Monday, October 13, 2008

ზღაპარი პლანის ბუდაზე


ორიგინალი აქ:

შორს-შორს ტიბეტში არის ერთი მთა, რომელი - არ გეტყვით იმიტორო არ ვიცი. არადა კი ღირს იცოდე კაცმა, იმიტორო იმ მთაზე.. არა, ნუ, მაინც არ დაიჯერებთ, არავის ჯერა, მარა ნაღდად არის. კაროჩე, არის პლანის ბუდა. დგას თავისთვის მთის წვერზე, უკვე ათასი წელია დგას, ზემოდან ნაგვითა და თოვლითაა  დაფარული და მაინც არავინ იცის სადაა. ანდა არა! იასნია რო იციან! ლეგენდებია რაღაც: წიპა, არის ტიბეტში  აი ასეთი პლანის ბუდა, სამი ტონა წონით, სულ ტერმაიაძერნი ტიბეტური მაცანით გაკეთებული. მარა საიდან მოვიდა აქ აზრები იყოფა: ერთნი ამბობენ, რო ციდან ჩამოვარდა, სხვები რო იყო ერთი წმინდა ბერი, რომელიც ასი წელი ეწეოდა, ეწეოდა, ეწეოდა და ისე მოიწია რო ეხლა უკვე ბერის მოწევაც შეიძლება. მესამე ვერსია კიდე, ალბათ ყველაზე სწორია (იმიტორო ამ ბოლო დროს დადასტურდა) - აი ასე! მესამე ვერსიას უკავშირებენ ჩვენ ქართველ ამირანს.

მოკლედ ეხლა რა და როგორ იყო. ერთხელ ამირანი წაესპორა ბადრის და უსუპს რო ვინ უფრო ძლიერია. ისპორეს-ისპორეს, დაალურჯეს ერთმანეთი და ხეირი კიდე არაფერი. და აი მიდიან აკადემიკოს ხარაძესთან და ეუბნებიან: მისმინე, ბაბუ, აბა განსაჯე ვინაა ჩვენ შორის ყველაზე ძლიერიო.

აკადემიკოსი პასუხობს: ეგ ნუ ძველ ქართულ ზღაპრებში და მითებში უნდა ჩავიხედოთ, იქ ეწერება უეჭველიო. ხოდა ამოიღეს ზღაპრები, გადაშალეს და წაიკითხეს: ბადრიმ, უსუპმა და ამირანმა ცაში ისროლეს თავიანთი კომბლები. ადრე თუ გვიან ყველა კომბალი უკან ჩამოვარდა, ამირანის კომბალი კიდე არა. ხოდა იმათმაც აღიარეს რო ამირანი ყველაზე ძლიერიაო. 

ამის გაგონებაზე ბადრიმ და უსუპმა თქვეს: ათასი სირობა შეიძლება მანდ ეწეროს. უნდა შევამოწმოთ სინამდვილეში როგორააო და რო ისროლა სამივემ თავისი!.. მაგის მერე სამი დღე ციდან კომბლები ცვიოდა, მარა ამირანის კომბალი ცვეტში აღარ ჩამოვარდა.

ამაზე ამირანს მაგრად გაუჭედეს: შენი კომბალი არ იქნებოდა ნამდვილი, უეჭველი ჰელიუმით დააკაჩავე წინასწარო. ამირანი კიდე: ჰელიუმით, ხო, ამბობთ? აბა ამაზე რაღას იტყვით? და ამაზე? ამაზე? და ამ სიტყვებით ისროლა ცაში ფარი, ხმალი, ხანჯალი, საბრძოლო ნაჯახი, მუზარადი, ჯაჭვის პერანგი და ცხენი. უნდა ითქვას რომ ამ ყველაფრიდან მარტო ცხენი დაბრუნდა უკან, ისიც ხუთი დღის მერე, როცა ყველას უკვე დავიწყებული ქონდა. ჩამოვარდა, დედის გინებით თავი შეიბერტყა და ერთი მოშნი წიხლით ეხლა ამირანი ააგდო ცაში.

