Saturday, February 14, 2009

რასტამანი და მწვანე გნომი

..ამასაც მოვესწარით. ქართული რასტამანული ზღაპრებიღა გვაკლდა! აი სადამდე მიგვიყვანა მეზღაპრე მიჩინიომ! იმის მაგივრად, რომ ადამიანებმა, როგორც წესი და რიგია, იმუშავონ, ტელევიზორს უყურონ ან სხვა "სასარგებლო" საქმით დაკავდნენ - ზღაპრების წერა დაიწყეს.

..

იყო ერთი რასტამანი. ჩვეულებრივი სტანდარტული რასტამანი, თავის რასტამანული „პრიბამბასებით“: დრედები, წვერი, მრავლისმეტყველი ღიმილი..
ერთ-ერთი მორიგი ფრენის დროს ჩაიხედა სარკეში და ხედავს - შუბლზე კარი ახატია. პრინციპში „ნი ტო შტო“ გაუკვირდა, მაგრამ მაინც ცოტა უცნაურად მოეჩვენა, რადგან კარის აბრაზე ეწერა სიტყვა: „ვითომ?“
რასტამანმა გააკეთა ის რასაც გააკეთებდა ნებისმიერი სტანდარტული რასტამანი, რომელიც 
შუბლზე დაინახავდა კარს, რომელსაც ეწერებოდა სიტყვა „ვითომ?“.. დააკაკუნა. იქიდან არაფერი ისმის. მაშინ თითი დააჭირა კარების გვერდზე ჩამოკიდებულ ღილაკს. თავში რაღაცამ უცნაურად დარეკა.. კარი გაიღო და იქიდა თავი გამოყო სათვალიანმა, მწვანე გნომმა.
- რა გინდა?
- გამოდი, ვილაპარაკოთ - თამამად უთხრა რასტამანმა.
გნომმა მაჯაზე დაიხედა. უკან შეძვრა და რამოდენიმე წამის შემდეგ კარიდან პირდაპირ კომოდზე გადმოხტა.
- ვინ ხარ? - ეკითხება რასტამანი.
- გნომი ვარ - პასუხობს მწვანე.
- ჩემს თავში რას აკეთებ?
- ფიქრებს ვწერ.
- ეგ როგორ - გაუკვირდა – როგორ შეიძლება ვინმე ჩემს ფიქრებს წერდეს. აშკარად მაბოლებ.
- აბა მაშინ მითხარი, ეხლა რას ფიქრობ?
- ზუსტად ეხლა?
- ხო, აი ეხლა რაზე ფიქრობ?
რასტამანმა გაამოძრავა ტვინის ნაოჭები, მაგრამ უშედეგოდ: არანაირი აზრი არ მოსდის თავში. გონება ცარიელი აქვს.
- ხოო.. და როდიდან დაიწყე ჩემს თავში ცხოვრება, თუ მუშაობა?
- სულ მანდ ვარ.
- ანუ მაინც რამდენი ხანი?
- რა ვერ გაიგე - „სუუულ“ მანდ ვცხოვრობ.
- ეგ როგორ? მე ხო ოცდა ..მმმ.. - ვერ გაიხსენა ზუსტად რამდენი წლის იყო - ოცდა რაღაც წლის ვარ? - კითხა და თვითონვე მიხვდა, რომ წვერის სიგრძიდან გამომდინარე გნომი ვერანაირად ვერ იქნებოდა ოცდა-რაღაც წლის.
- ეგ მარტო ის პერიოდია რაც ფურცლების ახალი შეკვრა გავხსენი.
- და ძველ ჩანაწერებს რას უშვრები?
- ზემოთ ვაგზავნი, არქივში.
- იქ კითხულობს ვინმე ამას?
- იასნია კითხულობენ. მაქედან გამომდინარე მომდის ინსტრუქციები თუ რაზე უნდა ვწერო. პლიუს სუუულ ცოტა, როგორც აქ ეძახით, შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე.
- გასაგებია.. სიზმრებზეც შენ ხარ მიმაგრებული?
- შენ შტერი ხომ არ ხარ? -ალალად კითხა - სიზმრებთან მე ვინ მიმიშვებს. ეგ პირდაპირ იქიდან - ხელს იშვერს ზევით.
- ..მმმ.. და მომავალი 50 წელი, სულ ასეთი სისულელეები უნდა წერო? - ოპტიმისტურად კითხა რასტამანმა.
- რა არ მოგწონს რო?
- „ნი ტო შტო“ რამე არ მომწონდეს, მაგრამ სულ რაღაც სისულელეებით მიტენი თავს. აი გუშინ მაგალითად ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, რომ სომხეთის ადგილას იამაიკა გადმოგევტანა. აზერები კიდე ცოტა გვერდზე მიგვეწია და შუაში ამსტერდამი ჩაგვედგა.
მწვანემ ჩუმად ჩაიცინა.
- ..და არ გინდა, რომ ცოტა ხნით დაისვენო, ვთქვათ 1-2 დღით? ატმოსფეროს შეიცვლი. ჩემს სახლში იცხოვრებ, ნახე რამხელა ადგილია.. გინდა ტელევიზორს უყურე, გინდა ჩემი ბავშობის ალბომები დაათვალიერე.. გინდა მოწიე.
გნომმა ალმაცერად გახედა გაზეთზე დაყრილ მწვანე გროვას.
- შეიძლებოდა მაგრამ... მერე ერთი კვირა უნდა ვიპახაო, რომ ავანაზღაურო.
- შენც ადექი და მანდ წერე, ვინ გიშლის.
- კარგი - თქვა გნომმა და კიდევ ერთხელ ცალი თვალით გახედა გაზეთს - ოღონდ საბეჭდ მანქანას გამოვიტან.
უცბად შეხტა ღია კარში და საბეჭდი მანქანა გამოათრია. კომოდზე მოკალათდა, საბეჭდი მანქანა წიგნებზე შემოდგა და ბეჭდვა დაიწყო. რასტამანს ყურადღებასაც აღარ აქცევს.
...
რასტამანი გარეთ გამოვიდა პივის საყიდლად. მიდის მაღაზიაში და ამჩნევს, რომ რაღაც ისე ვერ არის როგორც ყოველთვის. თითქოს ყველაფერი იგივეა, მაგრამ ამავე დროს ვაააფშე სხვანაირია. ამჩნევს როგორი მწვანეა ბალახი, როგორი ლურჯია ცა, რა მსუბუქია ჰაერი.. ადამიანებიც რაღაცნაირად სხვანაირად კეთილები არიან.
მაღაზიაში ვიღაცამ საათი კითხა. რასტამანმა მაჯაზე დაიხედა: უყურებს ციფრებს და ცდილობს გაიხსენოს ამ დროს რას პასუხობს ხოლმე. მაგრამ მის თავში მხოლოდ ერთი დიდი სიცარიელეა.. და უცებ რასტამანმა ისე „გაიგო“ ეს სიცარიელე, რომ გააჟრიალა. კაცს, რომელმაც რაღაც კითხა უცნაურად შეხედა. იმან მადლობა გადაუხადა და წავიდა..

მაღაზიიდან გამოვიდა თუ არა მის წინ ავტობუსის გაჩერდა. მძღოლის ადგილზე მჯდომმა კაცმა გამოხედა და თვალი ჩაუკრა. რასტამანმა ერთი წამით შეხედა ავტობუსის აბრას და ღია კარში ავიდა. 

..ავტობუსის აბრაზე გადახაზული იყო სიტყვა „ბაქო“ და ქვემოთ ეწერა „ამსტერდამი“.

Friday, February 13, 2009

ქეშები და სააკაშვილი

აი, ეს უკვე სერიოზული ზღაპარია ძალიან. სერიოზული ვსმისლე, ნუ... ხო აზრზე ხართ რა :)

ქეშები და სააკაშვილი
(პოლიტიკური ზღაპარი)

ორიგინალი აქ: http://rastaman.tales.ru/index.php?

