Showing posts with label Rasta. Show all posts
Showing posts with label Rasta. Show all posts

Wednesday, August 27, 2008

ღვთაებრივი ისტორია

ორიგინალი:
http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=12




კაროჩე, ეხლა ხდება - ჯას მოუნდა სამყაროს შექმნა. სამი დღე იჩალიჩა, თითქოს ყველაფერი შექმნა, მარა რაღაც მაინც ნიტო, აკლია რაღაც. ხოდა, ზის და ფიქრობს: ნეტა რა უნდა აკლდეს ნეტაო. და აი ქვეცნობიერი ხმა ეუბნება: განჯა! განჯა არაა ვაბშე შენ სამყაროშიო. უყურებს და მართლაც, თითქოს ყველაფერი ასწორებს, მარა განჯა არსად იზრდება, გეგონება ციმბირი იყოს.

და აი ჯამ შექმნა განჯა. დაჯდა, მოწია, მიმოიხედა და ფიქრობს: ვახ, ჩემი! ეს რა პაპსა რაღაცეები გამიკეთებია სულ. აი, მართლა უნდა ჩავუჯდე ერთი და რაიმე სერიოზული, ინდი ვეშები უნდა გავაკეთოო. რამე ისეთი, მაგარი მოშნი, რო ასწორებდეს მაგრად, თორე გარშემო სპლაშნოი გალიაკია ყველა პონტში, ტელევიზორში როგორცაა ეგრეო. და ჯამ შექმნა რასტამანი.

შექმნა და ეუბნება: აი, უყურე, ძმაო. ეს შენ მზე, ეს შენ ზღვა, ეს შენ ხილი და ბოსტნეული, აი ეს შენ კიდე მოსაწევი. კაროჩე, სამოთხეა, ერთი სიტყვით, ცვეტში. იცოცხლე და იხარე. რასტამანმა კიდე მოწია განჯა და ამბობს: ისე, ეხლა მუსიკა გაასწორებდა მამენტო.

ხარაშო. შეუქმნა ჯამ მუსიკალური ცენტრი და დისკები კიდე ასე შვიდი ათას ხუთასი, ცოტა mp3-ებიც. და ეუბნება: ნახე - მზე, ზღვა, ხილ-ბოსტნეული, ხიზილალა ცხრა და ოცად, პივაში თუ გინდა იბანავე, 3-მეტრანი პლანის ბუჩქები, ცენტრში ბობ მარლი - რასტამან ვაიბრეიშნ, იეა! პოზიტივი! იცხოვრე კაროჩე და იხარე. რასტამანმა დისკი ბოლომდე ჩაკლა და ამბობს: აუ, გიტარაზე დაკვრა გაასწორედა ეხლა მაგრადო.

ხარაშო. შეუქმნა ჯამ გიტარა. და ამბობს: აი, ეხლა კი თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. მზე, ჰაერი, ზღვა, ხილ-ბოსტნეული, ისევ და ისევ ჯანჯუბასი. სხვათაშორის, მაგარი საკაიფო განჯუბასი, ნიტოშტო რაღაც ინდური თუ მაროკოული. იცოცხლე, რა და იხარე, იტოგში. რასტამანმა გიტარაზე დაუკრა და ამბობს: ე, ერთი გოგოც რო მყავდეს, აი მერე მესმის მართლა ყველაფერი რო ისე იქნება, როგორც უნდა იყოსო, კაცო.

ხარაშო. შეუქმნა ჯამ გოგო. ცვეტში მაგარი გოგო შეუქმნა. და ამბობს: კაროჩე, აჰა თქვენ ეს სამოთხე. იცოცხლეთ და იხარეთ. მე კიდე წავალ ბათუმში დასასვენებლად. თორე, უკვე მაგრად დავიღალე აქ თქვენთვის სამოთხის ჩალიჩითო. და წავიდა.

ერთობიან კაროჩე, რასტამანი და გოგო სამოთხეში, განჯას ეწევიან, მუსიკას უსმენენ, სიმღერებს მღერიან, გიტარაზე უკრავენ, გაზონებზე სექსით კაიფობენ. აი, ასეთია სამოთხის ცხოვრება. საჭმელი გარშემო ოხრადაა, სამსახურში სიარული არაა საჭირო, სეზონია მთელი წელი, მენტები არ ატრაკებენ, მამები ტვინს არ ჭამენ. აი, ასეთია აი სამოთხის ცხოვრება.

და შემთხვევით იქვე ჩაისრიალა გველმა. გამხდარი, ფერმკრთალი, გუგები წერტილებივით აქვს, გადაპარსული, მთელი ტანი - ერთი სპლაშნოი ვენა, თავიდან კუდამდე სულ დახვრეტილი. რასტამანები ეუბნებიან: ჰეი, გველო! მოდი, მოსრიალდი აქეთ, განჯა მოვწიოთო. გველი კიდე ამბობს: მადლობა, ხალხო. არა, მართლა მადლობა. მარა ეგ იმენნა ბავშვური პონტია, პლანის წევა. იმიტორო სინამდვილეში მაგაში საკაიფო არაფერია. ისე, პროსტა ასწორებს, მაიმუნურად, მუსიკის მოსასმენად.. არა, ხალხნო, ეგ რა კაიფია? კაიფი ისაა რო ჰოპ! და გაფრინდები. და დაფრინავ, დაფრინავ, დაფრინავ თბილ ბეზპრიდელში.. აი ეს მესმის კაიფი.

მაშინ რასტამანები ეკითხებიან: ვა, ეგ კაიფი სად იშოვებაო? გველი კიდე, ეშმაკურად ყვავილს აჩვენებს: ა, აგერაა, კაიფი, თქვენ ფეხქვეშ იზრდება. ხო ხედავთ, ღერო და ზედ პატარა მწვანე კოლოფები, კოლოფებში კიდე თეთრი წვენია. აი, კაკრას მაგ თეთრი წვენიდან ეხლა წამალს მოვხარშავთ, ეგრევე ვენებში შევუშვებთ და ეგრევე აზრზე მოხვალთ რა არის ნამდვილი კაიფიო!

რასტამანი ეუბნება: ასწორებს! მოდი მოვხარშოთო. გოგო კიდე ეუბნება: მაიცა. ეს ხო ისაა, რაზედაც ჯა გვეუბნებოდა რო არ ჭამოთ, არ დალიოთ და არ მოწიოთ, არც მოხარშოთ თორე გაშავდებით, შეჯდებით და ბოლო-ბოლო ისე ჩაეფლობით, რო ვეღარ ამოხვალთო. გველი მაგაზე ამბობს: ნუ, ეგ ცოტა კი გადაუჭარბებია. ნუ, ხო, შეიძლება ცოტა შეჯდე, მარა არაფერი საშიში მაგაში არაა - იჯდები, იჯდები და ჩამოხტები მერე. არაფერსაც არ ჩაეფლობი, იმიტორო თუ ჭკუით მიუდგები, სინამდვილეში საშიში მაგაში არაფერიაო.

მაშინ გოგო ამბობს: როგორ თუ არაა საშიში, რახან ჯამ თქვა, ზნაჩიტ არის. გველი ამბობს: ეგ პროსტა, ამ საქმის კურსში არაა. თვითონ ხო არასოდეს გაუსინჯავს, როგორ უნდა იყოს აზრზე. აი, თქვენ კიდე ადექით და გასინჯეთ, და ეგრევე ჯაზე მეტი გეცოდინებათ ამ ამბავში. ხოდა, იტოგში, დაიყოლია გველმა ეს ჩვენი რასტამანები რო გაეჩხირათ იმათ. შეიშვა თვითონაც ერთი ოთხი კუბი და კიდე თავის შავ ბრატებსაც დაუძახა. იასნია პონტი რო გაეძრო.

ხოდა დატრიალდა სამოთხეში სტანდარტული შავბნელი ამბები. დილიდანვე გაჩხერა, საღამოსკენ დაგონკა - და მთელი დღე სხედან დაშტერებულები, იფხანენ და ფეხსაცმელებს ათვალიერებენ. ჭირია კანკრეტნი. და არანაირი კაიფი - ისე, ასწორებს იასნია, მარა არამიწიერი კაიფი სადაა? გველი კიდე ამბობს: ეგ პროსტა ჯერ იმენნა ვერ დაამუღამეთ, აი როცა დაამუღამეთ იქნება კაიფიცო.

ხოდა, დაიწყეს რასტამანებმა დამუღამება. ჯერ ნახევარი კუბი, მერე კუბი, ორ კვირაში უკვე ოთხიც შეიშვეს. სულ კაიფი უნდათ უზომო - კაიფი კიდე არაა და არა. და კაკრას ამ დროს წამალი გათავდა სამოთხეში! გველი ამბობს: მოდი პლანი გადავცვალოთ წამალზე, პლანი ხო მაინც უკვე აღარ გვისწორდება, მოდი და გადავცვალოთო.

გადაცვალეს კაროჩე პლანი წამალზე. მერე ბოსტნეული და ხილი გააბარიგეს, მერე ცენტრი გიტარიანად, მერე ზმანიც. კაროჩე, ბრუნდება ჯა შვებულებიდან და ხედავს - სამოთხები მოშნი ბარდაკია, მანქანები ყრია ყველგან, დაჯმულია, დაფსმულია, ვიღაც ძველი ბიჭები დვიჟენიობენ, და საცაა ძაღლებიც უნდა გაეძრონ.. და კიდე ვიღაც ვაბშე უცხო ტიპები ტყეს ჭრიან. ჯამ ეგრევე გაუტრაკა: რა პონტში ჭრით, ვინა ხართო? ისინი კიდე: მოდი, ბაბუ, შენ საქმეს მიხედე, პრობლემები თუ არ გინდა - ეს ტყე ვიყიდეთ, კუბამეტრი - კუბში ფასადი.

მაშინ ჯა იძახებს თავისთან რასტამანს და გოგოს. მოდიან ორივენი: გამხდრები, ჭუჭყიანები, თავგდაპარსულები, შიშვლები, ხელ-ფეხ-დადირკულები. მოვიდნენ, დგანან, იფხანებიან. ჯა ეკითხება: შიშვლები რატო ხართო? რასტამანები პასუხობენ, იმიტორო გვცხელაო. მაშინ ჯა ეკითხება: აა, ეტყობა წამალზე ხართ შემჯდებიო? რასტამანი ამბობს: ეგ გველის ბრალია, მაგან შეგვსვა, ჩათლახმაო. ეხლა კიდე აი, ვსხედვართ და ვერ ვაგდებთო. მაშინ ჯა იძახებს გველს, მარა ის უკვე სადღაც სხვაგანაა გაპარული. სადაც მეტი წამალია. იმიტორო, აზრზე მოვიდა რო აქ უკვე პონტი მორჩა მეტს ვეღარაფერს გამორჩება, სხეულის ძალადობრივი დაზიანების გარდა.