ეჰე! მიფრინავს ამირანი ცისკენ, ხედავს - რაღაც წამართული კერპია! იასნია ეგრევე წიხლი დაუშვა სიფათში. უცებ საიდანღაც მფრინავი ეშმაკების ბატალიონი გაიჩითა. ამირანმა ესენიც მიმოფანტა და გააგრძელა გზა, რო ცაში რამე ხვრელი ნახოს რო მიწაზე დაბრუნდეს.
მარა ეს კერპი სინამდვილეში რაღაც კერპი არა, ნეფრიტის იმპერატორი აღმოჩნდა. საიდან გაჩნდა იქ? ნუუ, იყო ასეთი დროც: არმაზი უკვე წავიდა, ქრისტე ჯერ არ იყო მოსული ხოდა აი რაღაც ჩინური წარმოების ნეფრიტის იმპერატორი ბლატაობდა. ამირანს კიდე ეგონა რო კერპია - და ძალიანაც მიქარა! იმიტორო იმპერატორმა მაგრად ცუდად ჩაიდო გულში წიხლი და ამირანზე შურიც იძია. პირველ რიგში ყველა ხვრელი ამოავსო, რო მიწაზე არ დაშვებულიყო ამირანი. მეორეც, მთელ ზეცაში დუქნები გახსანა რო აი უეჭველი აღარ დაბრუნებულიყო უკან. და ამ ყველაფრის მერე საქართველოს მონღოლების ურდო შეუსია. ხოდა მოვიდა ეს ურდო და ათასი სირობა აკეთა, რის შედეგებსაც ეხლა ჩენ ყველნი ძალიან კარგად ვხედავთ.

მაგარი ბანძი დროება დაუდგა საქართველოს, ეგ უეჭველია. სამაგიეროდ ტიბეტში დადგა კარგი დრო: დამპალი მონღოლები საქართველოში რო გადმოსახლდნენ, უკვე აღარ იპარავდნენ და აყაჩაღებდნენ პლანის ძირებს ტიბეტურ ბოსტნებში და ტიბეტელმა გლეხებმაც ბევრი-ბევრი წლის მერე როგორც იქნა პლანის მთელი მოსავალი ბოლომდე აიღეს.

მოსავალი იმდენი გამოვიდა, მომავალ წელს არც დაუთესიათ, წინა წლის მორჩენილს ეწეოდნენ კიდე, მარა კიდე ერთი წლის მერე მაინც დათესეს. და აი, რო მოუწია მოკრეფის დრომ, შარშანწინდელი დარჩენელი პლანიდან კიდე სამი ტონა სუფთა ჰაშიში გამოვიდა! ხოდა, აი იმისგან გამოძერწეს ბუდას უზარმაზარი ქანდაკება, ზემოდან ცვილის თხელი ფენით დაფარეს, მერე მოაოქროვეს და წმინდა მთის მწვერვალზე დადგეს. იქ კიდე ასი წლის მერე ნაგვითა და თოვლით დაიფარა და ტიბეტელებსაც დაავიწყდათ. არა, ნუ იასნია კი არ დაავიწყდათ რო მთაში პლანის ბუდას ქანდაკებაა, ახსოვთ და ლეგენდებსაც ყვებიან, რო სადღაც მთაში არის ბუდას სამტონიანი ქანდაკება, სულ სუფთა ჰაშიშით გაკეთებული და ვინც მოწევს ანდა თუნდაც ერთხელ პროსტა ბოლს შისუნთავს ანდა უბრალოდ ვინც მოწია იმას შეეხება ხელით, ეგრევე სამუდამო ნირვანაში გაეძრობა და ვსიო! ვსმისლე, იმენნა ვსიო და ეგრე!

