Wednesday, August 27, 2008

ღვთაებრივი ისტორია

ორიგინალი:
http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=12




კაროჩე, ეხლა ხდება - ჯას მოუნდა სამყაროს შექმნა. სამი დღე იჩალიჩა, თითქოს ყველაფერი შექმნა, მარა რაღაც მაინც ნიტო, აკლია რაღაც. ხოდა, ზის და ფიქრობს: ნეტა რა უნდა აკლდეს ნეტაო. და აი ქვეცნობიერი ხმა ეუბნება: განჯა! განჯა არაა ვაბშე შენ სამყაროშიო. უყურებს და მართლაც, თითქოს ყველაფერი ასწორებს, მარა განჯა არსად იზრდება, გეგონება ციმბირი იყოს.

და აი ჯამ შექმნა განჯა. დაჯდა, მოწია, მიმოიხედა და ფიქრობს: ვახ, ჩემი! ეს რა პაპსა რაღაცეები გამიკეთებია სულ. აი, მართლა უნდა ჩავუჯდე ერთი და რაიმე სერიოზული, ინდი ვეშები უნდა გავაკეთოო. რამე ისეთი, მაგარი მოშნი, რო ასწორებდეს მაგრად, თორე გარშემო სპლაშნოი გალიაკია ყველა პონტში, ტელევიზორში როგორცაა ეგრეო. და ჯამ შექმნა რასტამანი.

შექმნა და ეუბნება: აი, უყურე, ძმაო. ეს შენ მზე, ეს შენ ზღვა, ეს შენ ხილი და ბოსტნეული, აი ეს შენ კიდე მოსაწევი. კაროჩე, სამოთხეა, ერთი სიტყვით, ცვეტში. იცოცხლე და იხარე. რასტამანმა კიდე მოწია განჯა და ამბობს: ისე, ეხლა მუსიკა გაასწორებდა მამენტო.

ხარაშო. შეუქმნა ჯამ მუსიკალური ცენტრი და დისკები კიდე ასე შვიდი ათას ხუთასი, ცოტა mp3-ებიც. და ეუბნება: ნახე - მზე, ზღვა, ხილ-ბოსტნეული, ხიზილალა ცხრა და ოცად, პივაში თუ გინდა იბანავე, 3-მეტრანი პლანის ბუჩქები, ცენტრში ბობ მარლი - რასტამან ვაიბრეიშნ, იეა! პოზიტივი! იცხოვრე კაროჩე და იხარე. რასტამანმა დისკი ბოლომდე ჩაკლა და ამბობს: აუ, გიტარაზე დაკვრა გაასწორედა ეხლა მაგრადო.

ხარაშო. შეუქმნა ჯამ გიტარა. და ამბობს: აი, ეხლა კი თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მზე, ჰაერი, ზღვა, ხილ-ბოსტნეული, ისევ და ისევ ჯანჯუბასი. სხვათაშორის, მაგარი საკაიფო განჯუბასი, ნიტოშტო რაღაც ინდური თუ მაროკოული. იცოცხლე, რა და იხარე, იტოგში. რასტამანმა გიტარაზე დაუკრა და ამბობს: ე, ერთი გოგოც რო მყავდეს, აი მერე მესმის მართლა ყველაფერი რო ისე იქნება, როგორც უნდა იყოსო, კაცო.

ხარაშო. შეუქმნა ჯამ გოგო. ცვეტში მაგარი გოგო შეუქმნა. და ამბობს: კაროჩე, აჰა თქვენ ეს სამოთხე. იცოცხლეთ და იხარეთ. მე კიდე წავალ ბათუმში დასასვენებლად. თორე, უკვე მაგრად დავიღალე აქ თქვენთვის სამოთხის ჩალიჩითო. და წავიდა.

ერთობიან კაროჩე, რასტამანი და გოგო სამოთხეში, განჯას ეწევიან, მუსიკას უსმენენ, სიმღერებს მღერიან, გიტარაზე უკრავენ, გაზონებზე სექსით კაიფობენ. აი, ასეთია სამოთხის ცხოვრება. საჭმელი გარშემო ოხრადაა, სამსახურში სიარული არაა საჭირო, სეზონია მთელი წელი, მენტები არ ატრაკებენ, მამები ტვინს არ ჭამენ. აი, ასეთია აი სამოთხის ცხოვრება.