აი აქ კი ჯა მართლა გაბრაზდა. ადგა მთელი სიმაღლით, ცამდე რო მიწვდებოდა ისე, და რო დაიღრიალა: აბა ყველამ გააჯვით აქედანო! და უცხო ტიპები თითქოს არც ყოფილან ისე მოტყდნენ. დარჩნენ მარტო რასტამანები. დგანან შიშვლები, სიცივისგან აკანკალებთ - იმიტორო უკვე გამოდიან და დაგონკა კიდე არა აქვთ. ხოდა ჯამ აიყვანა ორივე, ერთმანეთს შეაზილა როგორც პლასტელინი, ერთი გროვა მიიღო და მერე იქიდან ახლიდან გამოძერწა ორივე, სექონდ ჰენდში უყიდა ახალი ზმანები, პლანი თვითონ დათესეს და ცხოვრობდნენ ისევ ისე, როგორც ადრე, და სამოთხიდან არავისაც არ გამოუყრია. და არც მაგათი შვილები გამოუგდია იქიდან არავის, არც შვილიშვილები. და დღემდე ჩვენ ყველანი იქ ვცხოვრობთ, მარა ზოგჯერ ვერ ვამუღამებთ. მარა თუ ვამუღამებთ.. ნუ, მოკლედ.

Saturday, July 26, 2008

ჩინელზე


http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=3

ისე, ასწორებს არა, ჩინელი რო ხარ, ხო? ტაი-ჩი-ჩუანი, ციგუნი, რამე. დაოსური ალქიმია, კაროჩე. და კიდე სხვა ჩინური ამბები. ხო, შაოლინი - ჰე! არა, ასწორებს რა. ხო, ასწორებს, კი. ხოდა, აი ამ ჩინელს ერთხელაც ესიზმრება სიზმარი: ვითომ, იძახებენ ჯადოქრების სასწავლებელში და კარტებზე მკითხაობას ასწავლიან. ანდა, რაის კარტზე, სიმონ? იცინზე ასწავლიან მკითხაობას.. თუ იქნებ მაინც კარტი იყო, ა? არა! შანსი არაა. ცვეტში იცინზე. ხოდა მოკლედ კაი ხანი ასწავლიან, 1-2 წელი და ეს ყველაფერი ესიზმრება. მერე, იღვიძებს და იწყებს მკითხაობას, თანაც ისე, რო ნამკითხავები ერთი-ერთზე უსრულდება ყველა. აქ ჩინელები ყელანი ეუბნებიან: რა მაგარია, სიმონ, სერიოზულად მკითხაობ, თანაც ყველაფერი რო სრულდება, ე! ეს კიდე ეუბნება: მომეცით ათი.. არა, ოცდაათი, კი, ცვეტში ოცდაათი დოლარი სეანსში, კაროჩე. ანდა, ჯობია ორმოცდაათი. ხო, ორმოცდაათი! სერიოზულია! ორმოცდაათი დოლარი სეანსში, ნაღდად კაი პონტია! დღეში 2-3 ათასსაც გავქაჩავ, რამე რო იყოს.. კი გამოვა ბეზ-პრაბლემ. ეს ხო შანხაია, ასეთი დიდი ქალაქი, ერთი ათ მილიონიანი მოსახლეობით.. და ყველანი ჩემთან ივლიან. ერთი კვირით ადრე დაიკავებენ რიგს. ერთი წლის მერე მაგრა კარგად ვიქნები, ვზივარ ჩემთვის ოფისში, ვიღებ მოთხოვნებს, კვირაში ოცზე მეტს არა. კვირაში ათასი უნდა მეყოს. მოკრძალებულად, მართალია, მარა ცხოვრება შეიძლება. ვიყიდე ვთქვათ თორმეტოთახიანი ბაითი, კაი ნოუთბუქი, დივიდი თავის საუნდ-სისტემით, მიკროვალნოვკა (პლანი რო გამოვაშრო) - და მეტი რა უნდა საწყალ ჩინელს რო?

ხო.. ამ დროს ისევ მიძახებენ იმ ჯადოქრების სკოლაში, ეგ კიდე ჩინეთის მეორე ბოლოშია. ჯანდაბას. მივდივარ, ვეკითხები: რა ხდება? ისინი მეუბნებიან: ეხლა ისევ უნდა ისწავლოო. ვეუბნები: ჯიგრებო, კაით რა, რაც საჭიროა, ყველაფერი ვიცი უკვე, რაღაის სწავლა მჭირდება? მეუბნებიან: ეხლა შენ აქ ნუ ატრაკებ, გამოგიძახეს - ზნაჩიტ უნდა გამოცხადდე პირველ სექტემბერს და მერე სწავლა, სწავლა და სწავლა. შენ კიდე უკვე კვირაზე მეტით დააგვიანე. ამ ჯერზე მარტო გაფრთხილებთ, მერე კი აღარ მოგეფერებით. ვფიქრობ: ვახ, მაგარი ტასკაა. ისინი კიდე ეგრევე მასწავლიან გაქრობა-უჩნარობას.

ხოდა, უჩინმაჩინი ვარ, იტოგში. მკითხაობას იასნია თავი დავანებე იმიტორო აღარაფერში მჭირდება. რაც მინდა, იმას ეგრევე უფასოდ ვიღებ. ტრანსპორტი უფასო, ყველა პონტი უფასო. კაროჩე, სადაც მინდა იქ ვაბირჟავებ, სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვერთობი, ხან ამერიკაში ვარ, ხან ინდოეთში. დონე ვარ! უჩინმაჩინობა მაგრა ასწორებს! ხანდახან ჩისტა პრიკოლის პონტში ვჯდები ეგრევე პატრულის გვერდზე და ვეწევი. დადიან ეს პატრულები, ჰაერს ეჭვით ყნოსავენ და ვერაფერი გაუგიათ. თითქოს სუნი კია, მარა საიდან? ერთხელაც პატრულში გავიჩითე ანტინარკოტიულ თათბირზე და პატრულის უფროსს ეგრევე სამი პარავოზი მივართვი. უფროსმა ერთი თვალები დახამხამა და ეგრევე იდეა მიაწოდა თავის პატრულებს: მოკლედ, ძმებო, ჩვენი უპირველესი ამოცანაა ყველანაირად შევუწყოთ ხელი ნარკოტიკების ლეგალიზაციას და გავრცელებას. გაუმარჯოს ფსიქოდელიურ რევოლუციას, ვაშა! მერე აღებს სეიფს და ყველას ურიგებს ათასი ოპერაციიდან ამოღებულ პლანს. ხუთ წუთში ოთახში მაგარი ბლანტი ბოლი დგება და რომელიღაცა ოპერი ამჩნევს ამ ბოლში ჩემს მკრთალ სილუეტს. ბიჭებო - ყვირის - ღალატია, გვითვალთვალებენ. ხო აზრზე ხართ პატრული იზმენზე რა სერიოზული რამეა! ამოიღო ყველამ პისტოლეტი და უფროსი ყვირის: არ ესროლოთ! ცოცხლად ავიყვანოთო! კაროჩე, ეხლაც აზრზე არა ვარ, იქიდან როგორ მოვტყდი.

ხო, რას ვამბობდი? ააა, ჩინელზე არა? ნუ, ხო. კაროჩე, ესეიგი, ჩინელზე. ის იყო უჩინმაჩინობის მუღამი დაიჭირა, რო პირველ სექემბერს ისევ ჯადოქრების სკოლაში იბარებენ. ეს კიდე ეუბნება: არ ჩამოვალ. ისედაც, რაც საჭიროა, ყველაფერი ვიცი. მაშინ ამათ ჩერეზ ნულოვანი მატერია, ეგრევე თავისთან მიყავთ მაინც და ეუბნებიან: ვსიო, უკვე ყლში ამოხვედი. ეხლა ჯერ ჯოხებით გცემთ და მერე კედლებში გავლას გასწავლითო. ეს აუბნება: გააჯვით ვაბშე და ეგ თქვენი ჯოხებიც ტრაკში გაიკეთეთ, აღარ მინდა თქვენთან სწავლაო. ესენი კიდე: შენ ვაბშე ვინ გეკითხება, გინდა თუ არ გინდა. რახან ერთი აგირჩიეთ, არსადაც არ წახვალ აწი. ეს ეუბნება: აზრზე არა ხართ არავინ, ისე კარგად წავალ, რო თქვენი მოწონებული. და კაროჩე გადაიქცა ცივ გვამად ეგრევე. ამ თვითნებობისთვის სასჯელად შემდეგ ცხოვრებაში ხდება ერთი ჩვეულებრივი ქართველი ტიპი და გიყვებათ აი ამ ამბავს ჩინელზე. თქვენ კიდე ამბობთ, პლანი ტრუხააო. არა, იასნია ინდური და დაჟე გალისაც არაა, ისეთი ნარმალნი სამკაციანი მოსაწევია. პროსტა აი კიდე ერთი მასტერკაც, ბოლომდე გავისწორებთ და ეგაა რა, სხვა რაღა უნდა იყოს რო?

Tuesday, July 22, 2008

მოხუცები



უკაცრავად ცოტა ხანი რომ არაფერი მითარგმნია.. სამსახური, ბანკი.. ნუ, ხო აზრზე ხართ.

სამაგიეროდ, ეხლა მაგარი ზღაპარი იქნება, ასე ვთქვათ არა მხოლოდ რასტამანული ;)

ორიგინალი აქაა:
http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=5&smenu1=4&inctext=7
მოხუცები

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი, ბებრები არა, მარა აშკარად მოხუცები. ხოდა, ცხოვრობდნენ იტოგში, ცხოვრობდნენ და გადაწყვიტეს ბინის დალაგება. ბინა კიდე პატარა კია, მარა მაგარი არეულია, სადაც გაიხედავ მოუწესრიგებელი და დასალაგებელია.

დასხდნენ დივანზე და ფიქრობენ: რითი დავიწყოთ ნეტაო. არადა ჯდომა მაგრად მოსახერხებელი სულაც არაა, აი წოლა კია მაგრად მოსახერხებელი, ხოდა იასნია რო წამოწვნენ. წვანან თავისთვის, ჭერს უყურებენ, რაღაცა ჯენის ჯოპლინს უსმენენ. ჭერზე კიდე მარშით მიდის რუკზაკიანი ტარაკანების ჩაწყობილი კოლონა, კუხნიდან ეგრევე ფორტოჩკაში.

ვახ, ჩემი! - ამბობს ბაბო. ნი ხუია სებე! - ამბობს პაპა. ტარაკანების კოლონას უკან მიყვება ვირთხების კოლონა სუმკებით და ტაჩკებით, ისინიც პირდაპირ ფორტოჩკაში. ვირთხებს მიყვებიან თაგვები, თაგვებს კიდე პატარა პოლცილელუკები, ყველანი ბარგით და იასნია პირდაპირ ფორტოჩკაში ისინიც.

აქ პაპა ბაბოს ეკითხება: დედაკაცო! სად მიდიან ჩვენგან ესენიო? ბაბო პასუხობს: ბერიკაცო! აბა მე რა ვიცი, არა ჯობია მაგათვე კითხოო?

პაპაც ადგა და კითხა. პატარა პოლიციონერუკები ერთ ხმაში პასუხობენ ყველანი: რა? არ იცით? იქ ხო ცირკი ჩამოვიდა! და ყველანი გადიან, დაჯე ფორტოჩკასაც იხურავენ ზურგსუკან.

