Thursday, April 29, 2010
First is the first
Thursday, July 16, 2009
თბილისი-ბაქო-ამსტერდამი
შეხვედრა ორ ქალღმერთთან
ეს პირველად შეხვედრა მათთან ძალიან ძლიერი experience-ი იყო. ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი პლანი მოვწიე. იქვე მქონდა გამზადებული სალვია.. უკვე 10 წუთის შემდეგ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული ჩემს განზრახვაში, თუმცა დავძლიე ყველანაირი prejudice (არანაირად შიში, იმიტომ ამ გრძნობამ მე უკვე კარგა ხანია დამტოვა), ჩიბუხს მოვუკიდე და 20x სალვია მთლიანად გავუშვი ფილტვებში.. და სულ რამოდენიმე წამში მივხვდი რომ ეს იყო ერთ-ერთი ძალიან ფასეული გადაწყვეტილებათაგანი..
..თითქმის ყოველთვის სალვიას ტრიპი ჩემთვის ერთნაირად იწყება; ყველაფერი ვიბრირებას იწყებს ძალიან ინტენსიურად და მთელი სამყარო სადღაც ნახევარი წუთის განმავლობაში ერთ წერტილში იყრის თავს, პირდაპირ თვალებს შორის.. ამ შემთხვევაში ეს პროცესი ძალიან შენელდა, გაიწელა და ეს ყველაფერი ძალიან ნათლად დავინახე.
პირველი 5 წუთის განმავლობაში რა ხდებოდა კარგად არც მახსოვს და რაც მახსოვს იმის სიტყვით(მითუმეტეს ნაწერით) გადმოცემა ძალიან ძნელი იქნება.. პირველად რომ დავბრუნდი, ამ "რეალობას" რომ შევხედე ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც უნიჭო მხატვარის დახატულ რაიმე პეიზაჟს რომ უყურებ - "გათხაპნილი" ფერები, არაპროპორციული საგნები.. რამოდენიმე ხანი დაჭირდა იმის გარკვევას მარტო ვიყავი თუ არა; ძალიან სტრანნი შეგრძნება იყო - ვხედავდი რომ ოთახში ჩემს გარდა არავინ იყო მაგრამ რაღაცის თუ ვიღაცის presence-ის ძლიერი შეგრძნება მქონდა. ბოლოს გადავწყვიტე ყველაფერი ისე მიმეღო როგორც იყო და დავწექი..
იმის მოლოდინი, ალბათ ლოგიკური(თუმცა ლოგიკა ენთეოჯენიკებთან მამენტ რა შუაშია), რომ სალვიას ეფექტი 15-20 წუთში გაივლიდა და დარჩებოდა მარტო პლანის ეფექტი - არ აღმოჩნდა სწორი.. ის ეფექტი რაც სალვიას მოწევის შემდეგ დაიწყო ბოლომდე გაგრძელდა.
ერთი ეფექტი(ასე ვთქვათ ფიზიკური, არა მენტალური) მთელი ტრიპის განმალობაში გრძელდებოდა - ხელის რამეზე შეხბისას ეს გრძნობა მრავლდებოდა გეომეტრიული პროგრესიით და თან ამას ქონდა კაშკაშა ფერი და მჟღერი ხმა.
ერთ-ერთი უცნაური შეგრძნებათაგანი იყო ის, რომ ერთი პერიოდი ორი ვიყავი - მარცხენა და მარჯვენა მე და ამ ორს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ ქონდათ..
ყველაზე ძლიერი (და ყველაზე მნიშვნელოვანი) experience-ი იყო ის, რომ თანდათან ყველაფერი გაქრა/გადაიტვირთა - სად ვიყავი, ვინ ვიყავი.. და ვიღაცამ/რაღაცამ მომცა შესაძლებლობა ამერჩია ვინ ვყოფილიყავი, სად ვყოფილიყავი.. ანუ ამერჩია რა ცხოვრება/"რეალობა" მინდოდა.. ასე ჩაიტვირთა current რეალობა.. ნელ-ნელა გავაცნობიერე სად ვარ და ვინ ვარ.. ეს რაღაც დაბადებას გავდა!
აი ასე მშობა ორმა ქალმა..
Wednesday, July 15, 2009
არა-რასტამანული არა-ზღაპარი
იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, რო იმედია არარასტამანულ არაზღაპარს მიიღებთ.