მოკლედ, ასეთი ამბავია: ვითომ მთელი სამყარო ღმერთის კომპიუტერია და ჩვენ მასში ფაილები ვართ. და ეს ეგრევე ბევრ რამეს ხნის! მაგალითად, რატო ეშვება ზოგი ადამიანი ძალიან სწრაფად, ან რატო არსებობენ ვირუსები. აი, მაგალითად ერთი კაცი მიდის თავისთვის გორის მარშრუტკით და უცებ გადაიქცევა ბოკერიად. და ფიქრობს: რა მინდა გორში, დღეს ხო პარლამენტში უნდა მივიდე, ხალხის არჩეულ ქლიბებს ვეკაიფო, ჟურნალისტებს მივაჯვა და ვაბშე კარგად გავერთოო. და მიდის პარლამენტში.

იქ კიდე შესასვლელთან უკვე ერთი თხუთმეტი ბოკერია დგას და დაცვის უფროსს ელოდება, რო მოვიდეს და გადაწყვიტოს რომელი უნდა შეუშვას პარლამენტში. ოღონდ, სანამ უფროსი მოვიდა, ერთი ათი ბოკერიაც მიემატა ამათ. თანაც დეპუტატის ქსივა ყველას სრულ წესრიგში აქვს. დაცვას კი არ უნდა არცერთის შეშვება, იმიტორო დილიდან ერთი რვა ბოკერია უკვე შეუშვეს და ეხლა შიგნიდან გაურკვეველი ხმაური გამოდის, თითქოს საცაა რაღაც აფეთქდება.

ხოდა ასე: ეს ჩვენი ბოკერია, როგორც ყველაზე ჭკვიანი, ხვდება, რო მსოფლიოში მორიგი გაურკვევლობა იწყება, ოჯახის გახიზვნაა სასწრაფოდ საჭირო და თვითონაც სადმე უნდა  გადაიკარგოს, რაც შეიძლება შორს, სანამ ზედმეტი ბოკერიების ხოცვა დაუწყიათ. მიდის სახლში, იქიდან კიდე კაკრას ბოკერია გამოყავთ და ტენიან პატრულის მანქანაში, თავისი მიგალკებით და რამე. იმას კიდე არ უნდა მანქანაში, წიხლებს იქნევს და პატრულებს ათას საწყენ სიტყვას ეძახის. პადიეზდთან კიდე პატარა ბრბოა შეკრებილი. ამბობენ, დღეს უკვე მეოთხე ბოკერია მიყავთო. და კაკრას ამ დროს პატრულებს უკან მოყვება კიდე ერთი ბოკერია, ოჯახიან-ჩემოდნებიანად, ჯდება ტაქსში და მიდის გაურკვეველი მიმართულებით.

მარა ეს ამბავი ვაბშე არაა ბოკერიაზე, სინამდვილეში ეს ამბავი სააკაშვილზე და ქეშებზეა. მიდის, კაროჩე სააკაშვილი ქუჩაში, უცებ ხედავს ქეშებს და ეუბნება: ქეშებს გაუმარჯოსო. ქეშები პასუხობენ: გაგიმარჯოს, პრეზიდენტო. შენ ჩვენი გლუკი ხარ თუ ნამდვილიო? სააკაშვილი ეუბნება: არა რა გლუკი, ნამდვილი ვარო. ქეშები სთავაზობენ: აბა, მოდი პარავოზი არ გინდაო? სააკაშვილი ეკითხება: მტკივნეული ხომ არააო? ქეშები უხსნიან რა არის პარავოზი და დაჟე ერთ პარავოზთმოყვარე მეგობარზე ნათელ დემონსტრირებასაც უტარებენ. სააკაშვილი დაფიქრდა და ამბობს: არა. მოდი ისევ ჯობია ჩვეულებრივ ერთ ნაფაზს მოგიწევთო. და ურტყამს კაი თინეიჯერულ ნაფაზს, ალალად და პატიოსნად, ბოლომდე, სანამ შეუძლია. მერე ამბობს: ვა, მაგარია თურმე! ერთი ათი წლით გავახალგაზრდავდიო! ბევრად უკეთესია ვიდრე ღვინის სმა, მით უმეტეს ამ ბოლო დროს რაღაც გულმაც შემაწუხაო. ისევ პლანის წევა და ქეშებთან საუბარი ჯობიაო.

და მართლაც იწყებენ საუბარს. ამ დროს მოდის პატრული და საბუთებიო, სააკაშვილს კიდე საბუთები არა აქვს. ეუბნება: თქვენ რა, ვერა მცნობთო? მე ხო, მაგის რჯული არ იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი ვარო. ამაზე პატრულები: პრეზიდენტი დაბოლილი არ გაგვიგია ჩვენო. თანაც დაცვა სადააო? კაროჩე, წამო ჩვენთან განყოფილებაში სანამ გავერკვევითო და ქეშებთან ერთად ათავსებენ ორ პატრული მანქანაში.

მიდიან კაროჩე საპატრულოში. სააკაშვილი ამბობს: სადაა აქ ტელეფონი? სახლში უნდა დავრეკოო. ესენი კიდე: ყავაც ხო არ გინდა ლოგინშიო? ის ამათ: ნუ იზეთებით, ვიცი კანონი და ერთი ზარის უფლება მაქვსო. ესენი: ბიძა, ჯობია უფლებებზე გაჩუმდე ვაბშე, თორე დაგაბამთ, როგორც აგრესიულს და გეცოდინება მერე როგორ უნდა ქეშებთან ერთად ბირჟაობა და პრეზიდენტად თავის გასაღებაო. და კეტავენ ყველას საკანში.

ზის მოკლედ სააკაშვილი ჩვეულებრივ ქეშებთან ერთად საკანში. ამ დროს კი ტელევიზორში ამბობენ სააკაშვილი სახლიდან გავიდა და არავინ იცის სადააო. პატრულები ეგრევე აზრზე მოდიან რა შარშიც არიან და ამაზე როგორ დაენძრევათ. მარა რა ქნან? გაუშვან - ცუდია, არ გაუშვან - მაინც ცუდია. აი, დუბინკებით რო სიკვდილამდე ცემონ და მეზობელ უბანში დააგდონ? აი ეს თითქოს უკვე ნორმალურია, ყველა ნორმალური ადამიანი ასე იქცევა და თუ ისე გააკეთებ კაცი, როგორც წესია, ამაზე არაფერიც არ მოგივა.

და აი, მოკლედ გადაწყვიტეს რო სააკაშვილი სცემონ. აღებენ საკანს და ამბობენ: ქეშები - გარეთ, სახლებში დროზე! შენ კი, ბიძა, დარჩები, სალაპარაკო გვაქო.

მარა ქეშები პატრულებს ეუბნებიან: მოკლედ ასე. ან ეხლა ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ, ან არ გავდივართ ვაბშე, სანამ უფროსობა არ მოვაო. პატრულები ეუბნებიან: თქვენ, რა, სულ დაშტერდით? გინდათ ბიძერთან ერთად ფიზიკური ზემოქმედების ზომები გაიზიაროთო? ქეშები: იასნია რო არ გვინდა. ვის უნდა ფიზიკური ზემოქმედების ზომები ვაბშე? ალბათ აი თქვენც არ გენდომებათ ფიზიკური ზემოქმედების ზომების საკუთარ ტყავზე გამოცდაო, ხო? პატრულები კიდე: თქვენ ვიღა გიტარებთ სქესობრივ აქტს რა გვინდა და რა არა? აბა დავაით დროზე გამოეთრიეთ საკნიდანო!

ამაზე ქეშები ამბობენ: მოკლედ, ასე. ან ეხლა ჩვენ ყველანი ერთად გავდივართ, ან არ გავდივართ ვაბშე, სანამ უფროსობა არ მოვაო. ამ ხმაურზე კი კაბინეტიდან კაკრას გამოდის უფროსობა, ულვაშებიანი კაპიტანი სხვადასხვაფერი თვალებით. ტელევიზორში ამანაც ნახა ყველაფერი, მარა ვითომ არაფერი უნდახავს ისე ამბობს: რა ხმაურიაო? ამაზე პატრულები და ქეშები ერთხმად და ერთდროულად იწყებენ ამბის თავავიანთი ვერსიების მოყოლას. ეს კიდე აწყვეტინებს მკაცრი ჟესტით და ეკითხება პატრულებს: უპოვეთ რამეო?