და შემთხვევით იქვე ჩაისრიალა გველმა. გამხდარი, ფერმკრთალი, გუგები წერტილებივით აქვს, გადაპარსული, მთელი ტანი - ერთი სპლაშნოი ვენა, თავიდან კუდამდე სულ დახვრეტილი. რასტამანები ეუბნებიან: ჰეი, გველო! მოდი, მოსრიალდი აქეთ, განჯა მოვწიოთო. გველი კიდე ამბობს: მადლობა, ხალხო. არა, მართლა მადლობა. მარა ეგ იმენნა ბავშვური პონტია, პლანის წევა. იმიტორო სინამდვილეში მაგაში საკაიფო არაფერია. ისე, პროსტა ასწორებს, მაიმუნურად, მუსიკის მოსასმენად.. არა, ხალხნო, ეგ რა კაიფია? კაიფი ისაა რო ჰოპ! და გაფრინდები. და დაფრინავ, დაფრინავ, დაფრინავ თბილ ბეზპრიდელში.. აი ეს მესმის კაიფი.

მაშინ რასტამანები ეკითხებიან: ვა, ეგ კაიფი სად იშოვებაო? გველი კიდე, ეშმაკურად ყვავილს აჩვენებს: ა, აგერაა, კაიფი, თქვენ ფეხქვეშ იზრდება. ხო ხედავთ, ღერო და ზედ პატარა მწვანე კოლოფები, კოლოფებში კიდე თეთრი წვენია. აი, კაკრას მაგ თეთრი წვენიდან ეხლა წამალს მოვხარშავთ, ეგრევე ვენებში შევუშვებთ და ეგრევე აზრზე მოხვალთ რა არის ნამდვილი კაიფიო!

რასტამანი ეუბნება: ასწორებს! მოდი მოვხარშოთო. გოგო კიდე ეუბნება: მაიცა. ეს ხო ისაა, რაზედაც ჯა გვეუბნებოდა რო არ ჭამოთ, არ დალიოთ და არ მოწიოთ, არც მოხარშოთ თორე გაშავდებით, შეჯდებით და ბოლო-ბოლო ისე ჩაეფლობით, რო ვეღარ ამოხვალთო. გველი მაგაზე ამბობს: ნუ, ეგ ცოტა კი გადაუჭარბებია. ნუ, ხო, შეიძლება ცოტა შეჯდე, მარა არაფერი საშიში მაგაში არაა - იჯდები, იჯდები და ჩამოხტები მერე. არაფერსაც არ ჩაეფლობი, იმიტორო თუ ჭკუით მიუდგები, სინამდვილეში საშიში მაგაში არაფერიაო.

მაშინ გოგო ამბობს: როგორ თუ არაა საშიში, რახან ჯამ თქვა, ზნაჩიტ არის. გველი ამბობს: ეგ პროსტა, ამ საქმის კურსში არაა. თვითონ ხო არასოდეს გაუსინჯავს, როგორ უნდა იყოს აზრზე. აი, თქვენ კიდე ადექით და გასინჯეთ, და ეგრევე ჯაზე მეტი გეცოდინებათ ამ ამბავში. ხოდა, იტოგში, დაიყოლია გველმა ეს ჩვენი რასტამანები რო გაეჩხირათ იმათ. შეიშვა თვითონაც ერთი ოთხი კუბი და კიდე თავის შავ ბრატებსაც დაუძახა. იასნია პონტი რო გაეძრო.

ხოდა დატრიალდა სამოთხეში სტანდარტული შავბნელი ამბები. დილიდანვე გაჩხერა, საღამოსკენ დაგონკა - და მთელი დღე სხედან დაშტერებულები, იფხანენ და ფეხსაცმელებს ათვალიერებენ. ჭირია კანკრეტნი. და არანაირი კაიფი - ისე, ასწორებს იასნია, მარა არამიწიერი კაიფი სადაა? გველი კიდე ამბობს: ეგ პროსტა ჯერ იმენნა ვერ დაამუღამეთ, აი როცა დაამუღამეთ იქნება კაიფიცო.