პაპა წამოხტა ეგრევე დივანიდან, ფორტოჩკა გამოაღო, თავი გაყო და ხედავს რო თურმე ეს ყველა ჭირი პირდაპირ სახურავისკენ მიეთრევა, კედლის აყოლებით. მაშინ პაპა ბაბოს ეუბნება: მოდი ჩვენც ავიდეთ სახურავზე, რა იცი და მართლა ცირკია ჩამოსულიო?
ბაბო ეუბნება: არა. ცირკში ვაბშეტა რუკზაკებით არ დადიანო. მით უმეტეს ტაჩკებითო. უეჭველი სხვა რაღაცაა ჩამოსული.. დაჟე უფრო სწორი იქნება - ჩამოფრენილი. მარა ჩვენ იქ მოხვედრის შანსი მაინც არა გვაქვს, სხვენია დალუქულიო.

პაპა პასუხობს: ეგ მარტო ჩვენ პადიეზდში, გვერდითაში კიდე ბიჭებმა უკვე დირკა გააკეთესო. წამო ცვეტში, ვნახოთ რა ჩამოვიდა თუ ჩამოფრინდა თუ რაცაა კაროჩე, წამო ვნახოთო.

და აი, შედიან გვერდითა პადიეზდში, ადიან სახურავზე და იქ არაფერიც არაა! არც ცირკი, არც რამე სხვა და არც ვაბშე არაფერი. იდგნენ ცოტა ხანი, კეფა მოიქექეს, მერე ჩამოსხდნენ, მერე წამოწვნენ, არადა სახურავი თბილია, ცაში მზე ანათებს, ცხრათვალა, პატარ-პატარა ღრუბლები მშვიდად მიცურავენ. პაპა ბაბოს ეუბნება: კაროჩე, ორიდან ერთია რა. ან უკვე გაფრიდნენ, ან გლუკები გვაქვსო. ბაბო ამბობს: ისე, საინტერესოა გლუკები რას უნდა ექნა ნეტა, ჩვენ ხო უკვე ერთი თვეა არც კი მოგვიწევია რამეო?

პაპა ამბობს: შანსი არაა რო მე და შენ მთელი თვე არაფერი მოგვეწიაო. ბებო კიდე: ნაღდად გეუბნები, არ მოგვიწევია. ბოლოს შენ დაბადების დღეზე დავბოლდით კარგადო. პაპა კიდე: ხო.. მაგარი დავბოლდით მაშინო! მერე სიჩუმეა: წვანან, ჩუმად არიან და იხსენებენ. ცვეტში მაგრად დავბოლდითო! ისე, სხვათა შორის მაშინ სულ რაც გვქონდა ხო არ მოგვიწევია, ცოტა დარჩენილი სადღაც უნდა იყოს სახლშიო. აი წავიდეთ, დავალაგოთ და გამოჩნდება, დივანის ქვეშ ალბათ.. ან მაცივრის უკანაა ჩავარდნილი.. თუ თაგვებმა არ შეჭამესო.. ბლიად! რაის თაგვებმა, ჩვენთან თაგვი მისდღემში არ ყოფლა, მით უმეტეს ვირთხები და მით უმეტეს პატარა.. აჰა! აი გლუკი ეს იყო თუ იყო! მარა ნეტა რისგან გვაქო?

ბებო ამბობს: ვჭამეთ ალბათ რამე. გახსოვს, გუშინ რაღაც ახალი იოგურტი ვიყიდეთ.. რა ერქვა! ხო აზრზე ხარ, კალათბურთელი რო იყო, შავი, იტოგშიო. პაპა ამბობს: ეგ რომელი, როდმანიო? ბებო კიდე: არა, ეგ არა. მე იმაზე ვამბობ - გძელი ასეთი, შავი, დაკუნთული.. კაროჩე, პაკეტი დარჩენილი უნდა იყოს და ზედ წერებაო.

ჩადიან კაროჩე ბაითში, ნახულობენ ნაგავში და ამოაქვთ უკან იოგურტის პატარა ჭიქა. იქ კიდე წერია: მეჯიკ. ნუ, პაპა ამბობს: და კალათბურთი ვაბშე რა შუაშიაო? მეჯიკ ჯინსონი სხვათა შორის ფრენბურთს თამაშობდა, რო იცოდეო. შენი კალათბურთით კიდე მთელი თვე ვერ გავიხსენებდი შავ კალათბურთელს რა ქვიაო. ბებომ: ბერიკაცო! ნუ ბუზღუნებ. ჯობია ნახე, რა წერია აქაო.

უყურებს პაპა - ჭიქაზე კიდე წერია რო შეიცავს ჯადოსნური სოკოების ცოცხალ კულტურას. და სოკოცაა დახატული, კაი დამახასიათებელი ფორმით. აქ პაპა ამბობს: ტაკს! და სად ვიყიდეთ თუ იციო? და კაროჩე ხუთ წუთში ერთმანეთს ასწრებენ და სირბილით შედიან მაღაზიაში იოგურტის საყიდლად.

მაღაზიაში გამყიდველი ეუბნება, აღარააო და რაღაც უშნოდ იღიმება, თითქმის დამრგვალდა, ყურებს ათამაშებს, თავს 180 გრადუსით ატრიალებს და წელში იზნიქება. ბებო პაპას ჩურჩულით ეუბნება: მე მგონი ეს გამყიდველი კი არა კატააო. გადაიხედე ერთი დახლის უკან, კუდიც ხო არა აქვსო? პაპაც გაუყვა დახლს, ვითომ საქონელს ათვალიერებს, არადა კისერს იგრძელებს, რო გადაიხედოს დახლს იქით. გამყიდველმა ეს მანევრი შენიშნა და პატარა ტაბურეტკაზე ისე ჩამოჯდა, რო აწი ჩემ ფეხებს გაიგებ.

ამ დროს ბებომ გადაწყვტა სხვა მხრიდან მიუდგეს. ეკითხება კაროჩე: უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, თქვენი კატა რატო არა ჩანსო? გამყიდველი: იმიტო რო შევჭამე! და ეხლა თქვენც შეგჭამთო! და მოულოდნელი სიმსუბუქით, პირდაპირ ადგილიდან ხტება დახლს აქეთ. მოხუცებმა ჩისტა რეფლექსურად ნაბიჯით უკან დაიხიეს და ისეთი დაიყეფეს ორ ხმაში: ააავ!!!! რო გამყიდველმა მოულოდნელბისგან პირი დააღო და კაკრას ამ დროს პირიდან კატა გადმოუხტა და გარეთ გაიქსცა, საღსალამათი. გამყიდველი კი მაგრად დაიბნა და სხვა ოთახში დაიმალა. მერე იქიდან დირექტორი გამოვიდა და მოხუცები მაღაზიიდან გაყარა, არანაირი იოგურტი აქ არააო კაროჩე.

ხოდა, გამოდიან მაღაზიიდან, იქ კიდე კატა ზის, ელოდებას პონტში. აბა, ახალგაზრდებოო, ეუბნება, არც კი ვიცი როგორ გადაგიხადოთ მადლობაო. პაპა ეგრევე უტრაკებს: შენი ახალგაზრდები ვართ ჩვენ? ახალგაზრდები კი არა ცვეტში მაგარი ძველგაზრდები ვართო. კატა კიდე ეგრევე ხარხარს იწყებს: არ შემიძლია! ძველგაზრდებიო! გამაცინეთ! ჩავიჯვამ ეხლა სიცილითო! მოხუცი ეუნება: თუ გინდა ჩაიჯვი, მაინც ბებრები ვართ ნაღდადო.

უცებ კატა იღუშება და ეუბნება: იცით, რა, ძველგაზრდებო, მოდი ვაბშე გააჯვით! მინდოდა თქვენთვის რაღაც მეჩვენებინა, ეხლა კიდე არაფერსაც არ გაჩვენებთო. პაპა ამბობს: არ გვაჩვენებ და ნუ გვაჩვენებ, დარდი კიდეო. კატა კიდე: ხოდა არ ვიზამ. პაპა: ხოდა ნუ იზამ. კატა: ხოდა მოკეტე - გითხარი არ გაჩვენებ, ზნაჩტ არ გაჩვენებო.

კაკრას იმ დროს ახლოს მისეირნობდა ძაღლი. გაჩერდა, მოუსმინა ამ რიჟა ბაზარს და ამბობს: ხალხნო! კატას რა პონტში ელაპარაკებით, მაგათ ლაპარაკი ხო არ იციანო. კატა კიდე ამბობს: ჰმ, ძაღლებმა ხო იციან, რას ამბობო. ძაღლი ამბობს: ნუ, სხვა ძაღლების არ ვიცი, ზოგმა შეიძლება მართლაც არ იცის ლაპარაკი. არც კითხვა.და წვერსაც არ იპარსავს. არ ბანაობს და ტელევიზორსაც არ უყურებს. და.. მაიცა, რაც ვამბობდი? ა, არა აქვს მნიშვნელობა! ეს მაინც ვერაფერს განახებთ იმიტორო სინამდვილეში არც არაფერი აქვს საჩვენებელი, რიჟა პონტიაო.. მისი მხრიდან.

ამაზე კატა ფეთქდება: რას ქვია არაფერი მაქვს! აჰა და მიყურე - და აკეთებს სტოიკას ერთ წინა თათზე. ძაღლი: ჰეჰ, ეს ხო ფოკუსიც არაა! - და სტოკაზე დგება ესეც, მარა ყურებით. აქ კატა: ტოჟე მნე! - და აკეთებს სტოიკას კუდზე. მაშინ ძაღლი: გამაკვირვე რა! - და პირიდან აფურთხებს მეორე ძაღლს, ის კიდე ერთს აფურთხებს, ის კიდე ერთს, და აი ასე ფურთხება ფურთხებით მთელ ქუჩაზე მწკრივდებიან! მაშინ კატა პროსტა ერთი ნახევარი მეტრით გვერდზე ხტება, ისე რო თვითონ თან ადგილზე რჩება. ნახევარი მეტრის იქით გაჩენილი კატა კიდე ნახევარი მეტრით გვერდზე ხტება, ოღონდ თან ისიც ადგილზე რჩება, ნახევარ მეტრაში იასნია კიდე ახალი კატაა და ყველანი ერთად ყვირინ: კატები მრავლდებიან გამრავლებით! კატები მრავლდებიან გამრავლებით!

ნუ, ჩვენმა მოხუცებმა უყურეს ამ სირობას და მერე ბებომ თქვა: ერთი ამათიც! წამო ჯობია მაღაზიები დავიაროთ, ჯადოსნური იოგურტი მოვძებნოთო.