Thursday, April 16, 2009
ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი (გაგრძელება)
Wednesday, April 15, 2009
ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი
მცირე პაუზისთვის ბოდიშს გიხდით, მარა სამაგიეროდ ისეთი რამე იქნება ოხლა რო ოჰოჰოჰოჰო! ასეთი არაფერი ყოფილა ჯერ ამ ბლოგზე, ნუ მოხუცებზე ამბავი ცოტა გავდა :) მოკლედ, ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეებში წავაწყდი ერთ ტრიპ-რეპორტს, თანაც ქართულ ენაზე! თანაც ქართველის. ავტორის ვინაობის გაგება სამწუხაროდ ვერ შევძელი, მარა თუ შემთხვევით ამას წაიკითხავს, კარგი იქნება თუ გამომეხმაურება, პროსტა იმიტო რო გავიცნო, მეტი არაფერი :). და მომიტევებს, რომ მისი რეპორტი ცოტა დავარედაქტირე, რაღაცეები ამოვიღე და ცოტა სტილი შევცვალე. ბევრს აღარ გავარძელებ და მოკლედ, იხილეთ პირველი ქართული ტრიპ-რეპორტი.
ჭეშმარიტი ამბავი, ანუ როგორ იყო ყველაფერი
(პირველი ქართული ტრიპ-რეპორტი)
მოკლედ, იმ ღრმად პატივცემულს პირველად შევხვდი მზის დაბნელების ტრანს-ფესტივალზე. საერთოდ ის პატარა, მაგრამ ძალიან დიდი მოგზაურობა და საერთოდ ის ერთი თვე ჩემ ცხოვრებაში დიდი მოვლენებით იყო დაგრუზული. ჯერ სოკო, მერე ფესტივალი თავის მთელ მსოფლიოში ყველაზე მაგარი ფსიქოდელიური მუსიკით და კიდე 1000 სიახლით. ხოდა, იმ ღამეს ეფექტი ისეთი იყო, როგორისთვისაც არანაირი ესიდი არ მჭირდებოდა, ისედაც შეცვლილი მქონდა სამყაროს აღქმა. მეტიც, რაღაც დისკომფორტიც კი იყო და მაგიტო დაჟე ინფიცირებული სოკოების ცოცხალ 2-საათიან შესრულებას საკმაოდ შორიდან და უინტერესოდ ვუსმინე.
მაგის მერე გავიდა თითქმის ერთი წელი, ისეთი, ჩვეულებრივი წელი, არაფრით აღსანიშნავი და დადგა ის ერთი დღეც. ბაკურიანში ვიყავი და მთელი დღე სრიალით გათანგულს ტკბილად მეძინა, როცა ღამე, ასე 4 საათზე ტელეფონმა დარეკა. ეგრევე გამეღვიძა და ჩემ მეგობრებსაც რომ არ გაღვიძებოდათ, ვეცი ტელეფონს. ჩემი ბრატი იყო, რომელიც იმ მომენტში საზღვარგარეთ იმყოფებოდა. მეუბნება, როგორ მიხარია რო გაგაღვიძეო... ნაგლი! მარა, ისე მეც კი გამეხარდა რო გამეღვიძა... ალბერტის ველოსიპედი მომაქო და იასნი იყო რასაც ნიშნავდა ეგ. ბოლოს ტკბილი ძილიმისურვა და მეც გავაგრძელე მეორე მხარეს სეირნობა.
ერთ კვირაში ჩამოვიდა, მარა დაახლოებით კიდე სამი კვირა გავიდა, სანამ მოსახდენი მოხდებოდა. კონკრეტულად არც დაგვიგეგმია და თეორიულად შეიძლებოდა მეორე დღესვე მომხდარიყო ანაც არასოდეს. შევთანხმდით რო სადღაც საბარდელე კოტეჯებში უნდა წავსულიყავით დიღმის ტრასაზე და ღამე გაგვეტარებინა.. ხო სტრანნია? მამენტ გუდაური/ბაკურიანის იდეაც გვქონდა მარა ნუ, არ გამოვიდა მოკლედ. ხოდა ვიქირავეთ ბოლო-ბოლო და შევედით.