პატრულები: არა. უკვე ყველაფერი შიგნით აქვთ და 500-ლარიანი ჯარიმებიც უკვე გამოვუწერეთ ყველასო. მაშინ კაპიტანი ეკითება: აბა აქ რაღაზე სხედანო?

ამაზე ისევ იწყება უმსგავსო ხმაური და ბოლო-ბოლო კაპიტანი ბრძანებს ყველას გამოშვებას და მიდის სხვა საკნის შესამოწმებლად. იქ კიდე ზის ორი ტიპი, თითქმის ერთი ასაკის: ერთი ფხიზელი მარა წვერებიანი, ბრადიაგის ვიდზე, მეორე - ჯიგრულად ნასვამი, მარა სუფთად გაპარსული, მოწესრიგებული, ინტელიგენტის ზმანზე და ლექტორის ვიდზე. რაღაცა ვერ გაიყვეს პარკში, ჩხუბის პონტი მოაწყვეს და კაკრას იქ გასკვანჯეს ორივენი.

ეძახის ორივეს კაპიტანი თავისთან კაბინეტში და უმოწმებს ლექტორს საბუთებს. იქ კი წერია: ალისტრახო პაპასკირი, 08.03.1979, ქ. რუსთავი, საქართველოს მოქალაქე. თურმე მართლაც, თსსუ-ს ლექტორი. მეორეს უმოწმებს პასპორტს და იქაც: ალისტრახო პაპასკირი, 08.03.1979, ქ. რუსთავი, საქართველოს მოქალაქე. და უნდა ითქვას, რომ კაპიტანი თვითონაც სახელად ალისტრახო და გვარად პაპასკირი იყო, რუსთავიდან და თანაც დაბადებული 1979 წლის 8 მარტს - რა საინტერესოა!

კაპიტანი ცოტას ფიქრობს იწყებს ბრადიაგა-პაპასკირის ნელ-ნელა გრუზვას: თბილისში დიდი ხანია ხარ? რა მიზნით? სად ცხოვრობ? დიდი ხანია იქ ცხოვრობ? და ადრე სად ცხოვრობდი? აქ ირკვევა, რო რუსთავის მისამართიც ერთნაირი აქვთ. ამასთან პაპასკირი-დოცენტიც რაღაც უნცნაურად იწყებს თვალების ხამხამს და თავის ქიცინს. ეტყობა რო მისამართი მისთვისაც ნაცნობია.

მაშინ კაპიტანი პირდაპირ ეკითხება ორივეს: აბა, პაპასკირებო, 1997-ის ივლისში რას აკეთებდითო ?

წვერებიანი პაპასკირი პატიოსნად პასუხობს: უმაღლესში ვაბარებდი, სახელმწიფო სამედიცინოზეო. ყველა გამოცდა ჩავაბარე, მარა ქულები არ მეყო, ვერ მოვხვდიო. პაპასკირი-დოცენტიც პატიოსნად პასუხობს: თსსუ-ში ვაბარებდი. ყველა გამოცდა ჩავაბარე და პირველივე წელს მოვხვდიო. და აი აქ კაპიტანი ხვდება, რო დილას ოთხი ბოკერია და სააკაშვილი  ქეშებთან ერთად საკანში - ეგ ვაბშე არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ბუნებაში ხდებოდეს.

და ორივე პაპასკირს ეუბნება: მეც ხო სამედიცნოზე ვაბარებდი. ოთხმოცდაჩვიდმეტში. მარა აი პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი და წავედი ჯარში. ჯარის მერე მეორედ ვცადე, ისევ პირველ გამოცდაზე ჩავიჭერი და პოლიციაში დავიწყე მუშაობა. მქვია, სხვათაშორის, ალისტრახო და გვარად მეც პაპასკირი ვარ და მეც რუსთავში დავიბადე 1979 წლის 8 მარტს. აი ასეა ეს ამბავიო.

გაპარსულ პაპასკირს ყბა უვარდება გაოგნებისგან, ბრადიაგა-წვერებიანი პაპასკირი კი ეშმაკურად იღიმება და ამბობს: და... ამის აღსანიშნავად ხომ არ მოგვეწია ცოტა? მაგარ მოტეხილ ადგილას მაქ რაღაც გადანახულიო. ულვაშებიანი პაპასკირი ამაზე პასუხობს: ალისტრახო, დაიტოვე ეგ შენი გადანახული სხვა დროისთვის, ნივთმტკიცებიდან ავიღოთო. და აწვდის წვერებიანს ავღანურ, დამახასიათებელი მოლურჯო ფერის ბალახს: მიდი, შეაკეთეო.

კაროჩე, მოწიეს საკაიფოდ და დოცენტმაც მოწია, მერე დილამდე ისხდნენ და ცხოვრებაზე ილაპარაკეს, კიდე მოწიეს, დილას კი უსურვეს ერთმანეთს ყველაფერი საუკეთესო და დაშორდნენ, როგორც ზღვაში გემები. იმიტორო ყველასთვის ისედაც ცხადია: სამი პაპასკირი ერთ უპაკოვკაში - ეგ უკვე აშკარა პერედოზია!

Tuesday, February 10, 2009

მეტალის ყურით მოსმენილი ზღაპარი


ერთ მშვენიერ რასაც ჩვენ ვეძახით საღამოს და რასაც რატომღაც არავინ ეძახის უდროობას, წამოგორდა მეზღაპრე მიჩინიო ტახტზე, მისი გაბრწყინებული თვალებით და ანთებული ჩიბუხით, და ჩვეულებისამებრ მოჰყვა ზღაპრის მოყოლას, ოღონდ ასეთის კი არა, ნამდვილის!

ყველაფერი ისე იყო როგორც ოდითგანვე ყოფილა, ერთი უმნიშვნელო დეტალის გარდა. მიჩინიოს ზღაპარს იმ საღამოს ერთით მეტი მსმენელი ჰყავდა, ეს იყო დაკვირვებული, გაკვირვებული და ბადეგადაკრული შავი მეტალის ყური.

აი რისი მომსწრე გახდა იგი [გადმოქაჩე mp3]

ისევ ადამიანებზე


წინა ზღაპარი ცოტა მძიმეს პონტში გამოვიდა, როგორც ჩანს ხოდა ეხლა ისევ ცოტა ისევ ადამიანური იყოს ხო? :)

ისევ ადამიანებზე
(კიდე ორი კლასიკური შემთხვევა)


ყოველი 2 დღის მერე მესამე დღეს პერერივი რო უნდა გააკეთო, ყველამ იცის. მარა იასნია რო ძნელია ძალიან, განსაკუთრებით სეზონზე. აი, ერთი ჩემი ნაცნობი (არ იცნობთ მაინც), ერთი კაი ძველი ქეშია, გაგებით, აზროვნებით და ჰაბიტუსითაც. ხოდა ყოველთვის გვიმეორებდა: ორი დღის მერე, მესამე დღესო. თვითონ კიდე ყოველდღე მთლად მკვდარი თუ არა მძიმედ დაჭრილი მაინც იყო პასტაიანად. სახლში კიდე მომღერალი ჩაინიკი ქონდა და ცოლი ყავდა.

ერთხელ რაღაც განსაკუთრებულად კარგად დაბოლდა და ფეხით წავიდა სახლში. მიდის, იქ კიდე ლიანდაგებია. ხოდა, დაუყვა ჩისტა მექანიკურად ამ ლანდაგებს, რომლებიც მაგრა ლამაზად ანათებდნენ და თან კაკრას სახლისკენ მიუყვებოდნენ.