და წავიდნენ, და ყველა მაღაზიაში შევიდნენ და ყველა ვიტრინა დაათვალიერეს, და ნახეს ბევრი უცნაური და პრიკოლი რაღაც, მარა იმათში ჯადოსნური იოგურტი არ აღმოჩნდა. და არავინ იცის რამე, არავის უნახავს, არავის სმენია, ყველა პარტიზანივით ჩუმადაა. რაღაც სიჩუმის შეთქმულებაა პირდაპირ, ან მართლა არ იციან. რეალობა კიდე ირგვლივ ისეთი თხელია, როგორც პაპიროსის ქაღალდი, და მასში მეორე მხრიდან რაღაც გამოკრთის, ნიტო სხვა რეალობა, ნიტო ღმერთმა იცის რა. და ეუბნება პაპა ბებოს: მისმინე, დედაკაცო! მოდი გავხვრიტოთ რეალობა და იქითა მხარეს გავიდეთ - რა იცი და იქაურ მაღაზიებში კი იყოს ჯადოსნური იოგურტიო?

დადგნენ და დაიწყეს ხვრეტა. თავიდან თითით, მერე მუშტებით, მერე ფეხითაც ცადეს - რეალობა კიდე თხლი კია, მარა მყარია, ჩათლახი! ასე ადვილად ვერ გახევ! იქვე ხალხი დადის, მარა ყურადღებას არავინ აქცევს, ბოლო-ბოლო, ვის გაუგია ორი ბებერი რეალობას ხვრეტდეს. აი, პატრულმაც ჩაუარა, მარა წარბიც არ შეუხრია. ფსიქიატრმაც ჩაიარა, მარა არ დაინტერესდა ვაბშე: პრაქტიკაში ბევრად უფრო სერიოზული შემთხვევებიც ქონია. მოხუცები ბოლო-ბოლო დაიღალნენ და პატარა მდელოზე ჩამოსხდნენ, მერე ბებომ თქვა: ხო არ დავიკიდოთ ეს ჯადოსნური იოგურტი? მოდი, ჯობია ჩვეულებრივი ვიყიდოთ. და ვჭამოთ. მერე ბინა დავალაგოთ.. ისედაც კარგად ვისეირნეთო.

პაპა კიდე პასუხობს: კი, კარგი იყო.. ეხლავე, ეხლავე.. და ასე ნახევარ საათში დგებიან და კიდე ასე ერთ საათში, უკვე ჩვეულებრვიოგურტნაჭამები იწყებენ ბინის დალაგებას და სადღაც საღამოსკენ პულობენ პლანის ქისას, ორ მასტერკას, ერთ დიდ პაკეტ ტრუხა პლანს მალაკოსთვის და კიდე ბევრ ისეთ რამეს, რისი არსებობაც კი დავწყებული ქონდათ.
ხო, იოგურტი მეჯიკი სამი დღის შემდეგ ყველა მაღაზიაში გამოჩნდა. იყიდეს მოხუცებმა, გასინჯეს და არაფერი თითქოს. გემოთიც კი არ ვარგოდა.

Sunday, July 13, 2008

ბრძენი ჩუან-ძი

(ზღაპარი ბოლის გარეშე)


იყო მოკლედ ერთი ჩინელი ბრძენი სახელად ჩუან-ძი. ხოდა ისიც მაგარ სახალისო და პრიკოლ ზღაპრებს ყვებოდა. მარა, აი წერა კი ეზარებოდა. მეო, ამბობდა, მკიდია, და ვისაც უნდა იმან ჩაიწეროსო. ხოდა, ერთ გენიოსს არ დაეზარა, ჩაიწერა ერთი ათი ზღაპარი და დაჟე წიგნად გამოსცა : ჩუან-ძის ათი ზღაპარი. ხოდა, მთელ ჩინეთს ისე გაუსწორდა! ერთმა იმპერატორმა დაჟე მთავრობის ადმინისტრაციის კრება მოიწვია და ეუბნება: ნახეთ, პარტიზანებო თქვენა, როგორ უნდა მუშაობაო! ვიცოდე ნეტა სად აბირჟავებს ეგ კაცი და ეგრევე ჩემთან ადმინისტრაციაში ავიყვანდი, თანაც პრემიერ მინისტრადო. შენ კი, ბებერო სირო (ეს, პრემიერ მინისტრს ეუბნება) გაგაჯმევინებდი ვაბშე აქედან თანაც პენსიასაც არ დაგინიშნავდიო. აი, ცვეტში, ავიღებდი და გაგაგდები, ჩემი დედა ვატირეო.

ამის მერე ყველა მინისტრმა პრემიერ-მინისტრის ცოტ-ცოტა გაბრაზება დაიწყო, ვითომ ჩუან-ძიმ უკვე გაიგო ეს ამბავი და ეგრევე დედაქალაქისკენ წამოვიდაო. ხოდა, კოლეგავ, მოაწესრიგე შენი საქმეები, მალე ჩაბარება მოგიწევსო. მაზე პრემიერი ავარდა, მტრისას! დააყენა ფეხზე მთელი ჩინური ომონი, პარტულები განაწესა ყველგან, კომენდანტის საათი გამოაცხადა, ვითომ წესრიგის დაცვის პონტში. თვითონ კიდე საიდუმლო მითითება გასცა, დაიჭირეთ ეგ ბებერი მწერალი, ჩაუდეთ ბლომათ სუბოტექსი და ეგრევე სასამრთლოში, გაფაჩუნებაც რო ვერ მოასწროს ისეო. აი, ეს ამბავი კი ნაღდად გაიგო ჩუან-ძიმ და მიადგა პრემიერს პირდაპირ სახლში. აი ასე პროსტა, გაცდა ყველა პოსტს და მიადგა. მივიდა და ზარი დარეკა.

აღებს მოკლედ პრემიერი და კარში ძუან-ძია. დგას და ეუბნება: უფროსო, რა დღეში გაქ ნერვები? აი, აგერ ვარ, ა, ჩუან-ძი, ჩემით მოვედი შენთან. ოღონდ მაიცა, ეგრევე პატრულში რეკვა არ დაიწყო, ერთ ზღაპარს მოგიყვები, ფრინველ ფენიქსზეო.

იტოგში, ფეინიქსი რა. ძააან მაგარი ფრინველი. ნიტოშტო ბოინგ 602, არა, პირდაპირ მფრინავი ციხესიმაგრეა. ანდა ვაბშე ორი მფრინავი ციხესიმაგრე რო ერთმანეტზე დაადგა და კიდე ერთი თოთხმეტი ზემოდან. აი ასედ\თი უძაანძლიერესი ჩიტია, თანაც სულ ცეცხლითაა გაკეთებული. ცეცხლს ჭამს, ცეცხლს ჯვამს, ათასი წელი გაუჩერებლად დაფრინავს, მერ ნახევარი საათი ზის, ისვენებს და ისევ ათასი წელი დაფრინავს. ზეხმოვანი სიჩქარით! მერე ნახევარ საათს ისევ ჩამოჯდება, დაისვენებს და ისევ ათასი წელი კაროჩე. სადაც უნდა იქ დაფრინავს. მოუნდება აფრიკაში - მიფრინავს აფრიკაში, მოუნდება მთვარეზე - მიფრინავს მთვარეზე, უნდა პარიზში - ბაზარი არაა. კაროჩე, სადაც უნდა იქ მიფრინავს. მერე ნახევარ საათს ჩამოჯდება, დაისვენებს, კიდია მოშნად სად ჩამოჯდება, სადაც დაეშვება, იქვე ჩამოჯდება. ხოდა, ჯდება ერთხელაც მაგარ მურტალ ადგილას, მყრალი ნაგავსაწყრელის პირას.

ხო. იმ მურტალ-მურტალ ნაგავსაყრელზე ზის მურტალი-მურტალი განავლისფერი ყვავი და ნისკარტით ძიძგნის აყროლებული ვირთხის ლეშს. კაიფობს მოშნად: პირველმა დაინახა ეს ვირთხა, ეხლა სულ შეჭამს, ეგრევე ბეწვებიანად და ტყავიანად, მძღრენიანი ნაწლავებიანად და ინქნება მაძღარი სამხრამდე. აი, ასეთი ბედნიერი ყვავია მოკლედ. ამ დროს კი, გვრდზე ჯდება უძაანსერიოზულესი ფენიქსი. ყვავი თავსაც არ აბრუნებს, იმიტორო ვირთხას ვერ მოწყდება, ნამეტანი ეგემრიელება, მარა გრძნობს რო გვერდზე რაღაც სლიშკამ დიდი და საშიში რაღაც დაჯდა. ხოდა, ეხლა გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, როგორღაც თავი ხო უნდა დაიცვას არა? და აი, დგება ვირთხაზე თავისი ბრჭყალებით, ბუმბულს ყალყზე იყენებს, მაგარ სტრაშნი სიფათს კერავს და ხმამაყლა ჩხავის: ვოეე ბლიად!! აბა დავაი გააჯვი ეხლავე ჩემი ადგილიდან, ბიჭო-ო!! ხოდა, უფროსო, გამიგე ხო?

პრემიერი კიდე ამბობს: რაღაც ვერ გავიგე, ჩვენში რომელია ფენიქსი და რომელი ყვავიო. ჩუან-ძი კიდე ეუბნება: მაგას ვაბშე მნიშვნელობა არა აქვს, ფენიქსი - ფენიქსია, ყვავი კიდე ყვავი. შენ მთავარია ნუ იძაბები და მშვიდად იძინე, არ მჭიდება შენი ვირთხა, გასაგებიაო?

და მოტყდა ისევე, როგორც მოვიდა, მიწამ უყო პირი თუ ცამ, ვერავინ გაიგო. პრემიერი ეცა ეგრევე ტელეფონს, დაცვა ფეხზე დააყენა, ქალაქი სამჯერ გადაატრიალეს ძებნაში და იასნია რო ვერ იპოვნეს: ფენიქსი ხო ფენიქსია და ყვავი კიდე ყვავი, რაც გინდა დიდი და გაბერილი იყოს.

Thursday, July 10, 2008

ზღაპარი ომზე

ნელ-ნელა თითქოს უკეთესად გამომდის ხო? :)

ამ ზღაპარში ცოტა გინება და ცუდი სიტყვებია, მარა რა ვქნათ აბა? განა ომზე გინების გარეშე შეიძლება წერა?.. მამენტ, კი, ბაზარი არაა, ყველაფერი შეიძლება, მარა კაროჩე რა..

ზღაპარი ომზე
(ყველას აზრით საუკეთესო ზღაპარი)

აი ომში როგორი იყო ერთი კაი კაცი მიყვებოდა. მოვიდნენ კაროჩე ჩათლახი ფაშისტები და დაიპყრეს ქალაქი. პარტიზანი ვინც იყო, ეგრვე ტყეში გაიქცა, ჩაიმალნენ და სხედან. ნუ, სხედან მოკლედ და უცებ გაუთავდათ სგუშონკა. ტუშონკაც გაუთავდათ.. და პურიც გაუთავდათ. კარტოფილიც გაუთავდათ. კიტრის მწნილიც გაუთავდათ, სახლში გაკეთებული. გაუთავდათ ჯონჯოლიც. პავიდლოც გაუთავდათ. კალბასიც გაუთავდათ. მთელი პირველი რაც ქონდათ ისიც სულ მოწიეს - კაროჩე, როგორ უნდა იცხოვრონ აწი? და აი მოიწვიეს საბჭო ქალაქში მზვერავის გასაგზავნათ, რო ნუ კაროჩე ხო აზრზე ხართ რა.

მზვერავს კიდე წასვლა არ უნდა. ამბობს: რას ამბობთ ტო, ცვეტში? იქ ხო გერმანელები არიან, ეგრევე მომკლავენ და შემჭამენო. ისინი ხო ფაშისტები არიან, ნებისმიერ პარტიზანს ეგრევე დაწვავენ რო პარტიზანია და ეგრევე გაკვანძავენ ბევრი ბაზრის გარეშეო. მთავარი პარტიზანი ამბობს: ნუ იზმენდები, ჩემი ძმა! მისმინე, ცვეტში ნუ იზმენდები. რიჟა ბაზარია რო ეგენი მასეთი აზრზე მოსულები არიან, სინამდვილეში კიდე, ნუ ხო აზრზე ხარ რა. კაროჩე, ძამიკო, გაიკეთე შავი სათვალეები, ცოტა სხვანაირად დაიზმანე და ვერავინ დაგწვავს, რო პარტიზანი ხარო. ცოტა გამართულად იარე და ისა.. ხო.. ხო! და ბაზარს დაუკვირდი იტოგში. ანდა, ჯობია ჩუმად იყავი საერთოდ და მთავარია არ იცინო, გამიგე? არაფერი ცვეტში სასაცილო იქ არაა. რა მოხდა მამენტ, გერმანელები. ნუ ხო, დადიან, გერმანულად ბაზრობენ.. ბოლო-ბოლო ყველას თავისი მუღამი აქვს, დაცინვა რა პონტია? შეიძლება ისინიც იცინიან ჩვენზე. მარა ისინი ხო ადამიანურად იცინიან, ჩვენსავით ასე კი არა: ვა-ხა-ხა-ხა! შენ ჯობია საერთოდ არ იცინო, და ბაზრს მიაქციე ყურადღება და კაციშვილი ვერ დაგწვავსო.

მზვერავი ამობს: აუ, ეს რაღაც ჩერეზჩურ მურტალია. არც იცინო, ბაზარს დაუკვურდი, გამართულად იარე.. რა ცხოველი უნდა იყო, ცვეტში? თან კიდე შავი სათვალეებიო. კაკრას მაგ სათვალეებზე დამწვავენ რო პარტიზანი ვარ ცვეტში. მთავარი პარტიზანი კიდე ეუბნება: ნუ ატრაკებ, შეჩემა, არავინაც არ დაგწვავსო. მზვერავი კიდე: დარწმუნებული ხარ, რო არ დავიწვებიო? უფროსი ეუბნება: 100 პროცენტით ვარ დარწმუნებულიო. რო არავინ დაგწვავს, შენით თუ არ დაიწვბიო. მზრავი კიდე ეუბნება: ხოდა შენ თუ დარწმუნებული ხარ, რო არ არ დაიწვები, მე ჩემი თავის იმედი ვაბშე არ მაქვს, ხოდა შენ თუ გაქვს შენი თავის იმედი, აიღე ჩემი რუგზაკი და შენ თვითონ წადი, თუ ხარ დარწმუნებული, რო არ დაიწვებიო, იმიტორო ჯერ მე შემხედე, მერე საკუთარ თავს, ვინ უფრო ადამიანურად გამოვიყურებით ვაბშეო.

ამ დროს ყველა პარტიზანი იწყებს უფროსზე პრესს: ცვეტში ე, ემზარ ტო! ადამიანური ვიდი ჩვენში მარტო შენ შეგრჩა, ტანსაცმელითავ და ვაბშეო რა. კაროჩე, ასეთი კოლექტიური ტისკით ეგრევე რაზვედკაში უშვებენ უფროსს. აძლევენ რუგზაკს, უგროვებენ მაყუთს, ჯიბეშინ უყრიან ერთი ორ კილო პლანს და აგზავნიან.

და აი, მოიყვება ლიანდაგებს ქალაქისკენ. იმიტო რო ღამეა გარშემო, მატარებლები არ დადიან, ეს კიდე მიდის თავსთვის ლიანდაგებზე. ესეიგი, მიდის მიდის და უცებ: ტყაპ! ტყაპ! უკნიდან ვიღაცა ტრაკზე ურტყამს. ის კიდე მიდის და ფიქრობს: ნეტა ვინ მიტყაპუნებს? ტრაკზე? ტურისტია ალბათ. არა, ალბათ ნაღდად ტურისტია. ტურისტი, ბლიად. მოდის იტოგში უკან და ტრაკზე მირტყამს, რო მივიხედო. აი, მე კიდე ნა პრინციპ არ მივიხედავ. ცვეტში, რა პონტში უნდა მივიხედო? შანსი არაა ტო: დადიან აქ ვიღაც ჩემის გადანგრეული ტურისტები, მე კიდე ყველაზე მივიხედო? მეტი საქმე არა მაქ რა, ვიარო და ტურისტებს მივუბრუნდე. და აგრძელებს გზას, უკან არ იყურება.

მარა უკნიდან ისევ: ტყაპ! ტყაპ! ტყაპ! ეს კიდე მიდის და ფიქრობს: არა, ეს უკვე ტურისტი არაა. ნარმალნი ტურისტი კაი ხნის წინ შემეშვებოდა. ეს ალბათ უფრო მაინც დათვია. დიდი, ასეთი დათვი, ერთი 300 კილო. მოდის უკან და მიტყაპუნებს, ბლიად, და მიტყაპუნებს! აი, ეხლა მივუტრიალდები, ნახუი გავუშვებ და გავაგრძელებ ჩემთვის გზას.

მართლაც, ტრიალდება და ამბობს: „დათვო, იდი ნა ხუი!“. უყურებს და იქ, ორთქლმავალია. მიბჯენილა ცხვირით ტრაკზე და გუგუნებს, პროჭზე იხევა ისე. კაბინიდან კიდე ნაცნობი მემანქანე იხედება და ყვირის: ვოე, პარტიზან! საით მიდიხარო?

პარტიზანი ეუბნება ქალაქში, დაზვერვაზეო. მემანმქანე - გაუბერე შეჩემა? იქ ხო ნაბოზვარი ფაშისტები არიან, ეგრევე გაგკვანძავენო.პარიზანი ამბობს: ნუ მგრუზავ, არავინაც არ გამკვანძავს, ხო ხედავ რა მასკიროვკა მაქ, ადამიანსა ვგავარო. ზმანითაც, და საერთოდო. მემანქანე ეუბნება: ნორმალური ადამიანები ორთქმავლებს ტრაკით არაჩერებენო. პარტიზანი კიდე ამბობს, როგორ არ არჩერებენ! შენ პროსტა ნარმალნი ადამიანებს არ იცნობ. და ვაბშე, ჯობია მოვწიოთ, მერე ქალაქში წამიყვან, თორე მოვიტყანი უკვე ამ გზაზე. მივდივარ, უკანასკნელი სირივით უკვე სამი საათია ზედიზედ, აქ კიდე ვიღაცა ტრაკზე მიტყაპუნებს, იცი რა ნერვების მომშლელიაო? მემანქანე აუბნება, კაი მოვწიოთო.

იტოგში მიდიან ქალაქში, ორივე კაი ხასიათზე და აკითხავენ სტუმრად იატაკქვეშა ორგანიზაციის შტაბბინას. ისინი კი სხედან თავისთან იატაკის ქვეშ და ერისთვის მოწოდებას წერენ. უკვე ერთი კვირაა წერენ, მარა ვერაფერი. ხან გიტარა ცვეტში პაპსას უკრავს, ხან ვოკალი იჯვამს, ხან უდარნიკი რაღაცას ურახნებს, კედელს რო ცერცვს აყრიან იმ ხმაზე. კაროჩე, სასკოლო თვითშემოქმედების დონეა რა. იმათ კიდე უნდათ რაღაც სერიოზული, წიპა ბობ მარლი, ან ბიმ შერმანი, ნუ ჯანდაბას ლაშა ნოზაძე. მარა ჩემი ფეხები, არაფერიც არ გამოსდით. ხოდა, არიან ასე დეპრესნიაკში უკვე ერთი კვირაა, სხედან და წერენ. ამ დროს კი სტუმრად ეჩითებათ პარტიზანი მოსაწევით სავსე აააააი ასეთი პაკეტით. და ამბობს: გეყოთ ეხლა მაიმუნობა, მოდი მოვწიოთო.
და აი, მოწიეს, მერე აიღეს ინსტრუმენტები და ისეთი შეუბერეს! ძაან მაგარი! ისეთი მოწოდება წავიდა, რაის ბობ მარლი! მარა ბოზმა მეზობლებმა გაიგეს და ეგრევე ჩათლახ ფაშისტებს დაურეკეს: მოდით, აქ შუაღამისას ხმაურობენ, ხულიგნობენ და ძილს არ გვაცილანო.

იტოგში, მოდიან ფაშისტები. და ამბობენ: ნუ თქვენ, იატაკქვეშელებს გიცნობთ და ბოლოჯერ გაფრთხილებთ, თორე რასაც მიიღებთ თქვენ თავს დააბრალეთო. და ამ დროს ამჩნევენ პარტიზანს. შენ ვინღა ხარო, ეკითხებიან? არაფორმალები პასუხობენ: ეს ჩვენი ძმაა, ახმეტიდან ჩამოვიდა, უმაღლესში უნდა მოეწყოსო. ფაშისტები კიდე: ვიცით ჩვენ თქვენი ძმები! თვალებზე ეტყობა პარტიზანი როაო. კაროჩე, ჩაიცვი ჯიგარო და წამო ჩვენთან გესტაპოშიო.

მიდიან გესტაპოში და ებნებიან მიულერს: აი, პარტიზანი მოვიყვანეთო. მიულერი კიდე: აუ, ასწორებს! პარტიზანი მოიყვანეს! ეხლა მაგარს ვაწამებთო! პარტიზანი კიდე ეუბნება: უფროსო, შენ რა ცვეტში სადისტი ხარ? პატარა რაღაცა და ეგრევე ვაწამოთ, ვაწამოთ! მოდი, ჯობია მოვწიოთო. მიულერი ეუბნება: მოწევას ყოველთვის მოვასწრებთ. შენ ჯობია გვითხრა შენი პარტიზანები სად იმალებიანო. პარტიზანი ჩაფიქრდა და უცებ ეუბნება: ა! გამახსენდა! ტყეში იმალებიანო. მიულერი ეუბნება: შენ მოდი უფრო კონკრეტულად, კონკრეტულად თქვი, თორე ტყეში რა, ჩვენც ვიცით რო ტყეშიო. პარტიზანმა კიდე იფიქარა ამბობს: როგორ იცი? აი როგორც კი ტყეში შეხვალ ეგრევე მარჯვნივ ცოტათი, მერე მდელოზე და პირდაპირ, პირდაპირ, პირდაპირ, პირდაპირ, პირდაპირ.. მაიცა! იქ ხო სადღაც კიდე შეხვევაა საჭირო. ტაკს, მაიცა.. იქ მდელოზე, იტოგში გზაა ვაბშე მგონი, მაგრამ გახსენება უნდა.. მოდი იტოგში მოვწიოთ და ყველაფერი ნარმალნა გამახსენდებაო. მიულერი კიდე ეუბნება: არა, არა, მოწევით არ მოვწევთ, მარა ეხლა შენ გაწამებთო. მაშინ ხო ეგრევე ყველაფერი გაგახსენდება და ტვინსაც აღარ მოგვიტყნავო.

პარტიზანი ეუბნება: უფროსო, აი ეხლა ნაღდად ატრაკებო. შეგხედავს კაცი, ნორმალური ადამიანი ჩანხარ, მართლა რა ფაშისტივით იქცევი, ვაწამოთ, ვაწამოთ.. აჰა, კაი მოდი! მაწამე, ძაღლიშვილო ფაშისტო შენა! ამკუწე ეგრევე! ძღნერიანად შემჭამე! ყლეზე მკიდია! პარტიზანი ვარ! შენ გიტლესაც შევეცი ტრაკში! და არ ელოდება სანამ წამებას დაუწყებენ, იღებს მაგიდიდან ბრიტვას და ხელს ერთი ათ ადგილას ისერავს. ამაზე ყველა ფაშისტი იზმენდება, ეცემიან ხელებში, ართმევენ ბრიტვას და ეუბნებიან: დაწყნარდი ჯიგარო! მოდი მართლა ჯობია მოვწიოთო. ის კიდე ყვირის: ბოზებო! ფაშისტებო! მანიაკებო! - და ცდილობს ყელი კბილებით გამოიღადროს. ფაშისტები სკამზე აბამენ, ის კიდე სკამიანად იატაკზე ეცემა და იწყებს თავის ცემენტზე რახუნს. ამაზე დაჯე მიულერიც მაგრად დაიზმენდა და ეგრევე ტელეფონს ეტაკა ასათიანზე დასარეკად.
ხოდა, მოვიდნენ ცივსისხლიანი სანიტრები, დაარჭეს პარტიზანს გალოპერიდოლი, ჩატვირთეს მანქანაში და წაიყვანეს ასათიანზე. იქ კიდე ფსიქიატრი ეუბნება: აბა, თქვი ერთი, რა თავს იგიჟებდიო? პარტიზანი ამბობს: აბა რა გაატრაკეს საქმე, უნდა გაწამოთ, უნდა გაწამოთო! არც კი გაწევინებენ ახვრები, დასირებული ფაშისტები ეგენიო. ექიმი კიდე ეუბნება: რაის ფაშისტებიო? არანაირი ფაშისტები აქ ვაბშე არ არიანო.

პარტიზანი ამბობს: ე! ეხლა ატრაკებ ძამიკო, როგორ თუ არ არიან, როცა ჩემი თვალით ვნახეო. ფსიქიატრი პასუხობს: ნახვით რა ნახე, რავიციო. პარტიზანი ამატებს: თანაც, პროსტა კი არ ვნახე! დაჟე გამკვანძეს ფაშისტებმაო. ფსიქიატრი: ვინ გაგკვანძაო, ვინა? არავისაც არ გაუკანძიხარ, ეს პროსტა შენ უბერავ, პროსტაო.

პარტიზანი ამბობს: ეხლა ჩვენ შორის ვინ უბერავს კიდე საკითხავია. აბა ასათიანზე საგიჯეთში ვინ მომიყვანაო? ფსიქიატრი პასუხობს: რაის ასათიანზე? არანაირი საგიჟეთი აქ არააო.

მაშინ პარტიზანი ამბობს: რა სირობაა ცვეტში? საგიჟეთი არაა, მარა ფსიქიატრი არისო. ფსიქიატრი კიდე ეუბნება: არც ფსიქიატრია აქ არანაირიო. არც სანიტრებია, არც ფაშისტებია. ქართველებიც არ არიან. და სომხებიც არ არიან. აფხაზებიც არ არიან. აზერებიც არ არიან. ურიებიც არ არიან. არც ფრანგები არ არიან. ჩინელებიც არ არიან. ინდუსებიც არ არიან. მონღოლებიც არ არიან.. ამ დროს პარტიზანი ნელ-ნელა შედის რიტმში და ფეხს აყოლებს ხმამაღლა. ფსიქიატრიატრი ძრობს გიტარას და იტოგში გამოსდით სერიოზული ჯემ-სეიშენი ასე საათნახევრიანი.

მერე პარტიზანი ეკითხება: რა, ფაშისტები ცვეტში არ არიანო? ფსიქიატრი ამბობს, ცვეტშიო. არ არიანო. არც მე ვარ, არც შენ. არის მარტო ერთი გლობალური ბოლი, იმ პონტში რო ვითომ სადღაც რაღაცა არის. სინამდვილეში კიდე არსად არაფერიც არაა. აზრზე მოდი, ძმაო, როგორ ასწორებს: არსად ვაბშე არაფერი არაა. და აქ პარტიზანი აზრზე მოვიდა! და ისე გაუსწორდა! ერთი სამი საათი უსწორდებოდა, დაჟე ოფლი მოადგა ისე გაუსწორდა.

მერე ამბოს: ე, მართლა რა მაგრა ასწორებს! არსად ვაბშე არაფერი არაა. არც ახვარი გერმანელები რო არ არიან, წავალ ძმაკაცებს ვეტყვი, თორე სხედან დაიზმენებულები ტყეში და ქალაქში პურზეც კი ვერ გამოდიანო. ფსიქიატრი კიდე ეუბნება: არა, ძამიკო, ეტყობა შენ მაინც ბოლომდე ვერ მოხვედი აზრზე. იმიტორო არანაირი ქალაქიც აქაა. არც პურია. შენი ძმაკაცებიც არ არიან. არის მარტო ერთი ყოვლისმომცველი გლობალური ბოლი, რაზეც ყველანი პატარებივით ვარდებიან, ვითომ სადღაც რაღაც მართლა არის.

პარტიზანი ამბობს: არა, აი აქ კი არ გეთანხმები: კაი, ფაშისტები არ არიან, ეს დაჟე ასწორებს კიდეც. ნუ, კაი არც ძმაკაცები არიან, მაგათი კარგიც. არ არიან და ნუ არიან ბოლო-ბოლო. მარა სადღაც რაღაც ხო უნდა იყოს არა, მართლა და მართლა? სადღაც რაღაც კონკრეტული მაინც ხო უნდა იყოს. თორე ისე ვაბშე ვერაფერი გავიგეო.

ფსიქიატრი კიდე ეუბნება: იცი ძმაო, შენ კაროჩე ჯობია დარჩი ჩვენთან ასე ერთი კვირით. ცოტა დაისვენე, დაცურებული კრამიტები გაისწორე. მერე კიდე ყველაფრის აზრზე მოხვალო. პარტიზანი ეუბნება: მოდი, იზვინი რა. ბაზარი არაა, კაი ტიპი ხარ. მარა, იზვინი რა, მართლა. იმიტორო ეხლა მე ალბათ, აი ცოტას კიდე ვიჯდები და მერე წავალ. სანამ მატარებლები დადიან კიდე. თორე მერე ისევ ტყეში, ლიანდაგებზე სიარული, იცი როგორ ტეხავსო? თან კიდე პურია საყიდელი, იმიტორო იმიტო. ასე რო მე ალბათ ეხლა უეჭველი წავალო. ფსიქიატრი ეუბნება: არაა პრობლემა, ძმაო. აი, მოდი ცოტაც მოვწიოთ და წახვალ, სადაც გინდა. და იღებს საწერი მაგიდიდან უკვე გამზადებულ მასტერკას.

ხოდა მოწიეს. დილას კიდე მოწიეს, და საღამოს დააწიეს ისევ, გიტარაც დაუკრეს, სიმღერები იმღერეს, ჩაი დალიეს. კაროჩე, მაგრად არიან! მერე დილას ბოსტანში კიდე დაკრიფეს პლანი და მალაკო მოხარშეს. და აი, პარტიზანი ნელ-ნელა მაგრად მიეჩვია საგიჟეთს. არადა ასწორებს, იქ ხალხი ცხოვრებისეულად უბერავს, უსერიოზულესი შიზოფრენიკებიც ყავთ. მთელ ეზოში პლანი დათესეს, კიდე სადღაც საგურამოსკენ ერთი მინდორი აქვთ, ასე 2-3 ჰექტარი. ხოდა, შემოდგომაზე მიდიან ყველანი იქით. და პარტიზანს ახსენდება რო ტყეში უნდა წავიდეს. ჯდება მატარებელში და მიდის ტყეში.

ტყეში კიდე ეუბნებიან, შენ სიკდილის მოსაყვანად უნდა გაგაზავნოს მარტო კაცმაო რა. სანამ არ იყავი აქ ამერიკელება ჰუმანიტარული ტუშონკა მოგვიტანეს, ინგლისელებმა - ჰუმანიტარული სგუშონკა, ჰოლანდიელებმა - ჰუმანიტარული მოსაწევი. ხო ხედავ როგორ ასწორებს პარტიზნობაო? ზიხარ შენთვის, არაფერს აკეთებ და ყველა კიდე გეხმარება.მერე კიდე ჩვენებიცმოვლენ, მედლებს დაგვკიდებენ ან იქნებ დაჟე ორდენებსაც. იმიტორო ჩვენები ყველა პონტში მოვლენ, არსად სხვაგან წამსვლელები ეგენი არ არიან. მოვლენ, კაროჩე ჩვენები და ყველაფერი მაგრად იქნება.

Monday, July 7, 2008

მძინარე ჰიპიების მუზეუმი

მძინარე ჰიპიების მუზეუმი
(პირველი ჰიპიკური ამბავი)



ორიგინალი: http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=2&smenu1=1&inctext=2

წარმოიდგინეთ მიგდებული ბაითი, ძირითადად ბომჟები რო ყრიან ისეთი. კაროჩე, სახლი, ერთი ნახევარი დამწყვარი როა და მეორე ნახევარში ჰიპები ცხოვრობენ.

სექტემბრის ერთ საღამოდ სხედან ამ ბაითში ოთხნი და სვმენ ჩაის.. ჩაის სვამენ ანუ. მოდიან კიდე ორნი და ამბობენ, მოდი მოვწიოთო. ის ოთხი კიდე პასუხობს, იზვინი, მარა ჩვენ უკვე მაგრად ვართ და თუ გინდათ კუხნაში გადით და იქ მოწიეთო. ხოდა.. ეს ორნი გადიან კუხნაში და აკეთებენ ერთ მასტერკას ორ კაცზე. სამი ნაფაზის მერე ეგრევე იასნდება, რო ერთი მასტერკა ორზე მოოოშნად ბევრია რა! ამიტომაც, აბიჩოკებენ და გაზის ტრუბის უკან მალავენ ბიჩოკს.
ხოდა.. რა ხდება ეხლა? ა ხო, დააბიჩოკეს და მიდიან ჩაის დასალევად ისევ.. დიდი ხანი მიდიან იტოგში, ძალიან დიდი ხანი.. ბოლოს დაიღალნენ და გაითიშნენ!

იღვიძებენ ორმოცდაათი წლის მერე. გარშემო ვაბშე პოხუიზმია, ანარქია, Free love და полный лигалайз. ის ძველი ბაითი უკვე მინის ხუფის ქვეშაა. მოკლედ იღვიძებენ ტიპები, გამოდიან და პირდაპირ ცხვირებით ეტაკებიან ამ ხუფს. და ორივე თითქმის ერთდროულად ფიქრობს: ვახ, ნიხუიასებე! უკვე გარეკილები რომ არ ქონოდათ, უეჭველი გარეკავდნენ.

უცებ ამათ უახლოვდება კიდე ერთი ჰიპი და ეუბნება: ვიცი, ტეხავს, ძმებო, მარა ორშაბათი მძიმე დღეა. დღეს მუზეუმი დაკეტილია და ხვალ შემოიარეთო. ესენი კიდე პასუხობენ: ბრატ, რას გვაბოლებ, გუშინიდან აქა ვართ, რაის მუზეუმიო? ეს ახალი ჰიპი კიდე ეუბება, რაის გუშინიდან, 50 წელია აქ ვაბშე არავინ ყოფილა, ეს ცვეტში მუზეუმია, წინა საუკუნის არქიტექტურული ძეგლიო. მდაა.. ჯოგრები დაფიქრდნენ და კითხულობენ: კაი და მოფსმა აქ სად შეიძლებაო? (ხო, აბა სხვა რა უნდა ეკითხათ, მამენტ?). ჰიპი მბობს, წამომყევითო.

მიყავს იტოგში ტვალეტში, გზის პირას კიდე ისეთი პლანი იზრდება.. 3-მეტრიანი, მუშტისხელა გალოვკებით. ესენი ყლევდებიან, რა ბალახია ასეთი, ალბათ გალიდანააო. ისე, იმდენია, ერთი ცალი რო მოვტეხოთ, არ იქნება ურიგოო, იფიქრეს. ამ დროს თმიანმა ჰიპიმ ეგრევე გაშიფრა რასაც უურებდნენ და ეუბნება: ძმებო, იქნება დაბოლება გინდათო, ა? თორე ასე მქონია რაღაც ხრიოკი ადგილებიდან უნდა იყოთ.. თქვენ ვაბშე, ჩრდილოეთიდან ხო არა ხართო? ისინი ამბობენ, არა, კაცო, ადგილობრივები ვართ, მარა დაბოლება კი გვინდა, რაზეა ბაზარიო? ამ სიტყვებზე ჰიპი იღებს უკვე შეკეთებულ მასტერკას და ორივეს თითო პარავოზს ურტყამს. და ეგრევე მეორესთვის მეზადება, მარა ეს ორნი უკვე პატრონს ვეღარ ცნობენ, ორჯერ-ორი ხუთიაო. ჰიპი იცინის: არა, ცვეტში არა ხართ აქაურები, ეს ხო ორკაციანია, ნაშებისთვის, ამით მალაკოს ვხარშთავთო და ისე, მეჟდუ პროჩემ, ბოლომდე ეწევა იმ ტარიანს, თითქოს რაღაც ვინსტონ ლაითი იყოს.

მერე სტანდარტული პლანური ამბებია. ჩვენი ჯიგრები პა პოლნამუ ატორმუზებენ და ვაბშე რა ხდება აზრზე ვერ მოდიან. ეს ჰიპი მაგრა კაიფობს ამათზე, მარა გულში იმენნა შურს რო ასე მაგრა აბოლებს იმათ ეს პლანი. და აი მიდიან ჰიპის ბუტკაში,ისეთ პონტში სტაიანშიკად მუშაობს ტიპი. იქ კიდე ზის ძაან მაგარი გოგო, გამხდარი, იმენნა თეთრი, თვალები პამიდორივით.. მაგარი პრიკოლია კაროჩე. და ამბობს: აუუუ, რა მაგრები ხართ, იცი ვისა გავხართ? ორი თმიანი ჰიპი რო გვიწევს მუზეუმში იმათო. წვანან უკვე ნახევარი საუკუნეა პოლნი ანაბიოზში, და როგორ გამოუვიდათ არავინ აზრზე არააო. თუ გინდათ, წამო ვნახოთ, მაგრა იკაიფებთო. ესენი კიდე წამო, ასწორებსო და ყველანი ერთად მიდიან მძინარე ჰიპიების სანახავად.

ნუ, ეხლა იასნია ვერაფერსაც ვერ ნახულობენ, იმიტორო ვაბშე არანაირი ჰიპიები იქ არ არიან. ეს სტაიანშიკი თუ დარაჯი იზმენდება ეგრევე, როგორ თუ არა, დილას იყვნენ, სად გაქრებოდნენო? და უცებ ბინაში ყველა აზრზე მოდის ყველაფერის: ჰიპიებმა გაიღვიძეს! და აი, აქ არიან!

ამ ამბის აღსანიშნავად, ერთ ტარიანსაც ეწევიან და მიდიან ჩაის დასალევად. ამას მოყვება პატარა ინტერვიუ და ყველა იმ აზრზეა, რ მალაკოს მოხარშვა მშვენიერი აზრია.. ასეთი ამბავი არ აღვნიშნოთო? უფროსობას კიდე ხვალამდე არაფერი გავაგებინოთ, თორე მოვარდებიან ექიმ-პროფესორები, მაგრა გატეხავენო. დარაჯი ვიღაცეებს ურეკავს, ისინი ეგრევე ჩითავენ სგუშონკას - კაროჩე, პროცესი დაიქოქა.

საღამოს ყველანი წყალქვეშა ბაჭიებივით არიან - სხედან, ბუშტებს უშვებენ. შეიკრიბა მუზეუმში ასე თხუთმეტი კაცი, ერთი-მეორეზე უფრო სერიოზული, იმათში ჩვენი ჰიპიები არ ჩანან ვაბშე. და უცებ გრძნობენ - თითქოს გამოდიან ნელნელა, არადა არც არაფერია რო დააწიო. გადიან კუხნაში, ტრუბის უკან ეძბენ და აი ისიც, ბიჩოკი! ასადაც არ წასულა! ურტყამენ 1-2 ნაფაზს..

.. და იძინებენ ისევ 50 წლით.

Sunday, July 6, 2008

ზღაპარი ბანკირზე



ორიგინალი: http://rastaman.tales.ru/index.php?page=3&menu1=1&menu2=5&smenu1=4&inctext=4

ზღაპარი ბანკირზე

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.. იყო ერთი ბანკირი. ერთი ჩვეულებრივი ბანკირი - კოსტუმი, გალსტუკი და სამსახური ცხოვრების მაგივრად. თან კი არ უსწორდება, პირიქით, ყველა პონტში უტყდება, მარა ის მაინც მუშაობს და მუშაობს. იმიტორო უნდა იმდენი ფული გამოიმუშაოს რო მერე აღარ იმუშავოს ვაბშე. დადოს ეს ფული რამე კაი ბანკში, და იცხოვროს თავისთვის სადმე სოფელში, ყოველდღიური ყოფიერებისგან და ათასი სირობისგან შორს. მამენტ ეს ეხლა ყველას უნდა, ან კაკ მინიმუმ ამბობენ რო გვინდაო. ცვეტში, ვისაც არ კითხავ ყველა ერთი და იგივეს ამბობს: სადმე სოფელში, გადაკარგულში, რო ეს ყველაფერი აღარასოდეს ნახო და გაიგო, არ გახსოვდეს და ვინც არ გევასება არც იცნობდე ვაბშე, უყურო ვარსკვლავებს და იცხოვრო წყნარად.. აი, ეს ბაზარია ეხლა მაგრა მოდაში. მერე ხვდები ერთი ათი წლის შემდეგ და იმათ ისევ ის სამსახური, ისევ 10 წელი შვებულებაში არ ყოფილან და იგივე ოცნებები - აი, სულ ცოტაც და მერე ეგრევე სოფელში.. მარა უკვე ყველაფერი ნაღვლიანად იასნია.. მარა რა დროს ნაღველია, მუშაობაა საჭირო..

.. ხოდა, იმ ბანკირზე რო ვყვებოდი.. იტოგში, მაგრა გაუმართლა! ნიტო ობლიგაციებით ნიტო რაღაც თავის საქმეებით ისეთი მაყუთი მოხსნა რო უნდა ყოფნოდა. ეხლა, იასნია რო სოფელში არ წასულა, რა ჯანდაბა უნდა ბანკირს სოფელში? იყიდა ერთი ბინა სადღაც პატარა ქალაქში, წაიღო თავისი ზმანი, წიგნები, ცენტრი და მეტი არაფერი. დაჟე ტელევიზორიც არ წაუღია, ყველაფერი ცოლს თუ ვინაც ყავდა, იმას დაუტოვა. მანქანაც და თბილისური ბაითიც იმასვე. გადაბარგდა იტოგში იმ თავის პატარა ქალაქში, გამოიკეტა ბინაზე და იყო აბსოლუტურად ბედნიერი.. ვსმისლე, 1 თვე აბსოლუტურად და მერე 1 თვე ისე, პროსტა ბედნიერი. მერე კიდე ორი კვირა ასწორებდა და კიდე 2 კვირაც კაი იყო, მარა რაღაც ისე ვეღარ, იმიტორო ადამიანებთან ურთიერთობა მოუნდა.. ისინი კიდე, ნუ, ნიტო შტო გნიდები, ბოზები, ჩათლახები და ვიღაცა ახვრები.. არა ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, მარა რაზე უნდა ებაზრო ასეთებს როცა ტელევიზორსაც არ უყურებ? იასნია, იმათ შორისც იყო ნარმალნი ხალხი, ნარმალნი ადმიანები ყველგან არიან, მარა ისინი ან მაგარი გაჭირვებულები იყვნენ, ან დილიდან ბუხოები.. ანდა ისეთი დაბოლილბი, მისვლა შეგეშინდებოდა. ისე, ჩვენი ბანკირიც არ ამბობდა უარს მოწევაზე. მარა ამას ისე ფრთიხლად აკეთებდა, რო არავინ აზრზე არ იყო, დაჟე ცოლი თუ, ვინც ყავდა კაროჩე.

და აი დადგა ის დროც, როცა მოწევა მოუნდა ჯიგარს. არადა ადგილობრივ ბარიგებთან გადაკიდება რაღაც არ უნდოდა, იმათ რაღა მოიშორებდა, აბოლე მერე მთელი უბანი. თავის თბილისელ დილერთან კიდე რო წახვიდე.. კაროჩე, იქაც იტოგში არ ღირს წასვლა.. მინიმუმ 10 მიზეზია, რატომაც არ ღირს, არადა მოწევა მაგრა გაასწორებდა.