ხოდა, დაიწყეს რასტამანებმა დამუღამება. ჯერ ნახევარი კუბი, მერე კუბი, ორ კვირაში უკვე ოთხიც შეიშვეს. სულ კაიფი უნდათ უზომო - კაიფი კიდე არაა და არა. და კაკრას ამ დროს წამალი გათავდა სამოთხეში! გველი ამბობს: მოდი პლანი გადავცვალოთ წამალზე, პლანი ხო მაინც უკვე აღარ გვისწორდება, მოდი და გადავცვალოთო.

გადაცვალეს კაროჩე პლანი წამალზე. მერე ბოსტნეული და ხილი გააბარიგეს, მერე ცენტრი გიტარიანად, მერე ზმანიც. კაროჩე, ბრუნდება ჯა შვებულებიდან და ხედავს - სამოთხები მოშნი ბარდაკია, მანქანები ყრია ყველგან, დაჯმულია, დაფსმულია, ვიღაც ძველი ბიჭები დვიჟენიობენ, და საცაა ძაღლებიც უნდა გაეძრონ.. და კიდე ვიღაც ვაბშე უცხო ტიპები ტყეს ჭრიან. ჯამ ეგრევე გაუტრაკა: რა პონტში ჭრით, ვინა ხართო? ისინი კიდე: მოდი, ბაბუ, შენ საქმეს მიხედე, პრობლემები თუ არ გინდა - ეს ტყე ვიყიდეთ, კუბამეტრი - კუბში ფასადი.

მაშინ ჯა იძახებს თავისთან რასტამანს და გოგოს. მოდიან ორივენი: გამხდრები, ჭუჭყიანები, თავგდაპარსულები, შიშვლები, ხელ-ფეხ-დადირკულები. მოვიდნენ, დგანან, იფხანებიან. ჯა ეკითხება: შიშვლები რატო ხართო? რასტამანები პასუხობენ, იმიტორო გვცხელაო. მაშინ ჯა ეკითხება: აა, ეტყობა წამალზე ხართ შემჯდებიო? რასტამანი ამბობს: ეგ გველის ბრალია, მაგან შეგვსვა, ჩათლახმაო. ეხლა კიდე აი, ვსხედვართ და ვერ ვაგდებთო. მაშინ ჯა იძახებს გველს, მარა ის უკვე სადღაც სხვაგანაა გაპარული. სადაც მეტი წამალია. იმიტორო, აზრზე მოვიდა რო აქ უკვე პონტი მორჩა მეტს ვეღარაფერს გამორჩება, სხეულის ძალადობრივი დაზიანების გარდა.

აი აქ კი ჯა მართლა გაბრაზდა. ადგა მთელი სიმაღლით, ცამდე რო მიწვდებოდა ისე, და რო დაიღრიალა: აბა ყველამ გააჯვით აქედანო! და უცხო ტიპები თითქოს არც ყოფილან ისე მოტყდნენ. დარჩნენ მარტო რასტამანები. დგანან შიშვლები, სიცივისგან აკანკალებთ - იმიტორო უკვე გამოდიან და დაგონკა კიდე არა აქვთ. ხოდა ჯამ აიყვანა ორივე, ერთმანეთს შეაზილა როგორც პლასტელინი, ერთი გროვა მიიღო და მერე იქიდან ახლიდან გამოძერწა ორივე, სექონდ ჰენდში უყიდა ახალი ზმანები, პლანი თვითონ დათესეს და ცხოვრობდნენ ისევ ისე, როგორც ადრე, და სამოთხიდან არავისაც არ გამოუყრია. და არც მაგათი შვილები გამოუგდია იქიდან არავის, არც შვილიშვილები. და დღემდე ჩვენ ყველანი იქ ვცხოვრობთ, მარა ზოგჯერ ვერ ვამუღამებთ. მარა თუ ვამუღამებთ.. ნუ, მოკლედ.

2 comments:

2kija said...

hahaha :up:

Tak:) said...

es chems tvalshi yvelaze magari zgaparia :):):)