Saturday, July 26, 2008

ჩინელზე


http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=3

ისე, ასწორებს არა, ჩინელი რო ხარ, ხო? ტაი-ჩი-ჩუანი, ციგუნი, რამე. დაოსური ალქიმია, კაროჩე. და კიდე სხვა ჩინური ამბები. ხო, შაოლინი - ჰე! არა, ასწორებს რა. ხო, ასწორებს, კი. ხოდა, აი ამ ჩინელს ერთხელაც ესიზმრება სიზმარი: ვითომ, იძახებენ ჯადოქრების სასწავლებელში და კარტებზე მკითხაობას ასწავლიან. ანდა, რაის კარტზე, სიმონ? იცინზე ასწავლიან მკითხაობას.. თუ იქნებ მაინც კარტი იყო, ა? არა! შანსი არაა. ცვეტში იცინზე. ხოდა მოკლედ კაი ხანი ასწავლიან, 1-2 წელი და ეს ყველაფერი ესიზმრება. მერე, იღვიძებს და იწყებს მკითხაობას, თანაც ისე, რო ნამკითხავები ერთი-ერთზე უსრულდება ყველა. აქ ჩინელები ყელანი ეუბნებიან: რა მაგარია, სიმონ, სერიოზულად მკითხაობ, თანაც ყველაფერი რო სრულდება, ე! ეს კიდე ეუბნება: მომეცით ათი.. არა, ოცდაათი, კი, ცვეტში ოცდაათი დოლარი სეანსში, კაროჩე. ანდა, ჯობია ორმოცდაათი. ხო, ორმოცდაათი! სერიოზულია! ორმოცდაათი დოლარი სეანსში, ნაღდად კაი პონტია! დღეში 2-3 ათასსაც გავქაჩავ, რამე რო იყოს.. კი გამოვა ბეზ-პრაბლემ. ეს ხო შანხაია, ასეთი დიდი ქალაქი, ერთი ათ მილიონიანი მოსახლეობით.. და ყველანი ჩემთან ივლიან. ერთი კვირით ადრე დაიკავებენ რიგს. ერთი წლის მერე მაგრა კარგად ვიქნები, ვზივარ ჩემთვის ოფისში, ვიღებ მოთხოვნებს, კვირაში ოცზე მეტს არა. კვირაში ათასი უნდა მეყოს. მოკრძალებულად, მართალია, მარა ცხოვრება შეიძლება. ვიყიდე ვთქვათ თორმეტოთახიანი ბაითი, კაი ნოუთბუქი, დივიდი თავის საუნდ-სისტემით, მიკროვალნოვკა (პლანი რო გამოვაშრო) - და მეტი რა უნდა საწყალ ჩინელს რო?

ხო.. ამ დროს ისევ მიძახებენ იმ ჯადოქრების სკოლაში, ეგ კიდე ჩინეთის მეორე ბოლოშია. ჯანდაბას. მივდივარ, ვეკითხები: რა ხდება? ისინი მეუბნებიან: ეხლა ისევ უნდა ისწავლოო. ვეუბნები: ჯიგრებო, კაით რა, რაც საჭიროა, ყველაფერი ვიცი უკვე, რაღაის სწავლა მჭირდება? მეუბნებიან: ეხლა შენ აქ ნუ ატრაკებ, გამოგიძახეს - ზნაჩიტ უნდა გამოცხადდე პირველ სექტემბერს და მერე სწავლა, სწავლა და სწავლა. შენ კიდე უკვე კვირაზე მეტით დააგვიანე. ამ ჯერზე მარტო გაფრთხილებთ, მერე კი აღარ მოგეფერებით. ვფიქრობ: ვახ, მაგარი ტასკაა. ისინი კიდე ეგრევე მასწავლიან გაქრობა-უჩნარობას.