ხოდა, იტოგში ერთ დღესაც შედის ტიპი თავის პადიეზრდში და გრძნობს ნაცნობ სუნს, ადის თავის სართულზე და ხედავს, დგას მეზობელი მოხუცი პაპა და სუნზე ეტყობა რო რაღაც მაგარ საინტერესოს ეწევა. ხოდა ეს ჩვენი ბანკირი გვერდზე ჩავლისას ცოტა წაატორმუზებს, სადღაც წამის მეასედში, მარა პაპასთვის ყველაფერი, იასნია, რო იასნია. უყურებს და ეუბნება: „აჰა?“. ბანკირი მარტო თავს უქნევს და იღებს დედამოუა პიზდეც პარავოზს. მერე შედიან პაპასთან ბაითში და კიდე ერთ მასტერკას აკეთებენ, რომელსაც, რად უნდა ბევრი ბაზარი, ეგრევე ეწევიან. მერეც ყველაფერი მაგრადაა, მარა პაპას ენა ექავებდა იწყებს რაღაც თვის ბებრულ ბაზარს, წიპა ადრე აი რა მაგრა იყო და ეხლა რა ცუდადაა, და სულ უფრო და უფრო სირობაა. მოკლდ, მაგარი არაპოზიტიური და არასაინტერესო პაპაა რა.. ბაზრით ეგრევა გამოიყვანს კაცს. ხოდა, ბანკირი ვეღარ ითმენს და ეუბნება, ფრთხილად ისე, რო არ აწყენინოს: დიდი ბოდიში ქიშვარდი პაპა, უნდა წავიდე, დიდი მადლობა, მშვენიერი მოსაწევი იყო და ისე, ხომ არ იცით სად შეიძლება ასეთის ყიდვა კიდეო? პაპა ეუბნება, ჩემი პლანია, ბოსტანში მომყავსო. ასე რო შემოიარე ხოლმე, მეზობლები ვართ, დავსხდეთ, მოვწიოთ, ცხოვრებაზე ვილაპარაკოთო. ბანკირი ასეთი პერსპეკტივისგან კინაღამ ცუდად გახდა, მარა არ შეიმჩნია და დაჟე ღიმილიც ბოლმდე შეიკავა, მარა პაპა მაინც ყველაფერს მიხვდა და ეუბნება - მეზობელო, რამე თუ არ მოგწონს ეგრევე მითხარი, თორე ხო ვხედავ არა, რო არ გსიამოვნებს ჩემი ლაპარაკი, კაი ხანია ვხედავო. მარა არ მწყინს, შენ ახალგაზრდა ხარ, მე მოხუცი, რა გგვაქ სალაპარაკოო. მოდი იცი რა, გადმოგიყრი ერთ მუჭას, ვხედავ ჭკუით ეწევი, არ ღორობ, კაი ხანს გეყოფაო.. და მართლა უყრის. ბანკირი ფულზე იქაჩება, მარა პაპა ეუბნება არა, ფული არ მინდა, პლანს არ ვყიდი, პროსტა რო გაგითავდება კიდე შემოიარე.. ანდა ვაბშე უკეთესი, მოდი აიღე აი ეს გალოვკა, მთელი ცხოვრება გეყოფა და კიდე დარჩება დაჟეო. მარა ცოტა ფრთხილად იყავი, თორე თავს რო მოგაძრობს მიდი ეძებე მერეო. ნუ ბანკირმა მადლობა გადაუხადა და შეძვრა თავის სოროში, მოიწყო კომფორტი, მუსიკა ჩართო, ვანა თბილი წყლით აავსო და ნუ კაროჩე, აზრზე არა ვარ ბანკირები პლანს კიდე რას უშვრებიან, მარა ბოლომდე გაისწორა, რაც შეეძლო..

ამხელა გალიაკის მერე, მთელ პლანი ერთ კვირაში დაახურდავა. მერე კიდე ერთი კვირა იმ გალოვკას გარშემო უარა, ვერ გადაეწყვიტა მოეწია თუ არა. და ბოლო-ბოლო მოწია..
...
.. და არაფერი! ვსმისლე, იმენნა გარშემო არაფერი ვაბშე! მარტო ბნელა და თბილა, არაფერი ჩანს, არაფერი ისმის. მარა ისე ასწორებს და იმხელა სიხარულია, რო სიტყვები არა ის. აი ამ ბნელ სიმშვიდეში გადის მთელი მარადისობა. მარა წიპა რაღაც მარადისობა კი არა, ისეთი, სტანდარტული პლანური მარადისობა. მერე ყველაფერი მთავრდება, უყურებ საათს და თურმე მარტო 15 წუთია გასული. აზრზე ხარ?!

იასნია იმავე დღეს პაპასთან. ეუბნება, ქიშვარდი პაპა, მესმის რო მოსაწევით არ ვაჭრობთ, პატივს ვცემ თქვენს პრინციპებს, მაგრამ ჩემთვის გამონაკლისს ხომ ვერ დაუშვებდით? ძალიან მომეწონა ის გალოვკა და სიამოვნებით ვიყიდიდი კიდე, ნებისმიერ ფასად, რასაც მეტყვითო. პაპა კიდე ეუბნება, შენნაირ მეზობელს უფასოდ დაგპატიჟებდი, მარა არა მაქვს, ჯობია შენთან მოძებნეო. თან ეს ფრაზა ისე თქვა, რო ბანკირი ეგრევე მიხვდა, თავისთან რო უნდა მოეძებნა. მოდის სახლში, ნახულობს სამალავში და ხედავს ის გალოვკა ისევ ისე დევს. ბანკირმა ეგრევე ჩაპრესა ტრუბკაში, 2 ნაფაზი და ისევ 15 წუთიანი მარადისობა. მერე კიდე ისევ და ისევ და ისევ და ისევ და ისევ..
...
და ბოლო-ბოლო.. არა, იასნია რო არ მობეზრდა, ბედნიერება არავის ბეზრდება, პროსტა ცოტა სიახლე მოუნდა. ისე მართლა რა პონტში ვიყურები მარტო წინო, იფიქრა, მოდი ცოტა გვერდებზეც გავიხედავო. გაიხედა მარჯვნივ - არაფერი, გაიხედა მარცხნივ - და იქ ორი ყვითელი თვალია. ეუბნება, ვინა ხარო, ის კიდე ეუბნება ყვითელთავლა ვარო. შენ აქ რატომ ხარო - ბანკირი ეკითხება. მეც მაგიტომო, ეუბნება ყივთელთვალა. და აი ასე, სიტყვას სიტყვა მოყვა და დაიწყეს საუბარი, თანაც ისეთი სასიამოვნო. არავინ ტვინს არ ჭამს, არც უხერხული სიჩუმეებია, ყველა თემა საინტერესოა, ყველა სიტყვა გასაგები და ყველა სახელი ნაცნობი.. აი ესაა ურთიერთობა. მერე, როცა ეს მარადისობა დამთავრდა, ბანკირმა ეგრევე შეაკეთა და ისევ ყვითელთვალასთან იტოგში. და ასე სხვდებიან ერთმანეთს, საუბრობენ, დღეში 5-6-ჯერ და მეტი არაფერი უნდათ.
იასნია ასწორებს.. მაგრად ასწორებს!

მარა ნელ-ნელა ბანკირს ეჭვები უჩნდება, რა პონტში ასწორებს ასე მაგრად? ხო შანსი არაა, რო აი ასე პროსტა მაგრად ასწორებდეს? არა, პროსტა არ მისწორედება ნაღდადო და ერთხელ ყვითელთვალას ეკითხება, ხო არ იცი ერთად რატომ ვართო? ყვითელთვალა კი ეუბნება - იმიტომ რომ ერთად გვისწორდება და მაგიტოო. ბანკირი კიდე, მაინც მაინცო? აი, მაგალითად, შენ აქ ვაბშე როგორ მოხვდიო? ის კიდე პასუხობს, მე ჯამ გამომაგზავნაო. ბანკირი ეკითხება, ჯა ვინღააო? ყვითელთვალა - ნუ, ეს ისეთი მართალი ძალაა, რომელიც კაი ხალხს ერთმანეთს ახვედრებსო. აი ,აქ კი ბანკირი მართლა დაიზმენდა, როგორ, რა პონტში ერევა ჩემ პირად ცხოვრებაში, თუნდაც მართალი ძალა და ჩემს მაგივრად წყვეტს, ჩემთვის რა არის კარგიო?.. და ამ იზმენაზე თავის საოცნებო გალოვკას ერთი თვე არ მიეკარა. გადაწყვიტა გული სხვა რამეს გადაწყოლებინა, წიგნების წაკითხვა სცადა, მარა რაღაც არ იკითხებოდა. მუსიკის მოსმენაც, ისეთ პონტში თავში არ შედის ვაბშე. დივიდი იყიდა ტელევიზორით, 3 ფილმს ინტერესით უყურა, მერე უინტერესოდ, მერე კიდე დაჟე გაღიზიანებით და ვეღარ გაძლო, გააძრო გალოვკა და მოწია..

იქ კიდე ხვდება ყვითელთვალა და ეუბნება, ზდაროვა, რა ხანია არ მინახიხარ, სანამ არ იყავი წიგნების კითხვა ვცადე და გავიგე რო მსოფლიო ლიტერატურაში აზრი არაა. მუსიკაშიც არაფერი დიდი აზრი არაა, ყურებს ეფერება და შიგნით ვერ შედის, მერე კინოს ყურებაც ვცადე.. აქ ბანკირი აწყვეტინებს, მისმინე, ყვითელთვალა, ეგება შენ მე ვარო? ყვითელთვალა ეუბნება, არა კოლეგა, მასე არ ხდება, მე - მე ვარ, შენ - შენ ხარ, გახსოვს გამოცანა იყო ასეთი, საბავშვო? ბანკირი კიდე ეუბნება, არა, ეხლა უეჭველი ვიცი, რო შენ მე ვარ, იმიტორო მაგ გამოცანას, მამა მეკითხებოდა ჯერ კიდე ადრეულ ბავშვოიბაშიო.

ყვითელთვალა ამაზე მშვიდად პასუხობს - და მაინც, შანსი არაა მაგისი, იმიტორო მე - მე ვარ ჩემთვის და შენ ხარ შენთვის, შენ - მე ვარ შენთვის და შენ ხარ ჩემთვის, ის - ჯაა, რომელმაც მე და შენ შეგვახვედრა, ჩვენ - მე დაშენ ვართ, თქვენ - როცა სირებს მიმართავ, ისინი - ყველა ის ახვარი, ხისთავიანი და ქლიბია, ჩვენ რო არ გვჭირდებიან და არ გვაინტერესებს. აი, ასეა, ძმაო ბანკიროო.

ამ სიტყვების მერე ბანკირმა შიშისგან კინაღამ ჩაიჯვა. დამალა გალოვკა სადღაც ტრაკში, გაიპარსა, ჩაიცვა და თავის თბილისელ დილერთან წავიდა, რო ჩვეულებრივი პლანი მოწიოს და რეალობას დაუბრუნდეს. მოიტანა, სახლში, მარა ბინაზე მოწევა ცოტა საშიშია, რა იცი რა ხდება. გამოდის გარეთ და აკეთებს მასტერკას ეგრევე, კიბეებზე. ქვემოდან კიდე რომელიღაც მეზობელი ამოდის, და გვერდზე ჩავლისას ოდნავ ჩერდება, წამის რაღაც მეასედით..

მერე ყველაფერი იასნია.. ვაბშე ყველაფერი.