მიდის, მიდის, თან ერთობა, ვითომ მატარებელია. არადა ამ მაიმუნობაში უკან ნამდვილი სამგზავრო მატარებელი მოადგა. უსიგნალებს მთელი ძალით, ეს კიდე ვითომც არაფერი. მატარებელი კიდე ასიგნალებს! უსტვენს! ყვირის! ღრიალებს! იგინება! ეს კიდე ვითომც არაფერი. ბოლოს მატარებელი უკანასკნელ ძალებს იკრებს, სასტიკი ჭრიალით და კივილით ატორმუზებს, კაბინიდან ხტება მემანქანე და დედის გინებით სერიოზულ წიხლს აზელს ტრაკში ამ ჩემ ნაცნობს! ეს კიდე სადაც მიდიოდა, იქიდანვე ჩერეზ ლიანდაგები ეგრევე გვერდზე კანაოში ერჭობა თავით. იხედება ზემოთ და ხედავს მატარებელი კაკრას დაიძრა და მიდის. უყურებს და ფიქრობს: ერთი ამ ჩათლახს შეხედეო, რა! მატარებელი კიდე, კიარადა მემანქანე ფიქრობს: მიგასრისოთ უნდა ყველანი ერთხელაცო. მოკლედ, ასე დაშორდნენ ერთმანეთს. შეხედულებებით.

და აი ბრუნდება სახლში, ჭუჭყიანი და ავი. სახლში კიდე პლიტაზე კაკრას ჩაინიკი ადუღდა - და რო დაიწყო სტვენა! ამან კიდე გადმოდგა, წყალი გადაასხა, დადო იატაკზე და დაუშვა და დაუშვა ტაბურეტკით! ოთახიდან ცოლი გამოვარდა, უყვირის: რას აკეთეთ, გაგიჟდიო?! ეს კიდე უყურებს - თვალები უგონო მრისხანებით აქვს სავსე, - და ეუბნება, დამარცვლით, სლოგანის პონტში:

უნდა დახოცო, სანამ გაიზრდებიანო!

ხოდა, აი ასე მოხვდა ასათიანზე. ბევრი წევისგან, იასნია. მეორე ტიპს კიდე, ისიც უკვე კაი სტაჟიანი ქეში იყო, სხვა ამბავი შეემთხვა. ნუ, ახალგაზრდობაში ისიც კაი ბევრს ეწოდა და კიდე ათას ნაგავს ეტანებოდა, მარა ცოლი მოიყვანა და დაანებას პონტში თავი. მერე, შემთხვევით სეზონზე გაიცნო ახალგაზრდა ტიპები მეზობელი პადიეზდიდან და გადაწყვიტა ძველი დრო გაეხსენებინა იმათთან ერთად. ცოლთან პონტი მოიგონა, ვითომ მივლინებაში მიდის, თვითონ კიდე გადაბარგდა ძამიკოებთან მეზობელ პადიეზდში.


იქ კიდე ხარშვაა გაქანებული და იასნია რო რძეს არ ხარშავენ. არადა სასტავი ცოტა მოპანკოა, ყველა პასტაიანად ერთმანეთს უტრაკებს, ხან რაზე ხან რაზე, წიპა იუმორი და სატირა აქვთ ასეთი. მთავარი პრიკოლია - სანაგვე ურნა. ნაგავი არავის გააქვს, მარა საღამოში ორ-სამჯერ მაინც უეჭველი იწყება ბაზარი რო ნაგავი გადასაყრელია. და ყველა იწყებს თავის დაძვრენას და ატმაზკების მოგონებას. კაროჩე, უკვე ისეთი პონტია რო ნაგვის გატანა უკვე მაგრად ტეხავს.

ხო. ოღონდ ეს ჩვენი ძმა არანაირ რაზბორკაში არ მონაწილეობდა. ჯერ ერთი, ატმაზკა ქონდა რკინის: ეს ხო ვითომ მივლინებაშია და ეზოში გასვლა სასტიკად არ შეიძლება, სანამ არ დაბრუნდება იქიდან. მეორეც, არ ჭირდება არანაირი ატმაზკა, იმიტორო მთელ ამ სასტავში ყველაზე უფროსია, უფროსი მხარშავის პონტში. მარა ეს დამპალი პიონერული ბაზრები ბოლო-ბოლო ამოუვიდა ცვეტში ყელში. და ერთხელაც, ღამის ორ საათზე დგება და ამბობს: ვსიო! ატრაკებთ უკვე ნამეტანი და ეხლა მე თვითონ გავიტან ამ ნაგავსო.

ეზოში კი ნაგვის დიდი ურნები პირდაპირ პადიეზდის წინ დგას. ეს ჩვენი ძმა ყრის ნაგავს და ჩისტა მექანიკურად, ავტოპილოტით მიდის სახლში. პაროლის პონტში აკაკუნებს, კარს აღებს ნამძინარევი ცოლი, ავლენს სიხარულის ზანტ ნიშნებს და ბრუნდება ისევ დასაძინებლად. ეს კიდე დგას და ნელ-ნელა აზრზე მოდის რა მოხდა: მაგარია რა! ქვია რო მივლინებიდან დაბრუნდა - სხვისი ჩუსტებით და ნაგვის ცარიელი ვედრით. მარა, არ იბნევა, ჩუმად აღებს კარს და იპარება ისევ ძმებთან მეზობელ პადიეზდში. ორი დღის მერე კი ბრუნდება მივლინებიდან, ოღონდ უკვე ადამიანურად, რუგზაკით და საჩუქრებით და ცოლი უყვება რა უცნაური რაღაც ესიზმრა, რო ვითომ ღამე დაბრუნდა ეს მივლინებიდან, მარა რატომღაც ჩუსტებთ და ცარიელი ვედრით. მარა ამას ხო ცოლი ყავს, უნიკუმი, ზოგჯერ შეხედავ და პირდაპირ სიზმარში ცხოვრობს რა. თუმცა, არაფერს ეტანება, მაგარი ჩაიც კი არ უყვარს დაჟე. ცვეტში.

Thursday, February 5, 2009

ზღაპარი ფსიქონავტებზე


ერთხელ სამი ფსიქონავტი ცაში დაიკარგა. უცებ ღმერთი ხვდებათ. დგას და ეკითხება: რაო, ყმაწვილებო, საით გაგიწევიათო. პირველი ფსიქონავტი პასუხობს: ზეციურ კალიფორნიაშიო. ღმერთი კი ეუბნება: ეხლა ეგერ კუთხეში გადი, იქ დაჯდები ოთხმოცდაცხრა ნომერ მარშრუტკაზე და ორი გაჩერების მერე ჩახვალ. და კაკრას გაჩერების მერეა ზეციური ჰოლანდია, ეგრევე მაგის მერე ზეციური შვეიცარია და მერე, ბაგა-ბაღის უკანაა შენი ზეციური კალიფორნიაო.

მეორე ფსიქონავტი კი ეუბნება: მე კიდე სამოცდაცხრამეტ წელში მივდივარო. ღმერთი ეკითხება: რა გინდა სამოცდაცხრამეტშიო? ფსიქონავტი პასუხობს: იქ დავიბადე და იქ მინდაო. მაშინ ღმერთი ეუბნება: აი, იქ, პირდაპირ, სამი კორპუსის იქით იქნება დიდი ხვრელი სივრცესა და დროში. ხოდა, იტოგში, ჩახტები და მერე უკვე ყველაფერი ადვილია, სადაც გინდა იქ გადმოხტებიო.

მესამე ფსიქონავტი კი ეუბნება: მე კიდე კონკრეტული მისამართი არ მაქ, პროსტა ვეძებ ადგილს, სადაც ძალიან საშიშიაო. აქ კი ღმერთმა გაიღიმა და ეუბნება: ნუ, ჯიგარო, ჩათვალე რო უკვე ნაპოვნი გაქ. ეხლა პირდაპირ აქვე მოგიწყობ ერთ დიდ იზმენასო! და ამ სიტყვებით მოახრახნა ფსიქონავტს თავი, მერე თვითონაც მოიხრახნა და შუცვალა ადგილები. უყურებს ფსიქონავტი - წინ კი დგას თვითონვე, ოღონდ ღმერთის ტანსაცმელში, თვითონ კიდე თითქოს ღმერთიია, მარა იმავე დროს თითქოს არცაა ღმერთი. და თავისივე თავს ეუბნება ღვთის პირით: უყურე ჯიგარო, აგერაა შვიდი ფორტოჩკა და ყოველ მათგანში შიშია. გააღებ - გამოხტება, მოერევეი - უკან შეძვრება, ვერ მოერევი და - საკუთარ თავს დააბრალეო.

ფსიქონავტი კიდე, უფრო სწორად თითქოს ფსიქონავტი, მარა სინამდვილეში მარტო თავი აქ ფსიქონავტის, სხვა დანარჩენი ღმერთისაა - კაროჩე, მოდი ჯერ იყოს ფსიქონავტი, იმიტორო თავი ხო უფრო მნიშვნელოვანია. ხოდა, მოკლედ ფსიქონავტი კიდე პასუხობს: რა, ცალ-ცალკე რატო უნდა გავხსნა ვითომო? და აღებს შვიდივე ფორტოჩკას ერთად. პირველიდან ხტებიან მენტები. მეორედან - ცოფიანი ძაღლები. მესამედან - სტრაშნი ბანდიტები. მესამედან კიდე - შიდსი, შავი ჭირით და განგრენით. მეხუთედან...

... თუ მეოთხედან? კაი, დავითვალოთ ახლიდან: ერთი - მენტები, ორი - ძაღლები, სამი - ბანდიტები, ოთხი - შიდსი, ხუთი - ატხადნიაკი თავისი ლომკით, ექვსი - შიზოიდური პერედაზიროვკა, შვიდი - მხიარული პიდერების ჯგრო. და აი, ეს მთელი სირობა თავს ესხმის ფსიქონავტს და ერთ წუთში აძრობს ხელ-ფეხს, იასნია თავსაც და აქცევს ამ ყველაფერს, თავის ტანიანად ერთი კოლოსალურ მძღრენად. მერე კი ყველანი ველური ყიჟინით იფანტებიან ზეცაში.

ხოოოოო. ჩვენი ფსიქონავტი უყურებს ამ ყველაფერს ღმერთის თვალებით და პირველად განიცდის შემაძრწუნებელ შიშს. გამოდის რო ეხლა ღმერთია და უკან დასახევი გზა აღარ აქვს, უნდა ჩაითვალოს სამყაროს მთელი ავლადიდება და იმუშაოს-იმუშაოს- იმუშაოს მარადისობის აღსასრულამდე, რომელიც, მაგის დედაც, პრინციპში შეიძლება რო არასოდეს დამთავრდეს. აი ასე ეკაიფა ღმერთი და მემნტ მაგრადაც გაუჩალიჩა. თუმცა, მეორეს მხრივ, ღმერთმა კი არა თვითონ გაიჩალიჩა - ეგ ხო, სირი ეგა, შიშს ეძებდა. ხოდა იპოვა კიდეც.

მარა, სანამ აი ასე დგას, მოფრინავს მისკენ ბალისტიკური რაკეტა. უკან კი მოყვება მაგრად დაკაპჩონებული კალბასი და მრისხანედ ეკითხება: აქ ღმერთად შენა ხაო? ფსიქონავტი კი იქით კითხულობს: რად გინდა როო? კალბასი პასუხობს: რად  მინდა და, დედამიწაზე კანკრეტნი ბეზპრიდელია, ადამიანები კალბასებს ჭამენ, შენ კიდე, ღმერთო, უყურებ და გიხარია. და აი, გადავწყვიტე ამისთვის ტაკოში დაგსაჯოო. რაკეტა კიდე ეუბნება: ხო! მერე კიდე მე აგაფეთქბ და დაგშლი 418 ნაწილად რო ვაბშე აღარ იყო საერთოდო.

ამ დროს ფსიქონავტი იჭერს კალბასს და წამში აკბეჩს თავს. მერე რაკეტას ეუბნება: შენა, წვინტლო, იგივე გინდაო? ის კიდე შიშისგან აკანკალდა ეგრევე: არა, არ მინდა, ეგ ყველაფერი კალბასმა მოიფიქრა, მე კიდე არ მინდოდა საერთოდ და ვაბშემც სულ სხვაგან მივფრინავდიო... ფსიქონავტი ეუბნება: არა აქვს მნიშვნელობა სად მიფრინავდი. იმიტორო აი ეხლა გაგაფრენ მე შენ სადაც საჭიროა. ანდა არა, არსადაც არ გაფრინდები, ეხლა შენ მე უნდა მაკატავოო.

და აი, ჯდება რაკეტაზე და მიფრინავს თავისი ზეციური ავლადიდების დასათვალიერებლად. ზეცაში კი მაგარი ბარდაგია, იმიტორო შიშები ფორტოჩკებიდან რო გადმოძვრნენ უკვე მთელ ზეცას დედა უტირეს, თან ხუთი ფსიქონავტიც შეჭამეს თურმე. ამის დანახვაზე ჩვენი ფსიქონავტი მიფრინავს ანგელოზებთან და ეუბნება: აბა რასა შვრებით?! გარშემო ბარდაგია, თქვენ კიდე სხედხართ და რა ჩემ ეფხებს აკეთებთო? ანგელოზები კი ეუბნებიან: არის, მოქალაქ უფროსო. აი ეხლა მოვწევთ და ყველაფერს გავაკეთებთო. ხოდა, უცებ ტენიან ერთ საკაფო ტარიანს და იასნია იმასაც მასაც აწევინებენ.

კაროჩე, ხუთ წუთში, რაის საქმის კეთება, ხმას ვერ იღებს ვერავინ: მაგარია ზეციური ბალახი! ამ დროს კი მორბიან შიშები და იწყებენ ყველას დაიზმენებას. მარა ანგელოზები ღმერთთან ერთად ამ შიშებზე მაგრა კაიფობენ იწყებენ იქით დაშინებას, თან ისე რო ეს ყველა შიში თავისიფე ფეხით მირბის თავისივე ფორტოჩკაში, ხურავს შიგნიდანაც მაგრად კეტავს. ნუ, იასნია მათი დაჯმული კი დარჩა ეგრევე, მარა ანგელოზებმა აქაც მოიფიქრეს გამოსავალი. ანუ, ადგნენ და პროსტა ყველა ზეციური იატაკი და თარო ამოატრიალეს და მთელი მძღრენი დაბლა  ჩაცვივდა. ადამიანები კიდე დედამიწაზე დადიან, ამ განავალს კრეფენ და მაგრად უხარიათ. ამბობენ: ზეციური მანანააო. არადა ცვეტში: ზეციური მანანა ხო პროსტა ზეცის მცხოვრებლების ყაყებია, ანუ როგორც ჩვენი მძღრენი ანოყიერებს ნიადაგს, ისევე იმათი - ჩვენ. აი ასე ვცხოვრობთ და ვნოყიერდებით და სასირცხვილოც არაფერია.

Sunday, February 1, 2009

ზღაპარი კარგ ადამიანებზე

ეს ისეთი ზღაპარია, პატარა და განიერი, პოზიტიური და საყვარელი :)


ზღაპარი კარგ ადამიანებზე
(კლასიკური შემთხვევა)

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა და მაგალითად იქნებოდა ორი ღმერთი უკეთესი, ან სამი.. ხოდა კაკრას ესეიგი სამი კარგი ადამიანი ზის სამზარეულოში, თან ისე რო უკვე აი ძალიან კარგები არიან. სხედან და მდორედ საუბრობენ გერმანელი რეჟისორის Fასბინდერის ფილმზე, რომელსაც რა ქვია არავის ახსოვს, მარა რატომღაც დიდი სურვილი აქვთ რო გაიხსენონ. პა ხოდუ ჩნდება სხვა დამახასიათებელი თემები და ზოგიერთი ანეკდოტი, ჩართულია მუსიკა და ვირტუალური დირიჟაბლები დაფრინავენ ჰაერში. მოკლედ, ჩვეულებრივი კარგი საღამოა კარგ და მშვიდ კამპანიაში.

ამ დროს ვიღაცა რეკავს. ბაითის დიასახლისი იღებს ყურმილს და დიდხანს უსმენს, რას ეტყვიან. მერე დებს უკან და ქმარს ეუბნება: ისევ ვიღაცამ დაგირეკა, ვაბშე აზრზე რო არა ვარ ვინ, მარა როგორც კი ესმის ჩემი ხმა, ეგრევე კიდებს ყურმილსო. ქმარი კიდე ეუბნება: რატო ვითომ მაინცდამაინც მე? იქნება და შენ გირეკავენ და როგორც კი ესმით შენი ხმა ეგრევე კიდებენ ყურმილსო? დიასახლისს ეს ფრაზა ღრმად აფიქრებს, ცდილობს კონცენტრირებას და ეკიდება ასე 5 წუთით; ამ დროს კი ისევ რეკავენ. ამჯერად ქმარი იღებს ყურმილს და იწყებს ვიღაცასთან საუბარს; მარა მესამედაც ისმის ზარი და ყველანი როგორც იქნა მოდიან აზრზე რო თურმე კარზე რეკავენ, თანაც უკვე ძალიან ნაგლად და ნასტირნად.

დიასახლისი ცოტა ფითრდება და ამბობს: ტაკს. ჩვენ არავის ველოდებითო. ქმარი და სტუმარი უცებ აღებენ ფანჯარას გარეთ ყრიან საფერფლის მთელ შიგთავსს. აქვე იასნდება რო სტუმარს თან კიდე ერთი შეკეთებული სიგარეტი აქვს და რა უყონ? გადაგდება ცოდოა, ბინაში რო დამალონ კიდე - ფაქტია. ერთადერთი სწორი გადაწყვეტლებაა რო მოწიონ მაგის დედაც. რო მტრებს არ დარჩეთ და სპორტულ ტემპში შუსტრად ეწევიან კიდეც.

იმ მოსაწევს კი, უნდა ითქვას დასაწუნი არაფერი ქონდა. ეგრევე მხიარულდებიან და იწყებენ ხმამაღლა სიცილს, იმაზე თუ როგორ ავარდნენ რაღაც სულელური ზარის გამო, რომელიც სინამდვილეში შეიძლება რო არც კი ყოფილა. ანდა, შეიძლება იყო კიდეც, მარა რა მნიშვნელობა აქვს? მენტებმა ხო არ იციან რო აქ ვიღაც არის, შეიძლება იფიქრონ რო უკვე აღარავინაც არაა. ნუ, იდგებიან ცოტა ხანს და წავლენ ისევ თავიანთ კანტორაში არყის ჩასაცეცხლად და იმაზე საბაზროდ რო რა სახიფათო და ძნელია. ანდა, შეიძლება არც უფიქრიათ ვინმეს დაჭერა, პროსტა ისე დარეკეს, ვრედნობის პონტში, რო ნარკამანებს ხასიათი გაუფუჭონ. მარა არაფერი გამოუვიდათ! არა გვაქ ისეთი მკვდარი ხასიათი რო ადგე და გააფუჭო! და ღირსეულად რო ვუპასუხოთ,  ეხლა უნდა ავდგეთ და დავრეკოთ პირდაპირ პატრულში: სალამი, ძამიკოებო, დაისვენეთ - ჩვენ დღეს გალიაკი გვაქ! ანდა არა, არ ღირს, რამე არ გავიჩალიჩოთ, თორე მართლა რო მოვიდნენ შესამოწმებლად მერე?.. ხო. თან კიდე სუბოტექსიც რო გამოაყოლონ, რა ვქნათ?... ჯობია სახანძროში დავრეკოთ, ანდა ვაბშე უკეთესი, ნოლ-ცხრაში და ვიკითხოთ ბოლო-ბოლო როდის დაიწყება აგვისტო. თორე სულ ნოემბერი და ნოემბერი ამოვიდა ყელში, აგვისტო კი არა ჩანს. ასეთი ამბებია: საქართველო - ნოემბრის სამშობლო. თუმცა, ნუ, არც ნოემბერშია ცუდი მამენტ: ნადირობა, თევზაობა, რევოლუცია და კიდე ათასი გასართობები იჩითება.

მარა აქ ჩნდება კითხვა: იქნებ მენტები არც ყოფილან? კარზე ვინც რეკავდა. იქნება ეს რაღაც დიდი და საინტერესო იყო, რამაც დღეს მათ გარეშე ჩაიარა მათივე სულელური იზმენების გამო? მარა ეხლა რაღას გაარკვევ, როცა იმან უკვე ჩაიარა და წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება. მით უმეტეს, რო მაგრა ტეხავს ეხლა ადგომა და ნახვა რა იყო სინამდვილეში, თუმცა მეორეს მხრივ ცნობისმოყვარეობა ტანჯავთ. და აი, დიდი ძალისხმევის მერე ოჯახის უფროსი დგება და აღებს კარს.

კარს იქით კი დგას ორი კარგი ადამიანი და მშვიდად საუბრობს რაღაც თემაზე. სახლის პატრონის დანახვაზე ცოტა ცოცხლდებიან და ამბობენ: უი! შალიკო, ხო არ გახსოვს Fასბინდერის იმ ფილმს რა ქვია სქელ ინდიელზე როა და ბანდერასიც რო თამაშობსო? ამ დროს პატრონს ახსენდება, რო ფილმს ქვია არაჩვეულებრივი გამოფენა, მარა ტარანტინო აქ არაფერ შუაშია. ერთადერთი გასარკვევი დარჩა კარზე მაგათ დარეკეს თუ არა, მარა კარგი ადამიანები უკვე ძალიან კეთილები და კარგები არიან და ვერ იხსენებენ. ნიტო დარეკეს, ნიტო ჯერ არ დაურეკავთ, მარა აი პატრული არ უნახავთ ცვეტში. ამ დროს კაკრას ჩაიდანიც ადუღდა და ყველანი მიდიან ჩაის სასმელად.

Tuesday, January 27, 2009

გრძელი ზღაპარი ღრუტუნა ძიაზე





ეს ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესია!



მოკლედ, ღრუტუნა ძიაზე. არა, ნუ, ძალიან ცუდი ტიპი კი არაა, არა. ნარმალნი ტიპია, ტაკ სებე, დაჟე ლამის კაი ტიპი.. ერთის მხრივ. მარა მეორეს მხრივ, როგორ გითხრათ ძმებო, აბა.. კაროჩე, არა მეორეს მხრივ ხო გესმით არა?.. მოკლედ, ერთი მაგის.. მეორეს მხრივ! არა, იკაიფეთ პროსტა რა ბაზარია ცვეტში: ვეწევით ერთ სიგარეტს ერთად და ეგრევე იწყებს ბაზარს საჭმელზე, კიშკა ეხსნება, თან მერე როგორ! მე კიდე მქონდა ორი პური და იმან, იტოგში დაითრია დანა, ჭრის ხელიგულის ხელა ნაჭერს, იმასაც ოთხ ნაწილად და ერთი მეორის მიყოლებით აქრობს მუცელში. მერე იჭრის მეორე ნაჭერს, იმასაც ყოფს ოთხად, მაგის, და მიყოლებით ჰოპ! ჰოპ!.. და ფაფუ ნაჭერი. იჭრის კიდე ერთს, იმასაც, ბლიად, ოთხად, მაგის კაუჩუკის მანიკი კარგებიც, აქრობს კაროჩე... არა, ნუ როგორი ასატანია, ა? ხოდა, იტოგში, ვიღებ დანას, ვიჭრი ხელისგულის ტოლ ნაჭერს, ვყოფ ოთხ ნაწილად და როგორც კი ჰოპ! ჰოპ! - ეგრევე ვიჭრი მეორეს. მოკლედ, ნახევარ საათში 2 პური გავათავეთ. მერე მთელი საღამო ოთახში დავბოდიალობდით, ვითომ სკვერი იყო. აი, ამას ქვია რო სერიოზულად დავისწორეთ!