სიმპატიური აპარტამენტები დაგვხვდა: ტყავის სავარძლები, სუფთა ტვალეტი, გაწყობილი დაბალი მაგიდა და ისეთი ლოგინი, ყველაზე თავმოყვარე და პრეტენზიული ქალიშვილიც რო სიამოვნებით დაკარგავდა უბიწობას. სწრაფად მივალაგეთ იქაურობა, ბევრი ინსენს სტიკი დავანთეთ, ადიელები და სხვადასხვა ბილწი პროცედურებისთვის განკუთვნილი პირსახოცები ფანჯრებზე ავაკარით, წინასწარ ნაყიდი შოთი და საფერავი მაგიდაზე შემოვდეთ, მომავალი საღამო დავლოცეთ და რაღაც გაურკვეველი ეტიოლოგიის პლანიც მოვწიეთ, ოღონდ ცოტა. საღამოს 6 საათი ხდებოდა. ზოგადი საუბრისა და ყოფიერების არსის ვერსიების მცირე მიმოხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რო ბევრი აღარ გაგვეჯანჯლებინა. გადავთვალეთ მოქმედების სავარაუდო დრო და დავასკვენით რო ღამის
2-3 საათზე ისევ უნდა დავბრუნებოდით წესით ჩვენს სამყაროს. ბლოტერი 5X5-ზე იყო მილიმეტრებში და ანცად მომღიმარი მზის რაღაც ნაწილიც გაირჩეოდა ზედ. მივირთვით, ზედ დავაყოლეთ ცოტა ღვინო (იცოდეთ, მაინცდამაინც კარგი აზრი არაა ალკოჰოლი ასეთ დროს, ძალიან ცოტა შეიძლება, ისიც მართლა კარგი და სუფთა გულით) და გავაგრძელეთ საუბარი სამყაროს ნალკლებად მატერიალური მარა კაკრას ამის გამო ჩვენი აზრით უფრო რეალური ნაწილის შესახებ. ბალახი ამუშავდა, მარა არა ინტენსიურად. მერე ყველანაირი სინათლე მოვსპეთ და შევთანხმდით რო ერთმანეთში არ გველაპარაკა, თუ მაინცდამაინც, ტელეპატიით. ამას თავიდან დიდი ყურადღება არ მივაქციე, მარა დავიმახსოვრე მაინც.
მერე რაც მოხდა მოსაყოლადაც კი შეუძლებელი თუარა, სასწაულად ძნელი მაინცაა. მით უმეტეს, ასე, წაკითვით. არა, მაინც შეუძლებელი უფროა ყველანაირი იმ მეთოდით, რასაც ადამიანები იყენებენ. მეც ამას უფრო ჩემთვის ვწერ, რო დავიხსომო უფრო კარგად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია. მარა, მეორეს მხრივ ეგ როგორ უნდა დამავიწყდეს ვაბშე, ვერ წარმომიდგენია. წინასწარ გეუბნებით, რასაც დავწერ შეიძლება სულ სხვა რამე იყოს, ვიდრე ის, რაც მოხდა სინამდვილეში, ანდა უაზრობა ჩანდეს, მარა ნახუი, რაცაა ეგაა.
შუქი რო ჩავაქრეთ მარტოობის გრძნობა გამიჩნდა. პლანიც უკვე თითქმის აღარ იგძნობოდა (ხო ცოტა მოვწიეთ). მანამდე ბევრი მქონდა საწითხული სასწაულ შიშზე და კიდე 1000 არასასიამოვნო რაღაცეებზე, რომელიც თან ახლავს ამ ყველაფერს, მარა არაფერი მსგავსი. მარტო მოლოდინი. ვუყურებდი ფანჯარაზე აკრულ რაღაც კლეჩატ პირსახოცს და წარმოსახვაში ვიხსენებდი ეფექტებს და ჰალუცინაციებს, რომლებზეც წაკითხული მქონდა ან ნანახი ფილმებში, მარა ჯერ არაფერი. ორონდ, როგორც ჩანს მეგონა რო არაფერი, იმიტორო მერე როგორც აღვიდგინე, მოხდა ისე, რო ფიქრების რაოდენობა და სისწრაფე სასწაულად გაიზარდა. დროის მონაკვეთში ალბათ ათასჯერ უფრო მეტს ვფიქრობდი, ვიდრე ნორმალურ მდგომარეობაში. შეიძლება, პროსტა ქვედა ლეველის ფიქრების გაგებაც დავიწყე და ასე მულტი-კანალ რეჟიმში გამოვიდა რო ბევრი ფიქრი იყო. და ეს ფიქრები საითკენღაც მექაჩებოდნენ, ოღონდ სადღაც იქით, რომლის სახელიც შეიძლება იყოს „არსაით“. რაღაცით ეს ყველაფერი ჩათვლემას გავდა, ხო დაგიფიქსირებიათ კაკრას ჩაძინების წინ ფიქრები რო ირევა, რო ვეღარ იხსენებ სულ 1 წამის წინ რა იფიქრე, პლანზეც იცის ხოლმე ასე. მარა მოულოდნელად გამოვფიხზლდი და ის სადაც მივდიოდი, უცებ თვალწინ დამიდგა, ანუ მოკლედ არსად არ ვიყავი. ანუ ხო ხვდებით, რა... დავაფიქსერე რო არსად არ ვარ, არ ვარსებობ თითქოს, უფრო სწორად, ვარსებობ, მარა არსად. ამაზე ამბობენ, გასხივოსნდაო, სამყაროს არსი შეიცნოო, მიხვდა, გაიგოო. ოღონდ მაშინ არაფერი მსგავსი, იმიტორო სივრცესთან და დროსთან ერთად ის ადამიანური გაგებაც გაქრა, რაცაა არსი, გასხივოსნება და ეგეთები. დარჩა მხოლოდ ორი ფრაზა თუ ფიქრი, თუ რაცაა: მე ყველაფერი ვიცი და გამახსენდა.
