Sunday, July 6, 2008

ზღაპარი ბანკირზე



ორიგინალი: http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=5&smenu1=4&inctext=4

ზღაპარი ბანკირზე

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.. იყო ერთი ბანკირი. ერთი ჩვეულებრივი ბანკირი - კოსტუმი, გალსტუკი და სამსახური ცხოვრების მაგივრად. თან კი არ უსწორდება, პირიქით, ყველა პონტში უტყდება, მარა ის მაინც მუშაობს და მუშაობს. იმიტორო უნდა იმდენი ფული გამოიმუშაოს რო მერე აღარ იმუშავოს ვაბშე. დადოს ეს ფული რამე კაი ბანკში, და იცხოვროს თავისთვის სადმე სოფელში, ყოველდღიური ყოფიერებისგან და ათასი სირობისგან შორს. მამენტ ეს ეხლა ყველას უნდა, ან კაკ მინიმუმ ამბობენ რო გვინდაო. ცვეტში, ვისაც არ კითხავ ყველა ერთი და იგივეს ამბობს: სადმე სოფელში, გადაკარგულში, რო ეს ყველაფერი აღარასოდეს ნახო და გაიგო, არ გახსოვდეს და ვინც არ გევასება არც იცნობდე ვაბშე, უყურო ვარსკვლავებს და იცხოვრო წყნარად.. აი, ეს ბაზარია ეხლა მაგრა მოდაში. მერე ხვდები ერთი ათი წლის შემდეგ და იმათ ისევ ის სამსახური, ისევ 10 წელი შვებულებაში არ ყოფილან და იგივე ოცნებები - აი, სულ ცოტაც და მერე ეგრევე სოფელში.. მარა უკვე ყველაფერი ნაღვლიანად იასნია.. მარა რა დროს ნაღველია, მუშაობაა საჭირო..

.. ხოდა, იმ ბანკირზე რო ვყვებოდი.. იტოგში, მაგრა გაუმართლა! ნიტო ობლიგაციებით ნიტო რაღაც თავის საქმეებით ისეთი მაყუთი მოხსნა რო უნდა ყოფნოდა. ეხლა, იასნია რო სოფელში არ წასულა, რა ჯანდაბა უნდა ბანკირს სოფელში? იყიდა ერთი ბინა სადღაც პატარა ქალაქში, წაიღო თავისი ზმანი, წიგნები, ცენტრი და მეტი არაფერი. დაჟე ტელევიზორიც არ წაუღია, ყველაფერი ცოლს თუ ვინაც ყავდა, იმას დაუტოვა. მანქანაც და თბილისური ბაითიც იმასვე. გადაბარგდა იტოგში იმ თავის პატარა ქალაქში, გამოიკეტა ბინაზე და იყო აბსოლუტურად ბედნიერი.. ვსმისლე, 1 თვე აბსოლუტურად და მერე 1 თვე ისე, პროსტა ბედნიერი. მერე კიდე ორი კვირა ასწორებდა და კიდე 2 კვირაც კაი იყო, მარა რაღაც ისე ვეღარ, იმიტორო ადამიანებთან ურთიერთობა მოუნდა.. ისინი კიდე, ნუ, ნიტო შტო გნიდები, ბოზები, ჩათლახები და ვიღაცა ახვრები.. არა ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მარა რაზე უნდა ებაზრო ასეთებს როცა ტელევიზორსაც არ უყურებ? იასნია, იმათ შორისც იყო ნარმალნი ხალხი, ნარმალნი ადმიანები ყველგან არიან, მარა ისინი ან მაგარი გაჭირვებულები იყვნენ, ან დილიდან ბუხოები.. ანდა ისეთი დაბოლილბი, მისვლა შეგეშინდებოდა. ისე, ჩვენი ბანკირიც არ ამბობდა უარს მოწევაზე. მარა ამას ისე ფრთიხლად აკეთებდა, რო არავინ აზრზე არ იყო, დაჟე ცოლი თუ, ვინც ყავდა კაროჩე.