ხოდა, ღრუტუნა ძიაზე ეს ამბავი იმენნა მაგარი პრიკოლია. იტოგში, მოდის ძია სახლში მთელი ერთი ჭიქა გაურკვეველი წარმოშობის პლანით. ცოლი სადღაცაა, ნიტო დაქალთან, ნიტო იტოგში სადღაც კაროჩე. ხოდა, აი, მოვიდა სახლში, მიკეტა ყველა ფანჯარა, ფორტოჩკა და ერთი სიგარეტი მოწია მარტომ. მერე შეძვრა მაცივარში, დაითრია ბორშით სავსე ხუთ-ლიტრიანი ქვაბი, დაჯდა ტელევიზორის წინ ხალიჩაზე, დაიწყო რაღაცა ლოსტის თუ პრიზონბრეიკის ყურება და ჩისტა მექანიკურად ბორშის ჭამა.

მერე, კაროჩე, რაიონიდან ჩამოდის ღრუტუნას სიდედრი. ბინაში კი ისეთი ბოლია, გაზის კამერის ბანძი დედაც. და აი, ისუნთქა სიდედრმა დობრად მსუყე-მსუყე ცენტრები და ეგრევე უბედურად მოიწია. დარბის ბინაში, კედლებს აწყდება საწყალი და უცებ ხედავს ღრუტუნა ძიას. ის კიდე გდია დამხრჩვალივით გაბერილი, სისხლიანი ქაფით ტუჩებზე. სიდედრი იასნია ეგრევე იზმენას იკიდებს და რეკავს სასწრაფოში. იქ კიდე ეუბნებინ: ბებო, შენ არ იდარდო და ეხლავე მანდ გავჩნდებითო.

კაროჩე, მოდიან ექიმი და ექთანი.. ბოლი კი ისევ ისე დგას! და აი, მოკლედ, ეს ექიმი და ექთანი.. კაროჩე, უკვე კარიდორშივე დაენძრათ ორივეს! ხოდა, შემოსასვლელში დგანან ვეშოლკებთან, ვნებიანად უყურებენ ერთმანეთს, ხითხითებენ, ჩურჩულებენ, სამედიცინო ჩანთები უვარდებათ, მერე იღებენ და ისევ უვარდებათ. სიდედრი კი დგას დაძაბული და აზრზე ვერ მოდის ვაბშე რა ხდება. ისინი ეკითხებიან: ბებო, საჭმელი გაქ რამე? თორე დღეს არც გვისაუზმია საერთოდო. სიდედრმა ეგრევე რო გაუტრაკა: მე აქ საყვარელი სიძე მიკვდება, ესენი კიდე საჭმელიო! ისინი ეუბნებიან: ნუ იზმენდები, ბებო! ნუ იზმენდები! ეხლავე გაგირემონტებთ სიძეს, შენ კიდე მანამდე სამზარეულოში გადი და რამე საჭმელი მოგვიმზადე. თორე დღეს არც კი გვისაუზმიაო. აქ სიდედრი ხვდება, რო ზუსტად ასეა საჭირო და მიდის სამზარეულოში.

ცოტა ხანში, რაღაც დროის მერე გამოდის და ხედავს. აჰა! კაროჩე, ეს ექიმი იმ ექთანს პირდაპირ ხალიჩაზევე იმასუშვრება, ღრუტუნა კი წევს ისევ, როგორც იწვა. სიდედრი ფიქრობს: ნაბოზრები! მე კიდე ვწვალობდი, საჭმელს ვუმზადებდი, ეგენი კიდე ჩათლახი ვირიშვილებიო ეგენი! და ამ დროს მთელი სიცხადით იაზრებს, რო არანაირი ექიმები არ არიან ეგენი სინამდვილეში. და აი ასეთი აზრებით რეკავს პატრულში და ეუბნება: ძვირფასებო, ტკბილებო, მოდით ჩქარა, აქ ბანდიტებმა სასწრაფოდან ჩემი სიძე მოწამლეს, ჩემი გოგო მოიტაცეს, ეხლა მეც ყელს გამომჭრიან, ბინას გაქურდავენ და ყველას დახოცავენო. პატრულში პასუხობენ: გამოძახება მიღებულია, ეხლავე მოვალთო. მაშინ სიდედრი შედის აბაზანაში, კარს კეტავს და შემთხვევით იწყებს სარკეში ყურებას.

სარკეში კი გადის „ქარწაღებულნი“, ოღონდ მთავარ როლში თვითონაა. და აი, უღრმავდება სიდედრი ფილმს და გრძნობს, რო ტყუილად არ უცხოვრია და მისი მთელი სიცოხცლე ერთი დიდი გმირობაა. და რო აი ეხლა ყველა ბანდიტს ტარაკანებივით - ჩუსტით და უნიტაზში ეგრევე! იღებს პოლიჯოხს, შერბის ოთახში გარეთ და ყვირის: აააააააა!!

... არადა კარიდორში უკვე დგას ორი პატრული და იხსენებს, რატო და როგორ მოვიდა აქ. იმიტორო უკვე კიბეებზე გატოვები იყვნენ ღრუტუნა ძიას ცენტრებით. და აი დგანან და იხსენებენ, ვაბშე რას აკეთებნ ამ ბინაში. ამ დროს კი ვანიდან მორბის ვიღაც მოხუცი პოლიჯოხით. ხოდა, ესენიც მოდიან აზრზე, ბებოს გვერდზე წევენ და შედიან სამზარეულოში.

იქ კიდე ექიმი და ექთანი სხედან, ჩაის სვამენ და მოსიყვარულე თვალებით შესციცინებენ ერთმანეთს. კაკრას ცოტა ხნის წინ ჩაკლეს ღრუტუნას დაბიჩოკებული სიგარეტი და ეხლა ძალიან-ძალიან კარგად არიან. პატრულები პროსტა მექანიკურად ითხოვენ საბუთებს. ექიმი კი ეუბნება: რაის საბუთები? ჩვენ ხო ექიმები ვართ სასწრაფოდანო.


პატრულებს დაჟე გაუხარდათ: ო! ექიმები! პრომედოლი არა გაქვთო? ექიმი ეუბნება: რას ამბობთ, ბიჭებო? პრომედოლი მარტო რეანიმაციაშია, ჩვენ უკვე ერთი ექვსი წელია აღარ გვაძლევენო. მენტები ეკითხებიან: აბა საინტერესო გაქვთ რამეო? - მარტო დიმედროლი, ბიჭებო, მარტო დიმერდოლი. პატრულები ოხრავენ და ეუბნებიან: ჯანდაბას, რახან მეტი ცვეტში არაფერია, კეტამინიც არააო? ნუ, კეტამინიც თუ არა გაქვთ, პარკოპანი მაინც არაა? რამე ორი ტაბლეტკა მაინც, იმიტორო ჩვენ უკვე კარგად ვართ დილიდან და ეხლა პროსტა რო დავამატოთო. კაროჩე, ბაზარი იმით მთავრდება რო ექთანი იღებს ბაიანს და ორ-ორ კუბიკ დიმედროლს უჩხირავს ვენაში.

ხო, აბა. კაროჩე, ესეიგი ყველა იმენნა გაწეულია მაგარი. და სიდედრი, აი. სიდედრი კაროჩე, დგას და უყურებს ამ კინოს შუშის კარის მეორე მხრიდან. და ფიქრობს, რა ქნას საცოდავმა. ბოლო-ბოლო ხვდება რო ეს მთელი ბაზარი ერთი მაფიაა და ვერაფერსაც ვერ იზამ აქ. ღრუტუნაც იასნია რო იმათკენაა. კაროჩე, უნდა მისწეროს გენერალურ პროკურორს, დაიქირავოს ადვოკატი, დაიწყოს გამოძიება. და ამ ამბებით ისე იგრუზება, რო მექანიკურად ჯდება დივანზე და ნელ-ნელა იწყებს გენერალურ პროკურორთან საუბარს.