ეს გრძნობა იმდენად განსხვავებულია საერთოდ ყველა გრძნობისგან რო გრძნობა არცაა პრინციპში, პროსტა ყველაზე უფრო ამას გავს. მიჭირს რამეს შევადარო, მარა თუ მაინცდამაინც, გეტყვით რპ შემეძლო ამ გრძნობას შევხებოდი ხელით, პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობ, ანუ მატერიალური იყო თან, თანაც ისეთი, როგორიც არაფერი სხვა. და ყველაზე საოცარი! როგორ აღმოჩნდა ასეთ მდგომარეობაში მანამდეც ვყოფილვარ, თანაც სულ მცირე სამჯერ!!! მარა ეს არ ვიცოდი, უფრო სწორად არ მახსოვდა და მხოლოდ როცა იგივე პონტში გავიჩითე, მაშინ მივხვდი. ამ სამიდან ერთი იასნია - 1 წლის წინ მეჯიქ მაშრუმის შედეგად იყო. ეხლაღა ვხვდები, რო მაშინ იმიტომაც არ დამწერია არაფერი და არც მითქვამს, რო უბრალოდ დამავიწყდა. აი, დამავიწყდა და ვსიო, არ მიიღო ფხიზელმა გონებამ, შოკი იყო და არ მაიიღო, შეეშეინდა. ოღონდ ეს ყველაფერი მაშინაც მოხდა. ეგება ოდესმე იმაზეც დავწერო. აი მეორე ამბავი კი ბევრად უფრო საინტერესოა, ბავშვობის დროინდელი, თანაც მახსოვდა პრინციპში. ეხლავე მოგიყვებით.
ვიქნებოდი ასე 7-8 წლის, როცა დიდი კორპუსის ეზოში, ბავშვური თამაშის დროს მკივნეულად დავეცი და თავი ბეტონის იატაკს დავარტყი. ეგება გახსოვთ კიდეც, ჯერ რადენჯერმე უნდა ჩაგებუქნო, მერე კედელთან დგებოდა ერთი და 2-3 ბავშვი მკერდზე აწვებოდა და თავრუსხვევის პონტში ვითომ კაიფობდი (ისე, საიდან გაჩნდა ეგეთი თამაში ნეტა?! ოღონდ, არ მითხრათ, რო ეგეთი არაფერი გაგიგიათ, იმიტორო მაშინ ესეც ერთ-ერთი ჰალუცინაცია გამოდის). მარა მაშინ თავი დავარტყი ბეტონს და გავითიშე. აზრზე რო მოვედი, აღმოჩნდა, რომ რომელიღაც სადარბაზოს მეექვსე-მეშვიდე სართულზე ავრბოდი გამწარებული და შეშინებული ბავშვები უკან მომდევდნენ. მითხრეს, წამოხტი და გაიქეცი თავქუდმოგლეჯილიო. თან ყურიდან სისხლი მომდიოდა მოშნად. მთელი 20 წლის
მანძილზე წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა იმ რამდენიმე წუთის მანძილზე, რას ვგრძნობდი, რას ვფიქრობდი, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. და აი უცებ, ეხლა მივხვდი, გამახსენდა! ზუსტად იმ არსადში გახლდით, სადაც აი ეხლა, ტრიპის მომენტში. ოღონდ, იასნია რო ეს მიხვედრა გახსენება ძალიან დაახლოებით ასახავს მაგ ყველაფერს, იმ სიცხადეს და მატერიალურობას რასაც მაშინ ვგძნობდი კიარადა, ვიცოდი.