და მთელ დედამიწაზე მარტო ერთმა ადამიანმა იცის სად დგას ეგ ქანდაკება. არის თბილისში ერთი ბიჭი, სახელს არ ვიტყვი, იმიტორო ინიღბება ტიპი. მით უმეტეს რო ასათიანზეა ეხლა. ნუ, გაგიჯდა რა. მამენტ იყო გასაგიჟებელი რაც იყო, იკაიფეთ: აქვს ტიპს ერთი წელი პირობითი. ხოდა მოდის ოქროსუბნიდან ჯიბეში ორი კარობკა მოსაწევით, უცებ რო პატრულმა გაშმონოს ციხეა ბლიად! ხოდა, მოდის-მოდის და უცებ გვერდზე ატორმუზებს მანქანა, იქიდან ვიღაც ნაშა გადმოდის, და კისერზე ეკიდება ყვირილით: შოთიკო! რა კარგია რო გიპოვე! თან კიდე გუგები თვალებზე ფართო აქვს, მიდი და გააგებინე რო შოთიკო არა ხარ. აი ასე! ამ დროს კიდე ორი კარობკა მოსაწევია ჯიბეში, ერთი წელი კიდე პირობითი - იტოგში ეხლა პატრული მოემსერება და ვსიო! და სანამ ამას ფიქრობს ნაშა ეუბნება: შოთი, ბოდიში რო მაშინ აი ასე გამოგვივიდა ყველაფერი, მოდი ეხლა ვქნათ აქვეო! და იწყებს ძალიან სწრაფად ტანზე გახდას.

ტიპი პროტსა უყურებს და ფიქრობს: ვახ ჩემი! არა, იმ პონტში კი არა რო ის გოგო მართლა ძალიან მაგარია, კაკრას ნაშა ისე რა იყო, საშუალოდ, მარა პატრულს ეგ ხო მაგრა ახატია! აი, მოვლენ ეხლა უეჭველი და ამ დროს ჯიბეზე ორი კარობკა, ერთი წელი პირობითი და ამ ყველაფერთან ერთად შიშველი ნაშა დგას მაგარი დაბოლილი! და ის ტიპები, რომლებიც მანქანაში სხედან რაღაც ნიტოდ იყურებიან, ყველაზე ტანად დიდი რომელიცაა კიდე უკვე გადმოდის რო გაასიანის აბა რა ხდება და დასასჯელი დასაჯოს. და კაკრას ამ დროს პატრულიც მოეთრა, იტოგში პიზდეცია!

და ამ დროს უცებ ბაბაააააახ! და აღარაა პატრული! მერე კიდე ერთი ბაბააბააააახ! და არაა მანქანა ტიპებიანად. მერე კიდე ისევ ბაააახ! და აღარაა ნაშა! ეს, იკაიფეთ, კაროჩე ციდან ცვივა ის ყველა სირობა რაც ოდესღაც ამირანმა ცაში ისეროლა! და მიასრისა ყველა სირი! ბოლოს კიდე ჩამოვარდა თვითონ ამირანიც, შეიგინა, დაიფერთხა ტანსაცმელი და წავიდა ცხენის საძებნელად.

ხო! ხოდა აი ამ ტიპმა კაკრას მაგის მერე გარეკა. ნუ, ნიტოშტო გარეკა, არაფერიც არსად არ გაურეკია, პროსტა აზრზე მოვიდა  რო ოდესღაც, დიდი ხნის წინ, რომელიღაც წინისწინა ცხოვრებაში იყო ძველი ტიბეტელი მოქანდაკე და ერთხელ გამოძერწა სამტონიანი ქანდაკება სუფთა ჰაშიშისგან. ეგ კიდე რა: დაჟე ზუსტად გაიხსენა ადგილი, სადაც მერე ეს ქანდაკება დადგეს! ფსიქიატრი კიდე ეუბნება: დებილი ხარ, მკურნალობა გჭირდებაო. არადა, სინამდვილეში რომელია მაგათში დებილი ეგ კიდე გასარკვევია მამენტ.

3 comments:

cheshirskaia said...

Жжете =)
ავტორიც და შენც მაგრად თარგმნი )
ხო, მართლა კომენტარებიდან word verification მოხსენი რა )

Michinio said...

არადა მოხსნილი მაქ.. რა ხდება ნეტა?!

cheshirskaia said...

ჰმმმ ))) ჩემთანაც აღარ ჩანს უკვე ) არადა თავიდან რომ დავწერე იყო )