და აი დადგა ის დროც, როცა მოწევა მოუნდა ჯიგარს. არადა ადგილობრივ ბარიგებთან გადაკიდება რაღაც არ უნდოდა, იმათ რაღა მოიშორებდა, აბოლე მერე მთელი უბანი. თავის თბილისელ დილერთან კიდე რო წახვიდე.. კაროჩე, იქაც იტოგში არ ღირს წასვლა.. მინიმუმ 10 მიზეზია, რატომაც არ ღირს, არადა მოწევა მაგრა გაასწორებდა.

ხოდა, იტოგში ერთ დღესაც შედის ტიპი თავის პადიეზრდში და გრძნობს ნაცნობ სუნს, ადის თავის სართულზე და ხედავს, დგას მეზობელი მოხუცი პაპა და სუნზე ეტყობა რო რაღაც მაგარ საინტერესოს ეწევა. ხოდა ეს ჩვენი ბანკირი გვერდზე ჩავლისას ცოტა წაატორმუზებს, სადღაც წამის მეასედში, მარა პაპასთვის ყველაფერი, იასნია, რო იასნია. უყურებს და ეუბნება: „აჰა?“. ბანკირი მარტო თავს უქნევს და იღებს დედამოუა პიზდეც პარავოზს. მერე შედიან პაპასთან ბაითში და კიდე ერთ მასტერკას აკეთებენ, რომელსაც, რად უნდა ბევრი ბაზარი, ეგრევე ეწევიან. მერეც ყველაფერი მაგრადაა, მარა პაპას ენა ექავებდა იწყებს რაღაც თვის ბებრულ ბაზარს, წიპა ადრე აი რა მაგრა იყო და ეხლა რა ცუდადაა, და სულ უფრო და უფრო სირობაა. მოკლდ, მაგარი არაპოზიტიური და არასაინტერესო პაპაა რა.. ბაზრით ეგრევა გამოიყვანს კაცს. ხოდა, ბანკირი ვეღარ ითმენს და ეუბნება, ფრთხილად ისე, რო არ აწყენინოს: დიდი ბოდიში ქიშვარდი პაპა, უნდა წავიდე, დიდი მადლობა, მშვენიერი მოსაწევი იყო და ისე, ხომ არ იცით სად შეიძლება ასეთის ყიდვა კიდეო? პაპა ეუბნება, ჩემი პლანია, ბოსტანში მომყავსო. ასე რო შემოიარე ხოლმე, მეზობლები ვართ, დავსხდეთ, მოვწიოთ, ცხოვრებაზე ვილაპარაკოთო. ბანკირი ასეთი პერსპეკტივისგან კინაღამ ცუდად გახდა, მარა არ შეიმჩნია და დაჟე ღიმილიც ბოლმდე შეიკავა, მარა პაპა მაინც ყველაფერს მიხვდა და ეუბნება - მეზობელო, რამე თუ არ მოგწონს ეგრევე მითხარი, თორე ხო ვხედავ არა, რო არ გსიამოვნებს ჩემი ლაპარაკი, კაი ხანია ვხედავო. მარა არ მწყინს, შენ ახალგაზრდა ხარ, მე მოხუცი, რა გგვაქ სალაპარაკოო. მოდი იცი რა, გადმოგიყრი ერთ მუჭას, ვხედავ ჭკუით ეწევი, არ ღორობ, კაი ხანს გეყოფაო.. და მართლა უყრის. ბანკირი ფულზე იქაჩება, მარა პაპა ეუბნება არა, ფული არ მინდა, პლანს არ ვყიდი, პროსტა რო გაგითავდება კიდე შემოიარე.. ანდა ვაბშე უკეთესი, მოდი აიღე აი ეს გალოვკა, მთელი ცხოვრება გეყოფა და კიდე დარჩება დაჟეო. მარა ცოტა ფრთხილად იყავი, თორე თავს რო მოგაძრობს მიდი ეძებე მერეო. ნუ ბანკირმა მადლობა გადაუხადა და შეძვრა თავის სოროში, მოიწყო კომფორტი, მუსიკა ჩართო, ვანა თბილი წყლით აავსო და ნუ კაროჩე, აზრზე არა ვარ ბანკირები პლანს კიდე რას უშვრებიან, მარა ბოლომდე გაისწორა, რაც შეეძლო..