მესამე შემთხვევა არ ვიცი როდის მოხდა, მარტო ის შემიძლია ვთქვა, რო მოხდა ნაღდად, მგონი სადღაც მატარებელში, სადაც ჩემი ძმაც იყო. ეგება მილანი-რომის მატარებელში, ვიღაც ნეაპოლელმა ამსტერდამული პლანი რო მოგვაწევინა? ხუი ევო ზნაეტ. მარა ზნაჩიტ აწი უნდა გავაიასნო ეგ ამბავიც და მთელი საინტერესო ამბები კიდე წინა მაქ.
ანუ, ეს ყველაფერი ეხებოდა გამახსენდა-ს. მაგის მერე ამ სიტყვამაც საერთოდ სხვანაირი მნიშვნელობა და დატვირთვა შეიძინა. პროსტა მაგის გაფიქრებაზეც კი ვგძნობ იმ რაღაც არაჩვეულებრივისა და შეუცნობელის სიახლოვეს, რო აი აქვე, არსადაც არ წასულა, სულაა, ყოველთვის, მარა რაღაცა მიშლის იქ მოხვედრას, რეალობის რაღაც სულ თხელი კონტური, სული რო შეუბერო რო გაქრება, მარა პროსტა არ იცი, რო ასე ადვილია და იტოგში არ უბერავ.
მეორე დიდებული ამბავი ის იყო, რო ყველაფერი ვიცოდი. აი, ხო აზრზე ხართ, ყველაფერი! არა, ვერ გამიგეთ, ცვეტში ყველაფერი, სულ ყველაფერი, საერთოდ!!! და აი მაგის გაგების მერე დაიწყო ამბები ის, რაც შეიძლება არც ყოფილიყო და ერთის შეხედვით შეცდომა მეგონა, სანამ მერე თვეების მერე გავიგებდი, რო რო შეცდომა, როგორ ასეთი არ არსებობს და თუ რამეს აკეთებ, იმიტომ აკეთებ, რო შეცდომა არაა. შეცდომა რო იყოს, არ გააკეთებდი. მარა ნუ, მოკლედ. ხოდა, რა ვქენი მოკლედ...
(გაგრძელება იქნება!) ;)
Tuesday, March 31, 2009
პლანზე პარლამენტის წინ და ახალგაზდა პატრულზე
ამას წინ რადიოში თქვეს, რო რომელიღაც ებრაული სახელმწიფოს დედაქალაქში, ეგრევე პარლამენტის წინ ვიღაცამ პლანი დათესაო. და აი, ახლაღა მოჭრესო. ხოდა, იკაიფე ეგ ხო ერთი მაგარი დეტექტივი გამოდის ცვეტში. წიპა აი, პარლამენტის წინ, მდელოზე იზრდება ბალახი. დეპუტატები დადიან, უყურებენ როგორ იზრდება და ცალ-ცალკე უხარიათ. კაროჩე, მთელი პარლამენტი თვალსა და ხელს შუა ახალგაზრდავდება: ახსენდებათ ტუსოვკები, სტუდენტობა, პადიეზდები, მენტები და ეგეთი რაღაცეები. კულუარებშიც მარტო მოსაწევზე ლაპარაკობენ და იასნია ეწევიან კიდეც შიგადაშიგ. პიდაპირი გადაცემები პარლამენტიდან უკვე ცვეტში მაგარი სუპერ-რეალითი-შოუა, განსაკუთრებით ის იყო საკაიფო პარლამენტის დაცვის გაძლიერებას რო მისცა ყველამ ხმა. მთელი ქალაქი ყველაფერს ხვდება, მარა ყველა ჩუმადაა, ჟურნალისტებიც კი.
ამასობაში სოფლიდან ქალაქში ჩამოდის ახალგაზრდა პატრული, იწყებს მუშაობას რომელიღაც უბნის ინსპექტორად და ხედავს ამ უმსგავსოებას პირდაპირ ქალაქის ცენტრში. ერთხელაც იკრიბება უბნის ინსპექტორების დიდი სასტავი, ტრეინიგის თუ ინსტრუქტაჟის პონტში და რომელიღაც შიშკა პატრული აკეთებს მოხსენებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ისე, სხვათა შორის ამ ახალგაზრდა პატრულსაც ახსენებს: აი, ნახეთ უბანში პლანი დღემდე არ მოუთიბიო. ეს კიდე ერთი რო ახალგაზრდა და თან მაგარი ვირია, მეორეც ნერვიული და ჯიუტი ტიპია პახოდუ. იასნიაცაა, თავისთან სოფელში მეფე იყო, ბანდიტებს მოტოციკლეტით დასდევდა, აქ კიდე ვიღაცა კაბინეტის ჩმორი რაღაცაო პლანიო. მოუნახა საბაბი. და იმის მაგივრად, რო ბოდიში მოიხადოს, გამოსწორებას შეპირდეს, დგება და იქით უტრაკებს: ეგ რა არი, თქვენთან პირდაპირ ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ იზრდება და მაგაზე რატო არ არაფერს ამბობთო? ის კიდე: რეებს ლაპარაკობ, ვინ გითხრა რო ეგ პალნიაო? ვაბშე ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავს პლანიო? ბარემ ისიცა თქვი რო მაკიაო.