და აი მთელი ბროგადა გამოდის სამზარეულოდან რო ტელევიზორს უყურონ. აქ კიდე ზის სიდედრი დივანზე და სერიოზულად ელაპარაკება გენერალურ პროკურორს. მენტები ექიმებს ეკითხებიან: ეს ბებო ვაბშე საიდან გაჩნდა აქაო? ექიმები ამბობენ: წარმოდგენა არა გვაქვს, მარა მგონი თავიდანვე იყო ბინაში, მგონიო. პატრულები ამბობენ: პროსტა მოუსმინეთ რას ჭედავს! დანძრეული აქ საწალსო! ექიმები პასუხობენ: ჩვენ ფსიქიატრიკოსები არა ვართ, მარა აქ უეჭველი გასაგებია ყველაფერი. ფაქტია რო დანძრეული აქვს. მენტები ამბობენ: მერედა, აქ რას აკეთებს დანძრეული თუ აქო? ეს ხო უწესრიგობაა ცვეტში. თუ ასე დანძრეული აქ, იასნია რო ასათიანზე უნდა იწვეს. ეხლავე დავრეკოთ სადაც საჭიროა, რო მოვიდნენ და წაიყვანონ აქედან, თორე მაგარი ბესპრიძელიაო. და უფროსი პატრული აგზავნის უმცროსს ასათიანზე დასარეკად.

მერე მოდის სასწაფო ასათიანიდან, ბინაში შემოდიან ორი სანიტარი და ფსიქიატრიკოსი. უმცროსი მენტი ამ დროს უკვე ვეშოლკასთან თვლემს ტელეფონის ყურმილით ხელში. დანარჩენი სასტავი ზის ტელევიზორთან და ყველა თავისი საქმითაა დაკავებული. პატრული უკვე გაითიშა, სიდედრი გაითიშა, ღრუტუნა ისევ თავის ღორულ კაიფს იჭერს, ექიმი და ექთანი ზასაობენ და კაროჩე რა. ტელევიზორში კი ქართული ეროვნული პაპსას კონცერტი მიდის.

ასათიანის სასტავი ჩუმად იყურება აქეთ-იქით და იასევე ჩუმად ყველანი იწყებენ ცეკვას, ჯერ ნელა და მერე უფრო და უფრო. ბოლოს კი უკვე სიმღერითაც ყვებიან სამ ხმაში: სუულ ზევით ზეეეეევით, მაღლა და მაააღლაააა!

ამ ხმაზე იღვიძებს უფროსი მენტი და ამბობს: ო! კიდე ექიმები! პრომედოლი არა გაქვთო? ასათიანის კამანდა რაღაცას უზრდელურად პასუხობს. იმას ეგრევე უფუჭდება ხასიათი, იღებს დუბინკას და იწყებს თავის სტანდარტულ გატრაკებას: აბა, საბუთები, მოქალაქევ!

ასათიანელები ეუბნებიან: თან არა გვაქ, მანქანაში დავტოვეთ. ეხლა წავალთ და მოვიტანთო. მენტი კიდე: არსადაც არ წახვალთ, ჩემო ძვირფასებო! კაროჩე, ყველას გაკავებთ ორმოცდარვა საათით, სანამ ყველაფერს გავაიასნებთო. სანიტარები იწყებენ კონტრა-გაიასნებას: შეხედე რეალურად ყველაფერს, ჩევნ სამნი ვართ, შენ ერთი, თანაც რაღაც ნაგავით გაჩხერილიო. და ამ სითავხედის პასუხად პატრულს უცბად ეცვლება სახე, აძრობს თავის შავ პისტოლეტს და ყვირის: ადგილზე, ბოზებო! კედელთან ყველანი და ხელები თავზე, დროზეე!

და აი ამ დროს! მოულოდნელად ღრუტუნა ძია, რომლის არსებობაც ყველას საერთოდ დავიწყებული ქონდა ვაბშე. ხოდა კაროჩე, იწვა-იწვა და კაკრას მაშინ, როცა მენტი იარაღს იქნევდა, ტელევიზორი ღრიალებდა, საგიჟეთის სასტავს უკვე სერიოზული იზმენა ქონდა აკიდებული... კაკრას იმ მომენტში ისეთი გააკუა! ლამის ლუსტრა ჩამოაგდო! და ყველა ვინ ოთახშია, ეგრევე იწყებს ხარხარს! იცინეს ასე თხუთმეტი წუთი კაკ მინიმუმ, და გახდნენ ისევ ღვიძლი ძმებივით. კაკრას ტელევიზორშიც არაჩვეულებრივი გამოფენა დაიწყო და მიუსხდნენ საყურებლად ყველანი ერთად.

მარა ღრუტუნა, კაროჩე, ცვეტში ღრუტუნაა რა. ყველა პონტს აბანძებს, როგორც წესი. ხალხი კარგადაა, ის იყო ფილმის მუღამში შევიდნენ რო ესეც კაკრას კუების მუღამში შევიდა. თან ყარს, როგორც ერთი ვაგონი ლაყე კვერცხი. თანაც უკვე აიზმენებს ხალხს, რო საცაა უნდა ჩაიჯვამს. რა უნდა უყო მერე? ასათიანელები ამბობენ: მოდი, ვანაში დავდოთ, რო როგორც კი და ეგრევეო. მენტები ამბობენ, არა, ჯობია ვაბშე ბინიდან გავიტანოთ, რო აქ არ აყროლდესო.

შედეგად, მოდის საღამოს ღრუტუნას ცოლი სახლში და ხედავს შემდეგ რო კაროჩე, ღრუტუნა წევს კარის ზღურბლთან ფეხის ტილოზე, უკვე ცოტა ყაყიანი, მარა იგრძნობა, რო ეს მარტო დასაწყისია.

იასნია, რო ეს ამბავი ცოლს სულაც არ ახარებს. მართლაც, დებო და ძმებო, რა უნდა იყოს აქ სასიხარულო: ვზროსლი ვაჟკაცი კაცი წევს სახლის კართან თავისივე ტურტლში და ისე ყარს, რო გვერდზე ბინები რეალურ დროში იაფდება ეგრევე. ნუ, უყურებს ცოლი და ფიქრობს: უსინდისო! მე კიდე ამას ჩემი ცხოვრება დავუკავშირე. დედა ჯერ როდის მაფრთხილებდა, მე სულელმა კიდე არ დავუჯერე. და ამ მინორულ ნოტაზე შედის სახლში და ხედავს საკუთარ დედას დივანზე, მაგარ ცუდ დღეში და გათიშულს. ხალიჩაზე კი...

კაროჩე, ყველა უკვე გათიშული კია, მარა ვიდი მაინც შთამბეჭდავია. იკაიფეთ: ხალიჩაზე ერთ გროვადა ყრია  ოთხი ექიმი, ორი პატრული და ექთანი. იტოგში, ძილი ნებისა პატარებო.

ღრუტუნას ცოლი ერთი ორ წუთს უყურებს ამ ბარდაგს, მერე იღებს პოლიჯოხს და ჯაჯგურით ყრის ყველას გარეთ. თანაც რაღაცნაირად საქმიანად, უხმაუროდ, გინების გარეშე, როგორც საერთოდ იცის ხოლმე. წიპა თითოს პატარა უბორკა ქონდეს პროსტა. აღებს ყველა ფორტოჩკას და ცენტრების ნარჩენები იფანტება ატმოსფეროში, რასაც მიყვება ნახმარი ბაიანი, დიმედროლის ნარჩენებით, სამედიცინო ჩანთა, ქალის ტრუსიკი, პარტულის ორი ფურაჟკა და პატრულისვე იერიხო, ტანფოლიო თუ რა სიკვდილიც აქვთ ხოლმე. მარა ნუ, ამის ამკრეფი უკვე აღარავინაა. იმიტორო ყველა სტუმარი ეგრევე მოთავსთდა თავის მანქანაში და ქარზე უასწყაფესად მოტყდა... და ყველას ძალიან, ძალიან, ძალიან შერცხვა.