ამხელა გალიაკის მერე, მთელ პლანი ერთ კვირაში დაახურდავა. მერე კიდე ერთი კვირა იმ გალოვკას გარშემო უარა, ვერ გადაეწყვიტა მოეწია თუ არა. და ბოლო-ბოლო მოწია..
...
.. და არაფერი! ვსმისლე, იმენნა გარშემო არაფერი ვაბშე! მარტო ბნელა და თბილა, არაფერი ჩანს, არაფერი ისმის. მარა ისე ასწორებს და იმხელა სიხარულია, რო სიტყვები არა ის. აი ამ ბნელ სიმშვიდეში გადის მთელი მარადისობა. მარა წიპა რაღაც მარადისობა კი არა, ისეთი, სტანდარტული პლანური მარადისობა. მერე ყველაფერი მთავრდება, უყურებ საათს და თურმე მარტო 15 წუთია გასული. აზრზე ხარ?!

იასნია იმავე დღეს პაპასთან. ეუბნება, ქიშვარდი პაპა, მესმის რო მოსაწევით არ ვაჭრობთ, პატივს ვცემ თქვენს პრინციპებს, მაგრამ ჩემთვის გამონაკლისს ხომ ვერ დაუშვებდით? ძალიან მომეწონა ის გალოვკა და სიამოვნებით ვიყიდიდი კიდე, ნებისმიერ ფასად, რასაც მეტყვითო. პაპა კიდე ეუბნება, შენნაირ მეზობელს უფასოდ დაგპატიჟებდი, მარა არა მაქვს, ჯობია შენთან მოძებნეო. თან ეს ფრაზა ისე თქვა, რო ბანკირი ეგრევე მიხვდა, თავისთან რო უნდა მოეძებნა. მოდის სახლში, ნახულობს სამალავში და ხედავს ის გალოვკა ისევ ისე დევს. ბანკირმა ეგრევე ჩაპრესა ტრუბკაში, 2 ნაფაზი და ისევ 15 წუთიანი მარადისობა. მერე კიდე ისევ და ისევ და ისევ და ისევ და ისევ..
...
და ბოლო-ბოლო.. არა, იასნია რო არ მობეზრდა, ბედნიერება არავის ბეზრდება, პროსტა ცოტა სიახლე მოუნდა. ისე მართლა რა პონტში ვიყურები მარტო წინო, იფიქრა, მოდი ცოტა გვერდებზეც გავიხედავო. გაიხედა მარჯვნივ - არაფერი, გაიხედა მარცხნივ - და იქ ორი ყვითელი თვალია. ეუბნება, ვინა ხარო, ის კიდე ეუბნება ყვითელთავლა ვარო. შენ აქ რატომ ხარო - ბანკირი ეკითხება. მეც მაგიტომო, ეუბნება ყივთელთვალა. და აი ასე, სიტყვას სიტყვა მოყვა და დაიწყეს საუბარი, თანაც ისეთი სასიამოვნო. არავინ ტვინს არ ჭამს, არც უხერხული სიჩუმეებია, ყველა თემა საინტერესოა, ყველა სიტყვა გასაგები და ყველა სახელი ნაცნობი.. აი ესაა ურთიერთობა. მერე, როცა ეს მარადისობა დამთავრდა, ბანკირმა ეგრევე შეაკეთა და ისევ ყვითელთვალასთან იტოგში. და ასე სხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ, დღეში 5-6-ჯერ და მეტი არაფერი უნდათ.
იასნია ასწორებს.. მაგრად ასწორებს!

