა აზრზე ვერ მოდის სად და როგორ. ნუ, არა, პასუხი თითქოს კია სწორი - მარა თან მწერალი ნუ აშკარად არაადეკვატურია და ეს უნდა დაუმტკიცოს.

მაშინ თვითმკვლელობა ეკითხება: აი, მაგალითად, ვინ დაწერა?... მგზავრის წერილები! მწერალი დაუფიქრებლად პასუხობს: ბაში-აჩუკმაო. თვითმკვლელობა ამბობს: არაფერიც! მგზავრის წერილები დაწერა - იმან - ნუ, კაროჩე, წვერებიანმა ტიპმაო. მწერალი კიდე ეუბნება: წვერებიანი ტიპი - მე ვარ. აი ნახე რამხელა წვერი მაქო! და ეგრევე ეფურჩქნება დიდი წვერი და ემსგავსება ოჩოპინტრეს. და ყველაფერი ერთმანეთში უკვე მაგრა აირია, რაღაც ძნელია ამ გაუგებრობაში დაუკავშირო ერთმანეთს ოჩოპინტრე და ბაში-აჩუკი. თუმცა, მეორეს მხრივ არაადეკვატურობა ცხადია.

და აი თვითმკვლელობა უსვამს მესამე შეკითხვას, ყველაზე ძნელს და პროვოკაციულს: მისმინე, წვერებიანო, აი შენ რა გაქვს ვაბშე დაწერილიო? მწერალი, წარბშეუხრელად პასუხობს: რა, არ იციო? თვითმკვლელობა ამბობს: არ ვიციო. მწერალი კიდე: აბა მე, რა ვიცი? მაგიტო კი არა ვარ მწერალი. მე ვ ჟიზნე მწერალი ვარ, მარა ისე კი ოხრად რაღაცა მაქვს დაწერილი. დღეს მაგალითად დავწერე ერთი ისტორია, ქვია “მწერალი და თვითმკვლელობა“, კაროჩე იმაზეა რო მიდის მწერალთან თვითმკვლელობა და ეუბნება: მოდი თავი მოვიკლათო. მწერალი კიდე პასუხობს..

ამაზე რო ატეხა თვითმკვლელობამ ყვირილი: ტყუილია! ეგ შენ არ დაგიწერია, ეგ სინამდვილეში ვქენიო! მწერალი კიდე ეუბნება: ხო რა, კაკრას მაგას ვამბობ რო სინამდვილეში ვქენით. და ვაკეთებთ, და ვიზამთ კიდე, იმედი მაქო. თუ უკვე ფიქრობ  რო ვეღარ ვიზამთო?

თვითმკვლელობა ეგრევე ხვდება ნამიოკს და ამბობს: არა. დღეს უკვე ნაღდად ვეღარ ვიზამ. გამგუდე და მომკალი შენ დღეს უკვე. ამ სიტყვებით ცურდება ხალიჩაზე და.. ნუ, აი ხო იცით, როცა ყველაფერი გესმის, ყველაფერს ხვდები, მარა ლაპარაკი და მოძრაობა უკვე აღარ შეგიძლია. გაითიშა კაროჩე. მწერალი კიდე არტყამს ერთ მსუყე ნაფაზს ისევ, შლის ბურბულატორს, რთავს კომპიუტერს და იწყებს აი ამ ზღაპრის ჩაწერას. იმაზე თუ როგორ აჯობა ერთხელ მწერალმა თვითმკვლელობას. იმიტორო ნამდვილი მწერალი თვითმკვლელობას ყოველთვის აჯობებს. მთავარია იდეოლოგია იყოს დადებითი. შეიძლება საერთოდ იდეოლოგიის გარეშეც, მარა ეგ უკვე ძნელია.

7 comments:

CheshireCat said...

გენიალურია )))
არ ვიცი, მარტო ჩემზე მოქმედებს ასე ანტი–დეპრესანტულად თუ სხვებზეც :D
არადა, ფხიზელი ვარ ))

CheshireCat said...

blogrolled, btw :user: :)

Michinio said...

ჩემი დაკვირვებით მეტ-ნაკლებად ყველაზე მასე მოქმედებს.. ჰმ, Cheshire და ფხიზელი? :D

CheshireCat said...

:givi: და რად მინდა რო, რამის მოწევა :) ფხიზელ თავზეც ვერ ვარ დალაგებული :გივი:

Michinio said...

ნუ ხო, მეც მაგას ვამბობ რო ფხიხელია არა-თქო, მარა მოწევით, დალევით თუ პროსტა სულ მსე, აღარ აქვს მნიშვნელობა :)

CheshireCat said...

ერი ახალ ზღაპრებს მოითხოვს. თორემ შემოგვეპარა დეპრესია :იეს:

Michinio said...

ვიფიქრე, ცოტა დეპრესია არ აწყენს-თქო ერს :) მარა გეყოფათ უკვე..