ამასობაში სოფლიდან ქალაქში ჩამოდის ახალგაზრდა პატრული, იწყებს მუშაობას რომელიღაც უბნის ინსპექტორად და ხედავს ამ უმსგავსოებას პირდაპირ ქალაქის ცენტრში. ერთხელაც იკრიბება უბნის ინსპექტორების დიდი სასტავი, ტრეინიგის თუ ინსტრუქტაჟის პონტში და რომელიღაც შიშკა პატრული აკეთებს მოხსენებას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე და ისე, სხვათა შორის ამ ახალგაზრდა პატრულსაც ახსენებს: აი, ნახეთ უბანში პლანი დღემდე არ მოუთიბიო. ეს კიდე ერთი რო ახალგაზრდა და თან მაგარი ვირია, მეორეც ნერვიული და ჯიუტი ტიპია პახოდუ. იასნიაცაა, თავისთან სოფელში მეფე იყო, ბანდიტებს მოტოციკლეტით დასდევდა, აქ კიდე ვიღაცა კაბინეტის ჩმორი რაღაცაო პლანიო. მოუნახა საბაბი. და იმის მაგივრად, რო ბოდიში მოიხადოს, გამოსწორებას შეპირდეს, დგება და იქით უტრაკებს: ეგ რა არი, თქვენთან პირდაპირ ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წინ იზრდება და მაგაზე რატო არ არაფერს ამბობთო? ის კიდე: რეებს ლაპარაკობ, ვინ გითხრა რო ეგ პალნიაო? ვაბშე ცხოვრებაში ერთხელ მაინც გინახავს პლანიო? ბარემ ისიცა თქვი რო მაკიაო.
მარა ახალგაზრდა პატრული არ წყნარდება და ჩალიჩობს წერილობით განცხადებას პარლამენტის წინ ბალახის სასამართლო-ბოტანიკური ექსპერტიზის მოთხოვნით. მალევე ურეკავენ ტელეფონზე და სთავაზობენ სადმე შორს გამგზავრებას, თუნდაც ამერიკაში, თუარადა აქ არ გაახარებენ. პატრული, პირველ რიგში იქით აგზავნის გენიტალიების მომართულებით, იმიტორო შვარცნეგერივითაა, დიდია და არავისი ეშინია. მეორეც, მთელი ამ საუბრის ჩაწერასაც ასწრებს. მერე თიბავს თავის უბანზე პლანს და პროკურატურაში აგზავნის საქმეს შანტაჟის მუხლით, საუბრის ჩანაწერის თანხლებით.
საქმე, იასნია, წარმატებით იკარგება. და ვეღარ პოულობენ. პატრულს ისევ სთავაზობენ გააჯვას სადმე შორს, ოღონდ უკვე უფრო ნაკლებად უცენზურო ფორმით. ეკაიფებიან იტოგში. მეორე დღეს ხელმძღვანელობა აქვეითებს ამ ჩვენ პატრულს თანამდებობაში იმიტორო უბანზე პლანი ეზრდება. როგორც ყოველთვის, ირკვევა, რო ბრძანება ჯერ კიდე ერთი კვირის წინ იყო დაწერილი, მარა ეხლაღა გამოუცხადეს. საღამოს ვიღაც ორი ხულიგანი ცდილობს პატრული სცემოს, მარა, ეს ორივეს სულ იოლად კვანძავს და მიათრევს განყოფილებაში. ძიებაში ორივე უარყოფს ყველაფერს და ადვოკატის დახმარებით ამას იქით ადანაშაულებენ რო პირველმა დაიწყოო. ხელმძღვანელობა, გულთბილად სთავაზობს წაიღოს უკან თავისივე საქმე და თავისივე ნებით გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუარადა სასამართლომდე მივა ეს ყველაფერი, და მთელ ქვეყანას თავი მოეჭრება.
კაროჩე, უკვე სკანდალის სუნი უდის ამ ყველაფერს. საქმეში ერთვება პარლამენტის დაცვის უფროსი და ცდილობს ახალგაზრდა პატრული დააპატიმროს, მარა ეს იღებს ცელს და იწყებს პლანის მოჭრას. დაცვა სროლას ერიდებ და ამანაც მთელი პლანი მოთიბა. ამ დროს დაჟე პარლამენტის სხდომა შეწყდა, ყველანი ჯგროდ გამოცვიდნენ მოსაწევად და სანერვიულოდ. მერე, ყველაფერი რო მორჩა, ეგრევე ჯგროდ უკან შეცვივდნენ და ერთხმად უყარეს კენჭი ლეგალიზაციას.
ახალგაზრდა პატრული კი მერე დაბრედილი ნახეს. კაი გაგებით ოღონდ. ეხლა ეროვნული გმირია და ყველანი საუკეთესო რაცა აქვთ, იმას აწევინებენ.
ჭირი იქა, ლხინი აქა,
სუბოტექსი იქა, ტეტრაჰიდროკანაბიოლი აქა.
No comments:
Post a Comment