მარა ახალგაზრდა პატრული არ წყნარდება და ჩალიჩობს წერილობით განცხადებას პარლამენტის წინ ბალახის სასამართლო-ბოტანიკური ექსპერტიზის მოთხოვნით. მალევე ურეკავენ ტელეფონზე და სთავაზობენ სადმე შორს გამგზავრებას, თუნდაც ამერიკაში, თუარადა აქ არ გაახარებენ. პატრული, პირველ რიგში იქით აგზავნის გენიტალიების მომართულებით, იმიტორო შვარცნეგერივითაა, დიდია და არავისი ეშინია. მეორეც, მთელი ამ საუბრის ჩაწერასაც ასწრებს. მერე თიბავს თავის უბანზე პლანს და პროკურატურაში აგზავნის საქმეს შანტაჟის მუხლით, საუბრის ჩანაწერის თანხლებით.
საქმე, იასნია, წარმატებით იკარგება. და ვეღარ პოულობენ. პატრულს ისევ სთავაზობენ გააჯვას სადმე შორს, ოღონდ უკვე უფრო ნაკლებად უცენზურო ფორმით. ეკაიფებიან იტოგში. მეორე დღეს ხელმძღვანელობა აქვეითებს ამ ჩვენ პატრულს თანამდებობაში იმიტორო უბანზე პლანი ეზრდება. როგორც ყოველთვის, ირკვევა, რო ბრძანება ჯერ კიდე ერთი კვირის წინ იყო დაწერილი, მარა ეხლაღა გამოუცხადეს. საღამოს ვიღაც ორი ხულიგანი ცდილობს პატრული სცემოს, მარა, ეს ორივეს სულ იოლად კვანძავს და მიათრევს განყოფილებაში. ძიებაში ორივე უარყოფს ყველაფერს და ადვოკატის დახმარებით ამას იქით ადანაშაულებენ რო პირველმა დაიწყოო. ხელმძღვანელობა, გულთბილად სთავაზობს წაიღოს უკან თავისივე საქმე და თავისივე ნებით გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუარადა სასამართლომდე მივა ეს ყველაფერი, და მთელ ქვეყანას თავი მოეჭრება.
აი ამაზე კი პატრულს ცვეტში ეკეტება. იღებს ცელს და მიდის პარლამენტთან. იქ დაცვა ატორმუზებს და უჭედავს. ეს თავისას არ იშლის, რო პლანი უნდა მოითიბოს ეხლავე ან პარლამენტის მომსახურე პერსონალის მიერ, ანაც თვითონვე იზამს. თან ეს ბაზარი ქუჩაში მიდის, ხალხის და ჟურნალისტების თვალწინ.
კაროჩე, უკვე სკანდალის სუნი უდის ამ ყველაფერს. საქმეში ერთვება პარლამენტის დაცვის უფროსი და ცდილობს ახალგაზრდა პატრული დააპატიმროს, მარა ეს იღებს ცელს და იწყებს პლანის მოჭრას. დაცვა სროლას ერიდებ და ამანაც მთელი პლანი მოთიბა. ამ დროს დაჟე პარლამენტის სხდომა შეწყდა, ყველანი ჯგროდ გამოცვიდნენ მოსაწევად და სანერვიულოდ. მერე, ყველაფერი რო მორჩა, ეგრევე ჯგროდ უკან შეცვივდნენ და ერთხმად უყარეს კენჭი ლეგალიზაციას.
ახალგაზრდა პატრული კი მერე დაბრედილი ნახეს. კაი გაგებით ოღონდ. ეხლა ეროვნული გმირია და ყველანი საუკეთესო რაცა აქვთ, იმას აწევინებენ.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
სუბოტექსი იქა, ტეტრაჰიდროკანაბიოლი აქა.