მარა ნელ-ნელა ბანკირს ეჭვები უჩნდება, რა პონტში ასწორებს ასე მაგრად? ხო შანსი არაა, რო აი ასე პროსტა მაგრად ასწორებდეს? არა, პროსტა არ მისწორედება ნაღდადო და ერთხელ ყვითელთვალას ეკითხება, ხო არ იცი ერთად რატომ ვართო? ყვითელთვალა კი ეუბნება - იმიტომ რომ ერთად გვისწორდება და მაგიტოო. ბანკირი კიდე, მაინც მაინცო? აი, მაგალითად, შენ აქ ვაბშე როგორ მოხვდიო? ის კიდე პასუხობს, მე ჯამ გამომაგზავნაო. ბანკირი ეკითხება, ჯა ვინღააო? ყვითელთვალა - ნუ, ეს ისეთი მართალი ძალაა, რომელიც კაი ხალხს ერთმანეთს ახვედრებსო. აი ,აქ კი ბანკირი მართლა დაიზმენდა, როგორ, რა პონტში ერევა ჩემ პირად ცხოვრებაში, თუნდაც მართალი ძალა და ჩემს მაგივრად წყვეტს, ჩემთვის რა არის კარგიო?.. და ამ იზმენაზე თავის საოცნებო გალოვკას ერთი თვე არ მიეკარა. გადაწყვიტა გული სხვა რამეს გადაწყოლებინა, წიგნების წაკითხვა სცადა, მარა რაღაც არ იკითხებოდა. მუსიკის მოსმენაც, ისეთ პონტში თავში არ შედის ვაბშე. დივიდი იყიდა ტელევიზორით, 3 ფილმს ინტერესით უყურა, მერე უინტერესოდ, მერე კიდე დაჟე გაღიზიანებით და ვეღარ გაძლო, გააძრო გალოვკა და მოწია..

იქ კიდე ხვდება ყვითელთვალა და ეუბნება, ზდაროვა, რა ხანია არ მინახიხარ, სანამ არ იყავი წიგნების კითხვა ვცადე და გავიგე რო მსოფლიო ლიტერატურაში აზრი არაა. მუსიკაშიც არაფერი დიდი აზრი არაა, ყურებს ეფერება და შიგნით ვერ შედის, მერე კინოს ყურებაც ვცადე.. აქ ბანკირი აწყვეტინებს, მისმინე, ყვითელთვალა, ეგება შენ მე ვარო? ყვითელთვალა ეუბნება, არა კოლეგა, მასე არ ხდება, მე - მე ვარ, შენ - შენ ხარ, გახსოვს გამოცანა იყო ასეთი, საბავშვო? ბანკირი კიდე ეუბნება, არა, ეხლა უეჭველი ვიცი, რო შენ მე ვარ, იმიტორო მაგ გამოცანას, მამა მეკითხებოდა ჯერ კიდე ადრეულ ბავშვოიბაშიო.

ყვითელთვალა ამაზე მშვიდად პასუხობს - და მაინც, შანსი არაა მაგისი, იმიტორო მე - მე ვარ ჩემთვის და შენ ხარ შენთვის, შენ - მე ვარ შენთვის და შენ ხარ ჩემთვის, ის - ჯაა, რომელმაც მე და შენ შეგვახვედრა, ჩვენ - მე დაშენ ვართ, თქვენ - როცა სირებს მიმართავ, ისინი - ყველა ის ახვარი, ხისთავიანი და ქლიბია, ჩვენ რო არ გვჭირდებიან და არ გვაინტერესებს. აი, ასეა, ძმაო ბანკიროო.

ამ სიტყვების მერე ბანკირმა შიშისგან კინაღამ ჩაიჯვა. დამალა გალოვკა სადღაც ტრაკში, გაიპარსა, ჩაიცვა და თავის თბილისელ დილერთან წავიდა, რო ჩვეულებრივი პლანი მოწიოს და რეალობას დაუბრუნდეს. მოიტანა, სახლში, მარა ბინაზე მოწევა ცოტა საშიშია, რა იცი რა ხდება. გამოდის გარეთ და აკეთებს მასტერკას ეგრევე, კიბეებზე. ქვემოდან კიდე რომელიღაც მეზობელი ამოდის, და გვერდზე ჩავლისას ოდნავ ჩერდება, წამის რაღაც მეასედით..

მერე ყველაფერი იასნია.. ვაბშე ყველაფერი.

2 comments:

Anonymous said...

...абсолютно счастлив!

Гайдук.

a.ujmajuridze said...

awesome!