ხოდა, უჩინმაჩინი ვარ, იტოგში. მკითხაობას იასნია თავი დავანებე იმიტორო აღარაფერში მჭირდება. რაც მინდა, იმას ეგრევე უფასოდ ვიღებ. ტრანსპორტი უფასო, ყველა პონტი უფასო. კაროჩე, სადაც მინდა იქ ვაბირჟავებ, სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვერთობი, ხან ამერიკაში ვარ, ხან ინდოეთში. დონე ვარ! უჩინმაჩინობა მაგრა ასწორებს! ხანდახან ჩისტა პრიკოლის პონტში ვჯდები ეგრევე პატრულის გვერდზე და ვეწევი. დადიან ეს პატრულები, ჰაერს ეჭვით ყნოსავენ და ვერაფერი გაუგიათ. თითქოს სუნი კია, მარა საიდან? ერთხელაც პატრულში გავიჩითე ანტინარკოტიულ თათბირზე და პატრულის უფროსს ეგრევე სამი პარავოზი მივართვი. უფროსმა ერთი თვალები დახამხამა და ეგრევე იდეა მიაწოდა თავის პატრულებს: მოკლედ, ძმებო, ჩვენი უპირველესი ამოცანაა ყველანაირად შევუწყოთ ხელი ნარკოტიკების ლეგალიზაციას და გავრცელებას. გაუმარჯოს ფსიქოდელიურ რევოლუციას, ვაშა! მერე აღებს სეიფს და ყველას ურიგებს ათასი ოპერაციიდან ამოღებულ პლანს. ხუთ წუთში ოთახში მაგარი ბლანტი ბოლი დგება და რომელიღაცა ოპერი ამჩნევს ამ ბოლში ჩემს მკრთალ სილუეტს. ბიჭებო - ყვირის - ღალატია, გვითვალთვალებენ. ხო აზრზე ხართ პატრული იზმენზე რა სერიოზული რამეა! ამოიღო ყველამ პისტოლეტი და უფროსი ყვირის: არ ესროლოთ! ცოცხლად ავიყვანოთო! კაროჩე, ეხლაც აზრზე არა ვარ, იქიდან როგორ მოვტყდი.

ხო, რას ვამბობდი? ააა, ჩინელზე არა? ნუ, ხო. კაროჩე, ესეიგი, ჩინელზე. ის იყო უჩინმაჩინობის მუღამი დაიჭირა, რო პირველ სექემბერს ისევ ჯადოქრების სკოლაში იბარებენ. ეს კიდე ეუბნება: არ ჩამოვალ. ისედაც, რაც საჭიროა, ყველაფერი ვიცი. მაშინ ამათ ჩერეზ ნულოვანი მატერია, ეგრევე თავისთან მიყავთ მაინც და ეუბნებიან: ვსიო, უკვე ყლში ამოხვედი. ეხლა ჯერ ჯოხებით გცემთ და მერე კედლებში გავლას გასწავლითო. ეს აუბნება: გააჯვით ვაბშე და ეგ თქვენი ჯოხებიც ტრაკში გაიკეთეთ, აღარ მინდა თქვენთან სწავლაო. ესენი კიდე: შენ ვაბშე ვინ გეკითხება, გინდა თუ არ გინდა. რახან ერთი აგირჩიეთ, არსადაც არ წახვალ აწი. ეს ეუბნება: აზრზე არა ხართ არავინ, ისე კარგად წავალ, რო თქვენი მოწონებული. და კაროჩე გადაიქცა ცივ გვამად ეგრევე. ამ თვითნებობისთვის სასჯელად შემდეგ ცხოვრებაში ხდება ერთი ჩვეულებრივი ქართველი ტიპი და გიყვებათ აი ამ ამბავს ჩინელზე. თქვენ კიდე ამბობთ, პლანი ტრუხააო. არა, იასნია ინდური და დაჟე გალისაც არაა, ისეთი ნარმალნი სამკაციანი მოსაწევია. პროსტა აი კიდე ერთი მასტერკაც, ბოლომდე გავისწორებთ და ეგაა რა, სხვა რაღა უნდა იყოს რო?

No comments: